საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურორის მოადგილე - მაია ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენინსპექციაში დაწყებულია სამსახურებრივი შემოწმება
მთავარი პროკურორის მოადგილე - მაია ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენინსპექციაში დაწყებულია სამსახურებრივი შემოწმება

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ადას­ტუ­რებს, რომ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რო­რე­ბის მხრი­დან სა­ვა­რა­უ­დო გა­დაც­დო­მის ფაქ­ტზე გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში და­წყე­ბუ­ლია სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლის გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერტ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რო­რე­ბის მხრი­დან სა­ვა­რა­უ­დო გა­დაც­დო­მის ფაქ­ტზე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში და­წყე­ბუ­ლია სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა.

რო­გორც გა­ბი­ტაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო შე­მოწ­მე­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია და ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა იმის და­სად­გე­ნად, პრო­კუ­რო­რე­ბის მხრი­დან რა­ი­მე გა­დაც­დო­მას ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის მიერ წარ­დგე­ნილ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, გა­ბი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იგი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან, რო­მე­ლიც საქ­მე­შია და გა­მო­ძი­ე­ბის მიერ არის დად­გე­ნი­ლი.

“ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე­ში დას­რულ­დე­ბა, ვნა­ხოთ, რო­გორ შე­ფა­სე­ბას მის­ცემს სა­სა­მარ­თლო რო­გორც ამ, ასე­ვე სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს”, - აღ­ნიშ­ნა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­რა, პრო­კუ­რო­რე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რობს. ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­კი­თხა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რო­რე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან დას­კვნის ში­ნა­არ­სით და ამი­ტომ მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის აღ­ძვრით იმუქ­რე­ბი­ან.

ამას­თან, პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი­სა და ად­ვო­კატ ინგა შა­რა­შე­ნი­ძის მი­მართ ზე­წო­ლა­სა და მუ­ქა­რას.

"ეს კი­თხვა ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. რაც რე­ა­ლო­ბა­ში არ მომ­ხდა­რა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ვინ­მეს მი­მართ სა­ცემ­რად გა­წე­ვა, მი­თუ­მე­ტეს ქალ­ბა­ტო­ნის მი­მართ, ეს ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბაა. ეს არის პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა, მაგ­რამ ვარ პრო­კუ­რო­რი და მაქვს თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ყვე­ლა პი­როვ­ნე­ბა ვის ქმე­დე­ბა­შიც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი, მი­ე­ცე­მა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, მაგ­რამ ეს არ მით­ქვამს ქალ­ბა­ტონ ნი­კო­ლე­იშ­ვილ­ზე", - აღ­ნიშ­ნა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ზვი­ად ფხა­კა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მთავარი პროკურორის მოადგილე - მაია ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენინსპექციაში დაწყებულია სამსახურებრივი შემოწმება

მთავარი პროკურორის მოადგილე - მაია ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენინსპექციაში დაწყებულია სამსახურებრივი შემოწმება

მთავარი პროკურორის მოადგილე ადასტურებს, რომ მაია ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენინსპექციაში დაწყებულია სამსახურებრივი შემოწმება

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის ინფორმაციით, ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაწყებულია სამსახურებრივი შემოწმება.

როგორც გაბიტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საგამოძიებო შემოწმება ახალი დაწყებულია და ჩატარდება ყველა მოქმედება იმის დასადგენად, პროკურორების მხრიდან რაიმე გადაცდომას ჰქონდა თუ არა ადგილი.

რაც შეეხება მაია ნიკოლეიშვილის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, გაბიტაშვილის განცხადებით, იგი წინააღმდეგობაშია სხვა მტკიცებულებებთან, რომელიც საქმეშია და გამოძიების მიერ არის დადგენილი.

“ჩვენ დაველოდებით სასამართლო პროცესის დასრულებას, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება, ვნახოთ, როგორ შეფასებას მისცემს სასამართლო როგორც ამ, ასევე სხვა მტკიცებულებებს”, - აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ნიკოლეიშვილი სასამართლოზე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაიკითხა. მისი ინფორმაციით, პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან.

ამასთან, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ უარყო ინფორმაცია, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მაია ნიკოლეიშვილისა და ადვოკატ ინგა შარაშენიძის მიმართ ზეწოლასა და მუქარას.

"ეს კითხვა ჩემთვის შეურაცხმყოფელია. რაც რეალობაში არ მომხდარა იმასთან დაკავშირებით რა კომენტარის გაკეთება შეიძლება. ვინმეს მიმართ საცემრად გაწევა, მითუმეტეს ქალბატონის მიმართ, ეს ჩემთვის შეურაცხყოფელი განცხადებაა. ეს არის პატივისა და ღირსების შელახვა, მაგრამ ვარ პროკურორი და მაქვს თმენის ვალდებულება. ყველა პიროვნება ვის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, მიეცემა პასუხისგებაში, მაგრამ ეს არ მითქვამს ქალბატონ ნიკოლეიშვილზე", - აღნიშნა რამდენიმე დღის წინ ზვიად ფხაკაძემ.

"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბრალდებას აინტერესებდა, რამდენად კარგად ვიცი, სად მდებარეობს დავით გარეჯი" - რა კითხვები დაუსვეს ნინო კალანდაძეს?

"საზოგადოებას მოვუწოდებ, ციხიდან გამომიყვანონ... პატრიარქს ვთხოვ შემხვდეს, გამესაუბროს" - ლევან ზურაბაშვილის წერილი "ინტერპრესნიუსს"

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს