მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ცნობილი სილამაზის სალონის მფლობელი ოპერაციის დროს გარდაიცვალა - "ჯანმრთელი ქალი დაღუპეს..."
თბილისში ცნობილი სილამაზის სალონის მფლობელი ოპერაციის დროს გარდაიცვალა - "ჯანმრთელი ქალი დაღუპეს..."

თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ცნო­ბი­ლი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნის "კა­რი­ნას" მფლო­ბე­ლი კა­რი­ნა ხა­რა­ტო­ვა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. 53 წლის ქალ­ბა­ტონ­მა "ევექ­სის" კლი­ნი­კა­ში საშ­ვი­ლოს­ნოს ამოკ­ვე­თის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­ღუ­პა.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში გი­ნე­კო­ლოგ ვა­დიმ ხა­ტი­აშ­ვილ­სა და ანეს­თე­ზი­ო­ლოგს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. რო­გორც კა­რი­ნა ხა­რა­ტო­ვას შვი­ლე­ბი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, ექი­მებ­მა წი­ნას­წარ არ გა­მო­იკ­ვლი­ეს პა­ცი­ენ­ტის სა­სუნ­თქი გზე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და არც ის გან­სა­ზღვრეს, ანეს­თე­ზი­ის გა­სა­კე­თებ­ლად ბრონ­ქოს­კო­პის­ტის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბო­და თუ არა. მათი თქმით, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­მა კა­რი­ნა ხა­რა­ტო­ვას სა­სუნ­თქი მი­ლის ჩა­ყე­ნე­ბი­სას ტრა­ქეა და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და და სა­ბო­ლო­ოდ ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დად­გა.

"ჯან­მრთე­ლი ქალი მარ­თლა და­ღუ­პეს და ოჯახს გვი­მა­ლავ­დნენ სი­მარ­თლეს, სა­ნამ უკი­დუ­რე­სად არ დამ­ძიმ­და მდგო­მა­რე­ო­ბა. დე­და­ჩე­მი სა­კუ­თა­რი ფე­ხით მი­ვი­და კლი­ნი­კა­ში გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ უკავ­შირ­დე­ბო­და იმას, რა მი­ზე­ზი­თაც და­ი­ღუ­პა. ყვე­ლა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და და აპი­რებ­და საშ­ვი­ლოს­ნოს ამოკ­ვე­თას, რაც ლა­პა­რას­კო­პი­ით უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. ინ­ტუ­ბა­ცი­ის დროს ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­მა ჩა­უ­ხია ტრა­ქეა. ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ან გა­ვი­გეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, სი­მარ­თლეს გვი­მა­ლავ­დნენ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მერე უკვე ნეკ­რო­ზი წა­ვი­და ორ­გა­ნიზ­მში" - გა­ნა­ცხა­და კა­რი­ნა ხა­რა­ტო­ვას შვილ­მა, არ­ტურ ხა­რა­ტოვ­მა Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.

12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­რი­ნა ხა­რა­ტო­ვას ტრა­ქე­ის აღ­სად­გე­ნად ოპე­რა­ცი­ე­ბი უტარ­დე­ბო­და და მის გა­დარ­ჩე­ნას ექი­მე­ბი უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­დნენ. ოჯა­ხის სურ­ვი­ლით მომ­ხდა­რის შეს­წავ­ლა უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერტს, მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილს, რო­მე­ლიც ტრა­ქე­ის და­ზი­ა­ნე­ბას ადას­ტუ­რებს და აცხა­დებს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა ინ­ტენ­სი­ურ­მა სის­ხლდე­ნამ გა­მო­იწ­ვია.

"მთე­ლი რიგი შე­კი­თხვე­ბია და რა თქმა უნდა, ახლა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი პრინ­ციპ­ში უკვე გა­სა­გე­ბია. გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი და­ზუს­ტდე­ბა მიკ­როს­კო­პით და შემ­დეგ უკვე ის, ჩა­ტარ­და თუ არა სწო­რად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, იყო თუ არა შეც­დო­მა დაშ­ვე­ბუ­ლი და რისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და - ამას ყვე­ლა­ფერს უკვე შემ­დგო­მი ექ­სპერ­ტი­ზა სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც კო­მი­სი­უ­რად ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ ჩა­ტარ­დე­ბა. ტრა­ქე­ის ჩა­ხე­ვა, კი ბა­ტო­ნო, იყო. ჩვე­უ­ლებ­რივ ამას ად­გი­ლი არ უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ეს შეც­დო­მა იყო თუ არა და მერე რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ამის გა­მოს­წო­რე­ბა, ეს მე­ო­რე ექ­სპერ­ტი­ზა­ზე უნდა დად­გინ­დეს" - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.

მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­ურ­ბი­ან "ევექსში", თუმ­ცა კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გარ­დაც­ვლილს ტრა­ქე­ას უკა­ნა კედ­ლის ანო­მა­ლი­უ­რი მდე­ბა­რე­ო­ბა ჰქონ­და, რის გა­მოც სა­სუნ­თქი მი­ლის ჩა­ყე­ნე­ბა გარ­თულ­და. რო­გორც კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, კა­რი­ნა ხა­რა­ტო­ვას პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კის­რის კი­ფო­ზი ჰქონ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რის გა­მოც ტრა­ქე­ის მდე­ბა­რე­ო­ბამ და აგე­ბუ­ლე­ბა­მაც ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და.

"53 წლის ქალ­ბა­ტონ­მა მო­მარ­თა ჩვენს კლი­ნი­კას საშ­ვი­ლოს­ნოს პრობ­ლე­მე­ბით. მას საშ­ვი­ლოს­ნოს ამო­ღე­ბა ლა­პა­რას­კო­პი­უ­ლი ქი­რურ­გი­ით ჩა­უ­ტარ­და და გარ­თულ­და მდგო­მა­რე­ო­ბა. ამ ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა მოხ­და. კერ­ძოდ, სა­ჰა­ე­რო გზე­ბის სა­ჰა­ე­რო მი­ლით დახ­მა­რე­ბა და შემ­დეგ ამ მი­ლის მი­ერ­თე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე. რო­დე­საც ამ მი­ლის ჩა­ყე­ნე­ბა ხდე­ბო­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ადა­მი­ა­ნის სა­ჰა­ე­რო გზე­ბის წყო­ბა იმგვა­რად იყო და­ლა­გე­ბუ­ლი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­თო­დით სა­ჰა­ე­რო გზებ­თან მიდ­გო­მა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ანეს­თე­ზი­ო­ლო­გებ­მა ვერც კი შეძ­ლეს სა­ჰა­ე­რო გზის შე­სას­ვლე­ლი ნა­წი­ლის გა­და­ლახ­ვა. ამი­ტო­მაც გა­მო­უ­ძა­ხეს ბრონ­ქოს­კო­პისტს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა აქვს ამის გა­სა­კე­თებ­ლად. სა­ჰა­ე­რო გზებ­ში მოხ­და დრე­კა­დი მი­ლის შეყ­ვა­ნა, რომ­ლის წვერ­ზეც მო­თავ­სე­ბუ­ლია კა­მე­რა. პა­ცი­ენტს ჰქონ­და კის­რის კი­ფო­ზი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ხერ­ხემ­ლის კის­რის ნა­წი­ლი იყო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად წინ წა­წე­უ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კომ­პი­უ­ტე­რულ­მა ტო­მოგ­რა­ფი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ ჰქონ­და ტრა­ქე­ა­სა და საყ­ლა­პა­ვის ანო­მა­ლი­უ­რი მდე­ბა­რე­ო­ბა. იმის გამო, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მისი კი­სე­რი წინ იყო გა­დახ­რი­ლი, ხრტი­ლო­ვა­ნი ტრა­ქე­აც წინ წა­ვი­და და კუნ­თო­ვა­ნი საყ­ლა­პა­ვი ხერ­ხე­მალ­თან დარ­ჩა. მოხ­და ამ ორი ორ­გა­ნოს და­შო­რე­ბა" - აცხა­დებს "ევექ­სის" დი­რექ­ტო­რი გრი­გოლ ხურ­ცი­ძე.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ მოხ­და კა­რი­ნა ხა­რა­ტო­ვას სა­სუნ­თქი გზე­ბის წი­ნას­წარ შეს­წავ­ლა და ტრა­ქე­ას მდგო­მა­რე­ო­ბის გან­სა­ზღვრა, ხურ­ცი­ძე პა­სუ­ხობს, რომ პა­ცი­ენ­ტი წი­ნას­წარ გა­მო­იკ­ვლი­ეს, მისი სა­სუნ­თქი გზე­ბიც შე­ის­წავ­ლეს, თუმ­ცა წი­ნას­წარ იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, რომ კა­რი­ნა ხა­რა­ტო­ვას ტრა­ქე­ას უკა­ნა კედ­ლის სი­სუს­ტე აღე­ნიშ­ნე­ბო­და, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

მომ­ხდარ­ზე მოკ­ვლე­ვა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჯერ არ და­უ­წყია. სა­მი­ნის­ტროს სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურტი­ერ­თო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, მა­რი­ა­ნა ჟვა­ნი­ას თქმით, ამის­თვის ოჯა­ხის მი­მარ­თვაა სა­ჭი­რო.

ნა­ხეთ ვი­დეო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

თბილისში ცნობილი სილამაზის სალონის მფლობელი ოპერაციის დროს გარდაიცვალა - "ჯანმრთელი ქალი დაღუპეს..."

თბილისში ცნობილი სილამაზის სალონის მფლობელი ოპერაციის დროს გარდაიცვალა - "ჯანმრთელი ქალი დაღუპეს..."

თბილისში მდებარე ცნობილი სილამაზის სალონის "კარინას" მფლობელი კარინა ხარატოვა მოულოდნელად გარდაიცვალა. 53 წლის ქალბატონმა "ევექსის" კლინიკაში საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე დღეში დაიღუპა.

ოჯახის წევრები მის გარდაცვალებაში გინეკოლოგ ვადიმ ხატიაშვილსა და ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ. როგორც კარინა ხარატოვას შვილები Ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, ექიმებმა წინასწარ არ გამოიკვლიეს პაციენტის სასუნთქი გზების მდგომარეობა და არც ის განსაზღვრეს, ანესთეზიის გასაკეთებლად ბრონქოსკოპისტის საჭიროება იქნებოდა თუ არა. მათი თქმით, ანესთეზიოლოგმა კარინა ხარატოვას სასუნთქი მილის ჩაყენებისას ტრაქეა დაუზიანა, რის გამოც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და საბოლოოდ ფატალური შედეგი დადგა.

"ჯანმრთელი ქალი მართლა დაღუპეს და ოჯახს გვიმალავდნენ სიმართლეს, სანამ უკიდურესად არ დამძიმდა მდგომარეობა. დედაჩემი საკუთარი ფეხით მივიდა კლინიკაში გეგმური ოპერაციის გასაკეთებლად, რომელიც საერთოდ არ უკავშირდებოდა იმას, რა მიზეზითაც დაიღუპა. ყველანაირი ანალიზი ჩაბარებული ჰქონდა და აპირებდა საშვილოსნოს ამოკვეთას, რაც ლაპარასკოპიით უნდა გაკეთებულიყო. ინტუბაციის დროს ანესთეზიოლოგმა ჩაუხია ტრაქეა. ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ ეს ყველაფერი, სიმართლეს გვიმალავდნენ 24 საათის განმავლობაში. მერე უკვე ნეკროზი წავიდა ორგანიზმში" - განაცხადა კარინა ხარატოვას შვილმა, არტურ ხარატოვმა Ambebi.ge-სთან საუბარში.

12 დღის განმავლობაში კარინა ხარატოვას ტრაქეის აღსადგენად ოპერაციები უტარდებოდა და მის გადარჩენას ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ. ოჯახის სურვილით მომხდარის შესწავლა უკვე დაწყებული აქვს დამოუკიდებელ ექსპერტს, მაია ნიკოლეიშვილს, რომელიც ტრაქეის დაზიანებას ადასტურებს და აცხადებს, რომ გარდაცვალება ინტენსიურმა სისხლდენამ გამოიწვია.

"მთელი რიგი შეკითხვებია და რა თქმა უნდა, ახლა ლაბორატორიული კვლევები იქნება საჭირო, მაგრამ სიკვდილის მიზეზი პრინციპში უკვე გასაგებია. გარკვეული საკითხები დაზუსტდება მიკროსკოპით და შემდეგ უკვე ის, ჩატარდა თუ არა სწორად სამედიცინო დახმარება, იყო თუ არა შეცდომა დაშვებული და რისი თავიდან აცილება შეიძლებოდა - ამას ყველაფერს უკვე შემდგომი ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც კომისიურად ექიმ-სპეციალისტების მიერ ჩატარდება. ტრაქეის ჩახევა, კი ბატონო, იყო. ჩვეულებრივ ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს შეცდომა იყო თუ არა და მერე როგორ შეიძლებოდა ამის გამოსწორება, ეს მეორე ექსპერტიზაზე უნდა დადგინდეს" - აცხადებს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი Ambebi.ge-სთან საუბარში.

მომხდარზე პასუხისმგებლობას არ გაურბიან "ევექსში", თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილს ტრაქეას უკანა კედლის ანომალიური მდებარეობა ჰქონდა, რის გამოც სასუნთქი მილის ჩაყენება გართულდა. როგორც კლინიკის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, კარინა ხარატოვას პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე კისრის კიფოზი ჰქონდა განვითარებული, რის გამოც ტრაქეის მდებარეობამ და აგებულებამაც ცვლილება განიცადა.

"53 წლის ქალბატონმა მომართა ჩვენს კლინიკას საშვილოსნოს პრობლემებით. მას საშვილოსნოს ამოღება ლაპარასკოპიული ქირურგიით ჩაუტარდა და გართულდა მდგომარეობა. ამ ოპერაციისთვის საჭირო პროცედურის ჩატარება მოხდა. კერძოდ, საჰაერო გზების საჰაერო მილით დახმარება და შემდეგ ამ მილის მიერთება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. როდესაც ამ მილის ჩაყენება ხდებოდა, აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანის საჰაერო გზების წყობა იმგვარად იყო დალაგებული, რომ ჩვეულებრივი მეთოდით საჰაერო გზებთან მიდგომა შეუძლებელი იყო. ანესთეზიოლოგებმა ვერც კი შეძლეს საჰაერო გზის შესასვლელი ნაწილის გადალახვა. ამიტომაც გამოუძახეს ბრონქოსკოპისტს, რომელსაც სპეციალური აპარატურა აქვს ამის გასაკეთებლად. საჰაერო გზებში მოხდა დრეკადი მილის შეყვანა, რომლის წვერზეც მოთავსებულია კამერა. პაციენტს ჰქონდა კისრის კიფოზი, რაც ნიშნავს იმას, რომ ხერხემლის კისრის ნაწილი იყო მნიშვნელოვნად წინ წაწეული. მოგვიანებით კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ჰქონდა ტრაქეასა და საყლაპავის ანომალიური მდებარეობა. იმის გამო, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მისი კისერი წინ იყო გადახრილი, ხრტილოვანი ტრაქეაც წინ წავიდა და კუნთოვანი საყლაპავი ხერხემალთან დარჩა. მოხდა ამ ორი ორგანოს დაშორება" - აცხადებს "ევექსის" დირექტორი გრიგოლ ხურციძე.

კითხვაზე, რატომ არ მოხდა კარინა ხარატოვას სასუნთქი გზების წინასწარ შესწავლა და ტრაქეას მდგომარეობის განსაზღვრა, ხურციძე პასუხობს, რომ პაციენტი წინასწარ გამოიკვლიეს, მისი სასუნთქი გზებიც შეისწავლეს, თუმცა წინასწარ იმის პროგნოზირება, რომ კარინა ხარატოვას ტრაქეას უკანა კედლის სისუსტე აღენიშნებოდა, შეუძლებელი იყო.

მომხდარზე მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ დაუწყია. სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურტიერთობის სამმართველოს უფროსის, მარიანა ჟვანიას თქმით, ამისთვის ოჯახის მიმართვაა საჭირო.

ნახეთ ვიდეო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ