პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩის ტრაგედიის პოლიტიკური მხარე - "ეს არის შენელებული მოქმედების ბომბი..."
ხორავას ქუჩის ტრაგედიის პოლიტიკური მხარე - "ეს არის შენელებული მოქმედების ბომბი..."

2 გარ­დაც­ვლი­ლი, ერთი დაჭ­რი­ლი და მხო­ლოდ ორი და­კა­ვე­ბუ­ლი - ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 5-თვი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და. საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი კი­თხვე­ბი კვლავ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია, ამი­ტომ პრო­ცე­სებ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­რეთ, ქუ­ჩა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და ტრა­გე­დი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რიც მი­ე­ცა.

"მე მე­ში­ნია ჩემი შვი­ლის შუ­რის­ძი­ე­ბით აღ­სავ­სე მე­გობ­რე­ბის, რომ­ლე­ბიც გეგ­მა­ვენ შუ­რის­ძი­ე­ბას ყვე­ლა იმ პირ­ზე, ვინც რა­ი­მე ნიშ­ნით მა­ინც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ ინ­ცი­დენ­ტში" - 51-ე სკო­ლის მოკ­ლუ­ლი მოს­წავ­ლის დათო სა­რა­ლი­ძის მამა ში­შობს, რომ თუ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას არ აღად­გე­ნენ, "შვი­ლე­ბის ომი" და­ი­წყე­ბა.

ზაზა სა­რა­ლი­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და და­ნარ­ჩენ ორ ადა­მი­ანს პრო­კუ­რა­ტუ­რა აფა­რებს ხელს. იგი ასა­ხე­ლებს კონ­კრე­ტულ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებ­საც, თუმ­ცა შო­თა­ძის უწყე­ბას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია. ამი­ტომ იგი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ინი­ცი­ა­ტი­ვით, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტში დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია უნდა შე­იქ­მნას. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ კი პა­რა­ლელს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ავ­ლებს და „ოც­ნე­ბას“ ახ­სე­ნებს იმას, რაც თა­ვის დრო­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა“ გა­მო­ი­ა­რეს.

პირ­ვე­ლი დე­კემ­ბრის ტრა­გე­დი­ას პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში ანა­ლი­ტი­კო­სე­ბიც გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. მათი თქმით, თუკი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა არ აღ­დგა, ეს, ადრე თუ გვი­ან, დრა­მა­ტულ შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა არის ყვე­ლა­ზე მძი­მე და აგ­რე­სი­უ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა.

„თუკი გა­მო­ძი­ე­ბის დროს კი­თხვე­ბი რჩე­ბა, ეს იწ­ვევს მოვ­ლე­ნე­ბის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად გან­ვი­თა­რე­ბას. უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა ეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე და აგ­რე­სი­უ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა. ასე რომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლია ამ საქ­მის გამჭვირ­ვა­ლედ და ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბა. ოჯახს კი­თხვე­ბი აღარ უნდა დარ­ჩეს. მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ზუს­ტად იმა­ზე, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად და სწრა­ფად მოქ­მე­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, "ეს არის შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ბომ­ბი".

„დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თა­ლი უსა­მარ­თლო­ბის ტოლ­ფა­სი ხდე­ბა, იმი­ტომ, რომ ზვა­ვი თუ და­იძ­რა, მერე მისი შე­ჩე­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. არ ვფიქ­რობ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს უნა­რი კი­თხვებ­ზე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პა­სუ­ხე­ბი გას­ცეს. უბ­რა­ლოდ, ამ ხალ­ხს უნდა და­ლა­პა­რა­კე­ბა, თა­ნად­გო­მა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე უნდა იყოს ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბის დროს. ეს არ არის ჭრი­ლო­ბა, რო­მე­ლიც იკურ­ნე­ბა. ამი­ტომ ეს შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ბომ­ბის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს... ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თუ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სურ­ვი­ლი აქვს, მა­შინ ამის­კენ თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტმა მა­ინც უნდა უბიძ­გოს.

ამ კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, არ ვიც­ნობ საქ­მის მა­სა­ლებს, მაგ­რამ ფაქ­ტია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია არას­წო­რა­დაა. საქ­მე­ში ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ჩნდე­ბა და ახლა პრო­კუ­რო­რის მხრი­დან ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბის დაშ­ვე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა. ეს ცე­ცხლზე ნავ­თის დას­ხმის ტოლ­ფა­სია - თუ ასეთ სიბ­რიყ­ვეს ექ­ნე­ბა ად­გი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე პრო­ცე­სე­ბი ვი­ხი­ლოთ“, - გვი­თხრა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ანა­ლო­გი­უ­რად ფიქ­რობს პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლიც, რომ­ლის აზ­რით, სა­სა­მარ­თლოს და პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ქვეყ­ნის იმიჯს და­ა­ზი­ა­ნებს.

„ნათ­ქვა­მია, რა­საც დას­თეს, იმას მო­იმ­კიო. რო­გორც ჩანს, პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ეს სიბ­რძნე არ გა­უ­გი­ათ. და­ი­წყო ის, რა­საც კარ­გა ხა­ნია ვე­ლო­დით. დღეს მე­ო­რე, მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა ჩვენ­მა ერ­თდღი­ან­მა ხა­ლის­მა და სი­ა­მა­ყემ, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და 26 მა­ისს. მაგ­რამ როცა 27-ში ჩვენ ისევ უსა­მარ­თლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და­ვი­წყებთ სა­უ­ბარს და გა­მო­ვალთ ქუ­ჩა­ში, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ნაკ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლი ხდე­ბა იმ ქვეყ­ნე­ბის თვალ­ში, რო­მელ­საც ვეტ­რფით.

წლი­დან წლამ­დე ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის და სა­სა­მარ­თლოს მი­მართ გაგ­ვხდის სრუ­ლი­ად მი­უ­ღებ­ლად იმ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, რო­მელ­საც სურთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა დრო­უ­ლად უნდა აღად­გი­ნოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ნათ­ქვა­მია, რაც მო­გი­ვა და­ვი­თაო, ყვე­ლა შენი თა­ვი­თაო. არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­ო­რე ვერ­სი­აც - რაც მოგ­ვი­ვა და­ვი­თაო, სულ ბი­ძი­ნას თა­ვი­თაო“, - გვი­თხრა პო­ლი­ტო­ლოგ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ხორავას ქუჩის ტრაგედიის პოლიტიკური მხარე - "ეს არის შენელებული მოქმედების ბომბი..."

ხორავას ქუჩის ტრაგედიის პოლიტიკური მხარე - "ეს არის შენელებული მოქმედების ბომბი..."

2 გარდაცვლილი, ერთი დაჭრილი და მხოლოდ ორი დაკავებული - ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე 5-თვიანი სასამართლო განხილვები დასასრულს მიუახლოვდა. საქმეში არსებული მთელი რიგი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია, ამიტომ პროცესებმა სასამართლოს გარეთ, ქუჩაში გადაინაცვლა და ტრაგედიას პოლიტიკური ელფერიც მიეცა.

"მე მეშინია ჩემი შვილის შურისძიებით აღსავსე მეგობრების, რომლებიც გეგმავენ შურისძიებას ყველა იმ პირზე, ვინც რაიმე ნიშნით მაინც მიიღო მონაწილეობა ამ ინციდენტში" - 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლის დათო სარალიძის მამა შიშობს, რომ თუ შესაბამისი უწყებები სამართლიანობას არ აღადგენენ, "შვილების ომი" დაიწყება.

ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა და დანარჩენ ორ ადამიანს პროკურატურა აფარებს ხელს. იგი ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც, თუმცა შოთაძის უწყებას ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ამიტომ იგი სამართლიანობის აღდგენაში საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

"ევროპული საქართველოს" ინიციატივით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. „ნაციონალური მოძრაობა“ კი პარალელს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ავლებს და „ოცნებას“ ახსენებს იმას, რაც თავის დროზე „ნაციონალებმა“ გამოიარეს.

პირველი დეკემბრის ტრაგედიას პოლიტიკურ ჭრილში ანალიტიკოსებიც განიხილავენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, თუკი სამართლიანობის განცდა არ აღდგა, ეს, ადრე თუ გვიან, დრამატულ შედეგს გამოიღებს. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, უსამართლობის განცდა არის ყველაზე მძიმე და აგრესიული გრძელვადიანი განვითარება.

„თუკი გამოძიების დროს კითხვები რჩება, ეს იწვევს მოვლენების არაპროგნოზირებად განვითარებას. უსამართლობის განცდა ეს არის ყველაზე მძიმე და აგრესიული გრძელვადიანი განვითარება. ასე რომ, ხელისუფლების მთავარი საფიქრალია ამ საქმის გამჭვირვალედ და ობიექტურად გამოძიება. ოჯახს კითხვები აღარ უნდა დარჩეს. მოვლენების განვითარება დამოკიდებულია ზუსტად იმაზე, რამდენად ადეკვატურად და სწრაფად მოქმედებს ხელისუფლება“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა. მისივე თქმით, "ეს არის შენელებული მოქმედების პოლიტიკური ბომბი".

„დაგვიანებული სამართალი უსამართლობის ტოლფასი ხდება, იმიტომ, რომ ზვავი თუ დაიძრა, მერე მისი შეჩერება ძალიან ძნელია. არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას არ აქვს უნარი კითხვებზე რაციონალური პასუხები გასცეს. უბრალოდ, ამ ხალხს უნდა დალაპარაკება, თანადგომა. ხელისუფლება თანამონაწილე უნდა იყოს ასეთი ტრაგედიების დროს. ეს არ არის ჭრილობა, რომელიც იკურნება. ამიტომ ეს შენელებული მოქმედების პოლიტიკური ბომბის ფუნქციას ასრულებს... ხელისუფლებას თუ სამართლიანობის აღდგენის სურვილი აქვს, მაშინ ამისკენ თვითგადარჩენის ინსტინქტმა მაინც უნდა უბიძგოს.

ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, არ ვიცნობ საქმის მასალებს, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლებასა და დაზარალებულებს შორის კომუნიკაცია არასწორადაა. საქმეში ახალი გარემოებები ჩნდება და ახლა პროკურორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ, ასეთი რაღაცეების დაშვება კატეგორიულად არ შეიძლება. ეს ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია - თუ ასეთ სიბრიყვეს ექნება ადგილი, შეიძლება ძალიან მძიმე პროცესები ვიხილოთ“, - გვითხრა ხუხაშვილმა.

ანალოგიურად ფიქრობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილიც, რომლის აზრით, სასამართლოს და პროკურატურის მიმართ უნდობლობა საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

„ნათქვამია, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. როგორც ჩანს, პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებს ეს სიბრძნე არ გაუგიათ. დაიწყო ის, რასაც კარგა ხანია ველოდით. დღეს მეორე, მესამე ადგილზე გადაინაცვლა ჩვენმა ერთდღიანმა ხალისმა და სიამაყემ, რასაც ადგილი ჰქონდა 26 მაისს. მაგრამ როცა 27-ში ჩვენ ისევ უსამართლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დავიწყებთ საუბარს და გამოვალთ ქუჩაში, ჩვენი ქვეყანა ნაკლებად მიმზიდველი ხდება იმ ქვეყნების თვალში, რომელსაც ვეტრფით.

წლიდან წლამდე ჩვენი საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება პროკურატურის და სასამართლოს მიმართ გაგვხდის სრულიად მიუღებლად იმ დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლებების და მოქალაქეების, რომელსაც სურთ საქართველოსთან ურთიერთობა. პროკურატურამ სამართლიანობა დროულად უნდა აღადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნათქვამია, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. არის გავრცელებული მეორე ვერსიაც - რაც მოგვივა დავითაო, სულ ბიძინას თავითაო“, - გვითხრა პოლიტოლოგმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები