სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ბახტაძე - ლომბარდი ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება გახდა
მამუკა ბახტაძე - ლომბარდი ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება გახდა

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ლომ­ბარ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის შე­მო­ღე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის. ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ლომ­ბარ­დე­ბი ხდე­ბა ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბის რე­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

რო­გორც მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ლომ­ბარ­დე­ბი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მო­ექ­ცე­ვი­ან ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქოლ­გის ქვეშ, მათ ექ­ნე­ბათ უფ­ლე­ბა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის რე­გუ­ლა­ცი­ით.

"რო­დე­საც ხდე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი ფაქ­ტი - სხვა­დას­ხვა ნივ­თის მო­პარ­ვა, არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ეს ნივ­თი შემ­დგომ მი­დის ლომ­ბარ­დში. ანუ ლომ­ბარ­დი გახ­და ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ერ­თგვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც არის პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ თუ ლომ­ბარ­დებს სურთ ამ ბიზ­ნეს­ში დარ­ჩე­ნა, ასე ვე­ღარ გაგ­რძელ­დე­ბა, უნდა და­რე­გის­ტრირ­დნენ. ეს ნიშ­ნავს, კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლო­ბას, რო­მე­ლიც და­ი­ნერ­გე­ბა. როცა მი­ი­ტა­ნენ ნივთს ლომ­ბარ­დში ჩა­სა­ბა­რებ­ლად, ის აუ­ცი­ლებ­ლად აღი­რი­ცხე­ბა ელექტრო­ნუ­ლად, რომ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აკონ­ტრო­ლონ, რა ტი­პის ნივ­თი მი­დის ლომ­ბარ­დში. თუ ეს ნივ­თი ნა­ქურ­და­ლია, ამის აღ­მო­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია. რად­გა­ნაც დღეს არ არის რა­ი­მე რე­გუ­ლა­ცია, კრი­მი­ნა­ლი იყე­ნებს ლომ­ბარდს", - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის თქმით, ამ საქ­მე­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ექ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ ლომ­ბარ­დე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­დეს უფრო გამჭვირ­ვა­ლე.

"გო­ნივ­რულ ვა­და­ში შე­იქ­მნე­ბა ერ­თი­ა­ნი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლი, სა­დაც ყვე­ლა ლომ­ბარდს ექ­ნე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ელექტრო­ნუ­ლად აღ­რი­ცხოს მი­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, რომ ჩვენ გა­მოვ­რი­ცხოთ კრი­მი­ნა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ალ­ბა­თო­ბა ლომ­ბარ­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, ინი­ცი­ა­ტი­ვა 1-ელ ივ­ნისს და­რე­გის­ტრირ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში.

ამას­თან, მი­ნის­ტრის თმით, ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ღა­რი­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ წყა­როდ იქცა, რის გა­მოც კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა გახ­და სა­ჭი­რო. რო­გორც მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას აღ­ნიშ­ნა, ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ბა­რი­ერს ბა­დებს:

„მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი მოხ­ვდა ე.წ. შავ სი­ა­ში. ეს არის ეკო­ნო­მი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის 25-30%. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ 630 000 ადა­მი­ანს, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იდეა თუ პრო­ექ­ტი ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად, ელე­მენ­ტა­რუ­ლად გა­მო­თი­შუ­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან. ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში წარ­მო­ად­გენს მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან რისკს და ამ რისკს სჭირ­დე­ბა და­ზღვე­ვა.ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ვაღ­წი­ოთ ისე­თი ტი­პის ეკო­ნო­მი­კურ ზრდას, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ჩვენს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს - ამას მაკ­რო­ე­კო­ნო­მის­ტე­ბი ინ­კლუ­ზი­ურ ზრდას უწო­დე­ბენ. ინ­კლუ­ზი­უ­რი ზრდის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ბა­რი­ე­რია სწო­რედ ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა. ის, რა პრინ­ცი­პი­თაც ხში­რად ხდე­ბო­და დაკ­რე­დი­ტე­ბა, ამას შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პრაქ­ტი­კა,“ - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, მისი თქმით, ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა.

რო­გორც ბახ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, და­გეგ­მი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი მო­ი­ტანს ეკო­ნო­მი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ სიმ­ყა­რე­სა და ინ­კლუ­ზი­ურ ზრდას.

„იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა, ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მეტი ადა­მი­ა­ნი იყოს ჩარ­თუ­ლი რე­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ მი­ვი­ღებთ უფრო სტა­ბი­ლუ­რი და ინ­კლუ­ზი­ურ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას. ამას­თან ერ­თად, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის მდგრა­დო­ბა სა­გა­რეო შო­კე­ბის მი­მართ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა. ჩვენ მი­ვი­ღებთ ახალ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის მქო­ნე, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ატ­მოს­ფე­როს,“ - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მამუკა ბახტაძე - ლომბარდი ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება გახდა

მამუკა ბახტაძე - ლომბარდი ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება გახდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შემოღების ინიციატივით გამოდის. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, არის შემთხვევები, როცა ლომბარდები ხდება ნაქურდალი ნივთების რელიზაციის საშუალება, რაც პრინციპულად მიუღებელია.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ლომბარდები ნებაყოფლობით მოექცევიან ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქოლგის ქვეშ, მათ ექნებათ უფლება, განახორციელონ ყველა საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის რეგულაციით.

"როდესაც ხდება კრიმინალური ფაქტი - სხვადასხვა ნივთის მოპარვა, არსებობს შემთხვევები, რომ ეს ნივთი შემდგომ მიდის ლომბარდში. ანუ ლომბარდი გახდა ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის ერთგვარი საშუალება, რაც არის პრინციპულად მიუღებელი. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ლომბარდებს სურთ ამ ბიზნესში დარჩენა, ასე ვეღარ გაგრძელდება, უნდა დარეგისტრირდნენ. ეს ნიშნავს, კომპიუტერულ სისტემაში ჩართულობას, რომელიც დაინერგება. როცა მიიტანენ ნივთს ლომბარდში ჩასაბარებლად, ის აუცილებლად აღირიცხება ელექტრონულად, რომ შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აკონტროლონ, რა ტიპის ნივთი მიდის ლომბარდში. თუ ეს ნივთი ნაქურდალია, ამის აღმოჩენა შესაძლებელია. რადგანაც დღეს არ არის რაიმე რეგულაცია, კრიმინალი იყენებს ლომბარდს", - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის თქმით, ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ჩართულობა, რომ ლომბარდების საქმიანობა გახდეს უფრო გამჭვირვალე.

"გონივრულ ვადაში შეიქმნება ერთიანი კომპიუტერული ქსელი, სადაც ყველა ლომბარდს ექნება ვალდებულება ელექტრონულად აღრიცხოს მიღებული ნივთები, რომ ჩვენ გამოვრიცხოთ კრიმინალური სიტუაციების ალბათობა ლომბარდების მეშვეობით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, ინიციატივა 1-ელ ივნისს დარეგისტრირდება პარლამენტში.

ამასთან, მინისტრის თმით, ჭარბვალიანობა მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, რის გამოც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო. როგორც მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, ჭარბვალიანობა ეკონომიკის განვითარებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ბარიერს ბადებს:

„მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოხვდა ე.წ. შავ სიაში. ეს არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 25-30%. ეს ნიშნავს იმას, რომ 630 000 ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კონკურენტუნარიანი იდეა თუ პროექტი ბიზნესის დასაწყებად, ელემენტარულად გამოთიშულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებიდან. ჭარბვალიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან რისკს და ამ რისკს სჭირდება დაზღვევა.ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს - ამას მაკროეკონომისტები ინკლუზიურ ზრდას უწოდებენ. ინკლუზიური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ბარიერია სწორედ ჭარბვალიანობა. ის, რა პრინციპითაც ხშირად ხდებოდა დაკრედიტება, ამას შეგვიძლია ვუწოდოთ უპასუხისმგებლო პრაქტიკა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრმა პრეზენტაციაზე პრობლემის გადაჭრის გზების შესახებაც ისაუბრა, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, მისი თქმით, ჭარბვალიანობა შემცირდება.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, დაგეგმილი ინიციატივები მოიტანს ეკონომიკურ სტაბილურობას, გრძელვადიან პერსპექტივაში მაკროეკონომიკურ სიმყარესა და ინკლუზიურ ზრდას.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჭარბვალიანობა შემცირდება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი ადამიანი იყოს ჩართული რეალურ ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ უფრო სტაბილური და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ამასთან ერთად, ჩვენი ეკონომიკის მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ მივიღებთ ახალ ევროპული სტანდარტის მქონე, მომხმარებლების უფლებების დაცვის ატმოსფეროს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები