საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემსა და მას შორის ერთადერთი მსგავსებაა" - ვინ არის "კეკე" და როგორია მისი რეალური ცხოვრება
"ჩემსა და მას შორის ერთადერთი მსგავსებაა" - ვინ არის "კეკე" და როგორია მისი რეალური ცხოვრება

ახალ­გაზ­რდა ქალი - კეკე, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ "სახ­ლის მო­დას" ჩა­უყ­რის სა­ფუძ­ველს და ამ თე­მას ტე­ლე­გა­და­ცე­მა­საც უძღვნის, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი გახ­ლავთ. მის როლს მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი - თაკო ჭა­ნუყ­ვა­ძე ას­რუ­ლებს. რა სა­ერ­თო და გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი აქვთ მსა­ხი­ობ­სა და პერ­სო­ნაჟს, ამა­ზე მსა­ხი­ო­ბი გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა.

- თაკო, ხალ­ხი კე­კეს­თან გა­ი­გი­ვებთ?

- რა თქმა უნდა, ჩემს პერ­სო­ნაჟ­თან მა­ი­გი­ვე­ბენ, თუმ­ცა, კე­კეს­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­ვსხვავ­დე­ბი - სხვა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მაქვს, ყვე­ლა თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- კეკე რო­გო­რია?

- ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, ჩაც­მა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სა­კუ­თა­რი საქ­მე არ აქვს. ამის გამო, წვრილ­მა­ნე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩემი პერ­სო­ნა­ჟის­გან თუნ­დაც, ამით გან­ვსხვავ­დე­ბი: მე ჩემი საქ­მე მაქვს, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი გახ­ლა­ვარ, თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ და აქ­ტი­უ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ.

- კეკე სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა?

- ასე ვერ გე­ტყვით... ვი­ღა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, ვი­ღა­ცის­თვის - უინ­ტე­რე­სო.

ნა­ხეთ ვი­დეო: ვინ არის კეკე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან" - აქამ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი მსა­ხი­ო­ბის შე­სა­ხებ

- თქვენ­თვის? მა­გა­ლი­თად, მას­თან და­ქა­ლო­ბას ისურ­ვებ­დით?

- რა­ტო­მაც არა! ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ და მათ­თან მე­გობ­რო­ბა პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, კონ­კრე­ტულ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე ცო­ტა­თი სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მაქვს.

- როცა კე­კეს რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყეთ, არ­სე­ბობ­და პერ­სო­ნა­ჟის რე­ა­ლუ­რი პრო­ტო­ტი­პი, რომ­ლის­გა­ნაც გარ­კვე­უ­ლი მა­ნე­რე­ბი "აი­ღეთ"?

- რა თქმა უნდა, კე­კეს მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემ გარ­შე­მო არი­ან. ცოტა მათ­გან "ავი­ღე", ცო­ტაც - თა­ვად და­ვა­მა­ტე, გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე და გა­ვამ­თლი­ა­ნე.

- კე­კეს მსგავ­სი ადა­მი­ა­ნი სა­და­ქა­ლო­შიც ხომ არ გყავთ?

- კი, მსგავ­სი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი სა­მე­გობ­რო­ში მყავს. ვერ ვი­ტყვი, რომ ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგვა­ნან, თუმ­ცა მიმსგავ­სე­ბუ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არი­ან...

- კე­კეს როლი სა­თა­მა­შოდ სა­ინ­ტე­რე­სოა?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. სა­ერ­თოდ, ჩემი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კე­კეს­თა­ნაც ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა და ყო­ვე­ლი გა­და­ღე­ბი­სას დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ, რად­გან რა­დი­კა­ლუ­რად სხვა­ნა­ირ ადა­მი­ანს ვა­სა­ხი­ე­რებ. ჩემ­თვის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
1

უმაგრესი გოგოა (უგემოვნოაოოო?:))))))

nika
6

ras werT, meti araferia saintereso?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩემსა და მას შორის ერთადერთი მსგავსებაა" - ვინ არის "კეკე" და როგორია მისი რეალური ცხოვრება

"ჩემსა და მას შორის ერთადერთი მსგავსებაა" - ვინ არის "კეკე" და როგორია მისი რეალური ცხოვრება

ახალგაზრდა ქალი - კეკე, რომელიც ფიქრობს, რომ "სახლის მოდას" ჩაუყრის საფუძველს და ამ თემას ტელეგადაცემასაც უძღვნის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟი გახლავთ. მის როლს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი - თაკო ჭანუყვაძე ასრულებს. რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები აქვთ მსახიობსა და პერსონაჟს, ამაზე მსახიობი გულახდილად გვესაუბრა.

- თაკო, ხალხი კეკესთან გაიგივებთ?

- რა თქმა უნდა, ჩემს პერსონაჟთან მაიგივებენ, თუმცა, კეკესგან რადიკალურად განვსხვავდები - სხვა ფასეულობები და შეხედულებები მაქვს, ყველა თემასთან დაკავშირებით.

- კეკე როგორია?

- ადამიანი, რომელიც ძირითადად, ჩაცმაზეა ორიენტირებული. საკუთარი საქმე არ აქვს. ამის გამო, წვრილმანებით არის დაკავებული. ჩემი პერსონაჟისგან თუნდაც, ამით განვსხვავდები: მე ჩემი საქმე მაქვს, პროფესიით მსახიობი გახლავარ, თეატრში ვმუშაობ და აქტიურად დაკავებული ვარ.

- კეკე საინტერესო პიროვნებაა?

- ასე ვერ გეტყვით... ვიღაცისთვის შეიძლება, საინტერესო იყოს, ვიღაცისთვის - უინტერესო.

ნახეთ ვიდეო: ვინ არის კეკე "ჩემი ცოლის დაქალებიდან" - აქამდე უცნობი დეტალები მსახიობის შესახებ

- თქვენთვის? მაგალითად, მასთან დაქალობას ისურვებდით?

- რატომაც არა! ასეთი ადამიანები არსებობენ და მათთან მეგობრობა პრობლემა არ იქნებოდა. უბრალოდ, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, მე ცოტათი სხვა შეხედულებები მაქვს.

- როცა კეკეს როლის შესრულება დაიწყეთ, არსებობდა პერსონაჟის რეალური პროტოტიპი, რომლისგანაც გარკვეული მანერები "აიღეთ"?

- რა თქმა უნდა, კეკეს მსგავსი ადამიანები ჩემ გარშემო არიან. ცოტა მათგან "ავიღე", ცოტაც - თავად დავამატე, გავამრავალფეროვნე და გავამთლიანე.

- კეკეს მსგავსი ადამიანი სადაქალოშიც ხომ არ გყავთ?

- კი, მსგავსი ტიპის ადამიანები სამეგობროში მყავს. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თუმცა მიმსგავსებულები ნამდვილად არიან...

- კეკეს როლი სათამაშოდ საინტერესოა?

- რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. საერთოდ, ჩემი პერსონაჟები ყოველთვის ძალიან მიყვარდება. შესაბამისად, კეკესთანაც ჩემი დამოკიდებულება გამიჩნდა და ყოველი გადაღებისას დიდ სიამოვნებას ვიღებ, რადგან რადიკალურად სხვანაირ ადამიანს ვასახიერებ. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს ძალიან საინტერესოა...განაგრძეთ კითხვა

შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა - "ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია, კორონავირუსი დამარცხებულია"

ქუთაისში კორონავირუსი საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდათ - სკოლა კვლავ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

"გადავაყვანინე თავი საავადმყოფოში, მთავარია, რომ მაინც გამოძვრები" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე