პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ" - სანდრო გირგვლიანის მამა "ხორავას საქმეზე"
"ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ" - სანდრო გირგვლიანის მამა "ხორავას საქმეზე"

ვუ­ყუ­რებ ზაზა სა­რა­ლი­ძეს და სა­კუ­თა­რი უბე­დუ­რე­ბა ცხა­დად მიდ­გე­ბა თვალ­წინ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მამა გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი kvirispalitra.ge-სთან სა­უბ­რი­სას ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს.

“ჯერ ჩემი შვი­ლის საქ­მეც არაა დას­რუ­ლე­ბუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბა ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს და დღემ­დე არ ვი­ცით ვი­ნაა მკვლე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ის, რაც ახლა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ხდე­ბა, სა­ერ­თოდ არ მიკ­ვირს. მე ჩემი პო­ზი­ცია, ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, მა­შინ და­ვა­ფიქ­სი­რე, როცა მუ­რუ­სი­ძე აირ­ჩი­ეს მო­სა­მარ­თლედ და ამის მერე, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მე ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ფე­რი მჯე­რა, ამი­ტომ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა თუ ეს საქ­მეც კი­დევ უფრო არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წავა.

ვუ­ყუ­რებ ზაზა სა­რა­ლი­ძეს და სა­კუ­თა­რი უბე­დუ­რე­ბაც ცხა­დად მიდ­გე­ბა თვალ­წინ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მეს­მის მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვუ­თა­ნაგ­რძნობ მას. ჩემ­თვის ცხად­ზე ცხა­დია, თუ რას გა­ნიც­დის ის ახლა, მაგ­რამ ჩემ­თვის უბე­დუ­რე­ბაა ისიც, რომ მის გვერ­დით დგა­ნან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩემი შვი­ლი მოკ­ლა. მე მხო­ლოდ ამ გა­რე­მო­ე­ბის გამო ვერ მი­ვალ და გვერ­დით ვერ და­ვუდ­გე­ბი ზაზა სა­რა­ლი­ძეს, კუპ­რა­ვას გვერ­დში და­ყე­ნე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! თო­რემ სხვამ­ხრივ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვუ­თა­ნაგ­რძნობ და სო­ლი­და­რო­ბას გა­მოვ­ხა­ტავ მის მი­მართ.

დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გვერ­დში უნდა და­უდ­გეს ამ კაცს, რად­გან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი ხალ­ხი მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს მკვლე­ლო­ბა­ში და სა­ბო­ლო­ოდ ვე­რა­ფე­რი დად­გინ­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს. სხვა­თა შო­რის, ჩვენს დროს, როცა ვიკ­რი­ბე­ბო­დით მა­შინ 20-30 კაცი თუ იდგა ჩვენს გვერ­დით, ვცდი­ლობ­დით რომ ყვე­ლაფ­რის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი არ მიგ­ვე­ცა. ჩემი შვი­ლის საქ­მე­ზე სა­ა­კაშ­ვილს და მე­რა­ბიშ­ვილს წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, მე არც ერთი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რად­გან მელ­ნი­კოვ­მა ჩვე­ნე­ბა­ში თქვა, რომ მას, ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა და­ა­ვა­ლა თაკო სა­ლა­ყა­ი­ამ, რო­მე­ლიც დღეს თა­ვი­სუფ­ლად და­დის ქუ­ჩა­ში. მეც მიჩ­ნდე­ბა ეჭვი, რომ დღე­საც ვი­ღა­ცე­ბი აფა­რე­ბენ ხელს ჩემი შვი­ლის მკვლე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ გირ­გვლი­ან­მა.

"ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ" - სანდრო გირგვლიანის მამა "ხორავას საქმეზე"

"ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ" - სანდრო გირგვლიანის მამა "ხორავას საქმეზე"

ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურება ცხადად მიდგება თვალწინ, - ასე ეხმაურება სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი kvirispalitra.ge-სთან საუბრისას ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

“ჯერ ჩემი შვილის საქმეც არაა დასრულებული, გამოძიება ისევ მიმდინარეობს და დღემდე არ ვიცით ვინაა მკვლელი, შესაბამისად, ის, რაც ახლა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ხდება, საერთოდ არ მიკვირს. მე ჩემი პოზიცია, ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მაშინ დავაფიქსირე, როცა მურუსიძე აირჩიეს მოსამართლედ და ამის მერე, სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ ხელისუფლების არაფერი მჯერა, ამიტომ არ გამიკვირდება თუ ეს საქმეც კიდევ უფრო არასწორი მიმართულებით წავა.

ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ, აბსოლუტურად მესმის მისი მდგომარეობა, ყველანაირად ვუთანაგრძნობ მას. ჩემთვის ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის ის ახლა, მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა. მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?! თორემ სხვამხრივ ყველანაირად ვუთანაგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ.

დღეს მთელი საქართველო გვერდში უნდა დაუდგეს ამ კაცს, რადგან როგორ შეიძლება ამდენი ხალხი მონაწილეობდეს მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ჩვენს დროს, როცა ვიკრიბებოდით მაშინ 20-30 კაცი თუ იდგა ჩვენს გვერდით, ვცდილობდით რომ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა. ჩემი შვილის საქმეზე სააკაშვილს და მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არც ერთი მაინტერესებდა, რადგან მელნიკოვმა ჩვენებაში თქვა, რომ მას, ჩემი შვილის მკვლელობა დაავალა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში. მეც მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს“, - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

"კაწროს" საქმის გაშუქებისას ნიკა გვარამიამ პირველი პრინციპი დაარღვია" - ქარტია

"თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი" - 23 წლის პროგრამისტის საქმის სკანდალური დეტალი?

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებზე განცხადებას ავრცელებს