საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გაცვალე მაკულატურა წიგნებში“ - წიგნის ფესტივალის ფარგლებში მაკულატურას განსაკუთრებული პირობებით გაცვლით წიგნებში
„გაცვალე მაკულატურა წიგნებში“ - წიგნის ფესტივალის ფარგლებში მაკულატურას განსაკუთრებული პირობებით გაცვლით წიგნებში

თბი­ლი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L” გთა­ვა­ზობთ გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­თა­ვა­ზე­ბას, რომ მა­კუ­ლა­ტუ­რა წიგ­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით გაც­ვა­ლოთ. 200-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის წიგ­ნე­ბი, მათ შო­რის კი, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ბესტსე­ლე­რე­ბი ტრა­დი­ცი­ულ­ზე 40%-მდე ნაკ­ლებ მა­კუ­ლა­ტუ­რა­ში გა­იც­ვლე­ბა.

”პა­ლიტ­რა L” ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, წიგ­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დოს. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ზო­გა­დად პრო­ექ­ტი ”მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა” და მისი ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბაც.

”წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ, არა მარ­ტო შე­ი­ძი­ნონ ახა­ლი წიგ­ნე­ბი, არა­მედ ძვე­ლი, ნარ­ჩე­ნი ქა­ღალ­დის ჩა­ბა­რე­ბით გა­ამ­დიდ­რონ ბიბ­ლი­ო­თე­კა ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით. ეს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ამ გზით ვუფრ­თხილ­დე­ბით გა­რე­მოს, ბუ­ნებ­რივ სა­ფარს და ყვე­ლა ტი­პის გა­მო­უ­სა­დე­გარ ქა­ღალდს უახ­ლეს ლი­ტე­რა­ტუ­რად ვაქ­ცევთ,” - გან­მარ­ტავს ”პა­ლიტ­რა L-ის” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი თაკო ახვლე­დი­ა­ნი.

მსურ­ვე­ლებს მა­კუ­ლა­ტუ­რის წიგ­ნებ­ში გაც­ვლა ფეს­ტი­ვა­ლის სი­ახ­ლო­ვეს, წე­რეთ­ლის 116-ში, დი­დუ­ბე პლა­ზას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ეძ­ლე­ბათ.

”მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 2012 წლი­დან მრა­ვალ ოჯახს და­ეხ­მა­რა პი­რა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კის შექ­მნა­ში - ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი, რვე­უ­ლე­ბი, წიგ­ნე­ბი თუ უბ­რა­ლოდ, სხვა არა­სა­ჭი­რო ქა­ღალ­დი შე­გიძ­ლი­ათ "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ გა­მო­ცე­მულ სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის წიგნ­ში გა­დაც­ვა­ლოთ.

გარ­და იმი­სა, რომ "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა" სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნა­მედ­რო­ვე თუ კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რით გა­ნახ­ლე­ბა­სა და გამ­დიდ­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ, პრო­ექ­ტი გა­რე­მოს მი­მართ სა­კუ­თა­რი ეკო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა - სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ქა­ღალ­დის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნედ­ლე­უ­ლის მი­სა­ღე­ბად ხე­ე­ბი მას­შტა­ბუ­რად იკა­ფე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად კი, გა­კა­ფუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის რი­ცხვი 32 ათას ჰექ­ტარს აღ­წევს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტოლი ფარ­თო­ბის ტყეს ვკარ­გავთ.

"მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა" გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ში გა­და­ა­ნა­წი­ლოთ - უსარ­გებ­ლო ქა­ღალ­დი მა­კუ­ლა­ტუ­რა­ში ჩა­ა­ბა­როთ, გა­და­არ­ჩი­ნოთ გა­რე­მო და გა­ნა­ახ­ლოთ სა­კუ­თა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა.

„გაცვალე მაკულატურა წიგნებში“ - წიგნის ფესტივალის ფარგლებში მაკულატურას განსაკუთრებული პირობებით გაცვლით წიგნებში

„გაცვალე მაკულატურა წიგნებში“ - წიგნის ფესტივალის ფარგლებში მაკულატურას განსაკუთრებული პირობებით გაცვლით წიგნებში

თბილისის წიგნის ფესტივალის პარალელურად, გამომცემლობა ”პალიტრა L” გთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებას, რომ მაკულატურა წიგნებში განსაკუთრებული პირობებით გაცვალოთ. 200-ზე მეტი დასახელების წიგნები, მათ შორის კი, ყველაზე მოთხოვნადი ბესტსელერები ტრადიციულზე 40%-მდე ნაკლებ მაკულატურაში გაიცვლება.

”პალიტრა L” ყოველთვის ცდილობს, წიგნი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადად პროექტი ”მაკულიტერატურა” და მისი ახალი შეთავაზებაც.

”წიგნის ფესტივალის ფარგლებში ჩვენი მკითხველები შეძლებენ, არა მარტო შეიძინონ ახალი წიგნები, არამედ ძველი, ნარჩენი ქაღალდის ჩაბარებით გაამდიდრონ ბიბლიოთეკა ახალი ლიტერატურით. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. ამ გზით ვუფრთხილდებით გარემოს, ბუნებრივ საფარს და ყველა ტიპის გამოუსადეგარ ქაღალდს უახლეს ლიტერატურად ვაქცევთ,” - განმარტავს ”პალიტრა L-ის” მარკეტინგის მენეჯერი თაკო ახვლედიანი.

მსურველებს მაკულატურის წიგნებში გაცვლა ფესტივალის სიახლოვეს, წერეთლის 116-ში, დიდუბე პლაზას ტერიტორიაზე შეეძლებათ.

”მაკულიტერატურა" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკის შექმნაში - ძველი ჟურნალ-გაზეთები, რვეულები, წიგნები თუ უბრალოდ, სხვა არასაჭირო ქაღალდი შეგიძლიათ "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ სხვადასხვა დასახელების წიგნში გადაცვალოთ.

გარდა იმისა, რომ "მაკულიტერატურა" საოჯახო ბიბლიოთეკის თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურით განახლებასა და გამდიდრებაში დაგეხმარებათ, პროექტი გარემოს მიმართ საკუთარი ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა - საუკუნეებია ქაღალდის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მისაღებად ხეები მასშტაბურად იკაფება, ყოველდღიურად კი, გაკაფული ტერიტორიის რიცხვი 32 ათას ჰექტარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში ორჯერ მთელი საქართველოს ტოლი ფართობის ტყეს ვკარგავთ.

"მაკულიტერატურა" გაძლევთ საშუალებას პრიორიტეტები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სასარგებლო საქმეში გადაანაწილოთ - უსარგებლო ქაღალდი მაკულატურაში ჩააბაროთ, გადაარჩინოთ გარემო და განაახლოთ საკუთარი ბიბლიოთეკა.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა