საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოთა ხაბარელი - დავით ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მას აჩერებს
შოთა ხაბარელი - დავით ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მას აჩერებს

პარ­ლა­მენ­ტის სპორ­ტის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე შოთა ხა­ბა­რე­ლი აცხა­დებს, რომ ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა და­ვით ქევ­ხიშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ტო­ვოს, რად­გან მისი თქმით, ქევ­ხიშ­ვილ­მა, გა­ნა­ცხა­და რომ დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებ­და. ამას­თან, ხა­ბა­რე­ლი ქევ­ხიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რებს ურ­ჩევს, მის „დაც­ვას თავი და­ა­ნე­ბონ“.

ხა­ბა­რე­ლი არ აკონ­კრე­ტებს, ვის გუ­ლის­ხმობს ქევ­ხიშ­ვი­ლის დამ­ცველ­ში. კი­თხვა­ზე, დგას თუ არა ქევ­ხიშ­ვი­ლის უკან სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე, პა­სუ­ხობს, რომ „ყვე­ლამ გო­ნი­ე­რე­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს“.

"სა­ხელს და გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ ყვე­ლამ გო­ნი­ე­რე­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს. ის ადა­მი­ა­ნი, ვინც იცავს, არას­წორს აკე­თებს. მო­ვუ­წო­დებ, რომ არას­წორ დაც­ვას თავი და­ა­ნე­ბოს. რაც შე­ე­ხე­ბა დას­კვნას, სპორ­ტის მი­ნისტრს არც იმის თქმის უფ­ლე­ბა აქვს, ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი უნდა გა­დად­გე­სო და არც იმის, რომ არ უნდა გა­დად­გეს. მი­ნის­ტრმა თქვა, რომ სა­კი­თხი შე­ის­წავ­ლა, მე­ხუ­თე პუნ­ქტის დარ­ღვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და, როცა მან მწვრთნე­ლე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა. კო­მი­სი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს დარ­ღვე­ვა იყო. ფი­ნან­სუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია მოხ­და, მწვრთნე­ლებს "ატ­კა­ტი" უკან მიჰ­ქონ­დათ, თა­ვად კი ამ­ბობს, შე­თან­ხმე­ბა იყოო. არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა და­დე­ბუ­ლი. კო­მი­სი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ესეც დარ­ღვე­ვაა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს იმის აღი­ა­რე­ბაა, რაც ქევ­ხიშ­ვილ­მა თქვა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ თუ კო­მი­სია ერთ დარ­ღვე­ვას აღ­მო­ა­ჩენ­და, თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებ­და. მი­ნის­ტრმა ცალ­სა­ხად თქვა, რომ დარ­ღვე­ვა იყო. ანუ, უნდა გა­დად­გეს. სი­ტყვას ფასი აქვს, მი­თუ­მე­ტეს, კა­ცებ­ში, მო­ჭი­და­ვე­ებ­სა და სპორ­ტში. ვხე­დავთ, რო­გორ ჯი­უტ­დე­ბა და არა­ა­დეკ­ვა­ტურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბა­რელ­მა.

მან უცხო­ე­ლი მწვრთნე­ლის მოწ­ვე­ვის თე­მა­ზეც ისა­უბ­რა.

„ამ პრო­ცეს­ში უცხო­ე­ლი მწვრთნე­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­აა? ვისი მწვრთნე­ლი უნდა იყოს? სირ­ცხვი­ლი არ იქ­ნე­ბა, რომ დარ­ბაზ­ში შევა და სპორ­ტსმე­ნე­ბი არ დახ­ვდე­ბი­ან? სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ მწვრთნე­ლე­ბი გვყავს, მათ­ზე უკე­თე­სი სად არ­სე­ბობს? ჩვე­ნი მწვრთნე­ლე­ბი ევ­რო­პა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლი უზ­ნა­ძე გა­უშ­ვა და სა­დაც წა­ვი­და, იქ სა­ქარ­თვე­ლოს აჯო­ბა. არა­სო­დეს არ მომ­ხდა­რა, რომ თურ­ქეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ეჯობ­ნა", - აღ­ნიშ­ნა ხა­ბა­რელ­მა.

ამას­თან, შოთა ხა­ბა­რე­ლი ასე­ვე ადას­ტუ­რებს, რომ მას ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრ თა­მაზ ნა­ვა­რი­ან­თან და­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­ვი­და. "ნა­ვე­რი­ა­ნი გა­მო­ვი­და და იცავ­და, რომ დარ­ღვე­ვა არ იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­მი­სი­ი­სა და მი­ნის­ტრის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და და ჩვე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა ამან გა­ნა­პი­რო­ბა. ქევ­ხიშ­ვილს პირ­და­პირ იცავ­და. მი­ნის­ტრმა თქვა, რომ დარ­ღვე­ვა იყო და ნა­ვე­რი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ცდი­ლობ­და, რომ ეს ოქ­მში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო. იცის, ეს ქევ­ხიშ­ვი­ლის­თვის რას ნიშ­ნავს, რად­გან მან თქვა, თუ დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა, გა­დავ­დგე­ბიო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ამას მოჰ­ყვა. ქევ­ხიშ­ვი­ლი დღეს­ვე გა­დამ­დგა­რი უნდა იყოს. ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც მას აჩე­რებს", - გა­ნა­ცხა­და ხა­ბა­რელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

შოთა ხაბარელი - დავით ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მას აჩერებს

შოთა ხაბარელი - დავით ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც მას აჩერებს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან მისი თქმით, ქევხიშვილმა, განაცხადა რომ დარღვევის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებდა. ამასთან, ხაბარელი ქევხიშვილის მხარდამჭერებს ურჩევს, მის „დაცვას თავი დაანებონ“.

ხაბარელი არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს ქევხიშვილის დამცველში. კითხვაზე, დგას თუ არა ქევხიშვილის უკან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, პასუხობს, რომ „ყველამ გონიერება უნდა გამოიჩინოს“.

"სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ყველამ გონიერება უნდა გამოიჩინოს. ის ადამიანი, ვინც იცავს, არასწორს აკეთებს. მოვუწოდებ, რომ არასწორ დაცვას თავი დაანებოს. რაც შეეხება დასკვნას, სპორტის მინისტრს არც იმის თქმის უფლება აქვს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგესო და არც იმის, რომ არ უნდა გადადგეს. მინისტრმა თქვა, რომ საკითხი შეისწავლა, მეხუთე პუნქტის დარღვევები გამოვლინდა, როცა მან მწვრთნელები თანამდებობიდან გადააყენა. კომისიამ აღნიშნა, რომ ეს დარღვევა იყო. ფინანსური მანიპულაცია მოხდა, მწვრთნელებს "ატკატი" უკან მიჰქონდათ, თავად კი ამბობს, შეთანხმება იყოო. არანაირი შეთანხმება და ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული. კომისიამ აღნიშნა, რომ ესეც დარღვევაა. ფაქტობრივად, ეს იმის აღიარებაა, რაც ქევხიშვილმა თქვა. მან აღნიშნა, რომ თუ კომისია ერთ დარღვევას აღმოაჩენდა, თანამდებობას დატოვებდა. მინისტრმა ცალსახად თქვა, რომ დარღვევა იყო. ანუ, უნდა გადადგეს. სიტყვას ფასი აქვს, მითუმეტეს, კაცებში, მოჭიდავეებსა და სპორტში. ვხედავთ, როგორ ჯიუტდება და არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს“, - განაცხადა ხაბარელმა.

მან უცხოელი მწვრთნელის მოწვევის თემაზეც ისაუბრა.

„ამ პროცესში უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა ადეკვატური რეაქციაა? ვისი მწვრთნელი უნდა იყოს? სირცხვილი არ იქნება, რომ დარბაზში შევა და სპორტსმენები არ დახვდებიან? საქართველოში რომ მწვრთნელები გვყავს, მათზე უკეთესი სად არსებობს? ჩვენი მწვრთნელები ევროპაში აღიარებულები არიან. ევროპის საუკეთესო მწვრთნელი უზნაძე გაუშვა და სადაც წავიდა, იქ საქართველოს აჯობა. არასოდეს არ მომხდარა, რომ თურქეთს საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე ეჯობნა", - აღნიშნა ხაბარელმა.

ამასთან, შოთა ხაბარელი ასევე ადასტურებს, რომ მას ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე უმრავლესობის წევრ თამაზ ნავარიანთან დაპირისპირება მოუვიდა. "ნავერიანი გამოვიდა და იცავდა, რომ დარღვევა არ იყო. ფაქტობრივად, კომისიისა და მინისტრის წინააღმდეგ გამოვიდა და ჩვენი დაპირისპირება ამან განაპირობა. ქევხიშვილს პირდაპირ იცავდა. მინისტრმა თქვა, რომ დარღვევა იყო და ნავერიანი ყველაფერს ცდილობდა, რომ ეს ოქმში არ დაფიქსირებულიყო. იცის, ეს ქევხიშვილისთვის რას ნიშნავს, რადგან მან თქვა, თუ დარღვევა იქნება, გადავდგებიო. ეს ყველაფერი ამას მოჰყვა. ქევხიშვილი დღესვე გადამდგარი უნდა იყოს. ადამიანი არსებობს, რომელიც მას აჩერებს", - განაცხადა ხაბარელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ