უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში. თუშეთის გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60-წლამდე ასაკის კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო. შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ ჩამოშლილმა მეწყერმა წყლის ხელოვნურად დაგუბება გამოიწვია.
გარდაცვლილი კომპანია "გერალის" თანამშრომელი იყო და ის გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულდება.
"როგორც ვიცი, მცირე სატვირთო მანქანის მძღოლმა, რომელიც კომპანია "გერალის" თანამშრომელი იყო, მეწყერსაშიშ ზონაში გააჩერა მანქანა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მანქანა დაგუბებულ წყალში ჩავარდა. მძოლი მანქანაში იმყოფებოდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.
ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია მუშაობს.