სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ქვეყნებია ახლო აღმოსავლეთში ოქროთი ყველაზე მდიდარი - ახალი მონაცემები
რომელი ქვეყნებია ახლო აღმოსავლეთში ოქროთი ყველაზე მდიდარი - ახალი მონაცემები

მსოფ­ლი­ოს ოქ­როს საბ­ჭოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ბე­თის ქვეყ­ნებ­ში 1006 ტონა ოქ­როს მა­რა­გია. გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­დარ­თა სა­მე­ულ­ში სა­უ­დის არა­ბე­თი ლი­დე­რობს. eanlibya.com-ის ცნო­ბით, ის 323 ტონა ოქ­როს მფლო­ბე­ლია, შემ­დეგ მო­დის, ალ­ჟი­რი - 174 ტო­ნით, სა­მე­უ­ლის ბო­ლოს კი 117 ტონა ოქ­როს მფლო­ბე­ლი ლი­ბი­აა. მათ შემ­დეგ მო­დის ერა­ყი 90 ტონა ოქ­როს მა­რა­გით, ქუ­ვე­ი­თი 79 ტონა ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნით და ეგ­ვიპ­ტე - 77 ტონა ოქ­რო­თი.

ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ო­ში ოქ­როს მა­რა­გით ამე­რი­კა ლი­დე­რობს, თუმ­ცა მისი რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად აჭარ­ბებს სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­რაგს - აშშ 8133 ტონა ოქ­როს მფლო­ბე­ლია.

"ბლუმ­ბერ­გმა" ოქ­როს მომ­პო­ვე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის სიაც შექ­მნა, რომ­ლის ათე­ულ­შიც ჩი­ნე­თი, 380 ტონა ოქ­რო­თი ლი­დე­რობს. შემ­დეგ მო­დის ავ­სტრა­ლია 272 ტონა ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნით. იქ ოქ­როს მას­შტა­ბუ­რი მო­პო­ვე­ბა ჯერ კი­დევ 1890 წლი­დან და­ი­წყო და ბოლო წლებ­ში ეს სფე­რო აღ­მავ­ლო­ბის­კენ მი­დის...

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 221 ტონა ოქრო აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ამე­რი­კას, სა­დაც ოქ­როს მო­პო­ვე­ბის საკ­მა­ოდ მდი­და­რი ტრა­დი­ცია არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, ლი­დერ­თა სი­ა­შიც დიდ­ხანს იქ­ნე­ბა.

ოქ­როს მო­პო­ვე­ბის ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნის ყვე­ლა­ზე დიდი მა­რა­გე­ბი რუ­სეთ­შია, რო­მელ­მაც ბოლო წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 205 ტონა ოქრო მო­ი­პო­ვა. სი­ა­ში შემ­დე­გია პერუ, სა­დაც 156 ტონა ოქრო პრაქ­ტი­კუ­ლად ერთ სა­ბა­დო­ში მო­ი­პო­ვე­ბა.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, განა ოქ­როს მო­პო­ვე­ბის სფე­რო­ში მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რი ქვე­ყა­ნა იყო, თუმ­ცა ბო­ლოს წლებ­ში ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნის წარ­მო­ე­ბა საკ­მა­ოდ შემ­ცირ­და. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, იქ 102 ტონა მო­ი­პო­ვეს.

ასე­ვე შემ­ცირ­და ოქ­როს სა­ბა­დო­ე­ბი კა­ნა­და­ში, ამი­ტო­მაც ის მსოფ­ლიო ათე­უ­ლის სი­ა­ში მერ­ვე ად­გილ­ზეა და 101 ტონა ოქ­როს მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო.

97 ტონა ოქ­როს ფლობს ინ­დო­ნე­ზია, შემ­დეგ კი 82 ტო­ნით მექ­სი­კაა, რო­მე­ლიც კა­ნა­დურ ოქ­როს­მომ­პო­ვე­ბელ კომ­პა­ნია Argo Gold Mine and Mill-თან ("არ­გო­ნავ­ტე­ბის ოქრო") თა­ნამ­შრომ­ლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რომელი ქვეყნებია ახლო აღმოსავლეთში ოქროთი ყველაზე მდიდარი - ახალი მონაცემები

რომელი ქვეყნებია ახლო აღმოსავლეთში ოქროთი ყველაზე მდიდარი - ახალი მონაცემები

მსოფლიოს ოქროს საბჭოს ინფორმაციით, არაბეთის ქვეყნებში 1006 ტონა ოქროს მარაგია. განსაკუთრებით მდიდართა სამეულში საუდის არაბეთი ლიდერობს. eanlibya.com-ის ცნობით, ის 323 ტონა ოქროს მფლობელია, შემდეგ მოდის, ალჟირი - 174 ტონით, სამეულის ბოლოს კი 117 ტონა ოქროს მფლობელი ლიბიაა. მათ შემდეგ მოდის ერაყი 90 ტონა ოქროს მარაგით, ქუვეითი 79 ტონა ძვირფასი ლითონით და ეგვიპტე - 77 ტონა ოქროთი.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შემდეგ, მსოფლიოში ოქროს მარაგით ამერიკა ლიდერობს, თუმცა მისი რაოდენობა ბევრად აჭარბებს სხვა ქვეყნების მარაგს - აშშ 8133 ტონა ოქროს მფლობელია.

"ბლუმბერგმა" ოქროს მომპოვებელი ქვეყნების სიაც შექმნა, რომლის ათეულშიც ჩინეთი, 380 ტონა ოქროთი ლიდერობს. შემდეგ მოდის ავსტრალია 272 ტონა ძვირფასი ლითონით. იქ ოქროს მასშტაბური მოპოვება ჯერ კიდევ 1890 წლიდან დაიწყო და ბოლო წლებში ეს სფერო აღმავლობისკენ მიდის...

ბოლო მონაცემებით, 221 ტონა ოქრო აქვს მოპოვებული სამხრეთ ამერიკას, სადაც ოქროს მოპოვების საკმაოდ მდიდარი ტრადიცია არსებობს და შესაბამისად, ლიდერთა სიაშიც დიდხანს იქნება.

ოქროს მოპოვების ექსპერტთა შეფასებით, ძვირფასი ლითონის ყველაზე დიდი მარაგები რუსეთშია, რომელმაც ბოლო წლების მონაცემებით, 205 ტონა ოქრო მოიპოვა. სიაში შემდეგია პერუ, სადაც 156 ტონა ოქრო პრაქტიკულად ერთ საბადოში მოიპოვება.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განა ოქროს მოპოვების სფეროში მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა იყო, თუმცა ბოლოს წლებში ძვირფასი ლითონის წარმოება საკმაოდ შემცირდა. ბოლო მონაცემებით, იქ 102 ტონა მოიპოვეს.

ასევე შემცირდა ოქროს საბადოები კანადაში, ამიტომაც ის მსოფლიო ათეულის სიაში მერვე ადგილზეა და 101 ტონა ოქროს მოპოვება შეძლო.

97 ტონა ოქროს ფლობს ინდონეზია, შემდეგ კი 82 ტონით მექსიკაა, რომელიც კანადურ ოქროსმომპოვებელ კომპანია Argo Gold Mine and Mill-თან ("არგონავტების ოქრო") თანამშრომლობს.

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში

დიდ ბრიტანეთში შტორმს 2 ადამიანი ემსხვერპლა - უახლოეს დღეებში შტორმის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან

ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი