სამართალი
Faceამბები

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ბენდიც დამიკრავს, აბსოლუტური გიჟი ვიქნები..." - როგორ ერგება პედაგოგი ნუკრი კაპანაძე "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს
"თუ ბენდიც დამიკრავს, აბსოლუტური გიჟი ვიქნები..." - როგორ ერგება პედაგოგი ნუკრი კაპანაძე "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

28 მა­ისს "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი~ ქარ­თულ პატ­რი­ო­ტულ სიმ­ღე­რებს და­ეთ­მო და კონ­ცერ­ტი ქარ­თველ გმი­რებს მი­ე­ძღვნა. ფაქ­ტია, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე იზ­რდე­ბი­ან - ქარ­თულ პო­პუ­ლა­რულ სიმ­ღე­რებს მონ­დო­მე­ბით და გუ­ლი­ა­ნად ას­რუ­ლე­ბენ, ისე, რომ მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რე­ბენ. მე­ექ­ვსე ტური ტრა­დი­ცი­უ­ლად არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, რად­გა­ნაც პრო­ექ­ტი არც ერთ მო­ნა­წი­ლეს არ და­უ­ტო­ვე­ბია - ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ.

მუ­სი­კა­ლურ კონ­კურსს მე­სა­მე ტუ­რი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ნუკ­რი კა­პა­ნა­ძე შე­უ­ერ­თდა. ის კონ­კურ­სან­ტე­ბის ვო­კა­ლის პე­და­გო­გია. რა პრინ­ცი­პით მუ­შა­ობს მათ­თან, რო­გო­რია მომ­ღერ­ლის მო­საზ­რე­ბა სიმ­ღე­რე­ბის ახ­ლე­ბურ ვერ­სი­ებ­ზე - AMBEBI.GE-ს ნუკ­რი კა­პა­ნა­ძე თა­ვად უამ­ბობს.

- ეს პრო­ექ­ტი ბევ­რი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის სა­ინ­ტე­რე­სო, აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­რო. მი­მაჩ­ნია, რომ ცოტა ად­რეც უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, როცა და­ი­წყო. სულ მე­გო­ნა და ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ოდეს­მე გა­კეთ­დე­ბო­და რა­ი­მე მსგავ­სი. ვინ­მემ ისე არ გა­ი­გოს, რომ რად­გან ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის მომ­ღე­რა­ლი ვარ, მხო­ლოდ ქარ­თულ სიმ­ღე­რას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ყვე­ლას პა­ტივს ვცემ, ვინც უცხო­ურ სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლით უნდა და­ი­წყოს. ეს არ ნიშ­ნავს, რომ პა­ტივს არ ვცემ იმ მუ­სი­კოსს, რო­მე­ლიც უცხო­უ­რი­ით იწყებს. უბ­რა­ლოდ, ასე­თი ხედ­ვა მაქვს, ასე მი­მაჩ­ნია - სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქარ­თუ­ლად გაზ­რდი­ლი ბავ­შვი სიმ­ღე­რას ქარ­თუ­ლად უნდა იწყებ­დეს, რად­გა­ნაც სა­შემ­სრუ­ლებ­ლო კულ­ტუ­რის სა­ო­ცა­რი ფეს­ვე­ბი გვაქვს.

ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი პო­ლი­ფო­ნი­ი­დან მო­დის და ჩვე­ნი ესტრა­დაც ხომ იქი­დან იღებს სა­თა­ვეს. ჩვენს მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბას მთე­ლი მსოფ­ლიო შეჰნატ­რის. სე­რი­ო­ზუ­ლი სიმ­დიდ­რის პატ­რო­ნე­ბი ვართ. ამის შემ­დეგ სიმ­ღე­რა რა­ტომ უნდა და­ი­წყო უცხო­უ­რად? ქარ­თვე­ლი ბავ­შვი ლა­პა­რაკს უცხო ენა­ზე ხომ არ იწყებს? ამი­ტომ სიმ­ღე­რაც ქარ­თუ­ლად უნდა და­ი­წყოს. დღეს ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი ცოტა დაბ­ნე­უ­ლე­ბიც არი­ან, ამი­ტომ ჯერ მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა მივ­ცეთ და მერე უცხო­ურ სიმ­ღე­რა­საც კარ­გად შე­ას­რუ­ლე­ბენ. ამ ყვე­ლა­ფერს თუ ერთი გა­უ­გე, მას­ში იმ­დე­ნი აღ­მო­სა­ჩე­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო რამ არის, ვერც წარ­მო­იდ­გენთ. ამ­დე­ნი წე­ლია ვმღე­რი და აღ­მო­ჩე­ნა ვერ და­ვას­რუ­ლე, ჩემი გზა სულ ძი­ე­ბი­თაა სავ­სე. აღ­მო­ჩე­ნა მაქვს თი­თო­ე­ულ ფრა­ზა­ში, ინ­ტო­ნა­ცი­ა­ში...

- კონ­კურ­სან­ტებ­თან თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ...

- ამ ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ. რა­ღა­ცებს ჩემს თავ­ში ვპო­უ­ლობ. დიახ, ამ ყვე­ლაფ­რი­დან, ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩემ­თვი­საც ბევ­რი რამ არის სას­წავ­ლი, მხო­ლოდ ის არა, რომ მათ ფრა­ზა ვას­წავ­ლო. მათ თვა­ლებს ვუ­ყუ­რებ, ემო­ცი­ას ვაკ­ვირ­დე­ბი... ლი­რი­კუ­ლი სიმ­ღე­რა სხვა­ნა­ი­რად იმ­ღე­რე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც პატ­რი­ო­ტულ სიმ­ღე­რას აძ­ლევ, რთუ­ლია, რა­ი­მე მი­თი­თე­ბა მის­ცე, თუ თვი­თონ არ გა­ა­ტა­რა ეს სიმ­ღე­რა სა­კუ­თარ თავ­ში. სიმ­ღე­რებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ბავ­შვებ­მა ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ი­დან უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბიც ნა­ხეს. ზო­გი­ერ­თმა იტი­რა... ასეა, პირ­და­პირ სიმ­ღე­რას­თან კი არ უნდა მიხ­ვი­დე, ჯერ უნდა გა­ი­აზ­რო და მსმე­ნელს მერე მო­უ­თხრო და გა­ა­ერ­თი­ა­ნო სამ­ყა­რო მის გარ­შე­მო.

- ის პატ­რი­ო­ტუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სან­ტებ­მა შე­ას­რუ­ლეს, წლე­ბის წინ არის შექ­მნი­ლი, თუმ­ცა მათ შეძ­ლეს იმ ემო­ცი­ის ჩვე­ნამ­დე ახ­ლე­ბუ­რად მო­ტა­ნა...

- რო­დე­საც წლე­ბის წინ შექ­მნილ სიმ­ღე­რებს დღეს სთა­ვა­ზობ, ცხა­დია, ბევ­რი რამ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, მა­შინ სხვა რე­ა­ლო­ბა და დრო იყო, მა­გა­ლი­თად, გოგი დო­ლი­ძის "ხმა­ლი ავ­ლე­სოთ, ქარ­თვე­ლე­ბო", დღე­საც ბუ­ნებ­რი­ვი რომ გა­მო­სუ­ლი­ყო, აქაც ისევ იმ პრინ­ცი­პით მი­ვუ­დე­ქით, რა­ზეც ვი­ლა­პა­რა­კე. თუმ­ცა დღე­საც ხომ ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­სა­ცა­ვია, მერე ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო გრძნო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა რა არის, ვიდ­რე ჩვენ ვგრძნობ­დით... მოკ­ლედ, ბავ­შვებ­მა იფიქ­რეს, იფიქ­რეს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ა­ტა­რეს. ეს ქვე­ყა­ნა ჩვე­ნი, ყვე­ლას მო­სავ­ლე­ლია, მაგ­რამ რად­გა­ნაც ეს ის თა­ო­ბაა, რო­მე­ლიც XXI სა­უ­კუ­ნეს გა­და­ი­ბა­რებს, ამა­თი მო­სავ­ლე­ლი უფ­როა. ამი­ტომ, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მათ სწო­რი მე­სი­ჯე­ბი მი­ვა­წო­დოთ. ეს არის მთა­ვა­რი.

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ხართ, ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახალ ჟღე­რა­დო­ბა­ზე რას იტყვით, რო­მელ­ზეც ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ყო­ველ­თვის, ახ­ლე­ბუ­რად ვა­კე­თებ­დი ძველ სიმ­ღე­რას. ნე­ბის­მი­ე­რი ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი, სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ახ­ლე­ბუ­რად არის გა­აზ­რე­ბუ­ლი. ამას ჩემი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო სულ მთხოვ­და, სხვა­ნა­ი­რად მემ­ღე­რა. გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა ვგიჟ­დე­ბი სიმ­ღე­რებ­ზე, რომ­ლებ­მაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი როლი ითა­მა­შეს, მაგ­რამ მათ იმ ფორ­მით აღარ გა­მო­ვი­ტან. მა­შინ­დე­ლი იმე­რე­თი ჩემ­თვის სხვა იყო, დღეს უფრო გა­აზ­რე­ბუ­ლი და სხვა­ნა­ი­რია. ტრა­დი­ცი­უ­ლი კი მი­წო­დეთ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მქონ­და ნო­ვა­ცია. იცით, რომ "თეთ­რი ვარ­დე­ბი~ ახ­ლე­ბუ­რად ავაჟ­ღე­რე, იგი­ვე "ია­გუნ­დი". აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჩემს თავ­ში, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი ვარ. ამ საქ­მე­ში ისეთ ადა­მი­ა­ნებ­საც ვე­ძებ, ვინც ჩემი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან და ვპო­უ­ლობ კი­დეც. მაგ­რამ ახ­ლე­ბურ გაჟ­ღე­რე­ბა­ში და­ცუ­ლი უნდა იყოს ძვე­ლი და ახა­ლიც, რაც მსმე­ნე­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი უნდა იყოს. ეს რთუ­ლი საქ­მეა, ბეწ­ვის ხიდ­ზე გას­ვლაა.

პრო­ექტს მე­სა­მე ტურ­ზე შე­ვუ­ერ­თდი, რად­გა­ნაც მისი მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძეა, რო­მე­ლიც გახ­ლავთ ამ ახა­ლი ვერ­სი­ე­ბის ავ­ტო­რი. ამ მუ­სი­კოსს ვენ­დო­ბი, მას­თან მი­მუ­შა­ვია და ვიცი, რო­გო­რი ნი­ჭი­ე­რია. გა­დაც­დო­მე­ბი ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა იყოს, ყვე­ლა­ფე­რი კი არ მომ­წონს ბრმად, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა­ფე­რი არ მომ­წონს სა­კუ­თარ თავ­ში. შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­დაც­დო­მა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის ღია არ იყო. ასე რომ, დღეს სხვა რე­ა­ლო­ბაა, ვე­რაფ­რით შე­ვე­გუ­ე­ბი ძვე­ლის ძვე­ლე­ბუ­რად შეს­რუ­ლე­ბას. დროს თა­ვი­სი პულ­სი აქვს, პულ­სა­ცი­ას უნდა ავ­ყვეთ! სი­ახ­ლის­კენ ვის­წრა­ფი და გა­დაც­დო­მი­თი ექ­სპე­რი­მენ­ტი მირ­ჩევ­ნია, მოძ­ვე­ლე­ბულ ვერ­სი­ებს და მღე­რას... მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩემ­თან ერ­თად მუ­შა­ობს ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­ანსტი - ნინო გუ­ლი­აშ­ვი­ლი და ნანა გვარ­მი­ა­ნი.

- კონ­კურ­სან­ტე­ბი იო­ლად იღე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს?

- თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ტი­პია. თი­თო­ე­ულს თა­ვის სამ­ყა­რო აქვს. ზოგი სიღ­რმე­ებ­შია წა­სუ­ლი, ზოგი პე­პე­ლა­სა­ვით სა­დღაც დაჰ­ქ­რის. ჩემი მიდ­გო­მა მათ­თან ასე­თია, ვიც­ვლე­ბი მათი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. სი­ფა­ქი­ზით ვე­პყრო­ბი ყვე­ლას, ხის­ტი არ ვარ, მათ ბუ­ნე­ბას ვერ­გე­ბი და ჩემს სათ­ქმელს ასე ვაწ­ვდი. ყვე­ლას­თან ჩემი ენა მაქვს... კარ­გი ბავ­შვე­ბი არი­ან, ყვე­ლა შე­მიყ­ვარ­და.

- ე.ი. მკაც­რი პე­და­გო­გი არ ხართ.

- არა, სიმ­კაც­რე, ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! რა დროს სიმ­კაც­რეა? მე­გობ­რო­ბა და მე­გობ­რო­ბა! ეს არის მთა­ვა­რი. ვრთხი­ლად ვუდ­გე­ბი ყვე­ლა­ფერს, რომ არ და­ვურ­ღვიო სიმ­შვი­დე.

- რო­დე­საც სოფო ბა­თი­ლაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რა "ია­გუნ­დი~ ერთ-ერთ ტურ­ზე შე­ას­რუ­ლა, რას გრძნობ­დით? ის ხომ თქვე­ნი ცნო­ბი­ლი ჰი­ტია...

- ნი­ჭი­ე­რი გო­გოა, ჭკვი­ა­ნი. რა­ზეც მი­ვე­ცი აქ­ცენ­ტე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და გა­ა­კე­თა. გა­მი­ხარ­და ამ სიმ­ღე­რის მი­სე­უ­ლი შეს­რუ­ლე­ბა, რა­ტო­მაც არა. კი­დევ ერთი სიმ­ღე­რა გა­ახ­ლდა. იცოდ­ნენ ის, უყ­ვარ­და მსმე­ნელს, მაგ­რამ მას 15-16 წლის ბავ­შვე­ბი რომ იმ­ღე­რე­ბენ, კარ­გია. სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მომ­ცე­მო­და, ახ­ლე­ბუ­რად ბენდთან ერ­თად მეც გა­ვა­კე­თებ­დი. ფო­ნოგ­რა­მა არ მიყ­ვარს, თუ ფორ­ტე­პი­ა­ნოს თან­ხლე­ბით ვმღე­რი, მა­შინ ვა­კე­თებ ამ სი­გი­ჟე­ებს, მაგ­რამ თუ ბენ­დიც და­მიკ­რავს, აბ­სო­ლუ­ტუ­რი გიჟი ვიქ­ნე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბენდთან ერ­თად ახ­ლე­ბუ­რად ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­ვი­და და მი­ხა­რია.

"ია­გუნ­დის~ წარ­მა­ტე­ბა ისევ ჩემი სი­ხა­რუ­ლი და წარ­მა­ტე­ბაა! ამას­თან, კონ­კურ­სან­ტე­ბი ქა­ლა­ქურ ჟღე­რა­დო­ბა­საც ეჩ­ვე­ვი­ან და იგე­ბენ იმა­საც, რომ არ­სე­ბობს კარ­გი ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რა და სუ­ლაც არ არის ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი ჟან­რი. ასე რომ, ეს პრო­ექ­ტი დრო­უ­ლია და მი­ვე­სალ­მე­ბი. არა­სო­დეს და­ვიღ­ლე­ბი ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს გა­ვუ­ზი­ა­რო ისე, რომ სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი არ მო­ვახ­ვიო, თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა და­უ­ტო­ვო. მე მომ­წონს ასე­თი მუ­შა­ო­ბა.

ფოტო: radio.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"თუ ბენდიც დამიკრავს, აბსოლუტური გიჟი ვიქნები..." - როგორ ერგება პედაგოგი ნუკრი კაპანაძე "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

"თუ ბენდიც დამიკრავს, აბსოლუტური გიჟი ვიქნები..." - როგორ ერგება პედაგოგი ნუკრი კაპანაძე "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტებს

28 მაისს `მხოლოდ ქართული~ ქართულ პატრიოტულ სიმღერებს დაეთმო და კონცერტი ქართველ გმირებს მიეძღვნა. ფაქტია, რომ კონკურსანტები ტურიდან ტურამდე იზრდებიან - ქართულ პოპულარულ სიმღერებს მონდომებით და გულიანად ასრულებენ, ისე, რომ მაყურებლის სიყვარულს იმსახურებენ. მეექვსე ტური ტრადიციულად არ დასრულებულა, რადგანაც პროექტი არც ერთ მონაწილეს არ დაუტოვებია - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ.

მუსიკალურ კონკურსს მესამე ტურიდან პოპულარული მომღერალი ნუკრი კაპანაძე შეუერთდა. ის კონკურსანტების ვოკალის პედაგოგია. რა პრინციპით მუშაობს მათთან, როგორია მომღერლის მოსაზრება სიმღერების ახლებურ ვერსიებზე - AMBEBI.GE-ს ნუკრი კაპანაძე თავად უამბობს.

- ეს პროექტი ბევრი სხვადასხვა მიმართულებით არის საინტერესო, აუცილებელი და საჭირო. მიმაჩნია, რომ ცოტა ადრეც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ძალიან გამიხარდა, როცა დაიწყო. სულ მეგონა და ველოდებოდი, რომ ოდესმე გაკეთდებოდა რაიმე მსგავსი. ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ რადგან ქართული სიმღერების მომღერალი ვარ, მხოლოდ ქართულ სიმღერას ვგულშემატკივრობ. ყველას პატივს ვცემ, ვინც უცხოურ სიმღერებს ასრულებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაფერი ქართულით უნდა დაიწყოს. ეს არ ნიშნავს, რომ პატივს არ ვცემ იმ მუსიკოსს, რომელიც უცხოურიით იწყებს. უბრალოდ, ასეთი ხედვა მაქვს, ასე მიმაჩნია - საქართველოში, ქართულად გაზრდილი ბავშვი სიმღერას ქართულად უნდა იწყებდეს, რადგანაც საშემსრულებლო კულტურის საოცარი ფესვები გვაქვს.

ყველაფერი ჩვენი პოლიფონიიდან მოდის და ჩვენი ესტრადაც ხომ იქიდან იღებს სათავეს. ჩვენს მრავალხმიანობას მთელი მსოფლიო შეჰნატრის. სერიოზული სიმდიდრის პატრონები ვართ. ამის შემდეგ სიმღერა რატომ უნდა დაიწყო უცხოურად? ქართველი ბავშვი ლაპარაკს უცხო ენაზე ხომ არ იწყებს? ამიტომ სიმღერაც ქართულად უნდა დაიწყოს. დღეს ჩვენი ბავშვები ცოტა დაბნეულებიც არიან, ამიტომ ჯერ მიმართულება უნდა მივცეთ და მერე უცხოურ სიმღერასაც კარგად შეასრულებენ. ამ ყველაფერს თუ ერთი გაუგე, მასში იმდენი აღმოსაჩენი და საინტერესო რამ არის, ვერც წარმოიდგენთ. ამდენი წელია ვმღერი და აღმოჩენა ვერ დავასრულე, ჩემი გზა სულ ძიებითაა სავსე. აღმოჩენა მაქვს თითოეულ ფრაზაში, ინტონაციაში...

- კონკურსანტებთან თქვენს ურთიერთობაზე ვისაუბროთ...

- ამ ბავშვებთან ურთიერთობიდან ბევრ რამეს ვსწავლობ. რაღაცებს ჩემს თავში ვპოულობ. დიახ, ამ ყველაფრიდან, ბევრი მიმართულებით, ჩემთვისაც ბევრი რამ არის სასწავლი, მხოლოდ ის არა, რომ მათ ფრაზა ვასწავლო. მათ თვალებს ვუყურებ, ემოციას ვაკვირდები... ლირიკული სიმღერა სხვანაირად იმღერება, მაგრამ როდესაც პატრიოტულ სიმღერას აძლევ, რთულია, რაიმე მითითება მისცე, თუ თვითონ არ გაატარა ეს სიმღერა საკუთარ თავში. სიმღერებზე მუშაობისას, ბავშვებმა ჩვენი უახლესი ისტორიიდან უმძიმესი კადრებიც ნახეს. ზოგიერთმა იტირა... ასეა, პირდაპირ სიმღერასთან კი არ უნდა მიხვიდე, ჯერ უნდა გაიაზრო და მსმენელს მერე მოუთხრო და გააერთიანო სამყარო მის გარშემო.

- ის პატრიოტული სიმღერები, რომლებიც კონკურსანტებმა შეასრულეს, წლების წინ არის შექმნილი, თუმცა მათ შეძლეს იმ ემოციის ჩვენამდე ახლებურად მოტანა...

- როდესაც წლების წინ შექმნილ სიმღერებს დღეს სთავაზობ, ცხადია, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მაშინ სხვა რეალობა და დრო იყო, მაგალითად, გოგი დოლიძის "ხმალი ავლესოთ, ქართველებო", დღესაც ბუნებრივი რომ გამოსულიყო, აქაც ისევ იმ პრინციპით მივუდექით, რაზეც ვილაპარაკე. თუმცა დღესაც ხომ ასეთი მდგომარეობაა, ჩვენი ქვეყანა დასაცავია, მერე ეს ადამიანები უფრო გრძნობენ საქართველოს თავისუფლება რა არის, ვიდრე ჩვენ ვგრძნობდით... მოკლედ, ბავშვებმა იფიქრეს, იფიქრეს და ყველაფერი კარგად გაატარეს. ეს ქვეყანა ჩვენი, ყველას მოსავლელია, მაგრამ რადგანაც ეს ის თაობაა, რომელიც XXI საუკუნეს გადაიბარებს, ამათი მოსავლელი უფროა. ამიტომ, ჩვენი მიზანია, მათ სწორი მესიჯები მივაწოდოთ. ეს არის მთავარი.

- ქართული ტრადიციული სიმღერების შემსრულებელი ხართ, ძველი სიმღერების ახალ ჟღერადობაზე რას იტყვით, რომელზეც ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები არსებობს.

- როგორც აღნიშნეთ, ტრადიციული ქართული სიმღერის შემსრულებელი, ყოველთვის, ახლებურად ვაკეთებდი ძველ სიმღერას. ნებისმიერი ჩემი ნამუშევარი, სხვადასხვა ეტაპზე ახლებურად არის გააზრებული. ამას ჩემი შინაგანი სამყარო სულ მთხოვდა, სხვანაირად მემღერა. განახლების პროცესი აუცილებელია. თუმცა ვგიჟდები სიმღერებზე, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში სერიოზული როლი ითამაშეს, მაგრამ მათ იმ ფორმით აღარ გამოვიტან. მაშინდელი იმერეთი ჩემთვის სხვა იყო, დღეს უფრო გააზრებული და სხვანაირია. ტრადიციული კი მიწოდეთ, მაგრამ ყოველთვის მქონდა ნოვაცია. იცით, რომ `თეთრი ვარდები~ ახლებურად ავაჟღერე, იგივე "იაგუნდი". აღმოვაჩინე ჩემს თავში, რომ ექსპერიმენტების დიდი მოყვარული ვარ. ამ საქმეში ისეთ ადამიანებსაც ვეძებ, ვინც ჩემი თანამოაზრეები იქნებიან და ვპოულობ კიდეც. მაგრამ ახლებურ გაჟღერებაში დაცული უნდა იყოს ძველი და ახალიც, რაც მსმენელისთვის მისაღები უნდა იყოს. ეს რთული საქმეა, ბეწვის ხიდზე გასვლაა.

პროექტს მესამე ტურზე შევუერთდი, რადგანაც მისი მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძეა, რომელიც გახლავთ ამ ახალი ვერსიების ავტორი. ამ მუსიკოსს ვენდობი, მასთან მიმუშავია და ვიცი, როგორი ნიჭიერია. გადაცდომები ყოველთვის შეიძლება იყოს, ყველაფერი კი არ მომწონს ბრმად, ისევე როგორც ყველაფერი არ მომწონს საკუთარ თავში. შეიძლება იყოს გადაცდომა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიახლეებისთვის ღია არ იყო. ასე რომ, დღეს სხვა რეალობაა, ვერაფრით შევეგუები ძველის ძველებურად შესრულებას. დროს თავისი პულსი აქვს, პულსაციას უნდა ავყვეთ! სიახლისკენ ვისწრაფი და გადაცდომითი ექსპერიმენტი მირჩევნია, მოძველებულ ვერსიებს და მღერას... მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთან ერთად მუშაობს ორი შესანიშნავი პიანსტი - ნინო გულიაშვილი და ნანა გვარმიანი.

- კონკურსანტები იოლად იღებენ ამ ყველაფერს?

- თითოეული მათგანი სხვადასხვა ფსიქოტიპია. თითოეულს თავის სამყარო აქვს. ზოგი სიღრმეებშია წასული, ზოგი პეპელასავით სადღაც დაჰქრის. ჩემი მიდგომა მათთან ასეთია, ვიცვლები მათი ბუნებიდან გამომდინარე. სიფაქიზით ვეპყრობი ყველას, ხისტი არ ვარ, მათ ბუნებას ვერგები და ჩემს სათქმელს ასე ვაწვდი. ყველასთან ჩემი ენა მაქვს... კარგი ბავშვები არიან, ყველა შემიყვარდა.

- ე.ი. მკაცრი პედაგოგი არ ხართ.

- არა, სიმკაცრე, ეს როგორ შეიძლება?! რა დროს სიმკაცრეა? მეგობრობა და მეგობრობა! ეს არის მთავარი. ვრთხილად ვუდგები ყველაფერს, რომ არ დავურღვიო სიმშვიდე.

- როდესაც სოფო ბათილაშვილმა ძალიან პოპულარული ქალაქური სიმღერა `იაგუნდი~ ერთ-ერთ ტურზე შეასრულა, რას გრძნობდით? ის ხომ თქვენი ცნობილი ჰიტია...

- ნიჭიერი გოგოა, ჭკვიანი. რაზეც მივეცი აქცენტები, ყველაფერი გაითვალისწინა და გააკეთა. გამიხარდა ამ სიმღერის მისეული შესრულება, რატომაც არა. კიდევ ერთი სიმღერა გაახლდა. იცოდნენ ის, უყვარდა მსმენელს, მაგრამ მას 15-16 წლის ბავშვები რომ იმღერებენ, კარგია. საშუალება რომ მომცემოდა, ახლებურად ბენდთან ერთად მეც გავაკეთებდი. ფონოგრამა არ მიყვარს, თუ ფორტეპიანოს თანხლებით ვმღერი, მაშინ ვაკეთებ ამ სიგიჟეებს, მაგრამ თუ ბენდიც დამიკრავს, აბსოლუტური გიჟი ვიქნები. ამ შემთხვევაში, ბენდთან ერთად ახლებურად ძალიან კარგი გამოვიდა და მიხარია.

"იაგუნდის~ წარმატება ისევ ჩემი სიხარული და წარმატებაა! ამასთან, კონკურსანტები ქალაქურ ჟღერადობასაც ეჩვევიან და იგებენ იმასაც, რომ არსებობს კარგი ქალაქური სიმღერა და სულაც არ არის ხელწამოსაკრავი ჟანრი. ასე რომ, ეს პროექტი დროულია და მივესალმები. არასოდეს დავიღლები ჩემი გამოცდილება ამ ადამიანებს გავუზიარო ისე, რომ საკუთარი აზრები არ მოვახვიო, თავისუფლება უნდა დაუტოვო. მე მომწონს ასეთი მუშაობა.

ფოტო: radio.ge

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"