პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

მო­სა­მარ­თლე ეკა არე­ში­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გ.ბ, რო­მელ­საც ბრა­ლი, რო­გორც ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ასე­ვე და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და, მხო­ლოდ ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდ­ში იქნა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდს, სა­სა­მარ­თლომ გ.ბ. ამ ნა­წილ­ში სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ გ.ჯ.-ს ბრა­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ. გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­სა­მარ­თლო სას­ჯე­ლის ვა­დას და ზო­მას ხვალ გან­სა­ზღვრავს.

სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს "ფე­ის­ბუქ­ში" არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა:

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე: ე.ი. თბი­ლი­სის ერთ-ერთ ეზო­ში, შუა ქა­ლაქ­ში, ჯგუ­ფუ­რად, და­ნე­ბით ჩე­ხა­ვენ ორ მო­ზარდს და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა დამ­ნა­შა­ვეს არ/ვერ ად­გენს და სა­სა­მარ­თლო ეჭ­ვი­მი­ტა­ნი­ლებ­საც ამარ­თლებს. ეს არის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად სა­ხელ­მწი­ფოს სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა! სა­ვა­ლა­ლოა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მეს­ვე­უ­რე­ბი ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ ამას.

დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: ანუ და­ვით სა­რა­ლი­ძე არ მო­უკ­ლავთ? ეს თქვა სა­სა­მარ­თლომ?... მო­სა­მარ­თლეს სხვა გზა არ ჰქონ­დაო ამ­ბობს სა­რა­ლი­ძის ად­ვო­კა­ტი, ანუ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის პრო­კუ­რა­ტუ­რის ტეს­ტი. სა­სა­მარ­თლომ ამ­ხი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რა - ამ დრო­ის­თვის ეს დას­კვნა გა­მო­ვი­ტა­ნე.

ეკა ხო­ფე­რია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი ხდე­ბა!

ერთხელ ვინ­მემ უნდა გა­არ­ღვი­ოს ეს წრე, წრე და­უს­ჯე­ლო­ბის, უსა­მარ­თლო­ბის შეგ­რძნე­ბის, არ­გა­მო­ძი­ე­ბის, ვერ­გა­მო­ძი­ე­ბის, არ­თქმის, ნა­ხევ­რადთქმის....

ჩემ­თვის სი­მარ­თლე ამ კადრშია, აი ამ კადრში, სრუ­ლი­ად უსუ­სუ­რი მა­მის, ვე­რა­ფერს რომ ვერ ხდე­ბა. და რა­ტომ? გაგ­ვე­ცით პა­სუ­ხი!

მა­ნა­ნა თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი, მე­რი­ის მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი: სხვე­ბის მსგავ­სად მეც მაქვს კი­თხვე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას­თან და ველი პა­სუ­ხებს. სა­რა­ლი­ძის ტკი­ვი­ლი მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ტკი­ვი­ლია... ამას­თან, მე, რო­გორც დე­დას, არ მინ­და და­ვუშ­ვა, რომ ჩემი შვი­ლე­ბი ოდეს­მე აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან მსგავ­სი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბის მოწ­მე­ე­ბი და არ ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, არ იტყვი­ან სი­მარ­თლეს.

თიკა მა­ხალ­დი­ა­ნი, მომ­ღე­რა­ლი: აღარ ვარ ამ კა­ცის სა­ცო­და­ო­ბით! ეს რა უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა, ესე­თი და­უც­ვე­ლი და უსა­მარ­თლო ქვე­ყა­ნა არ გვინ­და­აა!!! მე მივ­დი­ვარ აქ­ცი­ა­ზე!

ეკა წივ­წი­ვა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი: ჩემი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბით ზაზა სა­რა­ლი­ძის მხარ­და­სა­ჭე­რად ყვე­ლა აქ­ცი­ა­ზე გა­ვალ !!!!ღმერ­თო შვილს რომ გიკ­ლა­ვენ და სა­მარ­თალ­საც ვერ პო­უ­ლობ - ეს რა წყევ­ლა სჭირს ამ ქვე­ყა­ნას სულ ერთ ჯადო წრე­ზე რომ ვტრი­ა­ლებთ

ეკა სა­ლა­ღა­ია, ჟურ­ნა­ლის­ტი: ყვე­ლა მთავ­რო­ბას თა­ვი­სი გირ­გვლი­ა­ნი ჰყავს

ნინო და­ნე­ლია, მე­დი­აკ­რი­ტი­კო­სი: ვინ მოკ­ლა ბავ­შვე­ბი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე? სინ­დი­სი გაქვთ თქვენ? გირ­გვლი­ა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბამ არა­ფე­რი გას­წავ­ლათ?ხალხნო, მო­სა­მარ­თლე­ზე ნუ ბრა­ზობთ, სწო­რად მო­იქ­ცა, არ "შე­ა­ტე­ნი­ნა" მკვლე­ლო­ბა და­ჭე­რი­ლი მო­ზარ­დის­თვის. თქვა, რომ მკვლე­ლი არ არის საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე მჯდო­მი. რო­გორც სა­რა­ლი­ძის მამა ამ­ბობს, მკვლე­ლებს ხელს აფა­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა!საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა რა­მეს იზამს? ისევ ამ ღო­რებ­მა არ უნდა იძი­ონ? ხმა­მაღ­ლა ვფიქ­რობ, რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ.

ლე­ვან კურ­ცხა­ლია, GIPA: ამ ნა­ძირ­ლებ­მა მე­ო­რედ მოკ­ლეს ზაზა სა­რა­ლი­ძის შვი­ლი, სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა რომ არ არის ცნო­ბი­ლი ვინ მოკ­ლა და­ვით სა­რა­ლი­ძე, ეს არის ჩა­ვარ­დნა პრო­კუ­რა­ტუ­რის და დას­ტუ­რი იმის რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბით არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არც პრო­კუ­რა­ტუ­რა, არც სა­სა­მარ­თლო და არც მთავ­რო­ბა.

გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: მო­ცე­მუ­ლო­ბა - მოხ­და ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან გა­ვი­და ექ­ვსი თვე. და­ი­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო. მო­სა­მარ­თლე გვე­უბ­ნე­ბა, რომ მოკ­ლუ­ლი არის და მკვლე­ლი არ არის. ამო­ცა­ნა გვე­კი­თხე­ბა: სა­ხელ­მწი­ფოა თუ ნი­ნი­ას ბაღი?ქვე­ყა­ნა კი არა სა­ლო­ბი­ეა მარ­თლა. მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იყო მკვლე­ლო­ბის მომსწრე და ასე­თი საქ­მე რო­გორ ვერ უნდა გახ­სნა? ის არ­გუ­მენ­ტი არ მი­ი­ღე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა არ ითა­ნამ­შრომ­ლეს. ათო­ბით ადა­მი­ა­ნი იყო იქ და ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში გავ­რცელ­დე­ბო­და ინფრო­მა­ცია. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი ვერ გა­მო­ი­ძიო.

ინგა გრი­გო­ლია, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: გაგ­ვა­გე­ბი­ნეთ მა­შინ, ვინ მი­ა­ყე­ნა ამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბა და­ვით სა­რა­ლი­ძეს.აგ­ვიხ­სნას გა­მო­ძი­ე­ბამ! სა­სა­მარ­თლომ პრაქ­ტი­კუ­ლად თავ­ზე ჩა­მო­ამ­ხო გა­მო­ძი­ე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას!!

ლიკა კას­რა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი: ისევ წრე­ზე უნდა წა­ვი­დეთ, ისევ ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­ფი­ნოთ, ისევ ვაჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი ძალა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მერე შე­ი­ბერ­ტყონ ყუ­რე­ბი. არა­და აღარ გვინ­და, და­ვი­ღა­ლეთ 30 წლი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბით, ქუ­ჩა­ში გდე­ბით და ასე პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბით, ჩვე­ნი საქ­მე გვაქვს, ათა­სი პრობ­ლე­მა გვა­წევს, მაგ­რამ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი სხვა გზას არ გვი­ტო­ვე­ბენ, სხვა ენა არ ეს­მით, სა­კუ­თა­რი ნე­ბით სა­მარ­თალს არ სცნო­ბენ, ამის გულ­გრი­ლად ყუ­რე­ბა კიდე შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე წა­ვალ ჩემი შვი­ლით და დავ­დგე­ბი ამ ადა­მი­ა­ნის გვერ­დით, ვინც ასე ფიქ­რობს კი­დევ, დავთქვათ სად და რო­გორ

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი: ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო. კო­მი­სი­ე­ბის შექ­მნა და მხო­ლოდ შო­თა­ძის გა­დად­გო­მა არის მაშ­ვე­ლი რგო­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის. ახლა უნდა დად­გეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, რად­გან მოკ­ლუ­ლი ბავ­შვის უმა­გა­ლი­თო შე­უ­რა­ცხყო­ფა და მე­ო­რედ მკვლე­ლო­ბა არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი, პარ­ტია "იმე­დის" ლი­დე­რი: და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში, რო­მელ­საც მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღით, ერთი გა­მარ­თლდა და მე­ო­რეს გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და მუხ­ლი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე!!! ამ სა­ძაგ­ლო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რიც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია! სა­სა­მარ­თლომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად და­ა­დას­ტუ­რა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე ჩა­აგ­დო და სხვა მკვლე­ლე­ბი გა­რეთ არი­ან! ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­სა­მარ­თლოს წე­სით არ უნდა მი­ე­ღო ეს საქ­მე წარ­მო­ე­ბა­ში და უკან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ბო­ლომ­დე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად! ეს იქ­ნე­ბო­და სწო­რი! ტფუი ამ ქვე­ყა­ნას და ტფუი ჩვენ თუ ამას მო­ვით­მენთ! ამ კა­ცის ერთი ცრემ­ლის ფასი არ ვღირ­ვართ არც ერთი, თუ ამას შე­ვარ­ჩენთ ამ ღო­რებს!!!!!!!

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი: ასე­თი გა­მოტვი­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­სა­მარ­თლო­სი და ზო­გა­დად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რაც სა­რა­ლი­ძის და და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზეა, არც ვიცი რას მი­ვა­წე­რო. ისე იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყოს ამ ბავ­შვე­ბის მკვლე­ლი, მის გა­მოძ­ვრე­ნა­ზე ჩა­ლი­ჩობ­დნენ და ამით უნე­ბუ­რად უთხრიდ­ნენ ძირს.

თვი­თონ ის კი, რო­მე­ლიც უკვე მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის რან­გში და­ა­ტა­რებს ხე­ებს აქეთ-იქით, ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც აღ­მო­ა­ჩენს, რომ მთე­ლი ეს უბე­დუ­რე­ბა სა­ბო­ლოო ჯამ­ში სწო­რედ მას ბრალ­დე­ბა და არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ, რად­გან სა­სა­მარ­თლოც მი­სია პი­რა­დად, პრო­კუ­რა­ტუ­რაც, სუ­სიც, მუ­სიც და სა­ერ­თოდ ეს სა­ხელ­მწი­ფო კი არაა, "შა­რაშ­კი­ნა კან­ტო­რა"-ს რომ იტყვი­ან რუ­სე­ბი, უფრო იმას ჰგავს.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: ჯან­და­ბას, მოყ­ვეს მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­მა რი­თიც გა­შან­ტა­ჟებთ, ამა­ზე უა­რე­სი ხომ არ იქ­ნე­ბა?! აპოვ­ნი­ნეთ შვილმკვდარ მა­მას სა­მარ­თა­ლი!

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: რა გახ­და უამ­რა­ვი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით აღ­ჭურ­ვილ შუ­ა­გულ თბი­ლის­ში მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, მით უმე­ტეს ამ­ხე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის ფონ­ზე!!!

გიგი უგუ­ლა­ვა, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი: მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კა­ტას­ტრო­ფა

ლიკა ყაზ­ბე­გი, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი:ის, რაც ამ­წუ­თას გა­ვი­გე არის უსა­მარ­თლო­ბის პიკი!!!არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­რა­ლი­ძეს არ და­უდ­გე­ბა გვერ­დში!

ლიზა ვა­და­ჭ­კო­რია, ჟურ­ნა­ლის­ტი: მოვ­კვდი ამ კა­ცის სა­ცო­და­ო­ბით :( ისეთ დღე­შია, შვილს არ გაყ­ვეს იმ­ქვეყ­ნად. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა

მა­მუ­კა ღლონ­ტი: "ნა­ცე­ბის" გზას დამ­დგა­რი "ქოც-საძ­მო"!!!

თაკო ჩხე­ი­ძე, თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მოხ­და დღი­სით, მზი­სით, ათა­სი მოწ­მის თვალ­წინ და მკვლე­ლი ვერ და­ად­გი­ნეს ვი­თომ... არის უბე­დუ­რე­ბა, ცი­ნიზ­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ, ეს ყვე­ლას ეხე­ბა!!! და­უც­ვე­ლო­ბის და უსა­მარ­თლო­ბის გრძნო­ბა არის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი რამ რაც შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვე­მარ­თოს!!! სა­ცო­და­ვი მა­მის ყუ­რე­ბით გავ­სკდი ტი­რი­ლით და ეს ხდე­ბა აქ 21 სა­უ­კუ­ნე­ში?! თუ არ და­ი­ჭე­რენ მკვლე­ლებს მარ­თლა ძა­ლი­ან ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.

სასამართლოს განაჩენს "ფეისბუქში" არაერთი ცნობილი ადამიანი ეხმაურება:

დეკანოზი თამაზ ლომიძე: ე.ი. თბილისის ერთ-ერთ ეზოში, შუა ქალაქში, ჯგუფურად, დანებით ჩეხავენ ორ მოზარდს და თვეების განმავლობაში პროკურატურა დამნაშავეს არ/ვერ ადგენს და სასამართლო ეჭვიმიტანილებსაც ამართლებს. ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების და შესაბამისად სახელმწიფოს სრული კატასტროფა! სავალალოა, რომ სახელმწიფოს მესვეურები ვერ აცნობიერებენ ამას.

დიანა ტრაპაიძე, ტელეწამყვანი: ანუ დავით სარალიძე არ მოუკლავთ? ეს თქვა სასამართლომ?... მოსამართლეს სხვა გზა არ ჰქონდაო ამბობს სარალიძის ადვოკატი, ანუ ეს გადაწყვეტილება არის პროკურატურის ტესტი. სასამართლომ ამხილა პროკურატურა - ამ დროისთვის ეს დასკვნა გამოვიტანე.

ეკა ხოფერია, ჟურნალისტი:

წარმოუდგენელი ამბავი ხდება!

ერთხელ ვინმემ უნდა გაარღვიოს ეს წრე, წრე დაუსჯელობის, უსამართლობის შეგრძნების, არგამოძიების, ვერგამოძიების, ართქმის, ნახევრადთქმის....

ჩემთვის სიმართლე ამ კადრშია, აი ამ კადრში, სრულიად უსუსური მამის, ვერაფერს რომ ვერ ხდება. და რატომ? გაგვეცით პასუხი!

მანანა თოქმაჯიშვილი, მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: სხვების მსგავსად მეც მაქვს კითხვები გამოძიებასთან და ველი პასუხებს. სარალიძის ტკივილი მთელი საზოგადოების ტკივილია... ამასთან, მე, როგორც დედას, არ მინდა დავუშვა, რომ ჩემი შვილები ოდესმე აღმოჩნდებიან მსგავსი საზარელი მკვლელობის მოწმეები და არ ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, არ იტყვიან სიმართლეს.

თიკა მახალდიანი, მომღერალი: აღარ ვარ ამ კაცის საცოდაობით! ეს რა უბედურება ხდება, ესეთი დაუცველი და უსამართლო ქვეყანა არ გვინდააა!!! მე მივდივარ აქციაზე!

ეკა წივწივაძე, ჟურნალისტი: ჩემი არასრულწლოვანი შვილებით ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ყველა აქციაზე გავალ !!!!ღმერთო შვილს რომ გიკლავენ და სამართალსაც ვერ პოულობ - ეს რა წყევლა სჭირს ამ ქვეყანას სულ ერთ ჯადო წრეზე რომ ვტრიალებთ

ეკა სალაღაია, ჟურნალისტი: ყველა მთავრობას თავისი გირგვლიანი ჰყავს

ნინო დანელია, მედიაკრიტიკოსი: ვინ მოკლა ბავშვები ხორავას ქუჩაზე? სინდისი გაქვთ თქვენ? გირგვლიანის გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ?ხალხნო, მოსამართლეზე ნუ ბრაზობთ, სწორად მოიქცა, არ "შეატენინა" მკვლელობა დაჭერილი მოზარდისთვის. თქვა, რომ მკვლელი არ არის საბრალდებო სკამზე მჯდომი. როგორც სარალიძის მამა ამბობს, მკვლელებს ხელს აფარებს პროკურატურა!საქმის გამოძიებაში დაბრუნების მოთხოვნა რამეს იზამს? ისევ ამ ღორებმა არ უნდა იძიონ? ხმამაღლა ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთოთ.

ლევან კურცხალია, GIPA: ამ ნაძირლებმა მეორედ მოკლეს ზაზა სარალიძის შვილი, სასამართლომ დაადგინა რომ არ არის ცნობილი ვინ მოკლა დავით სარალიძე, ეს არის ჩავარდნა პროკურატურის და დასტური იმის რომ საქმის გამოძიებით არ არის დაინტერესებული არც პროკურატურა, არც სასამართლო და არც მთავრობა.

გიორგი ზურაბიშვილი, ტელეწამყვანი: მოცემულობა - მოხდა ჯგუფური მკვლელობა. გამოძიების დაწყებიდან გავიდა ექვსი თვე. დაინიშნა სასამართლო. მოსამართლე გვეუბნება, რომ მოკლული არის და მკვლელი არ არის. ამოცანა გვეკითხება: სახელმწიფოა თუ ნინიას ბაღი?ქვეყანა კი არა სალობიეა მართლა. მილიონი ადამიანი იყო მკვლელობის მომსწრე და ასეთი საქმე როგორ ვერ უნდა გახსნა? ის არგუმენტი არ მიიღება, რომ ადამიანებმა არ ითანამშრომლეს. ათობით ადამიანი იყო იქ და ყველა ვარიანტში გავრცელდებოდა ინფრომაცია. შეუძლებელია ასეთი დანაშაული ვერ გამოიძიო.

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი: გაგვაგებინეთ მაშინ, ვინ მიაყენა ამდენი ჭრილობა დავით სარალიძეს.აგვიხსნას გამოძიებამ! სასამართლომ პრაქტიკულად თავზე ჩამოამხო გამოძიება პროკურატურას!!

ლიკა კასრაძე, ჟურნალისტი: ისევ წრეზე უნდა წავიდეთ, ისევ ქუჩაში გამოვეფინოთ, ისევ ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ხელისუფლებას და მერე შეიბერტყონ ყურები. არადა აღარ გვინდა, დავიღალეთ 30 წლიანი დემონსტრაციებით, ქუჩაში გდებით და ასე პრობლემების მოგვარებით, ჩვენი საქმე გვაქვს, ათასი პრობლემა გვაწევს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებები სხვა გზას არ გვიტოვებენ, სხვა ენა არ ესმით, საკუთარი ნებით სამართალს არ სცნობენ, ამის გულგრილად ყურება კიდე შეუძლებელია. მე წავალ ჩემი შვილით და დავდგები ამ ადამიანის გვერდით, ვინც ასე ფიქრობს კიდევ, დავთქვათ სად და როგორ

ნუგზარ წიკლაური, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: ეს არის ივანიშვილის საქართველო. კომისიების შექმნა და მხოლოდ შოთაძის გადადგომა არის მაშველი რგოლი ივანიშვილისთვის. ახლა უნდა დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მოკლული ბავშვის უმაგალითო შეურაცხყოფა და მეორედ მკვლელობა არის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ირინა სარიშვილი, პარტია "იმედის" ლიდერი: დავით სარალიძის მკვლელობაში, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული სხვადასხვა იარაღით, ერთი გამართლდა და მეორეს გადაუკვალიფიცირდა მუხლი მკვლელობის მცდელობაზე!!! ამ საძაგლობაზე კომენტარიც კი შეუძლებელია! სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ პროკურატურამ საქმე ჩააგდო და სხვა მკვლელები გარეთ არიან! ასეთ ვითარებაში სასამართლოს წესით არ უნდა მიეღო ეს საქმე წარმოებაში და უკან დაებრუნებინა პროკურატურისთვის ბოლომდე გამოსაძიებლად! ეს იქნებოდა სწორი! ტფუი ამ ქვეყანას და ტფუი ჩვენ თუ ამას მოვითმენთ! ამ კაცის ერთი ცრემლის ფასი არ ვღირვართ არც ერთი, თუ ამას შევარჩენთ ამ ღორებს!!!!!!!

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი: ასეთი გამოტვინება პროკურატურის, სასამართლოსი და ზოგადად ხელისუფლების, რაც სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზეა, არც ვიცი რას მივაწერო. ისე იქცევიან, თითქოს პირადად ბიძინა ივანიშვილი იყოს ამ ბავშვების მკვლელი, მის გამოძვრენაზე ჩალიჩობდნენ და ამით უნებურად უთხრიდნენ ძირს.

თვითონ ის კი, რომელიც უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში დაატარებს ხეებს აქეთ-იქით, ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენს, რომ მთელი ეს უბედურება საბოლოო ჯამში სწორედ მას ბრალდება და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან სასამართლოც მისია პირადად, პროკურატურაც, სუსიც, მუსიც და საერთოდ ეს სახელმწიფო კი არაა, "შარაშკინა კანტორა"-ს რომ იტყვიან რუსები, უფრო იმას ჰგავს.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი: ჯანდაბას, მოყვეს მირზა სუბელიანმა რითიც გაშანტაჟებთ, ამაზე უარესი ხომ არ იქნება?! აპოვნინეთ შვილმკვდარ მამას სამართალი!

ნოე სულაბერიძე, ტელეწამყვანი: რა გახდა უამრავი სათვალთვალო კამერებით აღჭურვილ შუაგულ თბილისში მკვლელობის გამოძიება, მით უმეტეს ამხელა საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე!!!

გიგი უგულავა, "ევროპული საქართველოს" ლიდერი: მართლმსაჯულების კატასტროფა

ლიკა ყაზბეგი, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი:ის, რაც ამწუთას გავიგე არის უსამართლობის პიკი!!!არ მეგულება ადამიანი, ვინც სარალიძეს არ დაუდგება გვერდში!

ლიზა ვადაჭკორია, ჟურნალისტი: მოვკვდი ამ კაცის საცოდაობით :( ისეთ დღეშია, შვილს არ გაყვეს იმქვეყნად. ძალიან მეცოდება

მამუკა ღლონტი: "ნაცების" გზას დამდგარი "ქოც-საძმო"!!!

თაკო ჩხეიძე, თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი:

საზარელი მკვლელობა, რომელიც მოხდა დღისით, მზისით, ათასი მოწმის თვალწინ და მკვლელი ვერ დაადგინეს ვითომ... არის უბედურება, ცინიზმი საზოგადოების მიმართ, ეს ყველას ეხება!!! დაუცველობის და უსამართლობის გრძნობა არის ყველაზე საშინელი რამ რაც შეიძლება დაგვემართოს!!! საცოდავი მამის ყურებით გავსკდი ტირილით და ეს ხდება აქ 21 საუკუნეში?! თუ არ დაიჭერენ მკვლელებს მართლა ძალიან ცუდად დამთავრდება!!!!!!!

"ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას... 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე გარდაიცვალა: "მთელი ცხოვრება არ მომასვენებს ის გამოტოვებული ზარი... იქნებ რაღაცას შეცვლიდა ჩემთან საუბარი..." - რას წერს მარინე ბერიძე

"წელს გავუფრთხილდით მის ჯანმრთელობას... თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად" - როგორ მიულოცა ნიკოლოზ რაჭველმა ბედობა ნანი ბრეგვაძეს