სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სწორად დაკითხავ, შეიძლება ჩაჭრა სიმართლის მთქმელი მოწმეც..." - რას ყვებოდა ინტერვიუში საკუთარ საქმიანობაზე ხორავას საქმის ადვოკატი
"თუ სწორად დაკითხავ, შეიძლება ჩაჭრა სიმართლის მთქმელი მოწმეც..." - რას ყვებოდა ინტერვიუში საკუთარ საქმიანობაზე ხორავას საქმის ადვოკატი

ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მის 4-თვი­ა­ნი გან­ხილ­ვა დას­რულ­და - მო­სა­მარ­თლე ეკა არე­ში­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გ.ბ, რო­მელ­საც ბრა­ლი, რო­გორც ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ასე­ვე და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და, მხო­ლოდ ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდ­ში იქნა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდს, სა­სა­მარ­თლომ გ.ბ. ამ ნა­წილ­ში სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ გ.ჯ.-ს ბრა­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ.

არას­რულ­წლო­ვა­ნი გ.ჯ-ს ინ­ტე­რე­სებს ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე იცავს, რო­მელ­საც ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ მის პორ­ტფელ­ში უამ­რა­ვი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნია. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი შე­უმ­სუ­ბუქ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ყვე­ბა მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე. ად­ვო­კატ­თან ინ­ტერ­ვიუ ჟურ­ნალ­მა "გზამ" 2017 წლის იან­ვარ­ში ჩა­წე­რა, როცა ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის მო­ზარ­დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს და­ი­ცავ­და. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ბევ­რი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მაქვს. ვი­ღებ ისეთ საქ­მე­ებს, სა­დაც საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა­ზე არ მი­დის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და მივ­დი­ვართ გა­მარ­თლე­ბა­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი სა­ერ­თოდ არ უნდა არ­სე­ბობ­დეს. ეს არ არის ის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც პა­სუ­ხობს ჩემ­ნა­ი­რი იუ­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნებს. მი­მაჩ­ნია, რომ ამ ინ­სტი­ტუ­ტის და­სუს­ტე­ბა გა­მო­იწ­ვევს იუ­რი­დი­უ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე ას­ვლას და ად­ვო­კა­ტე­ბის რო­ლიც უფრო დიდი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში. ყვე­ლა­ზე ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან - რო­მე­ლია თქვე­ნი მო­გე­ბუ­ლი საყ­ვა­რე­ლი საქ­მეო? ამა­ზე ერთი პა­სუ­ხი მაქვს, ეს ისეა, როცა უყუ­რებ ფილ­მს და გგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მა­გარ ფილ­მს უყუ­რე, შემ­დეგ უყუ­რებ სხვა ფილ­მს და ფიქ­რობ, რომ ის არის ყვე­ლა­ზე მა­გა­რი. ასეა ამ შემ­თხვე­ვა­შიც.

ახლა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ვარ ჩემს ბოლო საქ­მე­ზე, მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ეს საქ­მეა, თუმ­ცა მქო­ნია ისე­თი საქ­მე­ე­ბიც, სა­დაც გა­ცი­ლე­ბით მეტი მოწ­მე ყო­ფი­ლა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნია მო­სა­მარ­თლეს. მქო­ნია ისე­თი საქ­მე, როცა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მის­ცეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. ასე­ვე იყო შემ­თხვე­ვა, როცა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ ორ ახალ­გაზ­რდას პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უსას­ტი­კე­სად სცე­მეს, მერე მათ და­აბ­რა­ლეს ჯგუ­ფუ­რად პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, რაც 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო, პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ იყ­ვნენ და ეტყო­ბა ეგო­ნათ, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ შე­თხზულ ბრალს ად­ვი­ლად და­ამ­ტკი­ცებ­დნენ. თან 4 პო­ლი­ცი­ე­ლი ხელს ადებ­და მათ, ასე­ვე პატ­რუ­ლის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და საქ­მე­ში იყო კი­დევ ორი არა­პო­ლი­ცი­ე­ლი მოწ­მე, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბუ­ლებს ამ­ხელ­და. საქ­მე­ში იდო ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ტან­საც­მე­ლი და ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, თით­ქოს ეს ტან­საც­მე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლებს ამ ბი­ჭებ­მა შე­მო­ა­ხი­ეს, იდო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, სა­დაც ეწე­რა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ეტყო­ბო­დათ. ამ შე­კე­რი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­დას­ტურ­და ჩემი და­სა­ცა­ვე­ბის უდა­ნა­შა­ულო­ბა. როცა მოწ­მე ტყუ­ის, მისი გა­მო­ჭე­რა ძალ­ზე იო­ლია და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა მოწ­მის ჩაჭ­რა შე­უძ­ლია ად­ვო­კატს.

- შე­იძ­ლე­ბა დამ­ნა­შა­ვეც გა­ა­მარ­თლო სწო­რი და­კი­თხვით, ხომ?

- სწო­რად წარ­მო­ე­ბუ­ლი და­კი­თხვე­ბი ნე­ბის­მი­ერ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და­ან­გრევს. მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის მოწ­მის ჩვე­ნე­ბა. რო­დე­საც მოწ­მეს სა­სა­მარ­თლო­ზე დაჰ­კი­თხავ, ჩაჭ­რი მას, ტყუ­ი­ლებ­ში გა­მო­ი­ჭერ, რე­ა­ლუ­რად აქ უკვე გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დგე­ბა. თუ სწო­რად დაჰ­კი­თხავ, ყვე­ლა მა­ტყუ­ა­რა მოწ­მის ჩაჭ­რა შე­იძ­ლე­ბა. თუ სწო­რად დაჰ­კი­თხავ, შე­იძ­ლე­ბა ჩაჭ­რა სი­მარ­თლის მთქმე­ლი მოწ­მეც. საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ი­პო­ვო და შე­აგ­რო­ვო სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. უნდა შე­არ­ჩიო სწო­რი ტაქ­ტი­კა, სტრა­ტე­გია. ად­ვო­კა­ტი კარ­გად უნდა იც­ნობ­დეს ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ას, ქარ­თულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, სა­სა­მარ­თლო­ე­ბის პრაქ­ტი­კას, რად­გან სის­ხლის სა­მარ­თა­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბა­დი სფე­როა. ყო­ველ­დღე ვი­თარ­დე­ბა და ყო­ველ­დღე ახა­ლი პრე­ცე­დენ­ტე­ბი იქ­მნე­ბა ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო­ში. თუ იც­ნობ ამ ყვე­ლა­ფერს და გაქვს ად­ვო­კა­ტის­თვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი, მი­მაჩ­ნია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ წარ­მა­ტე­ბას ნე­ბის­მი­ერ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში. არ არ­სე­ბობს საქ­მე, რომ­ლის მო­გე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა.

- ალ­ბათ გქო­ნი­ათ ისე­თი საქ­მე­ე­ბიც, სა­დაც მი­ზანს ვერ მი­აღ­წი­ეთ.

- არ არ­სე­ბობს ად­ვო­კა­ტი, მით უმე­ტეს - სის­ხლის სა­მარ­თლის სფე­რო­ში, რო­მელ­საც წა­გე­ბუ­ლი საქ­მე არ ჰქო­ნია. ძა­ლი­ან ხში­რად, შე­იძ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ უბ­რა­ლოდ, ვერ გა­ბე­დოს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა. თუმ­ცა, ყო­ვე­ლი კრა­ხი უნდა იყოს და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია, რომ მე­ტად გაძ­ლი­ერ­დე, თავ­და­დე­ბით გა­აგ­რძე­ლო ბრძო­ლა. მქო­ნია უამ­რა­ვი საქ­მე, სა­დაც პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში არ გა­მი­მარ­თლა, მაგ­რამ აპე­ლა­ცი­ა­ში გა­ვი­მარ­ჯვე. ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ა­მარ­თლა ჩემი და­სა­ცა­ვი, რო­მელ­საც 8 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის. თუ იშ­რო­მებ და იბ­რძო­ლებ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ მი­ზანს.

- რა კა­ტე­გო­რი­ის ბრალ­დე­ბუ­ლის დაც­ვა­ზე შე­იძ­ლე­ბა უარი თქვათ?

- პე­დო­ფილს ვე­რა­სო­დეს და­ვი­ცავ. ყვე­ლას დაც­ვა არ შე­მიძ­ლია. როცა ვხვდე­ბი ადა­მი­ანს, მან უნდა მო­ახ­დი­ნოს ჩემ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ დაც­ვა შევ­ძლო. ბევ­რჯერ მით­ქვამს უარი საქ­მე­ზე. თუ არ გიყ­ვარს შენი კლი­ენ­ტი, თუ არ გწამს მისი, რო­გორ უნდა და­არ­წმუ­ნო მო­სა­მარ­თლე მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში?

- თუ გქო­ნი­ათ საქ­მე, სა­დაც იცო­დით, რომ კლი­ენ­ტი დამ­ნა­შა­ვე იყო, მაგ­რამ გა­ა­მარ­თლეთ?

- ვი­ცავ­დი აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მელ­მაც 17 წლი­სამ ჩა­ი­დი­ნა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ ის გა­ვა­მარ­თლე. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო და ცი­ხე­ში რომ წა­სუ­ლი­ყო, ცხოვ­რე­ბა და­ენგრე­ო­და. ამ ადა­მი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო 4-ჯერ უკვე ასა­ხე­ლა, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. დღეს ის არის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, უაღ­რე­სად პა­ტი­ო­სა­ნი, 3.000 ლარი აქვს ხელ­ფა­სი, ჰყავს მე­უღ­ლე, შვი­ლი. ეს ადა­მი­ა­ნი რომ წა­სუ­ლი­ყო პა­ტიმ­რო­ბა­ში, მისი ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თე­ბო­და...

- ად­ვო­კა­ტო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ჩემი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში დიდი როლი ითა­მა­შა უცხო­ელ­მა კო­ლე­გამ. ვსწავ­ლობ­დი ამე­რი­კა­ში და ვცხოვ­რობ­დი ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ად­ვო­კა­ტის ოჯახ­ში, მას­თან მი­ვი­ღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და რაც მთა­ვა­რია, გა­ვიმ­ყა­რე ჩემი პო­ზი­ცია. არა­სო­დეს მი­ფიქ­რია პრო­კუ­რო­რად, გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ო­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ად­ვო­კა­ტო­ბა არის ღირ­სე­უ­ლი პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, პრინ­ცი­პებს არ უღა­ლა­ტო. "ზე­მო­დან" არა­ვინ და­გა­ვა­ლებს, ებ­რძვი უდი­დეს ძა­ლას - სა­ხელ­მწი­ფოს. ეს ად­რე­ნა­ლი­ნის დიდი დო­ზაა - მთე­ლი სტრუქ­ტუ­რა ერ­თვე­ბა ერთი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და მე ვი­ცავ ასეთ ადა­მი­ა­ნებს.

სტუ­დენ­ტო­ბი­სას ჩემი რე­ზი­უ­მე გავ­გზავ­ნე ამე­რი­კა­ში და წა­ი­კი­თხა ცნო­ბილ­მა ად­ვო­კატ­მა, მიხ­ვდა, რომ ბევ­რი სა­ერ­თო გვქონ­და და გა­მარ­ჯვე­ბულ სტუ­დენ­ტებს შო­რის ამარ­ჩია. დღეს მარ­თლა ბევ­რი გვაქვს სა­ერ­თო. ის ადა­მი­ა­ნი წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, მის­მა შვილ­მა მო­იყ­ვა­ნა ცო­ლად ჩემი სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა, თბი­ლის­ში ბინა იყი­დეს, მარ­თლმა­დი­დებ­ლა­დაც მო­ინათლნენ. ამა­ზე მეტი სიყ­ვა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის რა უნდა იყოს? წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუ სწორად დაკითხავ, შეიძლება ჩაჭრა სიმართლის მთქმელი მოწმეც..." - რას ყვებოდა ინტერვიუში საკუთარ საქმიანობაზე ხორავას საქმის ადვოკატი

"თუ სწორად დაკითხავ, შეიძლება ჩაჭრა სიმართლის მთქმელი მოწმეც..." - რას ყვებოდა ინტერვიუში საკუთარ საქმიანობაზე ხორავას საქმის ადვოკატი

ხორავას ქუჩის საქმის 4-თვიანი განხილვა დასრულდა - მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

არასრულწლოვანი გ.ჯ-ს ინტერესებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე იცავს, რომელსაც ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ მის პორტფელში უამრავი გამამართლებელი განაჩენია. ამ შემთხვევაშიც, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი შეუმსუბუქდა. საინტერესოა, რას ყვება მისი საქმიანობის შესახებ ტარიელ კაკაბაძე. ადვოკატთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" 2017 წლის იანვარში ჩაწერა, როცა ცნობილი გახდა, რომ ის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს დაიცავდა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ბევრი გამამართლებელი განაჩენი მაქვს. ვიღებ ისეთ საქმეებს, სადაც საპროცესო გარიგებაზე არ მიდის ეჭვმიტანილი და მივდივართ გამართლებაზე. მიმაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს არ არის ის ინსტიტუტი, რომელიც პასუხობს ჩემნაირი იურისტების მოთხოვნებს. მიმაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის დასუსტება გამოიწვევს იურიდიული პროფესიების უფრო მაღალ დონეზე ასვლას და ადვოკატების როლიც უფრო დიდი იქნება ადამიანის უფლებების დაცვაში. ყველაზე ხშირად მეკითხებიან - რომელია თქვენი მოგებული საყვარელი საქმეო? ამაზე ერთი პასუხი მაქვს, ეს ისეა, როცა უყურებ ფილმს და გგონია, რომ ყველაზე მაგარ ფილმს უყურე, შემდეგ უყურებ სხვა ფილმს და ფიქრობ, რომ ის არის ყველაზე მაგარი. ასეა ამ შემთხვევაშიც.

ახლა ისეთი შთაბეჭდილებებით ვარ ჩემს ბოლო საქმეზე, მგონია, რომ ყველაზე მაგარი ეს საქმეა, თუმცა მქონია ისეთი საქმეებიც, სადაც გაცილებით მეტი მოწმე ყოფილა ჩვენს წინააღმდეგ, მეტი მტკიცებულებები ყოფილა, მაგრამ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანია მოსამართლეს. მქონია ისეთი საქმე, როცა გამამართლებელი განაჩენის შემდეგ პოლიციელები მისცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე იყო შემთხვევა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორ ახალგაზრდას პოლიციის განყოფილებაში უსასტიკესად სცემეს, მერე მათ დააბრალეს ჯგუფურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე ბრალდებული ნასამართლევი იყო, პირობითი მსჯავრის ქვეშ იყვნენ და ეტყობა ეგონათ, რომ მათ წინააღმდეგ შეთხზულ ბრალს ადვილად დაამტკიცებდნენ. თან 4 პოლიციელი ხელს ადებდა მათ, ასევე პატრულის ორი თანამშრომელი და საქმეში იყო კიდევ ორი არაპოლიციელი მოწმე, რომელიც ბრალდებულებს ამხელდა. საქმეში იდო ნივთმტკიცების სახით ტანსაცმელი და ირწმუნებოდნენ, თითქოს ეს ტანსაცმელი პოლიციელებს ამ ბიჭებმა შემოახიეს, იდო ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ეწერა, რომ პოლიციელებს დაზიანებები ეტყობოდათ. ამ შეკერილი მტკიცებულებების მიუხედავად, დადასტურდა ჩემი დასაცავების უდანაშაულობა. როცა მოწმე ტყუის, მისი გამოჭერა ძალზე იოლია და საერთოდ, ყველა მოწმის ჩაჭრა შეუძლია ადვოკატს.

- შეიძლება დამნაშავეც გაამართლო სწორი დაკითხვით, ხომ?

- სწორად წარმოებული დაკითხვები ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს დაანგრევს. მთავარი მტკიცებულება არის მოწმის ჩვენება. როდესაც მოწმეს სასამართლოზე დაჰკითხავ, ჩაჭრი მას, ტყუილებში გამოიჭერ, რეალურად აქ უკვე გამამართლებელი განაჩენი დგება. თუ სწორად დაჰკითხავ, ყველა მატყუარა მოწმის ჩაჭრა შეიძლება. თუ სწორად დაჰკითხავ, შეიძლება ჩაჭრა სიმართლის მთქმელი მოწმეც. საქმეზე მუშაობის დროს მნიშვნელოვანია, მოიპოვო და შეაგროვო სხვა მტკიცებულებები. უნდა შეარჩიო სწორი ტაქტიკა, სტრატეგია. ადვოკატი კარგად უნდა იცნობდეს ევროპულ კონვენციას, ქართულ კანონმდებლობას, სასამართლოების პრაქტიკას, რადგან სისხლის სამართალი ჩვენს ქვეყანაში განვითარებადი სფეროა. ყოველდღე ვითარდება და ყოველდღე ახალი პრეცედენტები იქმნება ყველა სასამართლოში. თუ იცნობ ამ ყველაფერს და გაქვს ადვოკატისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, მიმაჩნია, რომ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეში. არ არსებობს საქმე, რომლის მოგებაც არ შეიძლება.

- ალბათ გქონიათ ისეთი საქმეებიც, სადაც მიზანს ვერ მიაღწიეთ.

- არ არსებობს ადვოკატი, მით უმეტეს - სისხლის სამართლის სფეროში, რომელსაც წაგებული საქმე არ ჰქონია. ძალიან ხშირად, შეიძლება მოსამართლემ უბრალოდ, ვერ გაბედოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. თუმცა, ყოველი კრახი უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია, რომ მეტად გაძლიერდე, თავდადებით გააგრძელო ბრძოლა. მქონია უამრავი საქმე, სადაც პირველ ინსტანციაში არ გამიმართლა, მაგრამ აპელაციაში გავიმარჯვე. ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ გაამართლა ჩემი დასაცავი, რომელსაც 8 წელი ჰქონდა მისჯილი, მკვლელობის მცდელობისთვის. თუ იშრომებ და იბრძოლებ, აუცილებლად მიაღწევ მიზანს.

- რა კატეგორიის ბრალდებულის დაცვაზე შეიძლება უარი თქვათ?

- პედოფილს ვერასოდეს დავიცავ. ყველას დაცვა არ შემიძლია. როცა ვხვდები ადამიანს, მან უნდა მოახდინოს ჩემზე შთაბეჭდილება, რომ დაცვა შევძლო. ბევრჯერ მითქვამს უარი საქმეზე. თუ არ გიყვარს შენი კლიენტი, თუ არ გწამს მისი, როგორ უნდა დაარწმუნო მოსამართლე მის უდანაშაულობაში?

- თუ გქონიათ საქმე, სადაც იცოდით, რომ კლიენტი დამნაშავე იყო, მაგრამ გაამართლეთ?

- ვიცავდი აბიტურიენტს, რომელმაც 17 წლისამ ჩაიდინა მძიმე დანაშაული, მაგრამ ის გავამართლე. ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ციხეში რომ წასულიყო, ცხოვრება დაენგრეოდა. ამ ადამიანმა საქართველო 4-ჯერ უკვე ასახელა, ევროპის ჩემპიონატზე. დღეს ის არის ძალიან წარმატებული ახალგაზრდა, უაღრესად პატიოსანი, 3.000 ლარი აქვს ხელფასი, ჰყავს მეუღლე, შვილი. ეს ადამიანი რომ წასულიყო პატიმრობაში, მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა...

- ადვოკატობა რატომ გადაწყვიტეთ?

- ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი როლი ითამაშა უცხოელმა კოლეგამ. ვსწავლობდი ამერიკაში და ვცხოვრობდი ცნობილი ამერიკელი ადვოკატის ოჯახში, მასთან მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება და რაც მთავარია, გავიმყარე ჩემი პოზიცია. არასოდეს მიფიქრია პროკურორად, გამომძიებლად მუშაობა. მიმაჩნია, რომ ადვოკატობა არის ღირსეული პროფესია, რომელიც გაძლევს საშუალებას, პრინციპებს არ უღალატო. "ზემოდან" არავინ დაგავალებს, ებრძვი უდიდეს ძალას - სახელმწიფოს. ეს ადრენალინის დიდი დოზაა - მთელი სტრუქტურა ერთვება ერთი უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ და მე ვიცავ ასეთ ადამიანებს.

სტუდენტობისას ჩემი რეზიუმე გავგზავნე ამერიკაში და წაიკითხა ცნობილმა ადვოკატმა, მიხვდა, რომ ბევრი საერთო გვქონდა და გამარჯვებულ სტუდენტებს შორის ამარჩია. დღეს მართლა ბევრი გვაქვს საერთო. ის ადამიანი წელიწადში სამჯერ ჩამოდის საქართველოში, მისმა შვილმა მოიყვანა ცოლად ჩემი სტუდენტი გოგონა, თბილისში ბინა იყიდეს, მართლმადიდებლადაც მოინათლნენ. ამაზე მეტი სიყვარული ქართველი ადამიანისთვის რა უნდა იყოს? წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსზე"

როგორ ცხოვრობს გერმანიაში თსუ-ს ყოფილი რექტორი, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტის პრეზიდენტია - "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ოჯახია"

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?