პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - შოთაძის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები
თეა წულუკიანი - შოთაძის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ირაკ­ლი შო­თა­ძის გა­დად­გო­მის სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი აცხა­დებს, ის შო­თა­ძის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბა, თუმ­ცა ირაკ­ლი შო­თა­ძემ ეს არ გა­ი­ზი­ა­რა. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი პრო­კუ­რო­რებს მი­მარ­თავს, სა­ნამ ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ი­ნიშ­ნე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სიმ­შვი­დე.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ირაკ­ლი შო­თა­ძის გა­დად­გო­მა რომ სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის გზა­ზე სი­ა­რუ­ლის­თვის ცალ­სა­ხა ნე­გა­ტი­ვია, ამას დრო აჩ­ვე­ნებს ძა­ლი­ან კარ­გად.

მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვინც ამას ითხოვ­და, ვიცი რაზე ვსა­უბ­რობ - მი­მუ­შა­ვია მას­თან და ვიცი. მის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მე არ ვე­თან­ხმე­ბი, იცის, ვუ­თხა­რი, არ გა­ი­ზი­ა­რა.

მსურს, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მას იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მელ­საც მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა იჩენ­და ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი პროგ­რე­სუ­ლი იდე­ი­სა თუ რე­ფორ­მის მხარ­და­სა­ჭე­რად. ტრა­ფა­რე­ტუ­ლად ჟღერს? აბა, მე მკი­თხეთ შო­თა­ძემ­დე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე ამ­ბებს მო­გიყ­ვე­ბით ბევ­რს.

მსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მას ასე­ვე იმი­სათ­ვის, რაც მან რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მი­თხრა - გა­დავ­დგე­ბი და და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ მარ­თა­ლი ვარ. იმე­დი მაქვს მეც.და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო გვინ­დაო. დღეს და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რო­რის პო­ზი­ცია ასი პრო­ცენ­ტით არ გა­ი­ზი­ა­რა და ამი­ტომ მო­ვი­თხო­ვეთ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის „თავი“. ეს სის­ტე­მუ­რად არას­წო­რია. რას ვე­უბ­ნე­ბით პრო­კუ­რო­რებს ამით? - ოდ­ნავ თუ ვინ­მე მო­გეჩ­ვე­ნა დამ­ნა­შა­ვედ, და­ა­კა­ვე, აი­ძუ­ლე, მოგ­ცეს ჩვე­ნე­ბა, თო­რემ მო­სა­მარ­თლემ თუ ბრალ­დე­ბუ­ლი გა­გი­მარ­თლა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შენს თავს მო­ი­თხოვს?

ახლა კი მინ­და მივ­მარ­თო სა­ჯა­როდ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პრო­კუ­რორს: მე თქვენ გენ­დო­ბით. მინ­და, გენ­დო­ბო­დეთ მო­მა­ვალ­შიც და ამი­ტომ გთხოვთ, არაფ­რის ფა­სად არ და­ყა­როთ ფარ-ხმა­ლი, რად­გან ჩვენ ცუდი წარ­სუ­ლი გვი­ნა­ხავს ერ­თად. ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ პროგ­რე­სის გზა­ზე სი­ა­რუ­ლი.

ამი­ტო­მაც, მა­ნამ სა­ნამ ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ი­ნიშ­ნე­ბა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე, ჩვე­უ­ლი სი­დინ­ჯე და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, გჯე­რო­დეთ, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა იცის, რამ­ხე­ლა ჯაფა გად­გათ. მაგ­რამ და­ზა­რა­ლე­ბულს არ მოს­თხო­ვოთ, არ ჰქონ­დეს ემო­ცი­ე­ბი", - წერს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ­ში".

თეა წულუკიანი - შოთაძის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები

თეა წულუკიანი - შოთაძის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, ის შოთაძის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა ირაკლი შოთაძემ ეს არ გაიზიარა. თეა წულუკიანი პროკურორებს მიმართავს, სანამ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება შეინარჩუნონ სიმშვიდე.

თეა წულუკიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ირაკლი შოთაძის გადადგომა რომ სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია, ამას დრო აჩვენებს ძალიან კარგად.

მათგან განსხვავებით, ვინც ამას ითხოვდა, ვიცი რაზე ვსაუბრობ - მიმუშავია მასთან და ვიცი. მის ამ გადაწყვეტილებას მე არ ვეთანხმები, იცის, ვუთხარი, არ გაიზიარა.

მსურს, მადლობა გადავუხადო მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურა იჩენდა ყველა სამართლებრივი პროგრესული იდეისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ტრაფარეტულად ჟღერს? აბა, მე მკითხეთ შოთაძემდე პროკურატურაზე ამბებს მოგიყვებით ბევრს.

მსურს მადლობა გადავუხადო მას ასევე იმისათვის, რაც მან რამდენიმე წუთის წინ მითხრა - გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ. იმედი მაქვს მეც.დამოუკიდებელი სასამართლო გვინდაო. დღეს დამოუკიდებელმა მოსამართლემ პროკურორის პოზიცია ასი პროცენტით არ გაიზიარა და ამიტომ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის „თავი“. ეს სისტემურად არასწორია. რას ვეუბნებით პროკურორებს ამით? - ოდნავ თუ ვინმე მოგეჩვენა დამნაშავედ, დააკავე, აიძულე, მოგცეს ჩვენება, თორემ მოსამართლემ თუ ბრალდებული გაგიმართლა, საზოგადოება შენს თავს მოითხოვს?

ახლა კი მინდა მივმართო საჯაროდ საქართველოს ყველა პროკურორს: მე თქვენ გენდობით. მინდა, გენდობოდეთ მომავალშიც და ამიტომ გთხოვთ, არაფრის ფასად არ დაყაროთ ფარ-ხმალი, რადგან ჩვენ ცუდი წარსული გვინახავს ერთად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესის გზაზე სიარული.

ამიტომაც, მანამ სანამ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჩვეული სიდინჯე და მიუხედავად ყველაფრისა, გჯეროდეთ, რომ დაზარალებულმა იცის, რამხელა ჯაფა გადგათ. მაგრამ დაზარალებულს არ მოსთხოვოთ, არ ჰქონდეს ემოციები", - წერს თეა წულუკიანი "ფეისბუქში".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ