Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები


ოთხი თვეა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო სა­უბ­რობს სუ­მო­ზე - ეს მას შემ­დეგ, რაც პირ­ვე­ლად სუ­მოს ის­ტო­რი­ა­ში, იმ­პე­რა­ტო­რის თა­სის მფლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლი გახ­და. სუმო - სი­ტყვა­სი­ტყვით ურ­თი­ერთცე­მას ნიშ­ნავს. ეს არ არის უბ­რა­ლოდ სპორ­ტი,


ეს ღმერ­თე­ბის ბრძო­ლაა და ქარ­თვე­ლი ლე­ვან გორ­გა­ძე, იგი­ვე ტო­ჩი­ნო­ში­ნი,
ღმერ­თე­ბის ბრძო­ლა­ში სა­უ­კე­თე­სოა.


(ასე იწე­რე­ბა სუმო ია­პო­ნუ­რად)


სუმო ამო­მა­ვა­ლი მზის ქვე­ყა­ნა­ში

2500 წლის წინ ჩა­ი­სა­ხა.

ოფი­ცი­ა­ლურ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბად ად­რე­უ­ლი ედოს პე­რი­ოდ­ში (1600-1868) აღი­ა­რეს.1909 წელს სუმო ია­პო­ნი­ის ეროვ­ნულ სპორ­ტად აღი­ა­რეს


ტერ­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად გვეს­მის და არ ვი­ცით



ბაშო

ბაშო - 15 დღი­ა­ნი სუ­პერ­ტურ­ნი­რი, წე­ლი­წად­ში ექ­ვსჯერ იმარ­თე­ბა. სამი ტო­კი­ო­ში, სა­მიც - ოსა­კა­ში, ნა­გო­ი­ა­სა და ფუ­კუ­ო­კა­ში. შე­დე­გე­ბი­სა და რან­გი­რე­ბის მი­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი ბა­შოს წინ დგე­ბა და ქვეყ­ნდე­ბა რე­ი­ტინ­გი - ბან­ძუ­კე.


ტი­ტუ­ლე­ბი სუ­მო­ში


მა­ე­გა­ში­რა სე­ი­ვა­კეუმ­ცრო­სი ჩემ­პი­ო­ნი ოძე­კიჩემ­პი­ო­ნი იო­კო­ძუ­ნადიდი ჩემ­პი­ო­ნი


დღემ­დე დიდი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი 72 მებ­რძოლს ერგო, აქე­დან მხო­ლოდ ექ­ვსია უცხო­ე­ლი (ორი ამე­რი­კე­ლი და ოთხი მონ­ღო­ლი). აკა­ში ში­გა­ნო­შუ­კე (1600- 1649 წლე­ბი) მიჩ­ნე­უ­ლია პირ­ველ იო­კო­ძუ­ნად, თუმ­ცა მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, ის ლე­გენ­დაა თუ სი­ნამ­დვი­ლე, ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ით­ვლე­ბა, რომ ის გი­გან­ტუ­რი ზო­მის იყო - 2.58 მეტ­რი სი­მაღ­ლის და 184 კგ-ს იწო­ნი­და



რო­გორ ვარ­ჯი­შო­ბენ?

სუ­მოს ცხოვ­რე­ბის წესი მო­წა­ფე­ე­ბის მი­მართ მკაც­რად მომ­თხოვ­ნია და ახალ­გაზ­რდე­ბი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვარ­ჯი­შო­ბენ მა­ღა­ლი რან­გის და სე­კი­ტო­რის (პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი) წო­დე­ბის ანუ ხელ­ფა­სი­ა­ნი მო­ჭი­და­ვის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად. სუ­მოს უმე­ტე­სი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობს ტო­კი­ოს აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში. და­ბა­ლი რან­გის სპორ­ტსმე­ნე­ბი მკაცრ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. იღ­ვი­ძე­ბენ დი­ლის 4 ან 5 სა­ათ­ზე, იმო­სე­ბი­ან მა­ვა­შით და იწყე­ბენ კე­ი­კოს (ვარ­ჯიშს). ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან მო­ემ­სა­ხუ­რონ მა­ღა­ლი კლა­სის მო­ჭი­და­ვე­ებს, რო­მელ­თაც გვი­ან გაღ­ვი­ძე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ. კე­ი­კო შედ­გე­ბა სამი ტრა­დი­ცი­უ­ლი ვარ­ჯი­ში­სა­გან: შიკო, ტეპო და მა­ტა­ვა­რი.



რას მი­ირ­თმე­ვენ სუ­მო­ის­ტე­ბი?

ყო­ველ­დღი­უ­რი კე­ი­კო და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ა­დღემ­დე გრძელ­დე­ბა, რომ­ლის შემ­დე­გაც მო­ჭი­და­ვე­ე­ბი მი­ირ­თმე­ვენ წვნი­ანს - ჩან­კო-ნა­ბეს (მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი წვნი­ა­ნი, შედ­გე­ბა მრა­ვა­ლი სა­ხის ხორ­ცე­უ­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის­გან), გარ­ნი­რით, მწნი­ლით და რამ­დე­ნი­მე დიდ თეფშ ბრინჯს, რო­მელ­საც ხში­რად 2 ბოთლ ლუდ­საც აყო­ლე­ბენ. საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი სპორ­ტსმე­ნე­ბი ის­ვე­ნე­ბენ. დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა იწ­ვევს წო­ნის მო­მა­ტე­ბას. ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბის, დი­ე­ტის და ძი­ლის რე­ჟი­მის შე­დე­გად ზო­გი­ერ­თი სპორ­ტსმე­ნი 150 კი­ლო­ზე მეტ წო­ნას აგ­რო­ვებს, ხოლო ზო­გი­ერ­თი 200 კი­ლომ­დე აღ­წევს.


ყვე­ლა­ზე მძი­მე სუ­მო­ის­ტი კო­ნი­სი­კი იყო - იგი 315 კგ-ს იწო­ნი­და


რო­გორ ქორ­წინ­დე­ბი­ან სუ­მო­ის­ტე­ბი

მხო­ლოდ ელი­ტა­ში მყოფ სუ­მო­ისტს აქვს უფ­ლე­ბა, ცოლი მო­იყ­ვა­ნოს სხვას არა! და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სუ­მო­ის­ტი კლუბ­ში აღარ ცხოვ­რობს, მაგ­რამ ახ­ლოს­ვე სახ­ლდე­ბა, რათა დი­ლის ვარ­ჯი­შებ­ზე არ და­იგ­ვი­ა­ნოს. კი­დევ ერთი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, სუ­მოს ტურ­ნი­რებ­ზე მე­უღ­ლის წაყ­ვა­ნა ეკ­რძა­ლე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­რე ნა­ხევ­რებს ტე­ლე­ვი­ზორ­ში უწევთ სუ­მოს მებ­რძო­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბის ყუ­რე­ბა.


ქარ­თვე­ლე­ბი სუ­მო­ში

სა­ქარ­თვე­ლო­დან და სა­ერ­თოდ ევ­რო­პი­დან პირ­ვე­ლი სე­კი­ტო­რი პრო­ფე­სი­ულ სუ­მო­ში სო­ხუ­მე­ლი ლე­ვან ცა­გუ­რია - კო­კაი იყო. ის 2001-2012 წლებ­ში ას­პა­რე­ზობ­და და კო­მუ­სუ­ბის რანგს მი­აღ­წია.


ლე­ვან გორ­გა­ძე (ტო­ჩი­ნო­ში­ნი) მე­ო­რე ქარ­თვე­ლი სე­კი­ტო­რია.


თე­ი­მუ­რაზ ჯუ­ღე­ლი (გა­გა­მა­რუ) მე­სა­მე ქარ­თვე­ლი სე­კი­ტო­რი. იგი ამ­ჯე­რად, რან­გით მე­ო­რე - ჯუ­რი­ოს ლი­გა­ში გა­მო­დის.


რო­გორ ამარ­ცხებს კო­კაი მონ­ღოლ ასა­შო­რი­უს გა­გა­მა­რუს და ტო­ჩი­ნო­ში­ნის შერ­კი­ნე­ბა ტო­ჩი­ნო­შინ­მა 40-გზის ჩემ­პი­ო­ნი იო­კუ­ძუ­ნა და­ა­მარ­ცხა


ტო­ჩი­ნო­ში­ნი - ქარ­თვე­ლი იმ­პე­რა­ტო­რი

ლე­ვან გორ­გა­ძის ში­კო­ნა (საბ­რძო­ლო სა­ხე­ლი) სრუ­ლად ასე გა­მო­ით­ქმის: ტო­ჩი­ნო­შინ ცუ­ი­ო­ში. ტო­ჩი­გი ლე­ვან გორ­გა­ძის კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტის მშობ­ლი­უ­რი მხა­რეა. შინ - ია­პო­ნუ­რად გუ­ლია. ცუ­ი­ო­ში - ძლი­ერს ნიშ­ნავს. გა­მო­ვი­და: ტო­ჩი­გის ძლი­ე­რი გული.


2018 წელს, პირ­ვე­ლად სუ­მოს ის­ტო­რი­ა­ში, ქარ­თვე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის თა­სის მფლო­ბე­ლი გახ­და! "ჰაცუ ბა­შოს" სუ­მო­ის­ტთა ტურ­ნირ­ზე ტო­ჩი­ნო­ში­ნი 13 გა­მარ­ჯვე­ბით და 1 მარ­ცხით ერთი ტუ­რით ადრე გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მე-14 ტუ­რის შეხ­ვედ­რებ­ში ქარ­თვე­ლი ია­პო­ნელ შო­ჰა­ზანს და­უ­პი­რის­პირ­და, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რა­ში ქარ­თველ­მა არა­ფე­რი დათ­მო და ახა­ლი ის­ტო­რია და­წე­რა.


24 მა­ისს ნაცუ ბა­შოს ტრა­დი­ცი­უ­ლი ტურ­ნი­რის მე­თორ­მე­ტე სა­შე­ჯიბ­რო დღე გა­ი­მარ­თა და ტო­ჩი­ნო­შინ­მა 40-გზის ჩემ­პი­ო­ნი და­ა­მარ­ცხა.


30 მა­ისს, ლე­ვან გორ­გა­ძემ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დადო ოძე­კის ფიცი და ამი­ე­რი­დან სუ­მოს სამ­ყა­რო­ში იერ­არ­ქი­ის მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე გა­ნაგ­რძობს ას­პა­რე­ზო­ბას.


ქარ­თველ­მა ფა­ლა­ვან­მა, რო­გორც წე­სე­ბი მო­ი­თხოვ­და, ტი­ტუ­ლის მი­სა­ღე­ბად ფიცი წარ­მოთ­ქვა და პი­რო­ბა დადო, რომ ღირ­სე­უ­ლად და­ი­ცავს აღ­ნიშ­ნულ წო­დე­ბას. ოძე­კი ქარ­თუ­ლად იშიფ­რე­ბა, რო­გორც ჩემ­პი­ო­ნი და იგი სუ­მოს იერ­არ­ქი­ის უმაღ­ლე­სი წო­დე­ბა გახ­ლავთ, იო­კო­ძუ­ნას (ანუ უძ­ლე­ვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის) შემ­დეგ.


ტო­ჩი­ნო­ში­ნი მე­სა­მე ევ­რო­პე­ლი სუ­მო­ის­ტია, ვინც ეს წო­დე­ბა მი­ი­ღო.



ავ­ტო­რე­ბი: ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე, ვაჟა სი­მო­ნიშ­ვი­ლი, ნა­რი­ტა ჩხა­ი­ძე, ვა­ლე­რი ლუ­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კა­კუ­ლაშ­ვი­ლი, თა­მარ ილა­რი­ო­ნო­ვა



"ღმერთების ბრძოლა" - საინტერესო ფაქტები სუმოზე და ქართველ სუმოისტებზე

"ღმერთების ბრძოლა" - საინტერესო ფაქტები სუმოზე და ქართველ სუმოისტებზე


ოთხი თვეა მთელი საქართველო საუბრობს სუმოზე - ეს მას შემდეგ, რაც პირველად სუმოს ისტორიაში, იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი გახდა. სუმო - სიტყვასიტყვით ურთიერთცემას ნიშნავს. ეს არ არის უბრალოდ სპორტი,


ეს ღმერთების ბრძოლაა და ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი,
ღმერთების ბრძოლაში საუკეთესოა.


(ასე იწერება სუმო იაპონურად)


სუმო ამომავალი მზის ქვეყანაში

2500 წლის წინ ჩაისახა.

ოფიციალურ სპორტის სახეობად ადრეული ედოს პერიოდში (1600-1868) აღიარეს.1909 წელს სუმო იაპონიის ეროვნულ სპორტად აღიარეს


ტერმინები, რომლებიც ხშირად გვესმის და არ ვიცით



ბაშო

ბაშო - 15 დღიანი სუპერტურნირი, წელიწადში ექვსჯერ იმართება. სამი ტოკიოში, სამიც - ოსაკაში, ნაგოიასა და ფუკუოკაში. შედეგებისა და რანგირების მიხედვით, ყოველი ბაშოს წინ დგება და ქვეყნდება რეიტინგი - ბანძუკე.


ტიტულები სუმოში


მაეგაშირა სეივაკეუმცროსი ჩემპიონი ოძეკიჩემპიონი იოკოძუნადიდი ჩემპიონი


დღემდე დიდი ჩემპიონის ტიტული 72 მებრძოლს ერგო, აქედან მხოლოდ ექვსია უცხოელი (ორი ამერიკელი და ოთხი მონღოლი). აკაში შიგანოშუკე (1600- 1649 წლები) მიჩნეულია პირველ იოკოძუნად, თუმცა მსჯელობა იმაზე, ის ლეგენდაა თუ სინამდვილე, ისევ მიმდინარეობს. ითვლება, რომ ის გიგანტური ზომის იყო - 2.58 მეტრი სიმაღლის და 184 კგ-ს იწონიდა



როგორ ვარჯიშობენ?

სუმოს ცხოვრების წესი მოწაფეების მიმართ მკაცრად მომთხოვნია და ახალგაზრდები 5 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვარჯიშობენ მაღალი რანგის და სეკიტორის (პროფესიონალი) წოდების ანუ ხელფასიანი მოჭიდავის სტატუსის მოსაპოვებლად. სუმოს უმეტესი საცხოვრებლები მდებარეობს ტოკიოს აღმოსავლეთ ნაწილში. დაბალი რანგის სპორტსმენები მკაცრ პირობებში ცხოვრობენ. იღვიძებენ დილის 4 ან 5 საათზე, იმოსებიან მავაშით და იწყებენ კეიკოს (ვარჯიშს). ისინი ვალდებულები არიან მოემსახურონ მაღალი კლასის მოჭიდავეებს, რომელთაც გვიან გაღვიძების უფლება აქვთ. კეიკო შედგება სამი ტრადიციული ვარჯიშისაგან: შიკო, ტეპო და მატავარი.



რას მიირთმევენ სუმოისტები?

ყოველდღიური კეიკო დაახლოებით შუადღემდე გრძელდება, რომლის შემდეგაც მოჭიდავეები მიირთმევენ წვნიანს - ჩანკო-ნაბეს (მაღალკალორიული წვნიანი, შედგება მრავალი სახის ხორცეულისა და ბოსტნეულისგან), გარნირით, მწნილით და რამდენიმე დიდ თეფშ ბრინჯს, რომელსაც ხშირად 2 ბოთლ ლუდსაც აყოლებენ. საკვების მიღების შემდეგ, მომდევნო რამდენიმე საათი სპორტსმენები ისვენებენ. დიდი რაოდენობით საკვების მიღება იწვევს წონის მომატებას. ფიზიკური ვარჯიშების, დიეტის და ძილის რეჟიმის შედეგად ზოგიერთი სპორტსმენი 150 კილოზე მეტ წონას აგროვებს, ხოლო ზოგიერთი 200 კილომდე აღწევს.


ყველაზე მძიმე სუმოისტი კონისიკი იყო - იგი 315 კგ-ს იწონიდა


როგორ ქორწინდებიან სუმოისტები

მხოლოდ ელიტაში მყოფ სუმოისტს აქვს უფლება, ცოლი მოიყვანოს სხვას არა! დაქორწინების შემდეგ სუმოისტი კლუბში აღარ ცხოვრობს, მაგრამ ახლოსვე სახლდება, რათა დილის ვარჯიშებზე არ დაიგვიანოს. კიდევ ერთი ტრადიციის მიხედვით, სუმოს ტურნირებზე მეუღლის წაყვანა ეკრძალებათ, შესაბამისად, მეორე ნახევრებს ტელევიზორში უწევთ სუმოს მებრძოლების წარმატებების ყურება.


ქართველები სუმოში

საქართველოდან და საერთოდ ევროპიდან პირველი სეკიტორი პროფესიულ სუმოში სოხუმელი ლევან ცაგურია - კოკაი იყო. ის 2001-2012 წლებში ასპარეზობდა და კომუსუბის რანგს მიაღწია.


ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მეორე ქართველი სეკიტორია.


თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მესამე ქართველი სეკიტორი. იგი ამჯერად, რანგით მეორე - ჯურიოს ლიგაში გამოდის.


როგორ ამარცხებს კოკაი მონღოლ ასაშორიუს გაგამარუს და ტოჩინოშინის შერკინება ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი იოკუძუნა დაამარცხა


ტოჩინოშინი - ქართველი იმპერატორი

ლევან გორგაძის შიკონა (საბრძოლო სახელი) სრულად ასე გამოითქმის: ტოჩინოშინ ცუიოში. ტოჩიგი ლევან გორგაძის კლუბის პრეზიდენტის მშობლიური მხარეა. შინ - იაპონურად გულია. ცუიოში - ძლიერს ნიშნავს. გამოვიდა: ტოჩიგის ძლიერი გული.


2018 წელს, პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელი გახდა! "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე ტოჩინოშინი 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული. მე-14 ტურის შეხვედრებში ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, საკმაოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქართველმა არაფერი დათმო და ახალი ისტორია დაწერა.


24 მაისს ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.


30 მაისს, ლევან გორგაძემ ოფიციალურად დადო ოძეკის ფიცი და ამიერიდან სუმოს სამყაროში იერარქიის მეორე საფეხურზე განაგრძობს ასპარეზობას.


ქართველმა ფალავანმა, როგორც წესები მოითხოვდა, ტიტულის მისაღებად ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად დაიცავს აღნიშნულ წოდებას. ოძეკი ქართულად იშიფრება, როგორც ჩემპიონი და იგი სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას (ანუ უძლეველი ჩემპიონის) შემდეგ.


ტოჩინოშინი მესამე ევროპელი სუმოისტია, ვინც ეს წოდება მიიღო.



ავტორები: ლევან ტაბატაძე, ვაჟა სიმონიშვილი, ნარიტა ჩხაიძე, ვალერი ლუაშვილი, გიორგი კაკულაშვილი, თამარ ილარიონოვა



"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ