მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის საქ­მის ოთხთვი­ა­ნი გან­ხილ­ვა დას­რულ­და - მო­სა­მარ­თლე ეკა არე­ში­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გ.ბ, რო­მელ­საც ბრა­ლი, რო­გორც ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ასე­ვე და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და, მხო­ლოდ ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდ­ში იქნა დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ეპი­ზოდს, სა­სა­მარ­თლომ გ.ბ. ამ ნა­წილ­ში სრუ­ლად გა­ა­მარ­თლა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ბრალ­დე­ბულს, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ გ.ჯ.-ს ბრა­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ. მო­სა­მარ­თლის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

ვი­ნა­ი­დან საქ­მე­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი და­ხუ­რუ­ლი იყო.

იხი­ლეთ ვი­დეო: ხმა­უ­რი სა­სა­მარ­თლო­ში - ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მო­ზარ­დი კი ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად 2 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, 2 დე­კემ­ბერსვე ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ა­კა­ვა და ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძებ­ნა გა­მო­ცხად­და კი­დევ ერთ არას­რულ­წლო­ვან­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ძებ­ნა­ში მყო­ფი არას­რულ­წლო­ვა­ნი, გ.ჯ. პო­ლი­ცი­ას 4 დე­კემ­ბერს ჩა­ბარ­და.

გარ­და ამი­სა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 5 პი­რიც მის­ცა, რო­მელ­თა შო­რის ორი მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი და შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია. პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი პი­რე­ბი­დან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მხო­ლოდ სამი და­ა­კა­ვეს, ვი­ნა­ი­დან 5 პი­რი­დან ორზე არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი ვრცელ­დე­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმის ოთხთვიანი განხილვა დასრულდა - მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

იხილეთ ვიდეო: ხმაური სასამართლოში - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს