პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"22:00 საათამდე ვაძლევთ ვადას" - აქციის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას
"22:00 საათამდე ვაძლევთ ვადას" - აქციის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას

"მო­ვი­თხოვთ გა­დად­გნენ მუ­რუ­სი­ძე, ჩინ­ჩა­ლა­ძე, გვე­ნე­ტა­ძე და სუ­ბე­ლი­ა­ნი" - ამის შე­სა­ხებ ზვი­ად კუპ­რა­ვამ პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მათი თქმით, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი გა­დად­გე­ბი­ან, სის­ტე­მა ჩა­მოშ­ლი­ლად ჩა­ით­ვლე­ბა.

"ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი მო­თხოვ­ნაა, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ჩაჯ­დეს ცი­ხე­ში. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გა­წი­რეს და მირ­ზას არ სვა­მენ ცი­ხე­ში. ვინ არის ეს კაცი?! მო­ვი­თხოვთ გა­დად­გნენ მუ­რუ­სი­ძე, ჩინ­ჩა­ლა­ძე, გვე­ნე­ტა­ძე და სუ­ბე­ლი­ა­ნი. რო­დე­საც ეს მო­თხოვ­ნე­ბი შეს­რულ­დე­ბა, ჩვენ ჩავ­თვლით, რომ სის­ტე­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მოვ­შა­ლეთ. ვე­ლო­დე­ბით 10 სა­ათს. თუ 10 სა­ათ­ზე ჩა­მოთ­ვლი­ლი პი­რე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი და არ ექ­ნე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი, და­ვა­ყე­ნებთ სხვა მო­თხოვ­ნებს. გე­ში­ნო­დეთ ხალ­ხის და არა მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის", - გა­ნა­ცხა­და კუპ­რა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, 22:00 სა­ათ­ზე აქ­ცი­ას მო­რაგ­ბე­ე­ბი და რაგ­ბის სტა­დი­ონ­ზე მყო­ფი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან. „ამ წუ­თებ­ში „დი­ნა­მოს“ სტა­დი­ონ­ზე თა­მა­შო­ბენ მო­რაგ­ბე­ე­ბი.

მათ ჩვენ შე­მოგ­ვით­ვა­ლეს, რომ 10 სა­ათ­ზე მთე­ლი სტა­დი­ო­ნი იდ­გე­ბა რუს­თა­ველ­ზე", - აღ­ნიშ­ნა პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ზაზა სა­რა­ლი­ძის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ზვი­ად კუპ­რა­ვამ.

ნა­ხეთ LIVE: რა ხდე­ბა რუს­თა­ველ­ზე, სა­დაც ზაზა სა­რა­ლი­ძე და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები

"22:00 საათამდე ვაძლევთ ვადას" - აქციის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას

"22:00 საათამდე ვაძლევთ ვადას" - აქციის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას

"მოვითხოვთ გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი" - ამის შესახებ ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მათი თქმით, თუ აღნიშნული პირები გადადგებიან, სისტემა ჩამოშლილად ჩაითვლება.

"ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა, მირზა სუბელიანი ჩაჯდეს ციხეში. მთავარი პროკურორი გაწირეს და მირზას არ სვამენ ციხეში. ვინ არის ეს კაცი?! მოვითხოვთ გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი. როდესაც ეს მოთხოვნები შესრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ სისტემა მნიშვნელოვნად ჩამოვშალეთ. ველოდებით 10 საათს. თუ 10 საათზე ჩამოთვლილი პირები არ იქნებიან პროკურატურაში დაბარებულები და არ ექნებათ შესაბამისი ბრალი წაყენებული, დავაყენებთ სხვა მოთხოვნებს. გეშინოდეთ ხალხის და არა მირზა სუბელიანის", - განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, 22:00 საათზე აქციას მორაგბეები და რაგბის სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები შეუერთდებიან. „ამ წუთებში „დინამოს“ სტადიონზე თამაშობენ მორაგბეები.

მათ ჩვენ შემოგვითვალეს, რომ 10 საათზე მთელი სტადიონი იდგება რუსთაველზე", - აღნიშნა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ.

ნახეთ LIVE: რა ხდება რუსთაველზე, სადაც ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ