სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა სარალიძე - დღეს ჩემი შვილის ტანსაცმელი, რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, ყოჩაღ, მაგრები ყოფილან
ზაზა სარალიძე - დღეს ჩემი შვილის ტანსაცმელი, რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, ყოჩაღ, მაგრები ყოფილან

ჩემი შვი­ლის შარ­ვა­ლი და ტან­საც­მე­ლი რო­მე­ლიც მე პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს, სა­ჯა­რო გა­ხა­დეს?! ტაშს და­ვუკ­რავ, ყო­ჩაღ, მაგ­რე­ბი ყო­ფი­ლან, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ ზაზა სა­რა­ლი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ საქ­მის მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც სა­რა­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის დიდი ხა­ნია ითხოვს მისი შვი­ლის ნივ­თე­ბის გა­და­ცე­მას, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა მას ამ ნივ­თებს არ უბ­რუ­ნებს.

"კი­თხვა და­მის­ვეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბი­სას თქვენ გცნოთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად თუ თქვე­ნი მე­უღ­ლე? რას ნიშ­ნავს ეს კი­თხვა ვერ მივ­ხვდი. ალ­ბათ, ჩემი მე­უღ­ლე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ არის. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის დღი­დან, მო­ვი­თხო­ვე ჩემი შვი­ლის სა­ფუ­ლე. რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თე ზვი­ად ფხა­კა­ძე­საც კი, რომ თუ სა­ჭი­რო არ არის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის, და­მიბ­რუ­ნეთ. მი­თხრეს, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბას სჭირ­დე­ბა ვერ და­გიბ­რუ­ნებ­თო. დღეს ჩემი შვი­ლის შარ­ვა­ლი და ტან­საც­მე­ლი რო­მე­ლიც მე პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს, სა­ჯა­რო გა­ხა­დეს?! ტაშს და­ვუკ­რავ, ყო­ჩაღ, მაგ­რე­ბი ყო­ფი­ლან, მეტი რა გა­ნა­ცხა­დი გა­ვა­კე­თო? ესე­ნი არი­ან მარ­თლა უსუ­სუ­რე­ბი და არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ მხო­ლოდ ეს ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­სა­ჯონ. არი­ან კი­დევ სხვა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და გა­მო­იყ­ვა­ნონ ყვე­ლა გა­რეთ, სა­ნამ ჩემი ზო­მე­ბის­თვის მი­მი­მარ­თავს", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

სა­რა­ლი­ძის თქმით აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაბ­ნე­ვა სურს.

"ხალ­ხი უნ­დათ და­აბ­ნი­ონ, აი ჩვენ გა­ვა­სა­ჯა­რო­ვეთ მა­სა­ლე­ბი. ჩემი შვი­ლის ტან­საც­მელს ვი­თხოვ, რო­მე­ლიც არ სჭირ­დე­ბათ და არ მაძ­ლე­ვენ. ფარ­დუ­ლი გა­ა­ნად­გუ­რეს. რა­ტომ? გა­მო­ვი­დეს შო­თა­ძე და გამ­ცეს პა­სუ­ხი - რა­ტომ გა­ა­ნად­გუ­რეს ფარ­დუ­ლი, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი ნივთმტკი­ცე­ბა იყო. რა­ტომ გა­ღუ­ნეს დანა, რომ­ლი­თაც ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა. რა­ტომ არ მო­ი­ტა­ნა სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტმა და­სუ­რა­თე­ბუ­ლი დას­კვნე­ბი რაც მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა. გამ­ცეს ამა­ზე პა­სუ­ხი, ესეც არას­რულ­წლოვ­ნე­ბია? ზო­გა­დი კი­თხვე­ბია და გამ­ცეს სა­ჯა­როდ პა­სუ­ხი", - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­კუ­რორ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ა­წო­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის შე­სა­ხებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ზაზა სარალიძე - დღეს ჩემი შვილის ტანსაცმელი, რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, ყოჩაღ, მაგრები ყოფილან

ზაზა სარალიძე - დღეს ჩემი შვილის ტანსაცმელი, რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, ყოჩაღ, მაგრები ყოფილან

ჩემი შვილის შარვალი და ტანსაცმელი რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, ყოჩაღ, მაგრები ყოფილან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გამოქვეყნების შეფასებისას განუცხადა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, ის დიდი ხანია ითხოვს მისი შვილის ნივთების გადაცემას, თუმცა პროკურატურა მას ამ ნივთებს არ უბრუნებს.

"კითხვა დამისვეს დაზარალებულის სტატუსის მონიჭებისას თქვენ გცნოთ დაზარალებულად თუ თქვენი მეუღლე? რას ნიშნავს ეს კითხვა ვერ მივხვდი. ალბათ, ჩემი მეუღლე დაზარალებული არ არის. დაზარალებულის სტატუსის მინიჭების დღიდან, მოვითხოვე ჩემი შვილის საფულე. რამდენჯერმე მივმართე ზვიად ფხაკაძესაც კი, რომ თუ საჭირო არ არის გამოძიებისთვის, დამიბრუნეთ. მითხრეს, რომ ეს გამოძიებას სჭირდება ვერ დაგიბრუნებთო. დღეს ჩემი შვილის შარვალი და ტანსაცმელი რომელიც მე პირადად არ მინახავს, საჯარო გახადეს?! ტაშს დავუკრავ, ყოჩაღ, მაგრები ყოფილან, მეტი რა განაცხადი გავაკეთო? ესენი არიან მართლა უსუსურები და არაადამიანები. მაქსიმალურად ცდილობენ მხოლოდ ეს ორი ბრალდებული დასაჯონ. არიან კიდევ სხვა დამნაშავეები და გამოიყვანონ ყველა გარეთ, სანამ ჩემი ზომებისთვის მიმიმართავს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის თქმით აღნიშნული კადრების გავრცელებით პროკურატურას საზოგადოების დაბნევა სურს.

"ხალხი უნდათ დააბნიონ, აი ჩვენ გავასაჯაროვეთ მასალები. ჩემი შვილის ტანსაცმელს ვითხოვ, რომელიც არ სჭირდებათ და არ მაძლევენ. ფარდული გაანადგურეს. რატომ? გამოვიდეს შოთაძე და გამცეს პასუხი - რატომ გაანადგურეს ფარდული, რომელიც მთავარი ნივთმტკიცება იყო. რატომ გაღუნეს დანა, რომლითაც ექსპერტიზის ჩატარება აღარ შეიძლება. რატომ არ მოიტანა სამხარაულის ექსპერტმა დასურათებული დასკვნები რაც მაია ნიკოლეიშვილმა გააკეთა. გამცეს ამაზე პასუხი, ესეც არასრულწლოვნებია? ზოგადი კითხვებია და გამცეს საჯაროდ პასუხი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ პროკურატურა ცდილობს მაქსიმალურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია აღნიშნული საქმის შესახებ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს