ავტორი:

გიო ხუციშვილის ვარსკვლავი ბიძინა ივანიშვილმა გახსნა - კადრები ცერემონიიდან

გიო ხუციშვილის ვარსკვლავი ბიძინა ივანიშვილმა გახსნა - კადრები ცერემონიიდან

ფილარმონიის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მანამდე მომღერალმა კონცერტი გამართა, სადაც ოცი სიმღერა შეასრულა, მათ შორის იყო დუეტები მეუღლესთან და შვილთან, ზუკა ხუციშვილთან ერთად.

კონცერტს ფილარმონაში და ვარსკვლავის გახსნას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. იქ იმყოფებოდა საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. სწორედ მან გახსნა მომღერლის ვარსკვლავი.

"გიო უზომოდ გვიყვარს მეც და ჩემს ოჯახსაც. მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემლები ვართ. მინდა ვუსურვო მას, რომ დიდხანს იყოს ჩვენთან. ის არის ჩვენი ქალაქის კოლორიტი. მინდა დიდხანს იცოცხლოს, ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს" - აღნიშნა ივანიშვილმა კონცერტის დაწყებამდე.

ნახეთ ვიდეო: გიო ხუციშვილის ვარსკვლავი ბიძინა ივანიშვილმა გახსნა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს