შემზარავი სამმაგი მკვლელობა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, სადაც სამი ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარ მკვლელობას გულისხმობს.
ხობში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა შსს-მ. "გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში 1980 წელს დაბადებული გ.ფ., მისი მეზობელი -1980 წელს დაბადებული დ.ბ. და ხელოსნად მომუშავე -1962 წელს დაბადებული ე.კ. გ.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ.ფ.-ს სახელზეა რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ გ.ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2013 წელს დაითხოვეს) და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
- გაუგონარი რამ მოხდა, ერთდროულად სამი მკვლელობა ნამდვილად შოკია ჩვენთვის. ერთი შეხედვით, კრიმინალურ დაპირისპირებას ჰგავს ეს ყველაფერი, მაგრამ გარდაცვლილთაგან კრიმინალი არავინ ყოფილა. გოგიტა ფარცვანია და დათა ბუკია ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები იყვნენ, მესამე კი ხელოსანი იყო მეზობელი სოფლიდან, ფარცვანიებს სახლში რემონტი ჰქონდათ და კაცი იქ მუშაობდა. მასზე ვის რატომ უნდა ეძია შური წარმოუდგენელია...
- უდანაშაული კაცი ვინ ან რატომ უნდა მოკლას, იქნებ მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა?
- სოფელში გაზრდილი ხალხის წარსული სოფელში არ იმალება ხოლმე... არ ვიცი, რაიმე საიდუმლოდ იცის თუ არა ვინმემ ამ ბიჭების წარსულზე, მაგრამ ზოგადად მათზე ცუდი არავის არაფერი გაუგია. მამუკა ფარცვანია წლების წინ სახელმწიფო სამსახურში, ფოთის პოლიციაში მსახურობდა. მერე თავი დაანება, ინგლსური ენა კარგად იცოდა და თარჯიმნობა დაიწყო, ალბათ უფრო ხელფასის გამო ტურიზმში გადავიდა და სვანეთში დაჰყავდა ტურისტული ჯგუფები. ამ შემოსავლით ცხოვრობდა. დათა ბუკია მამუკას მეზობელი და განუყრელი მეგობარი იყო...განაგრძეთ კითხვა