მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ავადმყოფობებით იტანჯებოდა სტალინი - "ექიმებმა თამბაქოს მოწევა, ღვინისა და ლუდის სმა აუკრძალეს"
რა ავადმყოფობებით იტანჯებოდა სტალინი - "ექიმებმა თამბაქოს მოწევა, ღვინისა და ლუდის სმა აუკრძალეს"

იო­სებ სტა­ლი­ნის ფი­გუ­რა ბევრში წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ გრძნო­ბებს იწ­ვევს, ამი­ტო­მაც გა­საკ­ვი­რი არაა, რომ მკი­თხვე­ლებს ცალ­კე­უ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ტო­ნა­ლო­ბა არ მოს­წონთ. მაგ­რამ ახლა ჩვენ სრუ­ლი­ად სხვა სა­კი­თხზე ვი­სა­უბ­რებთ. არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ იო­სებ სტა­ლი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო - თა­ვი­სი ავად­მყო­ფო­ბე­ბით, მავ­ნე და კარ­გი ჩვე­ვე­ბით, გა­ტა­ცე­ბე­ბით და ა.შ. რა­ტომ უყ­ვარ­და იო­სებს ხან­გრძლი­ვი დრო­ით დას­ვე­ნე­ბა, ახ­დენ­და თუ არა გავ­ლე­ნას ავად­მყო­ფო­ბა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე და რო­გორ უთავ­სდე­ბო­და ბე­ლა­დის პი­რა­დი ყო­ფი­თი ას­კე­ტიზ­მი კრემლში გა­მარ­თულ მდიდ­რულ ბან­კე­ტებს...

მო­ვუს­მი­ნოთ რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის წამ­ყვან მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელს, პრო­ფე­სორ ვლა­დი­მერ ნე­ვე­ჟინს, რო­მელ­საც "ლენ­ტა.რუ"-ს კო­რეს­პონ­დენ­ტი ან­დრეი მო­ზჟუ­ხი­ნი ესა­უბ­რე­ბა.

- რა არის დღეს ცნო­ბი­ლი იო­სებ სტა­ლი­ნის ავად­მყო­ფო­ბე­ბის შე­სა­ხებ?

- ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის ავად­მყო­ფო­ბა და მით უმე­ტეს, თუ ეს ეხე­ბა ცნო­ბილ პო­ლი­ტი­კურ და სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წეს, ძა­ლი­ან დე­ლი­კა­ტუ­რი თე­მაა. ამი­ტო­მაც, ჩემი აზ­რით, ამ დროს ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტო­ბა უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ და მკაც­რად მი­ვენ­დოთ დო­კუ­მენ­ტებს. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იო­სებ სტა­ლი­ნის ავად­მყო­ფო­ბის სა­კი­თხი ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თვის და­ხუ­რულ თე­მას წარ­მო­ად­გენ­და, მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო მის პი­რად ფონდში და­ცუ­ლი მა­სა­ლე­ბიც. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უა­მა­რა­ვი ხმე­ბი და ჭო­რე­ბი ვრცელ­დე­ბო­და, ყალბ­დე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლე.

- თქვენ მხედ­ვე­ლო­ბა­ში გაქვთ პა­რა­ნო­ი­ის ვერ­სია, რო­მე­ლიც იო­სებ სტა­ლინს თით­ქოს­და ცნო­ბილ­მა ფსი­ქი­ატრმა ალექ­სან­დრე ბეხ­ტე­რევ­მა და­უდ­გი­ნა?

- დიახ, ეს ყვე­ლა­ზე ტი­პი­უ­რი ჭო­რია. სა­ერ­თოდ, და­სავ­ლეთ­ში სწო­რედ ამ­გვა­რი ავად­მყო­ფო­ბით (ში­ზოფ­რე­ნი­ით ან პა­რა­ნო­ი­ით) ხსნიდ­ნენ იო­სებ სტა­ლი­ნის მოქ­მე­დე­ბას, მა­გა­ლი­თად, 1930-იან წლებ­ში მომ­ხდარ პო­ლი­ტი­კურ რეპ­რე­სი­ებს.

- და რო­გორ იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში?

- სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ სა­კი­თხზე არა­ვი­თა­რი დო­კუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს. აკა­დე­მი­კოს ალექ­სან­დრე ბეხ­ტე­რე­ვის მიერ თით­ქოს­და დას­მულ დი­აგ­ნოზ­ზე ჩვენ მხო­ლოდ მისი მემ­კვიდ­რე­ე­ბის მო­ნა­ყო­ლით ვი­ცით. და­ე­ჯე­რე­ბა თუ არ და­ე­ჯე­რე­ბა ამ ვერ­სი­ას, ეს ყვე­ლამ თვი­თონ უნდა გა­და­წყვი­ტოს. მე მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი: პა­რა­ნო­ია მძი­მე ავად­მყო­ფო­ბაა და ვი­საც ეს სენი სჭირს, ის სა­ხელ­მწი­ფოს ხან­გრძლი­ვად ვერ უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

რა თქმა უნდა, იო­სებ სტა­ლინს ძა­ლი­ან მძი­მე ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, მას ყო­ველ წუთ­ში შე­ეძ­ლო ადა­მი­ანს უხე­შად მო­პყრო­ბო­და, მაგ­რამ მას ვერ და­ვაბ­რა­ლებთ 1930-იან წლე­ბამ­დე ულ­მობ­ლო­ბი­სა და არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა­კენ სწრაფ­ვა-მიდ­რე­კი­ლე­ბას. ალ­ბათ, ამ პე­რი­ოდ­ში მის მიერ გა­მომ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი მკვეთ­რი სიმ­კაც­რე ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ლე­ბით უნდა ავ­ხსნათ....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

givi
0

ნახევარი საუკუნის წინ გარდაცვლილ კაცს ეომებით კიდევ და თქვენ მარცხდებით თუ ატყობთ, შეეშვით და ახალი რამე დაწერეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რა ავადმყოფობებით იტანჯებოდა სტალინი - "ექიმებმა თამბაქოს მოწევა, ღვინისა და ლუდის სმა აუკრძალეს"

რა ავადმყოფობებით იტანჯებოდა სტალინი - "ექიმებმა თამბაქოს მოწევა, ღვინისა და ლუდის სმა აუკრძალეს"

იოსებ სტალინის ფიგურა ბევრში წინააღმდეგობრივ გრძნობებს იწვევს, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მკითხველებს ცალკეული პუბლიკაციების ტონალობა არ მოსწონთ. მაგრამ ახლა ჩვენ სრულიად სხვა საკითხზე ვისაუბრებთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იოსებ სტალინი ჩვეულებრივი ადამიანი იყო - თავისი ავადმყოფობებით, მავნე და კარგი ჩვევებით, გატაცებებით და ა.შ. რატომ უყვარდა იოსებს ხანგრძლივი დროით დასვენება, ახდენდა თუ არა გავლენას ავადმყოფობა მისი გადაწყვეტილების მიღებაზე და როგორ უთავსდებოდა ბელადის პირადი ყოფითი ასკეტიზმი კრემლში გამართულ მდიდრულ ბანკეტებს...

მოვუსმინოთ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ვლადიმერ ნევეჟინს, რომელსაც "ლენტა.რუ"-ს კორესპონდენტი ანდრეი მოზჟუხინი ესაუბრება.

- რა არის დღეს ცნობილი იოსებ სტალინის ავადმყოფობების შესახებ?

- ყოველი ადამიანის ავადმყოფობა და მით უმეტეს, თუ ეს ეხება ცნობილ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს, ძალიან დელიკატური თემაა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ამ დროს ყოველგვარი ზედმეტობა უნდა გამოვრიცხოთ და მკაცრად მივენდოთ დოკუმენტებს. საბჭოთა პერიოდში იოსებ სტალინის ავადმყოფობის საკითხი ისტორიკოსებისთვის დახურულ თემას წარმოადგენდა, მიუწვდომელი იყო მის პირად ფონდში დაცული მასალებიც. ასეთ სიტუაციაში უამარავი ხმები და ჭორები ვრცელდებოდა, ყალბდებოდა სინამდვილე.

- თქვენ მხედველობაში გაქვთ პარანოიის ვერსია, რომელიც იოსებ სტალინს თითქოსდა ცნობილმა ფსიქიატრმა ალექსანდრე ბეხტერევმა დაუდგინა?

- დიახ, ეს ყველაზე ტიპიური ჭორია. საერთოდ, დასავლეთში სწორედ ამგვარი ავადმყოფობით (შიზოფრენიით ან პარანოიით) ხსნიდნენ იოსებ სტალინის მოქმედებას, მაგალითად, 1930-იან წლებში მომხდარ პოლიტიკურ რეპრესიებს.

- და როგორ იყო სინამდვილეში?

- სინამდვილეში ამ საკითხზე არავითარი დოკუმენტი არ არსებობს. აკადემიკოს ალექსანდრე ბეხტერევის მიერ თითქოსდა დასმულ დიაგნოზზე ჩვენ მხოლოდ მისი მემკვიდრეების მონაყოლით ვიცით. დაეჯერება თუ არ დაეჯერება ამ ვერსიას, ეს ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი: პარანოია მძიმე ავადმყოფობაა და ვისაც ეს სენი სჭირს, ის სახელმწიფოს ხანგრძლივად ვერ უხელმძღვანელებს.

რა თქმა უნდა, იოსებ სტალინს ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, მას ყოველ წუთში შეეძლო ადამიანს უხეშად მოპყრობოდა, მაგრამ მას ვერ დავაბრალებთ 1930-იან წლებამდე ულმობლობისა და არამოტივირებული ძალადობისაკენ სწრაფვა-მიდრეკილებას. ალბათ, ამ პერიოდში მის მიერ გამომჟღავნებული მკვეთრი სიმკაცრე ასაკობრივი ცვლილელებით უნდა ავხსნათ....განაგრძეთ კითხვა

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს

ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს