სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე იცავენ თურმე ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მალე სანანებელი გამიხდება, რომ საერთოდ ხმა ამოვიღე" - რას ედავება ინგა გრიგოლია გამოძიებას
"ასე იცავენ თურმე ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მალე სანანებელი გამიხდება, რომ საერთოდ ხმა ამოვიღე" - რას ედავება ინგა გრიგოლია გამოძიებას

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რიგ ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის მხრი­დან, მისი მი­სა­მარ­თით, მუ­ქა­რი­სა და შან­ტა­ჟის საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ორი კვი­რის წინ ინგა გრი­გო­ლი­ამ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ყვე­ბო­და, რომ უკვე წლე­ბია უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს და შუ­რის­ძი­ე­ბით ემუქ­რე­ბა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი წერ­და, მუ­ქა­რის ავ­ტო­რი ნა­სა­მარ­თლე­ვია და ცი­ხი­დან 2013 წელს ამ­ნის­ტი­ით გა­მო­ვი­და. გრი­გო­ლი­ას თქმით, უც­ნო­ბი თავს მის ქმრად და შვი­ლის მა­მად ასა­ღებ­და. ტე­ლე­წამ­ყვან­მა დახ­მა­რე­ბის­თვის არა­ერ­თხელ მი­მარ­თა პო­ლი­ცი­ას, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

გრი­გო­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­მა­კა­ცი, ადევ­ნე­ბი­სა და მუ­ქა­რის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა, რო­გორც ინგა გრი­გო­ლია წერს, მისი სტრე­სუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "და­მი­ცავს პო­ლი­ცია, თუ ვინ­მე სახ­ლის კარს რომ შე­მო­მიმ­ტვრევს, დანა ავი­ღო ხელ­ში?!" - ინგა გრი­გო­ლია

"კვლავ ძა­ლი­ან დიდი სტა­ტუ­სის და­წე­რა მი­წევს, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა. ვი­საც ნერ­ვი გე­ყო­ფათ, წა­ი­კი­თხეთ. გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ გრძელ­დე­ბა ჩემი ამ­ბა­ვი, მას მერე, რაც ის მა­ნი­ა­კი და­ი­ჭი­რეს, რო­მე­ლიც სახ­ლის კა­რის შე­მომტვრე­ვით მე­მუქ­რე­ბო­და და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს მას­თან, სა­ხე­ლად თა­მა­რი? მო­გიყ­ვე­ბით მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ფილ­მის გაგ­რძე­ლე­ბას.

ერთი კვი­რის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მამ­ცნო, რომ უნდა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა (მე) ექ­სპერ­ტი­ზა, იმის და­სად­გე­ნად, რა სტრესს გან­ვიც­დი­დი ამ მა­ნი­ა­კის მუ­ქა­რე­ბის და აკი­დე­ბის გამო. მი­თხრეს, რომ ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რად­გან აკი­დე­ბა­ზე კა­ნო­ნი ითხოვს იმის და­დას­ტუ­რე­ბას, რა მძი­მედ ისა­ხე­ბა ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი ქა­ლებ­ზე. მი­თხრეს, რომ ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­სა­უბ­რე­ბა ფსი­ქო­ლოგ­თან, რო­მე­ლიც ჩემი სტრე­სის ხა­რისხს და­ად­გენ­და. ცხა­დია, რო­გორც კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­თან­ხმდი, დღეს მქონ­და ექ­სპერ­ტი­ზა და­ნიშ­ნუ­ლი. წა­ვე­დი ად­ვო­კატ­თან ერ­თად და აქე­დან და­ი­წყო ჰი­ჩკო­კის მე­ო­რე სე­რია.

აღ­მოვ­ჩნდი არა ჩვე­უ­ლებ­რივ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, არა­მედ გი­სო­სე­ბი­ან შე­ნო­ბა­ში, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­პა­ტიმ­როა რა... გი­სო­სე­ბით, დაც­ვე­ბით და ასე შემ­დეგ. კი გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ შე­ვე­დი.. ამიყ­ვა­ნეს რა­ღაც სარ­თულ­ზე და მო­ი­ცა­დეო. დავ­ჯე­ქი დე­რე­ფან­ში და უეც­რად აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ვზი­ვარ და ჩემს თვალ­წინ ხდე­ბა სა­ოც­რე­ბა - გა­ღე­ბუ­ლია პა­ლა­ტის კა­რე­ბე­ბი (რკი­ნის კა­რე­ბე­ბი, რო­გო­რიც ცი­ხის საკ­ნებს აქვს), კარს მიღ­მა ვხე­დავ რო­გორ წვა­ნან პა­ცი­ენ­ტე­ბი. ერთი გოგო და­მა­მახ­სოვ­რდა, მო­კუნ­ტუ­ლი, ადი­ე­ლა მი­ფა­რე­ბუ­ლი, იქით კი­დევ სხვა... გა­მოვშტერ­დი, რად­გან დამ­სვეს ამ გა­ღე­ბუ­ლი პა­ლა­ტე­ბის კა­რე­ბებ­თან და იძუ­ლე­ბით ვუ­ყუ­რებ­დი ამ სა­ში­ნელ სუ­რათს. უცებ ჩა­მო­ვი­შა­ლე, ვერ მივ­ხვდი, რა­ტომ დამ­სვეს იქ და რა­ტომ მა­ყუ­რე­ბი­ნეს, რო­გორ წვა­ნან პა­ცი­ენ­ტე­ბი...

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის რო­მე­ლი მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს ძა­ლა­დო­ბით დას­ტრე­სილ ქალს აყუ­რე­ბი­ნო ღია პა­ლა­ტებ­ში, სა­დაც ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის პა­ცი­ენ­ტე­ბი წვა­ნან, ვერ ვხვდე­ბი.... როცა გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, მი­თხრა ვი­ღაც ასა­კო­ვან­მა ფსი­ქო­ლოგ­მა ქალ­მა, სა­ში­შე­ბი არ არი­ა­ნო, მა­ნი­ა­კე­ბი ზედა სარ­თუ­ლებ­ზე გვყვა­ნა­ნო (მოწ­მეა ჩემი ად­ვო­კა­ტი, რომ რა­საც ვყვე­ბი, არ ვაზ­ვი­ა­დებ).... სა­შინ­ლად გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, მი­თხრა, ჩვე­ნი ბრა­ლი არაა, ამ სუ­რათს რომ უყუ­რეთ, იმი­ტომ რომ ოთა­ხე­ბი არ გვყოფ­ნი­სო (!!!!!!!!!!!!!!!), ზუს­ტად იცოდ­ნენ, რომ ხუთ სა­ათ­ზე ვი­ყა­ვი და­ბა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და ძა­ლი­ან მი­ჭირს და­ვი­ჯე­რო, რომ სა­გან­გე­ბო დამ­თხვე­ვა არ იყო ეს პა­ლა­ტე­ბის გა­ღე­ბუ­ლი კა­რე­ბე­ბი, სა­დაც ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი წვა­ნან... გა­მიჩ­ნდა გან­ცდა, რომ რა­ღაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ქვეშ აღ­მოჩ­ნდი... ნუ, ეს გან­ცდა ამე­კი­და და ვე­ღარ მო­ვი­შო­რე..

ამის მერე შე­მიყ­ვა­ნეს ოთხა­ში, სა­დაც მხვდე­ბა ოთხი ადა­მი­ა­ნი და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ექ­სპერ­ტი­ზა უნდა ჩა­მი­ტა­რონ სა­თი­თა­ოდ ფსი­ქო­ლოგ­მა, ფსი­ქი­ატრმა და თე­რა­პევტმა, რათა და­ად­გი­ნონ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რი მაქვს (ანუ ჯან­მრთე­ლი ფსი­ქი­კის ვარ თუ არა)... გა­ვაპ­რო­ტეს­ტე და ვი­კი­თხე, რის ექ­სპერ­ტი­ზას მი­ტა­რებ­დნენ და რას ად­გენ­დნენ!!!!! მე­ო­რე გან­ცდა, რაც ამე­კი­და ის იყო, რომ მე მიკ­ვლევ­დნენ იმ და­ნა­შა­ულ­ზე, რო­მელ­საც ის მა­ნი­ა­კი კაცი სჩა­დი­ო­და ჩემი მი­სა­მარ­თით... გა­ვაპ­რო­ტეს­ტე.. მი­თხრეს, ჩვენ არა­ფერ შუ­ა­ში ვართ, პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­მარ­თვა­აო თუ მო­თხოვ­ნაო (კარ­გად აღარ მახ­სოვს), მერე ჩე­მი­ვე ად­ვო­კატ­თან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი ვი­ღაც ფსი­ქო­ლოგ ქალ­თან, რო­მელ­მაც და­მი­წყო და­კი­თხვა, ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე რა­ი­მე და­მა­წყნა­რე­ბელ მე­დი­კა­მენ­ტებს ვი­ღებ­დი თუ არა, ეგ რა შუ­ა­შია მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­თან­თქო, რომ ვი­კი­თხე, პა­სუ­ხი იგი­ვე იყო - ჩემს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ამოწ­მე­ბენ რა, პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით. ჩა­მი­ტა­რა რა­ღაც ტეს­ტი ფე­რე­ბით და გა­მო­მი­ცხა­და, ამ ტეს­ტის მი­ხედ­ვით, თქვენ ხში­რად გაქვთ ილუ­ზო­რულ სამ­ყა­რო­ში გა­დას­ვლის მცდე­ლო­ბაო თუ რა­ღაც ასე­თი!!!!!!! ჩემი მე­სა­მე გან­ცდა ის იყო, რომ ამ ტეს­ტით ქალ­მა მი­თხრა, რომ ხში­რად მაქვს ილუ­ზი­ე­ბის­კენ სწრაფ­ვა და ეს რა­საც ნიშ­ნავს, კი მიხ­ვდე­ბით ძა­ლა­დო­ბა­ზე აღ­ძრულ და­ნა­შა­ულ­ზე კი არ მე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, იმას არ­კვე­ვენ, ნორ­მა­ლუ­რი ვარ თუ არა - მე ასე გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი. ან ხომ არ ვი­გო­ნებ ალ­ბათ რა­მეს ((((

გა­მო­ძი­ე­ბას ხელთ აქვს მუ­ქა­რაც, მე­სი­ჯე­ბიც, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და ჩემ­თან, ფაქ­ტე­ბიც, მაგ­რამ მა­ინც მე მი­ტა­რებ­დნენ ექა­პერ­ტი­ზას... მერე რაც მოხ­და, აქ აღარ მოვ­ყვე­ბი ასე იცა­ვენ თურ­მე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებს, აი ასე... ძა­ლი­ან მოკ­ლედ და ძა­ლი­ან ლა­ი­თად დავ­წე­რე დღე­ვან­დე­ლი ამ­ბა­ვი.. გა­ცი­ლე­ბით მძი­მე იყო სი­ტუ­ა­ცია. მალე სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­მიხ­დე­ბა, რომ სა­ერ­თოდ ხმა ამო­ვი­ღე და სა­ხელ­მწი­ფოს ვთხო­ვე დაც­ვა! იმის მა­გივ­რად, დას­ტრე­სი­ლი ქა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ფიქ­რობ­დნენ, მსხვერ­პლ ქა­ლებს თურ­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის პა­ლა­ტე­ბის რკი­ნის კა­რე­ბებს უღე­ბენ და აყუ­რე­ბი­ნე­ბენ სა­წოლ­ზე სა­ცო­და­ვად და­წო­ლილ ქალს, მერე კი უმ­ტკი­ცე­ბენ, რომ თურ­მე ფსი­ქი­ატ­რის ექ­სპერ­ტი­ზაა სა­ჭი­რო, და­ამ­ტკი­ცო, მარ­თლა ხარ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი თუ არა! მერე რა, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ხე­ზეა, მა­ინც უნდა ამ­ტკი­ცო თურ­მე, რომ არ იგო­ნებ!!!!

დღეს პირ­ვე­ლად დავ­წერ, რა­საც შემ­დეგ ფრა­ზა­ში წა­ი­კი­თხავთ - თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას მო­ახ­დენს ჩემ­ზე და უა­რეს სტრესს დამ­მარ­თებს, ვერ ეღირ­სე­ბით!!!!!!!!! არ ვარ ასე ად­ვი­ლად და­სათ­რგუ­ნი... იმის ნაც­ვლად, რომ ქა­ლე­ბი ძა­ლა­დო­ბის­გან და­იც­ვან, მსხვერ­პლს ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იკ­ვლე­ვენ. მოკ­ლედ, უარი ვთქვი ექ­სპერ­ტი­ზის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, ცხა­დია. წა­მო­ვე­დი და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელს, ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას და­ვუ­რე­კე და მო­ვუ­ყე­ვი, მას დიდ პა­ტივს ვცემ და იმე­დია, გა­არ­კვევს, რა ცირ­კი და­მიდ­გეს დღეს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტში. იმე­დია, ბო­ლოს მე არ გა­მო­მა­ცხა­დე­ბენ დამ­ნა­შა­ვედ!!!!!! სა­ოც­რე­ბა­თა სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობ. ველი შე­სა­ბა­მი­სი სტუქ­ტუ­რე­ბის რე­აქ­ცი­ას! ჩემ­თვის კი თავ­ში, უკვე ძა­ლი­ან ცუდი ეჭ­ვე­ბი გა­მიჩ­ნდა ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც წლე­ბია გრძელ­დე­ბა ჩემს თავს.

P.s. ვში­შობ, ბო­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა თა­ვად არ მო­მიხ­დეს, ყვე­ლა­ფერ ამის მოწ­მეა ჩემი ად­ვო­კა­ტი სა­ლო­მე ჯა­ნუ­აშ­ვი­ლი. მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი სე­რი­ა­ლი გრძელ­დე­ბა ჩემს თავს და შემ­დეგ სე­რი­ა­საც აუ­ცი­ლებ­ლად მო­გიყ­ვე­ბით. ხო, და­ვა­მა­ტებ -ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი პა­ლა­ტე­ბი და ზე­წო­ლე­ბი საბ­ჭო­თა მე­თო­დე­ბია, ისე, მა­ინც რომ იცოდ­ნენ მათ, ვი­საც, რო­გორც ჩანს, შეხ­სე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "არ მინ­და მომ­კლან!... რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ვცხოვ­რობ სრულ სა­გი­ჟეთ­ში" - ვინ ემუქ­რე­ბა ინგა გრი­გო­ლი­ას და რაში ადა­ნა­შა­უ­ლებს ის პო­ლი­ცი­ას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ასე იცავენ თურმე ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მალე სანანებელი გამიხდება, რომ საერთოდ ხმა ამოვიღე" - რას ედავება ინგა გრიგოლია გამოძიებას

"ასე იცავენ თურმე ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მალე სანანებელი გამიხდება, რომ საერთოდ ხმა ამოვიღე" - რას ედავება ინგა გრიგოლია გამოძიებას

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მორიგ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ინფორმაციას ავრცელებს გამოძიების მსვლელობის შესახებ, რომელიც უცნობი მამაკაცის მხრიდან, მისი მისამართით, მუქარისა და შანტაჟის საქმეს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ინგა გრიგოლიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემაშფოთებელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ტელეწამყვანი ყვებოდა, რომ უკვე წლებია უცნობი მამაკაცი მოსვენებას არ აძლევს და შურისძიებით ემუქრება. როგორც ჟურნალისტი წერდა, მუქარის ავტორი ნასამართლევია და ციხიდან 2013 წელს ამნისტიით გამოვიდა. გრიგოლიას თქმით, უცნობი თავს მის ქმრად და შვილის მამად ასაღებდა. ტელეწამყვანმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა პოლიციას, თუმცა უშედეგოდ.

გრიგოლიას განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით კი აღნიშნული მამაკაცი, ადევნებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, როგორც ინგა გრიგოლია წერს, მისი სტრესული თავგადასავალი ამით არ დასრულებულა.

წაიკითხეთ ასევე: "დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს, დანა ავიღო ხელში?!" - ინგა გრიგოლია

"კვლავ ძალიან დიდი სტატუსის დაწერა მიწევს, მაგრამ საინტერესოა. ვისაც ნერვი გეყოფათ, წაიკითხეთ. გაინტერესებთ, როგორ გრძელდება ჩემი ამბავი, მას მერე, რაც ის მანიაკი დაიჭირეს, რომელიც სახლის კარის შემომტვრევით მემუქრებოდა და ამტკიცებდა, რომ ქალიშვილი მყავს მასთან, სახელად თამარი? მოგიყვებით მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გაგრძელებას.

ერთი კვირის წინ პროკურატურამ მამცნო, რომ უნდა ჩამეტარებინა (მე) ექსპერტიზა, იმის დასადგენად, რა სტრესს განვიცდიდი ამ მანიაკის მუქარების და აკიდების გამო. მითხრეს, რომ ეს არის აუცილებელი, რადგან აკიდებაზე კანონი ითხოვს იმის დადასტურებას, რა მძიმედ ისახება ძალადობის კვალი ქალებზე. მითხრეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი გასაუბრება ფსიქოლოგთან, რომელიც ჩემი სტრესის ხარისხს დაადგენდა. ცხადია, როგორც კანონმორჩილი ადამიანი დავთანხმდი, დღეს მქონდა ექსპერტიზა დანიშნული. წავედი ადვოკატთან ერთად და აქედან დაიწყო ჰიჩკოკის მეორე სერია.

აღმოვჩნდი არა ჩვეულებრივ სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ გისოსებიან შენობაში, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში, ჩვეულებრივი საპატიმროა რა... გისოსებით, დაცვებით და ასე შემდეგ. კი გამიკვირდა, მაგრამ შევედი.. ამიყვანეს რაღაც სართულზე და მოიცადეო. დავჯექი დერეფანში და უეცრად აღმოვაჩინე, რომ ვზივარ და ჩემს თვალწინ ხდება საოცრება - გაღებულია პალატის კარებები (რკინის კარებები, როგორიც ციხის საკნებს აქვს), კარს მიღმა ვხედავ როგორ წვანან პაციენტები. ერთი გოგო დამამახსოვრდა, მოკუნტული, ადიელა მიფარებული, იქით კიდევ სხვა... გამოვშტერდი, რადგან დამსვეს ამ გაღებული პალატების კარებებთან და იძულებით ვუყურებდი ამ საშინელ სურათს. უცებ ჩამოვიშალე, ვერ მივხვდი, რატომ დამსვეს იქ და რატომ მაყურებინეს, როგორ წვანან პაციენტები...

ადამიანის უფლებების რომელი მუხლი ითვალისწინებს ძალადობით დასტრესილ ქალს აყურებინო ღია პალატებში, სადაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის პაციენტები წვანან, ვერ ვხვდები.... როცა გავაპროტესტე, მითხრა ვიღაც ასაკოვანმა ფსიქოლოგმა ქალმა, საშიშები არ არიანო, მანიაკები ზედა სართულებზე გვყვანანო (მოწმეა ჩემი ადვოკატი, რომ რასაც ვყვები, არ ვაზვიადებ).... საშინლად გავაპროტესტე, მითხრა, ჩვენი ბრალი არაა, ამ სურათს რომ უყურეთ, იმიტომ რომ ოთახები არ გვყოფნისო (!!!!!!!!!!!!!!!), ზუსტად იცოდნენ, რომ ხუთ საათზე ვიყავი დაბარებული ექსპერტიზაზე და ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ საგანგებო დამთხვევა არ იყო ეს პალატების გაღებული კარებები, სადაც ეს პაციენტები წვანან... გამიჩნდა განცდა, რომ რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდი... ნუ, ეს განცდა ამეკიდა და ვეღარ მოვიშორე..

ამის მერე შემიყვანეს ოთხაში, სადაც მხვდება ოთხი ადამიანი და მეუბნებიან, რომ ექსპერტიზა უნდა ჩამიტარონ სათითაოდ ფსიქოლოგმა, ფსიქიატრმა და თერაპევტმა, რათა დაადგინონ, ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი მაქვს (ანუ ჯანმრთელი ფსიქიკის ვარ თუ არა)... გავაპროტესტე და ვიკითხე, რის ექსპერტიზას მიტარებდნენ და რას ადგენდნენ!!!!! მეორე განცდა, რაც ამეკიდა ის იყო, რომ მე მიკვლევდნენ იმ დანაშაულზე, რომელსაც ის მანიაკი კაცი სჩადიოდა ჩემი მისამართით... გავაპროტესტე.. მითხრეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, პროკურატურის მომართვააო თუ მოთხოვნაო (კარგად აღარ მახსოვს), მერე ჩემივე ადვოკატთან ერთად აღმოვჩნდი ვიღაც ფსიქოლოგ ქალთან, რომელმაც დამიწყო დაკითხვა, ბავშვობიდან დღემდე რაიმე დამაწყნარებელ მედიკამენტებს ვიღებდი თუ არა, ეგ რა შუაშია მომხდარ დანაშაულთანთქო, რომ ვიკითხე, პასუხი იგივე იყო - ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამოწმებენ რა, პროკურატურის მოთხოვნით. ჩამიტარა რაღაც ტესტი ფერებით და გამომიცხადა, ამ ტესტის მიხედვით, თქვენ ხშირად გაქვთ ილუზორულ სამყაროში გადასვლის მცდელობაო თუ რაღაც ასეთი!!!!!!! ჩემი მესამე განცდა ის იყო, რომ ამ ტესტით ქალმა მითხრა, რომ ხშირად მაქვს ილუზიებისკენ სწრაფვა და ეს რასაც ნიშნავს, კი მიხვდებით ძალადობაზე აღძრულ დანაშაულზე კი არ მელაპარაკებიან, იმას არკვევენ, ნორმალური ვარ თუ არა - მე ასე გავიგე ეს ამბავი. ან ხომ არ ვიგონებ ალბათ რამეს ((((

გამოძიებას ხელთ აქვს მუქარაც, მესიჯებიც, რომელიც წლების განმავლობაში იგზავნებოდა ჩემთან, ფაქტებიც, მაგრამ მაინც მე მიტარებდნენ ექაპერტიზას... მერე რაც მოხდა, აქ აღარ მოვყვები ასე იცავენ თურმე ძალადობის მსხვერპლ ქალებს, აი ასე... ძალიან მოკლედ და ძალიან ლაითად დავწერე დღევანდელი ამბავი.. გაცილებით მძიმე იყო სიტუაცია. მალე სანანებელი გამიხდება, რომ საერთოდ ხმა ამოვიღე და სახელმწიფოს ვთხოვე დაცვა! იმის მაგივრად, დასტრესილი ქალების მდგომარეობაზე ფიქრობდნენ, მსხვერპლ ქალებს თურმე პაციენტების პალატების რკინის კარებებს უღებენ და აყურებინებენ საწოლზე საცოდავად დაწოლილ ქალს, მერე კი უმტკიცებენ, რომ თურმე ფსიქიატრის ექსპერტიზაა საჭირო, დაამტკიცო, მართლა ხარ ძალადობის მსხვერპლი თუ არა! მერე რა, რომ მტკიცებულებები სახეზეა, მაინც უნდა ამტკიცო თურმე, რომ არ იგონებ!!!!

დღეს პირველად დავწერ, რასაც შემდეგ ფრაზაში წაიკითხავთ - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენს ჩემზე და უარეს სტრესს დამმართებს, ვერ ეღირსებით!!!!!!!!! არ ვარ ასე ადვილად დასათრგუნი... იმის ნაცვლად, რომ ქალები ძალადობისგან დაიცვან, მსხვერპლს ასეთ სიტუაციაში იკვლევენ. მოკლედ, უარი ვთქვი ექსპერტიზის გაგრძელებაზე, ცხადია. წამოვედი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას დავურეკე და მოვუყევი, მას დიდ პატივს ვცემ და იმედია, გაარკვევს, რა ცირკი დამიდგეს დღეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში. იმედია, ბოლოს მე არ გამომაცხადებენ დამნაშავედ!!!!!! საოცრებათა სამყაროში ვცხოვრობ. ველი შესაბამისი სტუქტურების რეაქციას! ჩემთვის კი თავში, უკვე ძალიან ცუდი ეჭვები გამიჩნდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც წლებია გრძელდება ჩემს თავს.

P.s. ვშიშობ, ბოლოს საკუთარი თავის დაცვა თავად არ მომიხდეს, ყველაფერ ამის მოწმეა ჩემი ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი. მძაფრსიუჟეტიანი სერიალი გრძელდება ჩემს თავს და შემდეგ სერიასაც აუცილებლად მოგიყვებით. ხო, დავამატებ -ფსიქიატრიული პალატები და ზეწოლები საბჭოთა მეთოდებია, ისე, მაინც რომ იცოდნენ მათ, ვისაც, როგორც ჩანს, შეხსენება სჭირდება".

წაიკითხეთ ასევე: "არ მინდა მომკლან!... რამდენიმე წელია, ვცხოვრობ სრულ საგიჟეთში" - ვინ ემუქრება ინგა გრიგოლიას და რაში ადანაშაულებს ის პოლიციას

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს