პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი წონა ჯოჯოხეთია, 160 კი­ლოგ­რა­მის დროს წო­ლაც კი ძნე­ლია" - სამი ცნობილი ადამიანის ისტორია, რომელმაც კუჭის ოპერაციით ათობით კილოგრამი დაიკლო
"დიდი წონა ჯოჯოხეთია, 160 კი­ლოგ­რა­მის დროს წო­ლაც კი ძნე­ლია" - სამი ცნობილი ადამიანის ისტორია, რომელმაც კუჭის ოპერაციით ათობით კილოგრამი დაიკლო

ბოლო წლებ­ში ჩვენ­ში სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის გახ­სნამ, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რის გამ­ყა­რე­ბამ (ინ­ტერ­ნე­ტი, ციფ­რუ­ლი ტექ­ნი­კა), ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და ენერ­გი­ის ხარ­ჯვაც შე­ამ­ცი­რა. ადა­მი­ა­ნე­ბი ფე­ხით სი­ა­რუ­ლის ნაც­ვლად, უმე­ტე­სად, მან­ქა­ნით მოძ­რა­ო­ბენ, რის ხარ­ჯზეც ზედ­მე­ტი წო­ნის დაგ­რო­ვე­ბა ხდე­ბა.

ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს ისე­თი ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ებ­ზე, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბა­ში ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას წამ­ყვა­ნი ფუნ­ქცია აკის­რია: იწ­ვევს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პრობ­ლე­მებს, მა­მა­კა­ცებ­ში სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს, შაქ­რი­ან დი­ა­ბეტს, ათე­როსკლე­როზს, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბებს, ზო­გა­დად კი, სიმ­სუქ­ნე ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს.

მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ქი­რურ­გი, პრო­ფე­სო­რი და­ვით აბუ­ლა­ძე, ჭარბ წო­ნას ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დით უპი­რის­პირ­დე­ბა და კუ­ჭის ე.წ. და­პა­ტა­რა­ვე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს.

"ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბას­თან ბრძო­ლა საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბი­თა და და­ხარ­ჯუ­ლი ენერ­გი­ის გაზ­რდით უნდა და­ი­წყოს. თუ დი­ე­ტით ეს არ ხერ­ხდე­ბა, მა­შინ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა უნდა მოხ­დეს. ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დი ბევ­რია და მათ­გან ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ჭის ხა­ზო­ვა­ნი რე­ზექ­ცი­აა, რი­თაც ე.წ. კუ­ჭის და­პა­ტა­რა­ვე­ბა ხდე­ბა. კუჭი სიგ­რძე­ზე იკ­ვე­თე­ბა და 70% აკ­ლდე­ბა", - ამ­ბობს ქი­რურ­გი.

ამ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ექი­მის თქმით, კუჭს ის უბა­ნი სცილ­დე­ბა, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლის ჰორ­მონს – გრე­ის წარ­მოქ­მნის. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტებს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ შიათ და რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რომ მო­უნ­დეთ, ერთ კვე­ბა­ზე, კუჭ­ში 150 მი­ლი­ლიტრზე მეტი არ ეტე­ვათ. თუ ადა­მი­ა­ნი მა­ნამ­დე ვთქვათ, 4 ნა­ჭერ ხა­ჭა­პურს ჭამ­და, მი­ი­ღებს მხო­ლოდ ერთს, ასე­ვე ერთ ნა­ჭერ მწვადს. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი წო­ნა­ში დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ლებს და 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭარ­ბი წო­ნის 80%-ის მო­ცი­ლე­ბა ხდე­ბა.

პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­ის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად უნდა მომ­ზად­დეს. წი­ნას­წა­რი და სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი კვლე­ვა უტარ­დე­ბა და შემ­დეგ უკვე მისი მომ­ზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ პრო­ცეს­მა ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა 6 თვემ­დეც გას­ტა­ნოს. მერე კი უკვე ოპე­რა­ცია ინიშ­ნე­ბა. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­სას, 87%-ის შემ­თხვე­ვა­ში, შა­ქა­რი ნორ­მის ფარ­გლებ­ში დგე­ბა. პა­ცი­ენ­ტებს უად­ვილ­დე­ბათ ისეთ საკ­ვებ­ზე უა­რის თქმა, რა­ზეც მა­ნამ­დე უარს ვერ ამ­ბობ­დნენ. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს უბ­რუნ­დე­ბი­ან.

რო­გორ გრძნო­ბენ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი თავს და რო­გორ იც­ვლე­ბა მათი ცხოვ­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტე­ბი თა­ვად ყვე­ბი­ან.

კახა გო­გი­ძე, მსა­ხი­ო­ბი, სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" პრე­ზი­დენ­ტის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- რო­დე­საც 160 კილო ხარ, ძა­ლი­ან ცუ­დია და ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ზღვარ­ზე დგა­ხარ. შა­ქა­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­სა და გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის ქვეშ ვი­ყა­ვი. ოპე­რა­ცი­ით კი ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას დრო­ზე მი­ვუს­წა­რი.

ოპე­რა­ცი­ამ­დე ელე­ნე გი­ორ­გა­ძის პა­ცი­ენ­ტი ვი­ყა­ვი, კომ­პლექ­სუ­რად ვმკურ­ნა­ლობ­დი, ვი­ცავ­დი დი­ე­ტას, ვი­ღებ­დი შე­სა­ბა­მის წამ­ლებ­საც - 73 კი­ლოგ­რა­მი და­ვი­კე­ლი და ეს წონა 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "მე­ჭი­რა". მაგ­რამ დი­ე­ტის შემ­დეგ უმ­რავ­ლე­სო­ბა იმა­ტებს და მეც მო­ვი­მა­ტე, მეტი დი­ე­ტა ვე­ღარ შევ­ძე­ლი, რად­გა­ნაც მოთ­მი­ნე­ბა­საც რე­სურ­სი ჰქო­ნია. დი­ე­ტის დაც­ვის რე­სურ­სი ამოვ­წუ­რე, ყვე­ლა­ფე­რი ყელ­ში ამო­ვი­და და ექიმ დათო აბუ­ლა­ძეს­თან წა­ვე­დი. უკვე მე­ხუ­თე წელი და­ი­წყო, რაც ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, რის შემ­დე­გაც 84 კილო და­ვი­კე­ლი. ახლა 78 კილო ვარ, მაგ­რამ მე თვი­თონ მინ­და, რომ 75 ვიყო და ამა­ზე ახლა ვმუ­შა­ობ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, გე­ტყვით, რომ ერთ დღე­საც სა­მო­თხე­ში გა­ვიღ­ვი­ძე - ასე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ასე მკვეთ­რად და უცებ არ მომ­ხდა­რა, ამ შე­დეგს ნელ-ნელა მი­ვაღ­წიე. ვა­ტყობ­დი, ტან­საც­მე­ლი რო­გორ მი­დიდ­დე­ბო­და, უკვე შე­მეძ­ლო, საყ­ვა­რელ ტან­საც­მელ­ზეც მე­ოც­ნე­ბა, რა­ღაც მოძ­რა­ო­ბებ­ზე, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ნორ­მა­ლუ­რი სი­ა­რუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ო­და. 160 კი­ლოგ­რა­მის დროს სი­ა­რუ­ლი კი არა, წო­ლაც ძნე­ლია. ფაქ­ტობ­რი­ვად, დიდი წონა ჯო­ჯო­ხე­თია. თუმ­ცა, ჭარ­ბი წო­ნით სპექ­ტაკ­ლებს ვთა­მა­შობ­დი და პრი­ზებ­საც ვი­ღებ­დი. მი­უღ­წე­ვე­ლი არა­ფე­რია - თუ ვინ­მეს წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა მარ­თლა უნდა, თუ ჭა­მის სურ­ვილ­ზე მა­ღა­ლი გახ­დო­მის სურ­ვი­ლი აქვს, აუ­ცი­ლებ­ლად და­იკ­ლებს.

გია და­ვი­თი­ა­ნი, "ალი­ლო­სა" და "ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბის" წევ­რი:

"ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იყო. მას შემ­დეგ უკვე სამი წელი გა­ვი­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­დე­გი მაქვს იმას­თან შე­და­რე­ბით რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი. 55 წლის ასაკ­ში 160 კი­ლოგ­რა­მი გახ­ლდით. ვი­ნა­ი­დან ოპე­რა­ცია 60 წლამ­დე კეთ­დე­ბა, სას­წრა­ფოდ გა­დავ­წყვი­ტე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ჩემი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა იმ პე­რი­ო­დის­თვის ნუ­ლის ტოლ­ფა­სი იყო. ვერ დავ­დი­ო­დი, ვერ ვმოძ­რა­ობ­დი. მქონ­და ტოქ­სი­უ­რი ჩიყ­ვი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ რე­გუ­ლირ­დე­ბო­და... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წამ­ლებს ვსვამ­დი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უკ­ვა­ლოდ გაქ­რა.

ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, უფრო გა­ვაქ­ტი­ურ­დი. მოძ­რა­ო­ბა შე­მიძ­ლია, სი­ა­რუ­ლი არ მე­ზა­რე­ბა. მა­ნამ­დე მე­სა­მე სარ­თულ­ზე ვერ ავ­დი­ო­დი და ახლა მე­ა­თე­ზე ასას­ვლე­ლად, ლიფ­ტი შე­იძ­ლე­ბა არც მო­ვი­კი­თხო. შე­იც­ვა­ლა ჩემი საკ­ვებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც. ადრე უზო­მოდ მი­ვირ­თმევ­დი, სას­მელ­საც და­უ­დევ­რად ვი­ღებ­დი - და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 ლიტ­რამ­დე... ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მო­იხ­სნა, რად­გან კუ­ჭის ზომა შემ­ცირ­და. მთლი­ა­ნად გა­ნახ­ლდა ჩემი გარ­დე­რო­ბიც. რამ­დე­ნი­მე შარ­ვა­ლი გა­და­ვი­კე­თე და სულ სხვა ზო­მის ახა­ლი შარ­ვა­ლი შე­ვი­ძი­ნე, რად­გა­ნაც იმ ზო­მის ჩაც­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო.

ზაურ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, იგი­ვე ზაურ ზა­უ­რი­ჩი, თე­ლა­სის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­მელ­საც თბი­ლის­ში ფარ­თო სა­ნაც­ნო­ბო და სა­მე­გობ­რო ჰყავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მძი­მე­წო­ნი­ა­ნი იყო, პლას­ტი­კუ­რო­ბას არა­სო­დეს უჩი­ო­და. ცოტა ხნის წინ კუ­ჭის "და­პა­ტა­რა­ვე­ბა" მა­ნაც გა­და­წყვი­ტა და 263 კი­ლოგ­რა­მი­დან 130 კილო და­იკ­ლო.

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­მა კლა­სელ­მა, ძმა­კაც­მა, უნი­ჭი­ე­რეს­მა ექიმ­მა - დათო აბუ­ლა­ძემ მი­მა­ღე­ბი­ნა. რა თქმა უნდა, ამ საქ­მე­ში მე­უღ­ლე­საც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. ოპე­რა­ცი­ამ­დე 45 კილო და­ვი­კე­ლი, შემ­დეგ - 80 კილო. სულ 130 კილო მაქვს მოკ­ლე­ბუ­ლი. ახლა 138 კგ ვარ და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ თა­ვი­დან და­ვი­ბა­დე. მად­ლო­ბა ამის­თვის მე­უღ­ლეს და დათო აბუ­ლა­ძეს თა­ვის გუნდთან ერ­თად.

იმა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა რა არის, რომ შენ ზომა ტან­საც­მელს ჩა­იც­ვამ? ახლა ფე­ხით სი­ა­რუ­ლიც მი­ხა­რია. იმ ზო­მის ჯინ­სი მაც­ვია, მა­ნამ­დე რომ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ოდეს­მე ჩა­ვიც­ვამ­დი. სა­ო­ცა­რი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ის კი არა, ფეხს ფეხ­ზე რომ ვი­დებ, თავი სიზ­მარ­ში მგო­ნია. მი­ხა­რია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შევ­ძე­ლი"

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
@@@@@
3

მაგ სამეულს დაამატეთ სააკაშვილი და მშვენიეი კვარტეტი გამოვა!

ცისანა
0

კარგია, ჯანმრთელობას გისურვებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დიდი წონა ჯოჯოხეთია, 160 კი­ლოგ­რა­მის დროს წო­ლაც კი ძნე­ლია" - სამი ცნობილი ადამიანის ისტორია, რომელმაც კუჭის ოპერაციით ათობით კილოგრამი დაიკლო

"დიდი წონა ჯოჯოხეთია, 160 კი­ლოგ­რა­მის დროს წო­ლაც კი ძნე­ლია" - სამი ცნობილი ადამიანის ისტორია, რომელმაც კუჭის ოპერაციით ათობით კილოგრამი დაიკლო

ბოლო წლებში ჩვენში სწრაფი კვების ობიექტების გახსნამ, ტექნოლოგიური ფაქტორის გამყარებამ (ინტერნეტი, ციფრული ტექნიკა), ადამიანის ფიზიკური აქტივობა და ენერგიის ხარჯვაც შეამცირა. ადამიანები ფეხით სიარულის ნაცვლად, უმეტესად, მანქანით მოძრაობენ, რის ხარჯზეც ზედმეტი წონის დაგროვება ხდება.

ჭარბწონიანობა გავლენას ახდენს ისეთი ორგანოების ფუნქციებზე, რომელთა მოქმედებაში ნივთიერებათა ცვლას წამყვანი ფუნქცია აკისრია: იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, მამაკაცებში სასქესო ორგანოების დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, ათეროსკლეროზს, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ზოგადად კი, სიმსუქნე ყველა ორგანოზე ცუდად მოქმედებს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგი, პროფესორი დავით აბულაძე, ჭარბ წონას ქირურგიული მეთოდით უპირისპირდება და კუჭის ე.წ. დაპატარავებას ახორციელებს.

"ჭარბწონიანობასთან ბრძოლა საკვების რაოდენობის შემცირებითა და დახარჯული ენერგიის გაზრდით უნდა დაიწყოს. თუ დიეტით ეს არ ხერხდება, მაშინ ქირურგიული ჩარევა უნდა მოხდეს. ქირურგიული მეთოდი ბევრია და მათგან ყველაზე პოპულარული კუჭის ხაზოვანი რეზექციაა, რითაც ე.წ. კუჭის დაპატარავება ხდება. კუჭი სიგრძეზე იკვეთება და 70% აკლდება", - ამბობს ქირურგი.

ამ ოპერაციის შემდეგ ექიმის თქმით, კუჭს ის უბანი სცილდება, რომელიც შიმშილის ჰორმონს – გრეის წარმოქმნის. ოპერაციის შემდეგ პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ შიათ და რაღაც განსაკუთრებულად რომ მოუნდეთ, ერთ კვებაზე, კუჭში 150 მილილიტრზე მეტი არ ეტევათ. თუ ადამიანი მანამდე ვთქვათ, 4 ნაჭერ ხაჭაპურს ჭამდა, მიიღებს მხოლოდ ერთს, ასევე ერთ ნაჭერ მწვადს. ოპერაციის შემდეგ პაციენტი წონაში დროთა განმავლობაში იკლებს და 2 წლის განმავლობაში ჭარბი წონის 80%-ის მოცილება ხდება.

პაციენტი ოპერაციისთვის სერიოზულად და საფუძვლიანად უნდა მომზადდეს. წინასწარი და სხვადასხვაგვარი კვლევა უტარდება და შემდეგ უკვე მისი მომზადება მიმდინარეობს. ამ პროცესმა ზოგჯერ შეიძლება 6 თვემდეც გასტანოს. მერე კი უკვე ოპერაცია ინიშნება. შაქრიანი დიაბეტისას, 87%-ის შემთხვევაში, შაქარი ნორმის ფარგლებში დგება. პაციენტებს უადვილდებათ ისეთ საკვებზე უარის თქმა, რაზეც მანამდე უარს ვერ ამბობდნენ. ჯანსაღი ცხოვრების წესს უბრუნდებიან.

როგორ გრძნობენ ოპერაციის შემდეგ ადამიანები თავს და როგორ იცვლება მათი ცხოვრება, ამის შესახებ ჩვენი რესპოდენტები თავად ყვებიან.

კახა გოგიძე, მსახიობი, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" პრეზიდენტის როლის შემსრულებელი:

- როდესაც 160 კილო ხარ, ძალიან ცუდია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების ზღვარზე დგახარ. შაქარიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ ვიყავი. ოპერაციით კი ამ დაავადებების ჩამოყალიბებას დროზე მივუსწარი.

ოპერაციამდე ელენე გიორგაძის პაციენტი ვიყავი, კომპლექსურად ვმკურნალობდი, ვიცავდი დიეტას, ვიღებდი შესაბამის წამლებსაც - 73 კილოგრამი დავიკელი და ეს წონა 10 წლის განმავლობაში "მეჭირა". მაგრამ დიეტის შემდეგ უმრავლესობა იმატებს და მეც მოვიმატე, მეტი დიეტა ვეღარ შევძელი, რადგანაც მოთმინებასაც რესურსი ჰქონია. დიეტის დაცვის რესურსი ამოვწურე, ყველაფერი ყელში ამოვიდა და ექიმ დათო აბულაძესთან წავედი. უკვე მეხუთე წელი დაიწყო, რაც ოპერაცია გავიკეთე, რის შემდეგაც 84 კილო დავიკელი. ახლა 78 კილო ვარ, მაგრამ მე თვითონ მინდა, რომ 75 ვიყო და ამაზე ახლა ვმუშაობ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ოპერაციის შემდეგ, გეტყვით, რომ ერთ დღესაც სამოთხეში გავიღვიძე - ასეთი შეგრძნება მქონდა. თუმცა ყველაფერი ასე მკვეთრად და უცებ არ მომხდარა, ამ შედეგს ნელ-ნელა მივაღწიე. ვატყობდი, ტანსაცმელი როგორ მიდიდდებოდა, უკვე შემეძლო, საყვარელ ტანსაცმელზეც მეოცნება, რაღაც მოძრაობებზე, ელემენტარულად, ნორმალური სიარულის საშუალება მეძლეოდა. 160 კილოგრამის დროს სიარული კი არა, წოლაც ძნელია. ფაქტობრივად, დიდი წონა ჯოჯოხეთია. თუმცა, ჭარბი წონით სპექტაკლებს ვთამაშობდი და პრიზებსაც ვიღებდი. მიუღწეველი არაფერია - თუ ვინმეს წონაში დაკლება მართლა უნდა, თუ ჭამის სურვილზე მაღალი გახდომის სურვილი აქვს, აუცილებლად დაიკლებს.

გია დავითიანი, "ალილოსა" და "ქუჩის მუსიკოსების" წევრი:

"ოპერაციის გაკეთება გარდაუვალი იყო. მას შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა. განსაკუთრებული შედეგი მაქვს იმასთან შედარებით რა მდგომარეობაშიც მანამდე ვიყავი. 55 წლის ასაკში 160 კილოგრამი გახლდით. ვინაიდან ოპერაცია 60 წლამდე კეთდება, სასწრაფოდ გადავწყვიტე, გამეკეთებინა. ჩემი ფიზიკური აქტივობა იმ პერიოდისთვის ნულის ტოლფასი იყო. ვერ დავდიოდი, ვერ ვმოძრაობდი. მქონდა ტოქსიური ჩიყვი, შაქრიანი დიაბეტი და შაქრის მაჩვენებელი, მცდელობის მიუხედავად, არ რეგულირდებოდა... მთელი ცხოვრება წამლებს ვსვამდი, მაგრამ ეს ყველაფერი ოპერაციის შემდეგ უკვალოდ გაქრა.

ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, უფრო გავაქტიურდი. მოძრაობა შემიძლია, სიარული არ მეზარება. მანამდე მესამე სართულზე ვერ ავდიოდი და ახლა მეათეზე ასასვლელად, ლიფტი შეიძლება არც მოვიკითხო. შეიცვალა ჩემი საკვებთან დამოკიდებულებაც. ადრე უზომოდ მივირთმევდი, სასმელსაც დაუდევრად ვიღებდი - დაახლოებით 4-5 ლიტრამდე... ეს დამოკიდებულება მოიხსნა, რადგან კუჭის ზომა შემცირდა. მთლიანად განახლდა ჩემი გარდერობიც. რამდენიმე შარვალი გადავიკეთე და სულ სხვა ზომის ახალი შარვალი შევიძინე, რადგანაც იმ ზომის ჩაცმა წარმოუდგენელი იყო.

ზაურ რეხვიაშვილი, იგივე ზაურ ზაურიჩი, თელასის ყოფილი თანამშრომელია, რომელსაც თბილისში ფართო სანაცნობო და სამეგობრო ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მძიმეწონიანი იყო, პლასტიკურობას არასოდეს უჩიოდა. ცოტა ხნის წინ კუჭის "დაპატარავება" მანაც გადაწყვიტა და 263 კილოგრამიდან 130 კილო დაიკლო.

"ეს გადაწყვეტილება ჩემმა კლასელმა, ძმაკაცმა, უნიჭიერესმა ექიმმა - დათო აბულაძემ მიმაღებინა. რა თქმა უნდა, ამ საქმეში მეუღლესაც დიდი წვლილი მიუძღვის. ოპერაციამდე 45 კილო დავიკელი, შემდეგ - 80 კილო. სულ 130 კილო მაქვს მოკლებული. ახლა 138 კგ ვარ და ძალიან მიხარია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავიდან დავიბადე. მადლობა ამისთვის მეუღლეს და დათო აბულაძეს თავის გუნდთან ერთად.

იმაზე დიდი ბედნიერება რა არის, რომ შენ ზომა ტანსაცმელს ჩაიცვამ? ახლა ფეხით სიარულიც მიხარია. იმ ზომის ჯინსი მაცვია, მანამდე რომ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩავიცვამდი. საოცარი რაღაცები ხდება ჩემს ცხოვრებაში. ის კი არა, ფეხს ფეხზე რომ ვიდებ, თავი სიზმარში მგონია. მიხარია, რომ ეს ყველაფერი შევძელი"