მთავრობამ პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა დაამტკიცა. როგორც მთავრობის 22 მაისის დადგენილებაშია აღნიშნული, სერტიფიცირების მიზანია მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირის ცოდნის დონისა და ზოგადი უნარების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირი, რომელიც არის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, შეუსრულდა 18 წელი და აქვს საშუალო განათლება მაინც. ხოლო სერტიფიცირების გავლის ვალდებულება არ წარმოეშობა - მოქმედ მოხელეს; ყოფილ მოხელეს; უმაღლესი განათლების მქონე პირს და პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
დადგენილების მიხედვით, სერტიფიცირების მიზნებისთვის ყოფილ მოხელედ მიიჩნევა პირი, რომელსაც გააჩნია სამსახურის სტაჟი, რაც შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან/და სსიპ−საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სასერტიფიკატო გამოცდა ელექტრონული ტესტირების ფორმით ტარდება. ტესტური დავალებები შეირჩევა სერტიფიცირების თემატიკის შემდეგი სამი კომპონენტიდან (დარგიდან): სახელმწიფო ენა, სამოქალაქო განათლება და ზოგადი უნარები. თითოეულ ტესტში კი იქნება არაუმეტეს 15 ტესტური დავალება სახელმწიფო ენიდან, 20 ტესტური დავალება - ზოგადი უნარებიდან და 15 ტესტური დავალება − სამოქალაქო განათლებიდან. განაგრძეთ კითხვა