სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოკლეს კიევში პუტინის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი? - არკადი ბაბჩენკოს ფოტოები აგვისტოს ომიდან
რატომ მოკლეს კიევში პუტინის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი? - არკადი ბაბჩენკოს ფოტოები აგვისტოს ომიდან

კი­ევ­ში, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კრი­ტი­კო­სი, ცნო­ბი­ლი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი მოკ­ლეს. 41 წლის არ­კა­დი ბაბ­ჩენ­კოს, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის რა­ი­ონ­ში, ნი­კოლ­სკო-სლო­ბოდსკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე, ზურ­გში ეს­რო­ლეს. ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

“მე­უღ­ლე სა­ა­ბა­ზა­ნო ოთახ­ში იყო და გას­რო­ლის ხმა გა­ი­გო. ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ­მა სის­ხლი­ა­ნი მე­უღ­ლე და­ი­ნა­ხა და მა­შინ­ვე სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა, თუმ­ცა, ის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში­ვე გარ­და­იც­ვა­ლა...” - აცხა­დებს კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ია­როს­ლავ ტრა­კა­ლო.

ბაბ­ჩენ­კომ რუ­სე­თი 2017 წელს და­ტო­ვა. რუსი ბლო­გე­რე­ბი წერ­დნენ, რომ მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სი­ცო­ცხლე, პუ­ტი­ნის მუდ­მი­ვი კრი­ტი­კის გამო საფრ­თხის ქვეშ იდგა. თა­ვად რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის ერი­დე­ბო­და და მხო­ლოდ ზო­გა­დი პა­სუ­ხით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და თუ ცოტა ხანს რუ­სეთს გა­ე­რი­დე­ბო­და... რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამ თე­მა­ზე ბაბ­ჩენ­კოს დუ­მი­ლი, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ФСБ-ს მუ­ქა­რე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის ერ­თგვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო.

არ­კა­დი ბაბ­ჩენ­კო 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომს აშუ­ქებ­და; ის შემ­დგომ წლებ­შიც პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­დი­ო­და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და იქა­ურ ვი­თა­რე­ბა­ზე, კო­კო­ი­თის კო­რუფ­ცი­უ­ლი “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა” და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის კლა­ნურ გა­რი­გე­ბებ­ზე წერ­და.

არ­კა­დი ბაბ­ჩენ­კოს ფო­ტო­ე­ბი აგ­ვის­ტოს ომი­დან

რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2009-2010 წლებ­ში, რუ­სეთ­მა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში 22 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი ჩადო, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, იქ გა­ცი­ლე­ბით მეტი თან­ხის შე­დი­ნე­ბა მოხ­და, რო­მე­ლიც ოსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და რუსი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ჯი­ბე­ებ­ში გა­და­ნა­წილ­და.

მა­ნამ­დე, ბაბ­ჩენ­კო რუ­სეთ-ჩეჩ­ნე­თის ომის თე­მა­ტი­კა­ზეც მუ­შა­ობ­და. მას ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში და კონ­კრე­ტუ­ლად, ჩეჩ­ნეთ­ში ძა­ლი­ან კარ­გი კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და და მას შემ­დეგ, რაც იქა­უ­რი ამ­ბე­ბი novayagazeta.ru-ს წარ­მო­მად­გე­ნელს ჟე­ნია ბუ­ნი­მო­ვიჩს უამ­ბო, სწო­რედ მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით მოხ­ვდა ამ გა­მო­ცე­მა­ში.

ბოლო წლებ­ში რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის თე­მა­ტი­კა­ზე მუ­შა­ობ­და. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ნა­წი­ლი წერს, რომ “რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დე­ტა­ლებ­ზე, მის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­და­სა­ფა­რად, კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად მე­დი­ას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა უწევ­და...”

novayagazeta.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­კა­დი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რის­კი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო თე­მებ­ზე მუ­შა­ობ­და და მა­სა­ლებს ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლი­დან და ოპე­რა­ტი­უ­ლად აწ­ვდი­და.

“რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს, რო­დე­საც ის დაჭ­რილ, უც­ნობ ქალს ეხ­მა­რე­ბო­და, აე­რო­პორ­ტში ფო­ტო­ა­პა­რა­ტი დარ­ჩა, რო­მელ­შიც ომის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­და... უკან დაბ­რუ­ნე­ბულს აპა­რა­ტი თა­ვის ად­გილ­ზე დახ­ვდა, რა­საც შემ­დეგ თა­ვის იღ­ბლი­ა­ნო­ბას მი­ა­წერ­და... მან იცო­და ომი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და მას­ში, მაგ­რამ ვე­რას­დროს იტან­და ომს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­ო­მარ პრო­ცე­სებს უწევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას. ყვე­ლა­ნა­ი­რი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბას გა­უ­მარ­თლე­ბელს უწო­დებ­და... შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზებ­თან ერ­თად, რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი სწო­რედ მისი ომის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გახ­და..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კი­ევ­ში, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი მე­ო­რე ჟურ­ნა­ლის­ტი მოკ­ლეს. 2016 წელს მან­ქა­ნა­ში აა­ფეთ­ქეს პა­ველ შე­რე­მე­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რატომ მოკლეს კიევში პუტინის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი? - არკადი ბაბჩენკოს ფოტოები აგვისტოს ომიდან

რატომ მოკლეს კიევში პუტინის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი? - არკადი ბაბჩენკოს ფოტოები აგვისტოს ომიდან

კიევში, რუსეთის ხელისუფლების, კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი მოკლეს. 41 წლის არკადი ბაბჩენკოს, დნეპროპეტროვსკის რაიონში, ნიკოლსკო-სლობოდსკაიას ქუჩაზე, ზურგში ესროლეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

“მეუღლე სააბაზანო ოთახში იყო და გასროლის ხმა გაიგო. ქუჩაში გამოსულმა სისხლიანი მეუღლე დაინახა და მაშინვე სასწრაფო გამოიძახა, თუმცა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაშივე გარდაიცვალა...” - აცხადებს კიევის პოლიციის წარმომადგენელი იაროსლავ ტრაკალო.

ბაბჩენკომ რუსეთი 2017 წელს დატოვა. რუსი ბლოგერები წერდნენ, რომ მისი თავისუფლება და სიცოცხლე, პუტინის მუდმივი კრიტიკის გამო საფრთხის ქვეშ იდგა. თავად რუსეთის დატოვების შესახებ საუბარს ყოველთვის ერიდებოდა და მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლებოდა, რომ კარგი იქნებოდა თუ ცოტა ხანს რუსეთს გაერიდებოდა... რუსული მედიის ცნობით, ამ თემაზე ბაბჩენკოს დუმილი, რუსეთის ხელისუფლებისა და ФСБ-ს მუქარებისგან თავის დაღწევის ერთგვარი საშუალება იყო.

არკადი ბაბჩენკო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს აშუქებდა; ის შემდგომ წლებშიც პერიოდულად ჩადიოდა ცხინვალის რეგიონში და იქაურ ვითარებაზე, კოკოითის კორუფციული “ხელმძღვანელობისა” და რუსი სამხედროების კლანურ გარიგებებზე წერდა.

არკადი ბაბჩენკოს ფოტოები აგვისტოს ომიდან

რუსეთის ოფიციალური უწყებების მონაცემებით, 2009-2010 წლებში, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის განვითარებაში 22 მილიარდი რუბლი ჩადო, თუმცა, რეალურად, იქ გაცილებით მეტი თანხის შედინება მოხდა, რომელიც ოსი პოლიტიკოსებისა და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების ჯიბეებში გადანაწილდა.

მანამდე, ბაბჩენკო რუსეთ-ჩეჩნეთის ომის თემატიკაზეც მუშაობდა. მას ჩრდილოეთ კავკასიაში და კონკრეტულად, ჩეჩნეთში ძალიან კარგი კონტაქტები ჰქონდა და მას შემდეგ, რაც იქაური ამბები novayagazeta.ru-ს წარმომადგენელს ჟენია ბუნიმოვიჩს უამბო, სწორედ მისი რეკომენდაციით მოხვდა ამ გამოცემაში.

ბოლო წლებში რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე მუშაობდა. რუსული მედიის ნაწილი წერს, რომ “რუსეთ-უკრაინის ომის დეტალებზე, მის მიერ მომზადებული მასალების გადასაფარად, კრემლის მიერ კონტროლირებად მედიას დიდი ძალისხმევა უწევდა...”

novayagazeta.ru-ს ინფორმაციით, არკადი ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი ჟურნალისტი იყო, რომელიც სამხედრო თემებზე მუშაობდა და მასალებს ყოველთვის ყველაზე ცხელი წერტილიდან და ოპერატიულად აწვდიდა.

“რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როდესაც ის დაჭრილ, უცნობ ქალს ეხმარებოდა, აეროპორტში ფოტოაპარატი დარჩა, რომელშიც ომის ამსახველი ფოტოები ჰქონდა... უკან დაბრუნებულს აპარატი თავის ადგილზე დახვდა, რასაც შემდეგ თავის იღბლიანობას მიაწერდა... მან იცოდა ომი, მონაწილეობდა მასში, მაგრამ ვერასდროს იტანდა ომს და იმ ადამიანებს, ვინც საომარ პროცესებს უწევდა ორგანიზებას. ყველანაირი სამხედრო მოქმედებას გაუმართლებელს უწოდებდა... შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, რუსეთის დატოვების მიზეზი სწორედ მისი ომის მიმართ დამოკიდებულება გახდა..." - წერს გამოცემა.

ბოლო წლების განმავლობაში, კიევში, რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი მეორე ჟურნალისტი მოკლეს. 2016 წელს მანქანაში ააფეთქეს პაველ შერემეტი.

როგორ ეხმაურება დიმიტრი მედვედევი აგვისტოს ომის 12 წლისთავს

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

რა პოსტი წაუშალეს დონალდ ტრამპს Facebook-მა და Twitter-მა?