მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კლასიკური მანქანების პირველი რბოლის მონაწილენი  „ვისოლთან“ ერთად მოგზაურობენ
საქართველოში კლასიკური მანქანების პირველი რბოლის მონაწილენი  „ვისოლთან“ ერთად მოგზაურობენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში კლა­სი­კუ­რი მან­ქა­ნე­ბის პირ­ვე­ლი რბო­ლის მო­ნა­წი­ლე­ნი „ვი­სოლ­თან“ ერ­თად მოგ­ზა­უ­რე­ბენ. რბო­ლა ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი ავ­ტომრბო­ლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, ზოი ვი­თა­კე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­გეგ­მა და 27 მა­ი­სი­დან 1 ივ­ნი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტაა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­ივ­ლი­ან სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლეს ქა­ლა­ქებს, სოფ­ლებს და გა­ეც­ნო­ბი­ან ის­ტო­რი­ულ არ­ქი­ტექ­ტუ­რას. რბო­ლა­ში თხუთ­მე­ტამ­დე რა­რი­ტე­ტუ­ლი სა­კო­ლექ­ციო მან­ქა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს. 27 მა­ისს მან­ქა­ნებ­მა ბრი­ტა­ნე­ლი და ქარ­თუ­ლი ეკი­პა­ჟით სტარ­ტი კა­ხე­თის­კენ აიღო და პრო­ექ­ტის ბო­ლომ­დე მო­ნა­წი­ლე­ნი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­საც მო­ივ­ლი­ან. სტარტს ამე­რი­კე­ლი NASCAR მრბო­ლე­ლი ჯენ კო­ბიც შე­უ­ერ­თდა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით არის ჩა­მო­სუ­ლი.

რბო­ლის მარ­შრუ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ი­სა GAF დაTransport Security Consultants (ტრან­სპორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის და ტრე­ი­ნინ­გე­ბის კომ­პა­ნია) მხარ­და­ჭე­რით და­ი­გეგ­მა. რბო­ლის მარ­შრუ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ GIS (Georgian Integrated Sytems)- აპ­ლი­კა­ცია “DRIVING WITH ZOE” შექ­მნა სმარ­ტფო­ნე­ბის­თვის.

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა ავტო მრბო­ლელ­მა, ზოი ვი­თა­კერ­მა რამ­დე­ნი­მე წელი იმუ­შა­ვა „ფორ­მუ­ლა 1“- ში. ზოი მარ­თავ­და ისეთ სა­ოც­ნე­ბო მან­ქა­ნებს, რო­გო­რი­ცაა - კლა­სი­კად ქცე­უ­ლი 1957 D-type jaguar და 1996 corvette Stingray, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე Porsche GT4 და Lamborgini Aventador.

ზოის თავ­გა­და­სა­ვალს ABK სტუ­დია გა­და­ი­ღებს და გა­კეთ­დე­ბა მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რომ­ლის ჩვე­ნე­ბაც და­გეგ­მი­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ- ნო­ემ­ბერ­ში ლონ­დო­ნის სა­მე­ფო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კლუბ­ში, პალ მალ­ზე.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია გალა ვახ­შა­მი, რო­მელ­საც და­ეს­წრე­ბი­ან მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. ვახ­შა­მი საქ­ველ­მოქ­მე­დოა და თე­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეხ­მა­რე­ბა - http://www.temi-community.org Premium Events- უზ­რუნ­ველ­ყობს სა­ზე­ი­მო გალა ვახ­შა­მის ორ­გა­ნი­ზე­ბას.

სტუმ­რე­ბი პრო­ექ­ტის პარტნი­ორ სას­ტუნ­რო­ში- ROOMS HOTEL გა­ჩერ­დნენ. პრო­ექ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი სპო­ნო­რე­ბი არი­ან - ვი­სო­ლი, Benefits Georgia, BADAGONI, Step in Georgia, Adjara Group. სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას პრო­ექ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი",GEORGIAN AIRWAYS’’ უზ­რუნ­ველ­ყოფს. პრო­ექტს მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს მე­რია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ბრი­ტა­ნეთ­ში და ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოში კლასიკური მანქანების პირველი რბოლის მონაწილენი  „ვისოლთან“ ერთად მოგზაურობენ

საქართველოში კლასიკური მანქანების პირველი რბოლის მონაწილენი  „ვისოლთან“ ერთად მოგზაურობენ

საქართველოში კლასიკური მანქანების პირველი რბოლის მონაწილენი „ვისოლთან“ ერთად მოგზაურებენ. რბოლა ცნობილი ბრიტანელი ავტომრბოლელი ქალბატონის, ზოი ვითაკერის ინიციატივით დაიგეგმა და 27 მაისიდან 1 ივნისამდე გაგრძელდება. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატაა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები მოივლიან საქართველოს უძველეს ქალაქებს, სოფლებს და გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას. რბოლაში თხუთმეტამდე რარიტეტული საკოლექციო მანქანა მონაწილეობს. 27 მაისს მანქანებმა ბრიტანელი და ქართული ეკიპაჟით სტარტი კახეთისკენ აიღო და პროექტის ბოლომდე მონაწილენი სამცხე-ჯავახეთსაც მოივლიან. სტარტს ამერიკელი NASCAR მრბოლელი ჯენ კობიც შეუერთდა, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული.

რბოლის მარშრუტი საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციისა GAF დაTransport Security Consultants (ტრანსპორტის უსაფრთხოების და ტრეინინგების კომპანია) მხარდაჭერით დაიგეგმა. რბოლის მარშრუტის საფუძველზე ქართულმა კომპანიამ GIS (Georgian Integrated Sytems)- აპლიკაცია “DRIVING WITH ZOE” შექმნა სმარტფონებისთვის.

მსოფლიოში ცნობილმა ავტო მრბოლელმა, ზოი ვითაკერმა რამდენიმე წელი იმუშავა „ფორმულა 1“- ში. ზოი მართავდა ისეთ საოცნებო მანქანებს, როგორიცაა - კლასიკად ქცეული 1957 D-type jaguar და 1996 corvette Stingray, ასევე თანამედროვე Porsche GT4 და Lamborgini Aventador.

ზოის თავგადასავალს ABK სტუდია გადაიღებს და გაკეთდება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც დაგეგმილია როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ- ნოემბერში ლონდონის სამეფო საავტომობილო კლუბში, პალ მალზე.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გალა ვახშამი, რომელსაც დაესწრებიან მოწვეული სტუმრები, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და ავტომობილების მოყვარულები სხვადასხვა ქვეყნიდან. ვახშამი საქველმოქმედოა და თემის საზოგადოებას ეხმარება - http://www.temi-community.org Premium Events- უზრუნველყობს საზეიმო გალა ვახშამის ორგანიზებას.

სტუმრები პროექტის პარტნიორ სასტუნროში- ROOMS HOTEL გაჩერდნენ. პროექტის გენერალური სპონორები არიან - ვისოლი, Benefits Georgia, BADAGONI, Step in Georgia, Adjara Group. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისა და მოწვეული სტუმრების საქართველოში ჩამოყვანას პროექტის ოფიციალური პარტნიორი",GEORGIAN AIRWAYS’’ უზრუნველყოფს. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს მერია, საქართველოს საელჩო ბრიტანეთში და ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი