Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა" - შოთაძის განცხადება გადადგომის შემდეგ
"არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა" - შოთაძის განცხადება გადადგომის შემდეგ

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი შო­თა­ძე გა­დად­გა. მან თა­ნამ­დე­ბო­ბა, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს მიერ დღეს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ და­ტო­ვა.

"პირ­ველ რიგ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და გან­ვუ­მარ­ტო, რომ დღეს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო სა­სა­მარ­თლოს მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა; სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით აგებს პა­სუხს. ამის­თვის ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ - სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს უნდა იცო­დეს. ჩემ­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის­თვის, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ნდო­ბა ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლის - პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მართ. ამ სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბის ყო­ველ მო­მენ­ტში, მთე­ლი ჩემი შრო­მა მი­მარ­თუ­ლი იყო კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დამ­კვიდ­რე­ბის­კენ და მინ­და ვირ­წმუ­ნო, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ჩვენ ყვე­ლა ერ­თად შევ­ძლებთ და­ვამ­კვიდ­როთ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მკვლე­ლო­ბას ეხე­ბა.

დღეს, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი იქნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი აზ­რით, უზ­რუნ­ველ­ყოფ­და საქ­მე­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნის დად­გო­მას. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად არ გა­ი­ზი­ა­რა ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ამ ძა­ლი­ან მძი­მე საქ­მე­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი შე­დე­გი ამ ეტაპ­ზე ვერ დად­გა. თუმ­ცა, ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა ზემ­დგო­მი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში და ვფიქ­რობ, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე სა­თა­ნა­დოდ აგებს პა­სუხს კა­ნო­ნის წი­ნა­შე. ერ­თია სა­მარ­თლებ­რი­ვი მხა­რე, მაგ­რამ მე­ო­რეა ადა­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ საქ­მის მი­მართ.

მინ­და პი­რა­დად მივ­მარ­თო ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დე­ბის მშობ­ლებს: მე ვი­ყა­ვი და ვარ თქვენს გვერ­დით. რო­გორც ქვეყ­ნის მთა­ვარ პრო­კუ­რორს და რო­გორც მა­მას, არც თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ღირს თქვე­ნი შვი­ლის სი­ცო­ცხლედ და არც არა­ფე­რი სხვა. მინ­და, იცო­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რათა დამ­ნა­შა­ვე­ებს პა­სუ­ხი ეგოთ. მჯე­რა, ამ ნა­ბი­ჯით მა­ინც დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ბევ­რი უსა­ფუძ­ვლო, ბინ­ძუ­რი ბრალ­დე­ბა, რაც ჩემს მი­მართ ის­მო­და, მიზ­ნად ისა­ხავ­და ჩემს მი­მართ პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას იმის გამო, რომ ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბევრ ყო­ფილ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, რო­მელ­თაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­ამ­კვიდ­რეს სის­ტე­მუ­რი უსა­მარ­თლო­ბა, პა­სუ­ხი ვა­გე­ბი­ნეთ კა­ნო­ნის წი­ნა­შე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გაგ­რძელ­დე­ბა და ბო­ლომ­დე მივა.

რად­გან მინ­და გჯე­რო­დეთ იმი­სა, რა­საც ვამ­ბობ, დღეს ვტო­ვებ ჩემს თა­ნამ­დე­ბო­ბას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა სრუ­ლად აღ­სრულ­დე­ბა.აქვე მინ­და მო­ვუ­წო­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვი­საც სურს გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ მშობ­ლებს გვერ­დით და­უდ­გეს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს გა­მო­ძი­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად და ითა­ნამ­შრომ­ლოს მას­თან. ბო­ლოს, მსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრო­კუ­რა­ტუ­რის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლე­ბიც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დში მედგნენ და რომ­ლე­ბიც, სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ფა­სად, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მუხლჩა­უხ­რე­ლად შრო­მო­ბენ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი უწყე­ბა გა­აგ­რძე­ლებს გან­ვი­თა­რე­ბას და უდი­დეს როლს შე­ას­რუ­ლებს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გზა­ზე" - ნათ­ქვა­მია შო­თა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

ირაკ­ლი შო­თა­ძე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2015 წლი­დან იკა­ვებ­და. ის 2015 წლის 27 ნო­ემ­ბერს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტმა აირ­ჩია.

"არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა" - შოთაძის განცხადება გადადგომის შემდეგ

"არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა" - შოთაძის განცხადება გადადგომის შემდეგ

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან თანამდებობა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა.

"პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება.

დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე. ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.

მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით. როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.

რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან. ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე" - ნათქვამია შოთაძის განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა. ის 2015 წლის 27 ნოემბერს ამ თანამდებობაზე პარლამენტმა აირჩია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს