Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოველები, რომლებსაც პატრონებმა რამდენიმე მილიონი დოლარი დაუტოვეს
ცხოველები, რომლებსაც პატრონებმა რამდენიმე მილიონი დოლარი დაუტოვეს

ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­ზე, ხში­რად, იმ­დე­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა, რომ მათ­ზე ზრუნ­ვა სხვე­ბის­თვის სა­სა­ცი­ლო­დაც კი ჩანს. მა­გა­ლი­თად, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას ხან­და­ხან სწო­რედ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს უტო­ვე­ბენ.

თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არ­სე­ბო­ბენ ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­ზე მეტი ფული აქვთ.

გი­უნ­ტერ III და გი­უნ­ტერ IV

კარ­ლო­ტა ლი­ბენშტა­ი­ნი გერ­მა­ნე­ლი გრა­ფი­ნია იყო, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ძაღ­ლი, გი­უნ­ტერ მე­სა­მე არა­ნორ­მა­ლუ­რად უყ­ვარ­და.

ძაღლს მან 65 მლნ დო­ლა­რი და­უ­ტო­ვა, ცხო­ველ­მა ქო­ნე­ბა პატ­რო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო, 1992 წელს.

გი­უნ­ტერ მე­სა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ კი ქო­ნე­ბა მის ლეკვს, გი­უნ­ტერ მე­ო­თხეს დარ­ჩა.

თრაბ­ლი

ლე­ო­ნა ჰელმსლი ამე­რი­კე­ლი საქ­მო­სა­ნი იყო, რო­მელ­საც ძა­ლი­ან მძი­მე და ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და. ლე­ო­ნა ფლობ­და სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელს Helmsley. ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­და სა­კუ­თარ ძაღ­ლთან, თრაბლთან.

ჰელმსლი 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მას უამ­რა­ვი ახლო ნა­თე­სა­ვი ჰყავ­და, თუმ­ცა ქო­ნე­ბა - 12 მლნ დო­ლა­რი ძაღლს და­უ­ტო­ვა. მის­მა ძმამ, ელ­ვინ რო­ზენ­ტალ­მა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო პი­რო­ბით, რომ თრაბლზე იზ­რუ­ნებ­და.

თუმ­ცა, ძაღლს პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა - ნა­თე­სა­ვებ­მა გა­და­წყვი­ტეს, სა­სა­მარ­თლო­ში შე­ე­ტა­ნათ სარ­ჩე­ლი. სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ან­დერ­ძის და­წე­რის დროს ლე­ო­ნას ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და, ამი­ტომ თრაბლს 12 მლნ-დან მხო­ლოდ 2 მლნ დარ­ჩა.

ტო­მა­ზო

კატა ტო­მა­ზო მი­ლი­ო­ნერ­მა ასა­კო­ვან­მა ქალ­მა, მა­რია ასუნ­ტამ შე­ი­ფა­რა. ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ მას ახ­ლობ­ლე­ბი არ ჰყავ­და. 10 მლნ ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა კი, მათ შო­რის - რამ­დე­ნი­მე სახ­ლი რომ­სა და მი­ლან­ში, აგა­რა­კე­ბი იტა­ლი­ის სხვა­დას­ხვა კუ­რორტზე ტო­მა­ზოს დარ­ჩა. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი კატა ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და ერთ-ერთ სახ­ლში, მას­ზე 48 წლის ექთა­ნი, სტე­ფა­ნი ჩე­კო­ნი ზრუ­ნავ­და.

ტო­მა­ზო 5 წლის ასაკ­ში გას­ტრო­ენ­ტე­რი­ტით მოკ­ვდა.

კონ­ჩი­ტა, ლუ­სია და ეიპ­რილ მა­რია

პატ­რო­ნის, გეილ პოს­ნე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სამი ძაღ­ლი მი­ლი­ო­ნე­რი გახ­და, მათ 8.3 მლნ დო­ლა­რის ქო­ნე­ბა მი­ი­ღეს. ძაღ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბია კონ­ჩი­ტა, ლუ­სია და ეიპ­რილ მა­რია. პოს­ნე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მათ ჰყავ­დათ სა­კუ­თა­რი მომ­ვლე­ლი პერ­სო­ნა­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რი სპა-პრო­ცე­დუ­რე­ბი. გეილ პოს­ნე­რის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი, ბრეტ კარი დე­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი არ იყო. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ბრეტ­მა მხო­ლოდ 1 მლნ დო­ლა­რი მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ცხოველები, რომლებსაც პატრონებმა რამდენიმე მილიონი დოლარი დაუტოვეს

ცხოველები, რომლებსაც პატრონებმა რამდენიმე მილიონი დოლარი დაუტოვეს

ადამიანების ნაწილი შინაურ ცხოველებზე, ხშირად, იმდენად დამოკიდებული ხდება, რომ მათზე ზრუნვა სხვებისთვის სასაცილოდაც კი ჩანს. მაგალითად, გარდაცვალების შემდეგ საკუთარ ქონებას ხანდახან სწორედ შინაურ ცხოველებს უტოვებენ.

თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობენ ცხოველები, რომლებსაც ძალიან ბევრ ადამიანზე მეტი ფული აქვთ.

გიუნტერ III და გიუნტერ IV

კარლოტა ლიბენშტაინი გერმანელი გრაფინია იყო, რომელსაც საკუთარი ძაღლი, გიუნტერ მესამე არანორმალურად უყვარდა.

ძაღლს მან 65 მლნ დოლარი დაუტოვა, ცხოველმა ქონება პატრონის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, 1992 წელს.

გიუნტერ მესამის სიკვდილის შემდეგ კი ქონება მის ლეკვს, გიუნტერ მეოთხეს დარჩა.

თრაბლი

ლეონა ჰელმსლი ამერიკელი საქმოსანი იყო, რომელსაც ძალიან მძიმე და ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. ლეონა ფლობდა სასტუმროების ქსელს Helmsley. ადამიანებისგან განსხვავებით, მას დიდი სიყვარული აკავშირებდა საკუთარ ძაღლთან, თრაბლთან.

ჰელმსლი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას უამრავი ახლო ნათესავი ჰყავდა, თუმცა ქონება - 12 მლნ დოლარი ძაღლს დაუტოვა. მისმა ძმამ, ელვინ როზენტალმა რამდენიმე მილიონი დოლარი მიიღო პირობით, რომ თრაბლზე იზრუნებდა.

თუმცა, ძაღლს პრობლემები შეექმნა - ნათესავებმა გადაწყვიტეს, სასამართლოში შეეტანათ სარჩელი. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანდერძის დაწერის დროს ლეონას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, ამიტომ თრაბლს 12 მლნ-დან მხოლოდ 2 მლნ დარჩა.

ტომაზო

კატა ტომაზო მილიონერმა ასაკოვანმა ქალმა, მარია ასუნტამ შეიფარა. ქალის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ახლობლები არ ჰყავდა. 10 მლნ ევროს ღირებულების ქონება კი, მათ შორის - რამდენიმე სახლი რომსა და მილანში, აგარაკები იტალიის სხვადასხვა კურორტზე ტომაზოს დარჩა. მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კატა ბედნიერად ცხოვრობდა ერთ-ერთ სახლში, მასზე 48 წლის ექთანი, სტეფანი ჩეკონი ზრუნავდა.

ტომაზო 5 წლის ასაკში გასტროენტერიტით მოკვდა.

კონჩიტა, ლუსია და ეიპრილ მარია

პატრონის, გეილ პოსნერის გარდაცვალების შემდეგ სამი ძაღლი მილიონერი გახდა, მათ 8.3 მლნ დოლარის ქონება მიიღეს. ძაღლების სახელებია კონჩიტა, ლუსია და ეიპრილ მარია. პოსნერის გარდაცვალების შემდეგ მათ ჰყავდათ საკუთარი მომვლელი პერსონალი, ყოველდღიური სპა-პროცედურები. გეილ პოსნერის ერთადერთი შვილი, ბრეტ კარი დედის გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ბრეტმა მხოლოდ 1 მლნ დოლარი მიიღო.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ