პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთი უმძიმესი პრობლემის წინაშე - ნარკო და ალკოდამოკიდებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება
აფხაზეთი უმძიმესი პრობლემის წინაშე - ნარკო და ალკოდამოკიდებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის” ცნო­ბით, რე­გი­ო­ნის მთა­ვარ პრობ­ლე­მად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უც­ვლელ, უკი­დუ­რე­სად მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გარ­და, კვლა­ვაც კრი­მი­ნა­ლი და ნარ­კო­მა­ნია რჩე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფხა­ზეთ­ში - 2014 წელს აივ შიდსის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო 313 ადა­მი­ა­ნი, 2017 წელს კი - აივ შიდსით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი 477-მდე გა­ი­ზარ­და... თუმ­ცა, ეს არის ქარ­თუ­ლი მხა­რის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, - რე­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, რად­გან და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი, - ამ ფონ­ზე ყვე­ლა­ზე მეტი წილი კი ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე მო­დის.

აფხა­ზე­თის შიდსის ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, აფხა­ზეთ­ში აივ ვირუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კის ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან... abhazia-news.ru-ს ცნო­ბით, ამ დი­აგ­ნო­ზით ყო­ველ­წლი­უ­რად, აფხა­ზეთ­ში 15-მდე ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა. ცენ­ტრში, 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 1500 ადა­მი­ა­ნია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც რა თქმა უნდა, რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი არ არის.

აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი ნარ­კო­ლო­გის, ირმა ანუ­ას ცნო­ბით, აფხა­ზეთ­ში, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ნარ­კო­ტი­კე­ბი - მე­ტა­დო­ნი და ამ­ფე­ტა­მი­ნია. ზო­გა­დად, ნარ­კო­მა­ნია ასეა კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში, ძი­რი­თა­დად სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­აა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, სტუ­დენ­ტებ­სა და ზე­მოთ ასაკ­ში - ვე­ნუ­რი... ანუ­ას თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვებს შო­რის არი­ან ჰე­რო­ი­ნი­სა და კო­კა­ი­ნის მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც, თუმ­ცა, მათი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მცი­რეა.

“მე­ტა­დო­ნის ფა­სიც არ არის და­ბა­ლი, თუმ­ცა, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, მა­ინც პო­პუ­ლა­რუ­ლია, რად­გან მისი მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დღე ნარ­კო­ტი­კის გა­რე­შე ძლე­ბენ... ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კი 25-60 წელი, თუმ­ცა, ბოლო წლე­ბის სტა­ტის­ტი­კით, ასაკ­მა გა­ცი­ლე­ბით და­ი­წია და რაც მთა­ვა­რია, მათი რა­ო­დე­ნო­ბა წლი­დან წლამ­დე, 200-მდე ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნით იზ­რდე­ბა” - წერს ანუა.

ანუ­ას თქმით, “აღ­რი­ცხვა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლურ სუ­რათს ვერ ასა­ხავს, რად­გან სი­ნამ­დვი­ლე­ში, რე­გი­ონ­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია. 2016 წელს, აღ­რი­ცხვა­ზე იყო 2 440 ადა­მი­ა­ნი, მათ­გან 949 ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი 1491 - ალ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს ის კა­ტე­გო­რი­აა, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით, მათ შო­რის უსახ­სრო­ბის გამო, ნარ­კო­ტი­კის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა ალ­კოჰო­ლით სცა­და და გა­ლოთ­და... 2013 წელს, აფხა­ზეთ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო, 769 ალ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი, 2016 წლის­თვის კი მათი რი­ცხვი 1349-მდე გა­ი­ზარ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბის თქმით, ბოლო წლებ­ში, ალ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას თით­ქმის ორ­ჯერ უს­წრებს ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ირმა ანუ­ას ცნო­ბით, 2017 წელს, ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბელ­თა 409 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და... ექი­მე­ბის შე­ფა­სე­ბით, ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა, რად­გან მხო­ლოდ შარ­შან, ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღ­რი­ცხვა­ზე 32 არას­რულ­წლო­ვა­ნი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, რაც წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით თით­ქმის ორ­ჯერ მე­ტია...

“კა­ტას­ტრო­ფაა, ასე­ვე ის, რომ გა­ი­ზარ­და, მო­ზარ­დე­ბი­სა და ქა­ლე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბის ფაქ­ტე­ბი და ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­უ­ბა­რია, ვე­ნუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე... ეს აის­ბერ­გის მწვერ­ვა­ლია. რო­დე­საც მო­ზარ­დებ­ზე ვსა­უბ­რობ, ვგუ­ლის­ხმობ, 12-დან 18 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებს. თუმ­ცა, არის უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იწყებს ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბას და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამას “ექ­სპე­რი­მენტს” უწო­დე­ბენ” - წერს აფხა­ზი ნარ­კო­ლო­გი, რომ­ლის თქმი­თაც, ასე­თი მძი­მე სუ­რა­თის მი­ზე­ზი, სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორ­თან ერ­თად, კრი­მი­ნა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის რო­მან­ტი­ზე­ბაა.

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ არის გა­ნათ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, წლე­ბია, გარ­თო­ბის ერ­თა­დერთ სა­შუ­ა­ლე­ბად, ქუ­ჩა­ში, ე.წ ბირ­ჟა­ზე დგო­მა რჩე­ბა... ნარ­კო­ლოგ ირმა ანუ­ას თქმით, სო­ხუმ­ში არ არ­სე­ბობს ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამი­ტო­მაც პა­ცი­ენ­ტი ნარ­კო­დის­პან­სე­რის სტა­ცი­ო­ნარ­ში 15-20 დღეს რჩე­ბა, შემ­დეგ კი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრში გა­და­დის, რაც მის გან­სა­კურ­ნად ზღვა­ში წვე­თიც არ არის.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, შე­დე­გიც არ აყოვ­ნებს - ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, აფხა­ზეთ­ში, ბოლო 25 წე­ლია, ყო­ველ მომ­დევ­ნო წელს 50 ბავ­შვით ნაკ­ლე­ბი იბა­დე­ბა...

აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, 2017 წელს, რე­გი­ონ­ში 30-ზე მეტი მსხვი­ლი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი და­ა­კა­ვეს. ყო­ფი­ლი “მი­ნის­ტრის” ას­ლან კო­ბა­ხი­ას თქმით, და­კა­ვე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო - მოს­კო­ვე­ლი, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გე­ლი და სო­ჭე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გი­ონ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­ვიდ­ნენ.

ფონდ “ჯან­მრთე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ცენ­ტრის” ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ ქარ­დი ამ­ბობს, რომ ჯერ კი­დევ 2013 წელს 900 პა­ცი­ენ­ტი იყო აღ­რი­ცხუ­ლი და მა­შინ­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მათი ასა­კის მი­ხედ­ვით ნარ­კომ­ხმა­რე­ბელ­თა ზრდის ტენ­დენ­ცია აშ­კა­რა იყო, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რივ­მა “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ” გან­გა­შის ატეხ­ვის ნაც­ვლად, ნარ­კო­გამ­სა­ღებ­ლე­ბი მხო­ლოდ პი­ა­რის­თვის და­ა­კა­ვა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, მას შემ­დეგ რაც ქრთა­მი აი­ღეს, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ეს ტენ­დენ­ცია დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

აფხაზეთი უმძიმესი პრობლემის წინაშე - ნარკო და ალკოდამოკიდებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება

აფხაზეთი უმძიმესი პრობლემის წინაშე - ნარკო და ალკოდამოკიდებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება

ოკუპირებული აფხაზეთის “ხელმძღვანელობის” ცნობით, რეგიონის მთავარ პრობლემად, წლების განმავლობაში შეუცვლელ, უკიდურესად მძიმე სოციალური ფონის გარდა, კვლავაც კრიმინალი და ნარკომანია რჩება.

საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, აფხაზეთში - 2014 წელს აივ შიდსის მატარებელი იყო 313 ადამიანი, 2017 წელს კი - აივ შიდსით დაავადებულთა რიცხვი 477-მდე გაიზარდა... თუმცა, ეს არის ქართული მხარის ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაცია, - რეალურად გაცილებით მძიმე ვითარებაა, რადგან დაავადების გავრცელებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, - ამ ფონზე ყველაზე მეტი წილი კი ნარკომომხმარებლებზე მოდის.

აფხაზეთის შიდსის ცენტრის მონაცემებით, აფხაზეთში აივ ვირუსის მატარებლები ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ნარკოდამოკიდებული მამაკაცები არიან... abhazia-news.ru-ს ცნობით, ამ დიაგნოზით ყოველწლიურად, აფხაზეთში 15-მდე ადამიანი კვდება. ცენტრში, 2017 წლის მონაცემებით, 1500 ადამიანია დარეგისტრირებული, რაც რა თქმა უნდა, რეალური სურათი არ არის.

აფხაზეთის მთავარი ნარკოლოგის, ირმა ანუას ცნობით, აფხაზეთში, ყველაზე პოპულარული, გავრცელებული და ხელმისაწვდომი ნარკოტიკები - მეტადონი და ამფეტამინია. ზოგადად, ნარკომანია ასეა კლასიფიცირებული, სკოლის მოსწავლეებში, ძირითადად სააფთიაქო ნარკომანიაა გავრცელებული, სტუდენტებსა და ზემოთ ასაკში - ვენური... ანუას თქმით, ადგილობრივებს შორის არიან ჰეროინისა და კოკაინის მომხმარებლებიც, თუმცა, მათი რაოდენობა გაცილებით მცირეა.

“მეტადონის ფასიც არ არის დაბალი, თუმცა, მისი გამოყენება, მაინც პოპულარულია, რადგან მისი მოხმარების შემდეგ, რამდენიმე დღე ნარკოტიკის გარეშე ძლებენ... ნარკოდამოკიდებულების საშუალო ასაკი 25-60 წელი, თუმცა, ბოლო წლების სტატისტიკით, ასაკმა გაცილებით დაიწია და რაც მთავარია, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე, 200-მდე ნარკოდამოკიდებული ადამიანით იზრდება” - წერს ანუა.

ანუას თქმით, “აღრიცხვაზე მყოფი ადამიანები აფხაზეთში არსებულ რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან სინამდვილეში, რეგიონში გაცილებით მეტი ნარკოდამოკიდებულია. 2016 წელს, აღრიცხვაზე იყო 2 440 ადამიანი, მათგან 949 ნარკოდამოკიდებული, დანარჩენი 1491 - ალკოდამოკიდებული. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის უსახსრობის გამო, ნარკოტიკისთვის თავის დანებება ალკოჰოლით სცადა და გალოთდა... 2013 წელს, აფხაზეთში, ოფიციალურად რეგისტრირებული იყო, 769 ალკოდამოკიდებული, 2016 წლისთვის კი მათი რიცხვი 1349-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი ექიმების თქმით, ბოლო წლებში, ალკოდამოკიდებულთა რაოდენობას თითქმის ორჯერ უსწრებს ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა. ირმა ანუას ცნობით, 2017 წელს, ნარკომომხმარებელთა 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა... ექიმების შეფასებით, ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან მხოლოდ შარშან, ოფიციალურად აღრიცხვაზე 32 არასრულწლოვანი ნარკოდამოკიდებული იყო, რაც წინა წლებთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია...

“კატასტროფაა, ასევე ის, რომ გაიზარდა, მოზარდებისა და ქალების ზედოზირების ფაქტები და ამ შემთხვევაში, საუბარია, ვენური ნარკოტიკების მოხმარებაზე... ეს აისბერგის მწვერვალია. როდესაც მოზარდებზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ, 12-დან 18 წლამდე ასაკის ადამიანებს. თუმცა, არის უამრავი შემთხვევა, როდესაც 30 წელს გადაცილებული ადამიანი იწყებს ნარკოტიკების მოხმარებას და ჩვენთან საუბარში ამას “ექსპერიმენტს” უწოდებენ” - წერს აფხაზი ნარკოლოგი, რომლის თქმითაც, ასეთი მძიმე სურათის მიზეზი, სხვადასხვა ფაქტორთან ერთად, კრიმინალური ცხოვრების წესის რომანტიზებაა.

აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული არ არის განათლება, შესაბამისად, წლებია, გართობის ერთადერთ საშუალებად, ქუჩაში, ე.წ ბირჟაზე დგომა რჩება... ნარკოლოგ ირმა ანუას თქმით, სოხუმში არ არსებობს ხანგრძლივი მკურნალობის შესაძლებლობა, ამიტომაც პაციენტი ნარკოდისპანსერის სტაციონარში 15-20 დღეს რჩება, შემდეგ კი, რეაბილიტაციის ცენტრში გადადის, რაც მის განსაკურნად ზღვაში წვეთიც არ არის.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შედეგიც არ აყოვნებს - ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, აფხაზეთში, ბოლო 25 წელია, ყოველ მომდევნო წელს 50 ბავშვით ნაკლები იბადება...

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ცნობით, 2017 წელს, რეგიონში 30-ზე მეტი მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს. ყოფილი “მინისტრის” ასლან კობახიას თქმით, დაკავებულთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყო - მოსკოველი, სანქტ-პეტერბურგელი და სოჭელი ადამიანები, მათ შორის სტუდენტები, რომლებიც რეგიონში დასასვენებლად ჩავიდნენ.

ფონდ “ჯანმრთელი ახალგაზრდების ცენტრის” ხელმძღვანელი თემურ ქარდი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს 900 პაციენტი იყო აღრიცხული და მაშინვე განაცხადა, რომ მათი ასაკის მიხედვით ნარკომხმარებელთა ზრდის ტენდენცია აშკარა იყო, თუმცა, ადგილობრივმა “ხელმძღვანელობამ” განგაშის ატეხვის ნაცვლად, ნარკოგამსაღებლები მხოლოდ პიარისთვის დააკავა, რამდენიმე დღეში კი, მას შემდეგ რაც ქრთამი აიღეს, გაათავისუფლეს. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი