მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: მოკლული დავით სარალიძის დედ-მამა პროკურატურასთან
დღის ფოტო: მოკლული დავით სარალიძის დედ-მამა პროკურატურასთან

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის საქ­მის ოთხთვი­ა­ნი გან­ხილ­ვა დას­რულ­და - მო­სა­მარ­თლე ეკა არე­ში­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გ.ბ, რო­მელ­საც ბრა­ლი, რო­გორც ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ასე­ვე და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და, მხო­ლოდ ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდ­ში იქნა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდს, სა­სა­მარ­თლომ გ.ბ. ამ ნა­წილ­ში სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ გ.ჯ.-ს ბრა­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში გა­მო­ვიდ­ნენ შე­ძა­ხი­ლე­ბით - "მკვლე­ლე­ბო! მკვლე­ლე­ბო".

"ირაკ­ლი შო­თა­ძე გა­მო­ვი­დეს და გამ­ცეს პა­სუ­ხი - ვინ არი­ან ჩემი შვი­ლის მკვლე­ლე­ბი! სის­ტე­მა და­მე­ჯა­ხა მე, ამ სის­ტე­მას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გვერ­დით დგო­მით და­ვან­გრევ! ყვე­ლა შვილ­მოკ­ლულ მშო­ბელს მო­ვუ­წო­დებ, შე­მო­მი­ერ­თდით" - გა­ნა­ცხა­და ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ ზაზა სა­რა­ლი­ძემ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან, რო­მელ­მაც მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­და­ი­ნაც­ვლა ირაკ­ლი შო­თა­ძის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით.

იხი­ლეთ ვი­დეო: მძი­მე კად­რე­ბი - მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მშობ­ლე­ბის ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ზაზა სა­რა­ლი­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან მისი მე­უღ­ლე ნა­თია სა­რა­ლი­ძეც შე­უ­ერ­თდა.

ზაზა სა­რა­ლი­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში შვილ­მოკ­ლულ მშობ­ლებ­თან ერ­თად შევა. სა­რა­ლი­ძეს­თან ერ­თად პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შევა სა­რა­ლი­ძის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ირაკ­ლი კუპ­რა­ვა. მათ შემსვლელ­თა სია პრო­კუ­რა­ტუ­რის კან­ცე­ლა­რი­ა­ში ჩა­ა­ბა­რეს. თუ რაზე ისა­უბ­რებს ზაზა სა­რა­ლი­ძე სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან, წი­ნას­წარ არ სა­უბ­რობს.

ფოტო: ნა­რი­ტა ჩხა­ი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დღის ფოტო: მოკლული დავით სარალიძის დედ-მამა პროკურატურასთან

დღის ფოტო: მოკლული დავით სარალიძის დედ-მამა პროკურატურასთან

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმის ოთხთვიანი განხილვა დასრულდა - მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დაზარალებული მხარის წარმომადგენლები - მოკლული დავით სარალიძის მამა და მისი თანმხლები პირები სასამართლოს ეზოში გამოვიდნენ შეძახილებით - "მკვლელებო! მკვლელებო".

"ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი - ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელები! სისტემა დამეჯახა მე, ამ სისტემას ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავანგრევ! ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით" - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოსთან, რომელმაც მომხრეებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით.

იხილეთ ვიდეო: მძიმე კადრები - მოკლული დავით სარალიძის მშობლების ემოციური შეხვედრა

მოგვიანებით, ზაზა სარალიძეს პროკურატურასთან მისი მეუღლე ნათია სარალიძეც შეუერთდა.

ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყებაში შვილმოკლულ მშობლებთან ერთად შევა. სარალიძესთან ერთად პროკურატურაში შევა სარალიძის უფლებების დამცველი ირაკლი კუპრავა. მათ შემსვლელთა სია პროკურატურის კანცელარიაში ჩააბარეს. თუ რაზე ისაუბრებს ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან, წინასწარ არ საუბრობს.

ფოტო: ნარიტა ჩხაიძე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს