სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ბესტსელერის, „გიკი გოგოს“ მეხუთე ნაწილს საქართველოში თავად ავტორი წარადგენს!
მსოფლიო ბესტსელერის, „გიკი გოგოს“ მეხუთე ნაწილს საქართველოში თავად ავტორი წარადგენს!

ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის ჰოლი სმე­ი­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რი „გიკი გოგო“ ის წიგ­ნია, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს უამ­რავ თი­ნე­ი­ჯერს შე­აყ­ვა­რა კი­თხვა. საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის მო­ლო­დინ­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­ყე­ნა რიგი თბი­ლი­სის წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­თან. სულ ახ­ლა­ხანს ითარ­გმნა წიგ­ნის მე­ხუ­თე ნა­წი­ლიც, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა გა­მოს­ცა და რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც 1 ივ­ნისს „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ახა­ლი წიგ­ნე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი უცხო აღარ არის, თუმ­ცა უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის წარ­დგე­ნა თა­ვად ავ­ტო­რის მიერ ნამ­დვი­ლად სი­ახ­ლეა.

ჰოლი სმე­ილ­მა პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი 2013 წელს და­წე­რა, რა­საც უზარ­მა­ზა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა მო­ზარ­დე­ბის მხრი­დან. მალე „გიკი გოგო“ ბრი­ტა­ნე­თის #1 ბესტსე­ლე­რი გახ­და. ავ­ტო­რი და მისი გა­მომ­ცე­მე­ლი HarperCollins უამ­რავ წე­რილს იღებ­და მო­ზარ­დე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც წერ­დნენ, რომ წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ მათი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. ნელ-ნელა ის­წავ­ლეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სა­კი­თხებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად შე­ხე­დეს. ბრი­ტა­ნეთ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ წიგ­ნი მალე მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რა­დაც იქცა. გა­ი­ყი­და მისი მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი. ითარ­გმნა 23 ენა­ზე. ჰო­ლის მი­ღე­ბუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი ჯილ­დო, რო­მელ­თა შო­რის არის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award -ის ჯილ­დო­ე­ბი.

1 ივ­ნისს გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლე­ბიც მრავ­ლად არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ შეხ­ვდნენ მას, და­უს­ვან კი­თხვე­ბი, შე­ი­ძი­ნონ „გიკი გო­გოს“ უახ­ლე­სი ნა­წი­ლი და მი­ი­ღონ ავ­ტოგ­რა­ფე­ბი.

შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა თბი­ლის­ში, კან­დე­ლა­კის #7-ში მდე­ბა­რე „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“. პრე­ზენ­ტა­ცია 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და მას მო­დე­რა­ტო­რო­ბას დათო ტუ­რაშ­ვი­ლი გა­უ­წევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მსოფლიო ბესტსელერის, „გიკი გოგოს“ მეხუთე ნაწილს საქართველოში თავად ავტორი წარადგენს!

მსოფლიო ბესტსელერის, „გიკი გოგოს“ მეხუთე ნაწილს საქართველოში თავად ავტორი წარადგენს!

ბრიტანელი მწერლის ჰოლი სმეილის თანამედროვე ბესტსელერი „გიკი გოგო“ ის წიგნია, რომელმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს შეაყვარა კითხვა. საყვარელი წიგნის მოლოდინში რამდენჯერმე დააყენა რიგი თბილისის წიგნის მაღაზიებთან. სულ ახლახანს ითარგმნა წიგნის მეხუთე ნაწილიც, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა და რომლის პრეზენტაციაც 1 ივნისს „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართება. საქართველოსთვის ახალი წიგნების საინტერესო პრეზენტაციები უცხო აღარ არის, თუმცა უცხოური ლიტერატურის ქართული თარგმანის წარდგენა თავად ავტორის მიერ ნამდვილად სიახლეა.

ჰოლი სმეილმა პირველი ნაწარმოები 2013 წელს დაწერა, რასაც უზარმაზარი გამოხმაურება მოყვა მოზარდების მხრიდან. მალე „გიკი გოგო“ ბრიტანეთის #1 ბესტსელერი გახდა. ავტორი და მისი გამომცემელი HarperCollins უამრავ წერილს იღებდა მოზარდებისგან, რომლებიც წერდნენ, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ მათი ცხოვრება შეიცვალა. ნელ-ნელა ისწავლეს ურთიერთობები და საკითხებს განსხვავებულად შეხედეს. ბრიტანეთში მოპოვებული აღიარების შემდეგ წიგნი მალე მსოფლიო ბესტსელერადაც იქცა. გაიყიდა მისი მილიონობით ეგზემპლარი. ითარგმნა 23 ენაზე. ჰოლის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, რომელთა შორის არის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award -ის ჯილდოები.

1 ივნისს გულშემატკივრებს, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში, შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ მას, დაუსვან კითხვები, შეიძინონ „გიკი გოგოს“ უახლესი ნაწილი და მიიღონ ავტოგრაფები.

შეხვედრა გაიმართება თბილისში, კანდელაკის #7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“. პრეზენტაცია 19:00 საათზე დაიწყება და მას მოდერატორობას დათო ტურაშვილი გაუწევს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს