პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შვილს 350.000 დოლარი სჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს" - 8 წლის ბექა ფიფია სიცოცხლისთვის იბრძვის...
"ჩემს შვილს 350.000 დოლარი სჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს" - 8 წლის ბექა ფიფია სიცოცხლისთვის იბრძვის...

გან­გე­ბა ვის რა გან­საც­დელს მოგ­ვივლ­ენს,­­ არა­ვინ იცის, ერთი რამ კი ცხა­დია, არა­ფე­რია იმა­ზე მწა­რე, რაც შვი­ლის ტკი­ვი­ლ­ს გა­და­წო­ნის. თუმ­ცა, არ­სე­ბობს სი­კე­თეც, რო­მე­ლიც სწო­რედ მა­შინ მო­დის, როცა ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლი გვგო­ნია. ამ­ჯე­რად სი­კე­თემ 8 წლის ბექა ფი­ფია უნდა დააყ­ენოს ფეხ­ზე. ცოტა ხნის წინ საღ­სა­ლა­მათ პა­ტა­რას მძი­მე დი­აგ­ნო­ზი - ლე­ი­კე­მია და­უს­ვეს. ის ახლა ის­რა­ე­ლის კლი­ნი­კა­ში წევს და ვაჟ­კა­ცუ­რად ებ­რძვის სენს.

ბე­ქას მა­მას, ბა­კურ ფი­ფი­ას კი­დევ სამი შვი­ლი ჰყავს. ამ­ბობს, რომ ბექა შვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ენერ­გი­უ­ლია: "რო­გორც კი ვუ­თხა­რით, რომ ბო­როტ ბაქ­ტე­რი­ას უნდა ებრძ­ოლოს, მხო­ლოდ ის გვკი­თხა, ეს ბაქ­ტე­რია იმი­ტომ ხომ არ შემ­ხვდა,­ რომ რამე და­ვა­შა­ვეო, მერე კი თით­ქოს­ სხვა ადა­მი­ა­ნად იქცა, დიდი კა­ცი­ვით იქ­ცე­ვა".

ბა­კურ ფი­ფია:

- ბე­ქას ერ­თა­დერ­თი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის აწყო­ბა აწყნა­რე­ბდა - გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბა­ზე გიჟ­დე­ბა და ამის­თვის­ სპე­ცი­ა­ლურ გაკ­ვე­თი­ლე­ბზეც კი და­დი­ო­და. ისე სულ წინ და უკან დაქ­რო­და და ბურთს თა­მა­შობ­და, ამი­ტო­მაც არ გამ­კვი­რვე­ბია მის ფე­ხებ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი - სულ რომ ბურ­თი გე­ხეთ­ქე­ბა, ცხა­დია, და­გი­ლურ­ჯდე­ბა კი­დეც. მაგ­რამ მერე რომ და­ვაკ­ვირ­დი და ჩირ­ქი შე­ვამ­ჩნიე, მა­შინ­ვე ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში წა­ვიყ­ვა­ნე. ექიმ­მა მი­თხრა, სა­ში­ში არა­ფე­რია, ჩირ­ქო­ვან ად­გილს გავკვე­თავთ, ამო­ვა­სუფ­თა­ვებთ და გა­გიშ­ვებთ, თუმ­ცა სის­ხლის ანა­ლი­ზი მა­ინც გა­ვუ­კე­თო­თო...

ძა­ლი­ან ცუდი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღეთ - ჰე­მო­ფი­ლი­აც კი იეჭ­ვეს, მაგ­რამ მერე თქვეს, ეს ლე­ი­კე­მი­აა და ბავ­შვი სას­წრა­ფოდ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში უნდა გა­და­ვიყ­ვა­ნო­თო. რაც ჩვენ მა­შინ გან­ვი­ცა­დეთ, არა­ვის ვუ­სურ­ვებ­ - ეს ცხოვ­რე­ბის დამ­ხო­ბაა... სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას საათ-ნა­ხე­ვა­რი ვე­ლო­დით. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვფიქ­რობ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, მაგ­რამ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თურ­მე არ­სე­ბობს ისე­თი რამ, რა­საც ამ ჯო­ჯო­ხე­თი­დან ადა­მი­ა­ნის გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია - ეს იმე­დია.

პირ­ვე­ლად იმე­დი ექი­მებ­მა მომ­ცეს, როცა ჩემი შვი­ლის დი­აგ­ნო­ზი და­ად­გი­ნეს. იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მი­თხრეს, ბავ­შვს უმ­ძი­მე­სი ფორ­მის ლე­ი­კე­მია აქვს, ასე­თი ფორ­მა, ძი­რი­თა­დად, უფ­რო­სი ასა­კის ხალ­ხს ემარ­თე­ბა, ასე რომ, თუ ქი­მი­ო­თე­რა­პია ერთი დღით მა­ინც და­ვაგ­ვი­ა­ნეთ, შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი დავ­კარ­გო­თო. მე­ო­რედ იმე­დი კი უც­ნობ­მა გო­გო­ნამ გამ­იჩი­ნა, დიტო ცინ­ცა­ძის ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ­თა ფონ­დი­დან. რომ დავ­რე­კე, ვკი­თხე, ჩემს შვილს ლე­ი­კე­მია აქვს და შე­საძ­ლოა ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა დას­ჭირ­დეს, რა გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი, ისე მა­ნუ­გე­შა, რომ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ზუს­ტად ვი­ცო­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად. ეს სას­წა­უ­ლებ­რი­ვი იმე­დი იყო. როცა ბექა და ჩემი მე­უღ­ლე ის­რა­ელ­ში ჩა­ვიყ­ვა­ნე, იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ამ გო­გო­ნას სა­ნა­ხა­ვად მი­ვე­დი, ვინ ხარ, და­მე­ნა­ხე მა­ინც-მეთ­ქი.

- ბექა ის­რა­ელ­ში წა­იყ­ვა­ნეთ სამ­კურ­ნა­ლოდ?

- დიახ. ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა კი ის­რა­ელ­ში ჩემ­მა ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა ბო­რის ფელდმან­მა მო­ა­ხერ­ხა. მან ისე­თი ადა­მი­ა­ნო­ბა მაჩ­ვე­ნა, თავი ხან­და­ხან სიზ­მარ­ში მგო­ნია. არა­და, 30 წლის წინ გა­ვი­ცა­ნი საბ­ჭო­თა მოს­წავ­ლე­თა ბა­ნაკ "არ­ტეკ­ში". მა­შინ ორი­ვე 14 წლის ვი­ყა­ვით. ის კი­ში­ნი­ო­ვე­ლი ებ­რა­ე­ლი­ იყო. ერთ თვე­ში იმ­დე­ნად დავ­მე­გობ­რდით, რომ 1991 წელს კი­ში­ნი­ოვ­ში ჩა­სულ­მა მოვ­ძებ­ნე. მი­თხრეს, იგო­რი ის­რა­ელ­ში წა­ვი­დაო... რომ მე­გო­ნა, დავ­კარ­გე, ბოლო წლებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ვი­პო­ვე. ბე­ქა­ზე რომ მივ­წე­რე, მა­შინ­ვე მი­პა­სუ­ხა,­ ის­რა­ელ­ში უნდა ჩა­მოხ­ვი­დე აუ­ცი­ლებ­ლად, აქ ღმერ­თთან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს იქ­ნე­ბიო.

ჩა­ვე­დით თუ არა, ქრის­ტეს­ საფ­ლავ­ზე წაგ­ვიყ­ვა­ნა მო­სა­ლო­ცად. ჩვენ სხვა­დას­ხვა რწმე­ნის ვართ, მაგ­რამ მან ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ რწმე­ნას ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლია. ამა­ში მა­ში­ნაც დავ­რწმუნ­დი, როცა ძა­ლი­ან მალე ჩემს შვილს და­ჩირ­ქე­ბუ­ლი ფე­ხე­ბი ისე მო­ურ­ჩა,­ გაკ­ვე­თა არც დას­ჭირ­ვე­ბია. ბო­ლოს ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ბე­ქას გა­და­სარ­ჩე­ნად ახ­ლობ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბიც კი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა და ლა­მის ბრი­გა­დე­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რომ ჩემს შვილს შინ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბუ­ლი­ო­ნი 60 კი­ლო­მეტ­რი­დან უზი­დონ კლი­ნი­კა­ში. უარი არ გა­მი­ვი­და, ასეა სა­ჭი­როო!­ აი ასე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ტკი­ვილ­თან ერ­თად შე­ვიგ­რძე­ნი ის, რი­სიც ხან­და­ხან მეც არ მჯე­რო­და - სი­კე­თის ძალა.

ჩემს შვილს 350.000 დო­ლა­რი მა­ინც სჭირ­დე­ბა, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დეს, და ეს ფული სა­ი­დან უნდა მო­მე­ტა­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბი რომ არ ამომ­დგო­მოდ­ნენ მხარ­ში?! ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტრომ მხო­ლოდ 5.000 დო­ლა­რი მოგ­ვცა, - გვა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შეგ­ვეც­ვა­ლა და მეტს ვერ მოგ­ცემთ, ფონ­დებს ფული არ აქ­ვთო. დიტო ცინ­ცა­ძის ფონდს რაც მო­ე­პო­ვე­ბო­და, გად­მოგ­ვცა, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ მგზავ­რო­ბის ფული იყო... გამ­გზავ­რე­ბის წინ ნაც­ნო­ბებ­მა თუ უც­ნო­ბებ­მა, ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც წლო­ბით არ მე­ნა­ხა, ისე გა­მო­მი­წო­დეს დახ­მა­რე­ბის ხელი, მად­ლო­ბის თქმაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ბე­ქას დახ­მა­რე­ბის­ ან­გა­რი­ში რომ გა­ვავ­რცე­ლეთ, ზო­გი­ერ­თმა, მხო­ლოდ 2 ლარი რომ მო­ე­პო­ვე­ბო­და, ისიც კი ჩემს შვილს გა­მო­უგ­ზავ­ნა­ და და­ლო­ცა, გა­ი­ზარ­დეო. ეს რო­გორ აღვწე­რო?! სი­ტყვე­ბი არ მე­ყო­ფა. ამ დროს ცრემლს ძლივს ვი­კა­ვებ...

- თქვე­ნი­ შვი­ლე­ბი რო­გორ უძ­ლე­ბენ ამ სი­ტუ­ა­ცი­ას?

- უძ­ლე­ბენ რო­გორ­ღაც, მაგ­რამ გულ­ში იხარ­შე­ბი­ან. ჩემი უფ­რო­სი ბიჭი, ბაგ­რა­ტი, წერს. მი­თხრა, ნო­ვე­ლა უნდა დავ­ბეჭ­დო, გავ­ყი­დო და ფულს ბე­ქას­ გა­ვუგ­ზავ­ნიო... ყვე­ლამ რა­ღაც უნდა მო­ვი­ფიქ­როთ. დე­და­ჩე­მი აქამ­დე სულ ტი­რო­და, რომ ვუ­თხა­რი, ბავ­შვებს ამ­დენ ცრემლს ნუ ანა­ხებ, არ შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი, გა­ჩუმ­და. მეც მირ­ჩევ­ნია, უფრო ჩუ­მად ვიყო, ვიდ­რე ვი­ლა­პა­რა­კო. ერ­თა­დერ­თი, რაც არას­დროს მტო­ვებს, ჩემი ბი­ჭის გა­დარ­ჩე­ნის იმე­დია.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ და ჩა­რი­ცხონ თან­ხა:

0 901 901 996 ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა- 1 ლარი!

ლა­რის ან­გა­რი­შის რეკ­ვი­ზი­ტე­ბი:

სს თი­ბი­სი ბან­კი, სა­ბან­კო კოდი- TBCBGE 22

მიმ­ღე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა - ბე­ქას ფონ­დი

ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ან­გა­რი­ში - GE96TB7060336080100007

"ჩემს შვილს 350.000 დოლარი სჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს" - 8 წლის ბექა ფიფია სიცოცხლისთვის იბრძვის...

"ჩემს შვილს 350.000 დოლარი სჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს" - 8 წლის ბექა ფიფია სიცოცხლისთვის იბრძვის...

განგება ვის რა განსაცდელს მოგვივლენს, არავინ იცის, ერთი რამ კი ცხადია, არაფერია იმაზე მწარე, რაც შვილის ტკივილს გადაწონის. თუმცა, არსებობს სიკეთეც, რომელიც სწორედ მაშინ მოდის, როცა ყველაფერი დამთავრებული გვგონია. ამჯერად სიკეთემ 8 წლის ბექა ფიფია უნდა დააყენოს ფეხზე. ცოტა ხნის წინ საღსალამათ პატარას მძიმე დიაგნოზი - ლეიკემია დაუსვეს. ის ახლა ისრაელის კლინიკაში წევს და ვაჟკაცურად ებრძვის სენს.

ბექას მამას, ბაკურ ფიფიას კიდევ სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ბექა შვილებს შორის ყველაზე ენერგიულია: "როგორც კი ვუთხარით, რომ ბოროტ ბაქტერიას უნდა ებრძოლოს, მხოლოდ ის გვკითხა, ეს ბაქტერია იმიტომ ხომ არ შემხვდა, რომ რამე დავაშავეო, მერე კი თითქოს სხვა ადამიანად იქცა, დიდი კაცივით იქცევა".

ბაკურ ფიფია:

- ბექას ერთადერთი კონსტრუქციების აწყობა აწყნარებდა - გამომგონებლობაზე გიჟდება და ამისთვის სპეციალურ გაკვეთილებზეც კი დადიოდა. ისე სულ წინ და უკან დაქროდა და ბურთს თამაშობდა, ამიტომაც არ გამკვირვებია მის ფეხებზე სისხლჩაქცევები - სულ რომ ბურთი გეხეთქება, ცხადია, დაგილურჯდება კიდეც. მაგრამ მერე რომ დავაკვირდი და ჩირქი შევამჩნიე, მაშინვე ციციშვილის კლინიკაში წავიყვანე. ექიმმა მითხრა, საშიში არაფერია, ჩირქოვან ადგილს გავკვეთავთ, ამოვასუფთავებთ და გაგიშვებთ, თუმცა სისხლის ანალიზი მაინც გავუკეთოთო...

ძალიან ცუდი პასუხები მივიღეთ - ჰემოფილიაც კი იეჭვეს, მაგრამ მერე თქვეს, ეს ლეიკემიაა და ბავშვი სასწრაფოდ იაშვილის კლინიკაში უნდა გადავიყვანოთო. რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ, არავის ვუსურვებ - ეს ცხოვრების დამხობაა... სასწრაფო დახმარების მანქანას საათ-ნახევარი ველოდით. ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, თურმე არსებობს ისეთი რამ, რასაც ამ ჯოჯოხეთიდან ადამიანის გამოყვანა შეუძლია - ეს იმედია.

პირველად იმედი ექიმებმა მომცეს, როცა ჩემი შვილის დიაგნოზი დაადგინეს. იაშვილის კლინიკაში მითხრეს, ბავშვს უმძიმესი ფორმის ლეიკემია აქვს, ასეთი ფორმა, ძირითადად, უფროსი ასაკის ხალხს ემართება, ასე რომ, თუ ქიმიოთერაპია ერთი დღით მაინც დავაგვიანეთ, შეიძლება ბავშვი დავკარგოთო. მეორედ იმედი კი უცნობმა გოგონამ გამიჩინა, დიტო ცინცაძის ლეიკემიით დაავადებულთა ფონდიდან. რომ დავრეკე, ვკითხე, ჩემს შვილს ლეიკემია აქვს და შესაძლოა ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდეს, რა გავაკეთო-მეთქი, ისე მანუგეშა, რომ რამდენიმე წუთში ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა შვილის გადასარჩენად. ეს სასწაულებრივი იმედი იყო. როცა ბექა და ჩემი მეუღლე ისრაელში ჩავიყვანე, იქიდან დაბრუნებული ამ გოგონას სანახავად მივედი, ვინ ხარ, დამენახე მაინც-მეთქი.

- ბექა ისრაელში წაიყვანეთ სამკურნალოდ?

- დიახ. ამის ორგანიზება კი ისრაელში ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ბორის ფელდმანმა მოახერხა. მან ისეთი ადამიანობა მაჩვენა, თავი ხანდახან სიზმარში მგონია. არადა, 30 წლის წინ გავიცანი საბჭოთა მოსწავლეთა ბანაკ "არტეკში". მაშინ ორივე 14 წლის ვიყავით. ის კიშინიოველი ებრაელი იყო. ერთ თვეში იმდენად დავმეგობრდით, რომ 1991 წელს კიშინიოვში ჩასულმა მოვძებნე. მითხრეს, იგორი ისრაელში წავიდაო... რომ მეგონა, დავკარგე, ბოლო წლებში სოციალური ქსელით ვიპოვე. ბექაზე რომ მივწერე, მაშინვე მიპასუხა, ისრაელში უნდა ჩამოხვიდე აუცილებლად, აქ ღმერთთან ყველაზე ახლოს იქნებიო.

ჩავედით თუ არა, ქრისტეს საფლავზე წაგვიყვანა მოსალოცად. ჩვენ სხვადასხვა რწმენის ვართ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რომ რწმენას ადამიანის გადარჩენა შეუძლია. ამაში მაშინაც დავრწმუნდი, როცა ძალიან მალე ჩემს შვილს დაჩირქებული ფეხები ისე მოურჩა, გაკვეთა არც დასჭირვებია. ბოლოს ჩემმა მეგობარმა ბექას გადასარჩენად ახლობლების ოჯახებიც კი ფეხზე დააყენა და ლამის ბრიგადები ჩამოაყალიბა, რომ ჩემს შვილს შინ მომზადებული ბულიონი 60 კილომეტრიდან უზიდონ კლინიკაში. უარი არ გამივიდა, ასეა საჭიროო! აი ასე, მოულოდნელად და ტკივილთან ერთად შევიგრძენი ის, რისიც ხანდახან მეც არ მჯეროდა - სიკეთის ძალა.

ჩემს შვილს 350.000 დოლარი მაინც სჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს, და ეს ფული საიდან უნდა მომეტანა, ადამიანები რომ არ ამომდგომოდნენ მხარში?! ჯანმრთელობის სამინისტრომ მხოლოდ 5.000 დოლარი მოგვცა, - გვაპატიეთ, მაგრამ რეგულაციები შეგვეცვალა და მეტს ვერ მოგცემთ, ფონდებს ფული არ აქვთო. დიტო ცინცაძის ფონდს რაც მოეპოვებოდა, გადმოგვცა, მაგრამ ეს მხოლოდ მგზავრობის ფული იყო... გამგზავრების წინ ნაცნობებმა თუ უცნობებმა, ადამიანებმა, რომლებიც წლობით არ მენახა, ისე გამომიწოდეს დახმარების ხელი, მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. ბექას დახმარების ანგარიში რომ გავავრცელეთ, ზოგიერთმა, მხოლოდ 2 ლარი რომ მოეპოვებოდა, ისიც კი ჩემს შვილს გამოუგზავნა და დალოცა, გაიზარდეო. ეს როგორ აღვწერო?! სიტყვები არ მეყოფა. ამ დროს ცრემლს ძლივს ვიკავებ...

- თქვენი შვილები როგორ უძლებენ ამ სიტუაციას?

- უძლებენ როგორღაც, მაგრამ გულში იხარშებიან. ჩემი უფროსი ბიჭი, ბაგრატი, წერს. მითხრა, ნოველა უნდა დავბეჭდო, გავყიდო და ფულს ბექას გავუგზავნიო... ყველამ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. დედაჩემი აქამდე სულ ტიროდა, რომ ვუთხარი, ბავშვებს ამდენ ცრემლს ნუ ანახებ, არ შეიძლება-მეთქი, გაჩუმდა. მეც მირჩევნია, უფრო ჩუმად ვიყო, ვიდრე ვილაპარაკო. ერთადერთი, რაც არასდროს მტოვებს, ჩემი ბიჭის გადარჩენის იმედია.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ და ჩარიცხონ თანხა:

0 901 901 996 ზარის ღირებულება- 1 ლარი!

ლარის ანგარიშის რეკვიზიტები:

სს თიბისი ბანკი, საბანკო კოდი- TBCBGE 22

მიმღების დასახელება - ბექას ფონდი

ანგარიშსწორების ანგარიში - GE96TB7060336080100007

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ