პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ევგენიძის 4 შვილი და ექვსი შვილიშვილი - მუსიკოსის ოჯახური ცხოვრების დეტალები
დათო ევგენიძის 4 შვილი და ექვსი შვილიშვილი - მუსიკოსის ოჯახური ცხოვრების დეტალები

მუ­სი­კო­სი დათო ევ­გე­ნი­ძე ცოტა ხნის წინ პრო­ექტ "იქს-ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რი­ში გა­მოჩ­ნდა და მის­მა პერ­სო­ნამ კვლავ მი­ი­ზი­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ მუ­სი­კოსს საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვს და სა­უბ­რობს კი­დეც ხში­რად ამა­ზე. დათო 4 შვი­ლის მა­მაა. პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი, ან­ჟე­ლი­კა ფრან­გი ქალ­ბა­ტო­ნის­გან ჰყავს, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლი­სას შე­უყ­ვარ­და. ან­ჟე­ლი­კა საფ­რან­გეთ­შია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და ოთხი შვი­ლი ჰყავს.

"ან­ჟე­ლი­კა ფრან­გია, პა­რი­ზე­ლი. დე­და­მი­სი მოს­კოვ­ში გა­ვი­ცა­ნი. ქორ­წი­ნე­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვართ, ისე გა­ა­ჩი­ნა და წლი-ნა­ხევ­რის იყო ან­ჟე­ლი­კა, საფ­რან­გეთ­ში რომ წა­ვიდ­ნენ, - ყვე­ბა დათო ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, - პა­რიზ­ში რომ ჩა­ვიდ­ნენ, ან­ჟე­ლი­კას დედა მა­ლე­ვე გა­თხოვ­და. მა­შინ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს რთუ­ლი იყო საფ­რან­გეთ­ში წას­ვლა. მეც, რა გზებს არ ვპო­უ­ლობ­დი, რომ იქ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი... პირ­ვე­ლად რომ ჩა­ვე­დი, ან­ჟე­ლი­კა უკვე სამი წლის იყო და დე­და­მის­მა მთხო­ვა: ნუ ეტყვი, რომ მამა შენ ხარ. მინ­და იცო­დეს, რომ მა­მა­მი­სი ჩემი ქმა­რი­აო. მეც შე­ვუ­ნა­ხე ეს სა­ი­დუმ­ლო. მათ­თან რომ ჩავ­დი­ო­დი სტუმ­რად, ეგო­ნა, ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი. რვა წლამ­დე ვი­ნა­ხავ­დი ამ სა­ი­დუმ­ლოს. ერთხე­ლაც პა­რიზ­ში კონ­ცერ­ტი მქონ­და „შან­ზე­ლი­ზეს“ თე­ატ­რში და ბე­ბი­ა­მის­მა მო­იყ­ვა­ნა. კონ­ცერ­ტი რომ დამ­თავ­რდა, მო­ვი­და და მკი­თხა, შენ მა­მა­ჩე­მი ხარო? ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და ვუ­თხა­რი კი-მეთ­ქი და ჩა­ვე­ხუ­ტე. როცა გა­ი­გო, სრუ­ლი­ად სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. მერე სკო­ლა მი­ა­ტო­ვა და ათი­დან თორ­მეტ წლამ­დე აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო. გე­ნე­ტი­კუ­რი ევ­გე­ნი­ძეა, ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი. ისე მოს­წონ­და ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბი, რომ მი­დი­ო­და, გვი­თხრა, მე აუ­ცი­ლებ­ლად გავ­თხოვ­დე­ბი და ბევრ შვილს გა­ვა­ჩე­ნო. მარ­თლაც შე­ას­რუ­ლა ეს ნათ­ქვა­მი. ვინც სკო­ლა­ში შე­უყ­ვარ­და, მას გაჰ­ყვა ცო­ლად და იმას­თან არის დღემ­დე... ან­ჟე­ლი­კა მე ძა­ლი­ან მგავს თვა­ლე­ბით. ჩემს დას ჰგავს ქერა თმით, რო­მე­ლიც 16 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რაც ჩემი და გარ­და­იც­ვა­ლა, მას მერე ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა – სა­ერ­თოდ მე შე­ვიც­ვა­ლე უკე­თე­სო­ბის­კენ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თა­დაც ბევ­რად უფრო მო­მე­მა­ტა სიღ­რმე. თა­ვი­სი წას­ვლით, სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა ჩემ­მა დამ, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას. ის ჩემი ან­გე­ლო­ზია. ისე­თი დათო ევ­გე­ნი­ძე, რო­გო­რიც დღეს ვარ, ჩემი დის ნა­ჩუ­ქა­რია..."

სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კო­სი და­ქორ­წინ­და ნინა კა­ლან­და­ძე­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი კი­ნოს ულა­მა­ზე­სი სა­ხის - კირა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ნი­ნამ და­თოს ორი შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა - ლუკა, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, და ლიკა. გაგ­რძე­ლე­ბა+ფო­ტო­ალ­ბო­მი

დატოს
1

,არ მაპატიეს, მე რომ ხანდახან

ღამეს ვუთევდი პიანინოებს.

მე კი მეგონა, რომ ყოველ დილით

ცა მიგზავნიდა წმინდა ნინოებს"

 

 

OMG! განა ეს ლექსია?! ჭ კლასის შემოქმედი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დათო ევგენიძის 4 შვილი და ექვსი შვილიშვილი - მუსიკოსის ოჯახური ცხოვრების დეტალები

დათო ევგენიძის 4 შვილი და ექვსი შვილიშვილი - მუსიკოსის ოჯახური ცხოვრების დეტალები

მუსიკოსი დათო ევგენიძე ცოტა ხნის წინ პროექტ "იქს-ფაქტორის" ჟიურიში გამოჩნდა და მისმა პერსონამ კვლავ მიიზიდა საზოგადოების ყურადღება.

ცნობილია, რომ მუსიკოსს საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება აქვს და საუბრობს კიდეც ხშირად ამაზე. დათო 4 შვილის მამაა. პირველი ქალიშვილი, ანჟელიკა ფრანგი ქალბატონისგან ჰყავს, რომელიც მოსკოვში, კონსერვატორიაში სწავლისას შეუყვარდა. ანჟელიკა საფრანგეთშია დაქორწინებული და ოთხი შვილი ჰყავს.

"ანჟელიკა ფრანგია, პარიზელი. დედამისი მოსკოვში გავიცანი. ქორწინებაში არ ვყოფილვართ, ისე გააჩინა და წლი-ნახევრის იყო ანჟელიკა, საფრანგეთში რომ წავიდნენ, - ყვება დათო ერთ-ერთ ინტერვიუში, - პარიზში რომ ჩავიდნენ, ანჟელიკას დედა მალევე გათხოვდა. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს რთული იყო საფრანგეთში წასვლა. მეც, რა გზებს არ ვპოულობდი, რომ იქ ჩავსულიყავი... პირველად რომ ჩავედი, ანჟელიკა უკვე სამი წლის იყო და დედამისმა მთხოვა: ნუ ეტყვი, რომ მამა შენ ხარ. მინდა იცოდეს, რომ მამამისი ჩემი ქმარიაო. მეც შევუნახე ეს საიდუმლო. მათთან რომ ჩავდიოდი სტუმრად, ეგონა, ოჯახის მეგობარი ვიყავი. რვა წლამდე ვინახავდი ამ საიდუმლოს. ერთხელაც პარიზში კონცერტი მქონდა „შანზელიზეს“ თეატრში და ბებიამისმა მოიყვანა. კონცერტი რომ დამთავრდა, მოვიდა და მკითხა, შენ მამაჩემი ხარო? ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი კი-მეთქი და ჩავეხუტე. როცა გაიგო, სრულიად სხვა დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. მერე სკოლა მიატოვა და ათიდან თორმეტ წლამდე აქ, საქართველოში იყო. გენეტიკური ევგენიძეა, ნამდვილი ქართველი. ისე მოსწონდა ქართული ოჯახები, რომ მიდიოდა, გვითხრა, მე აუცილებლად გავთხოვდები და ბევრ შვილს გავაჩენო. მართლაც შეასრულა ეს ნათქვამი. ვინც სკოლაში შეუყვარდა, მას გაჰყვა ცოლად და იმასთან არის დღემდე... ანჟელიკა მე ძალიან მგავს თვალებით. ჩემს დას ჰგავს ქერა თმით, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაც ჩემი და გარდაიცვალა, მას მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა – საერთოდ მე შევიცვალე უკეთესობისკენ, შემოქმედებითადაც ბევრად უფრო მომემატა სიღრმე. თავისი წასვლით, საჩუქარი გამიკეთა ჩემმა დამ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ის ჩემი ანგელოზია. ისეთი დათო ევგენიძე, როგორიც დღეს ვარ, ჩემი დის ნაჩუქარია..."

საქართველოში მუსიკოსი დაქორწინდა ნინა კალანდაძეზე, რომელიც ქართული კინოს ულამაზესი სახის - კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი გახლავთ. ნინამ დათოს ორი შვილი გაუჩინა - ლუკა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის, და ლიკა. გაგრძელება+ფოტოალბომი