მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ხა­თუ­ნა მაღ­ლა­კე­ლი­ძე კა­ტე­გო­რი­ულდ არ ეთან­ხმე­ბა ექ­სპერტ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ დას­კვნას, გან­სა­კუთ­რე­ბით ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ნა­წილ­ში და მი­იჩ­ნევს, რომ ის ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მარ­თლე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

რო­გორც ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ამის თქმის უფ­ლე­ბას აძ­ლევს ბევ­რი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, კერ­ძოდ, ექ­სპერ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ არ გა­მო­უკვლე­ვია გვა­მი, არ შე­უს­წავ­ლია კა­ნის ნი­მუ­შე­ბი (რო­მე­ლიც შე­ეძ­ლო გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა), არ ჩა­უ­ტა­რე­ბია სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, არ ჩა­უ­ტა­რე­ბია ექ­სპე­რი­მენ­ტი.

"მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა გას­ცა დას­კვნა, რომ­ლი­თაც პირ­და­პირ გა­მო­რი­ცხა და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა პო­ზი­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც აცხა­დებ­და ექ­სპერ­ტი, გან­მარ­ტა, რომ ეს იყო მისი ვა­რა­უ­დი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ბავ­შვე­ბის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ექ­სპერ­ტი იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და გას­ცემს დას­კვნას ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მარ­თლე­ბის­კენ.

დას­კვნა რომ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია ისიც ადას­ტუ­რებს, რომ ექ­სპერტს მხო­ლოდ იმ და­ზი­ა­ნე­ბებ­თან აქვს გა­მო­რი­ცხუ­ლი და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც მიჩ­ნე­უ­ლია სა­სიკ­ვდი­ლოდ. ქალ­ბა­ტო­ნი მაია ასე­ვე ურ­ცხვად აცხა­დებს, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლი­სა­გან მის მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას და მუ­ქა­რას. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე, ანუ ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის დედა იმ­დე­ნად შე­აშ­ფო­თა ექ­სპერ­ტის "ჭო­რა­ო­ბამ" პრო­ცეს­ზე, რომ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა დას­ჭირ­და და­სახ­მა­რებ­ლად.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და­კი­თხულ­მა, მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­თან ერ­თად ექ­სპერ­ტი­ზის ჩამ­ტა­რე­ბელ­მა ექ­სპერტ კრი­მი­ნა­ლის­ტმა კი ქალ­ბა­ტო­ნი მა­ი­ას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა პრო­ცეს­ზე და ასე­ვე ვერ და­ა­დას­ტუ­რა, აქვს თუ არა შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტი, რო­მე­ლიც უფ­ლე­ბას მის­ცემ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა­ში და გა­ე­ცა დას­კვნა", - ნათ­ქვა­მია ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის ხა­თუ­ნა მაღ­ლა­კე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე კატეგორიულდ არ ეთანხმება ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნას, განსაკუთრებით ლევან დადუნაშვილის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ის ბრალდებულის გამართლებისკენ არის მიმართული.

როგორც ოჯახის ადვოკატის განცხადებაშია ნათქვამი, ამის თქმის უფლებას აძლევს ბევრი ფაქტობრივი გარემოების ერთობლიობა, კერძოდ, ექსპერტმა განაცხადა, რომ არ გამოუკვლევია გვამი, არ შეუსწავლია კანის ნიმუშები (რომელიც შეეძლო გამოეყენებინა), არ ჩაუტარებია სამედიცინო ექსპერტიზა, არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი.

"მიუხედავად ამისა, მაია ნიკოლეიშვილმა გასცა დასკვნა, რომლითაც პირდაპირ გამორიცხა დანის გამოყენება ლევან დადუნაშვილის სასიკვდილო ჭრილობაზე. გარდა ამისა, ყველა პოზიციაზე, რომელსაც აცხადებდა ექსპერტი, განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდი. სამწუხაროა, რომ ბავშვების მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტი იღებს პასუხისმგებლობას და გასცემს დასკვნას ვარაუდის დონეზე, რომელიც მიმართულია ბრალდებულის გამართლებისკენ.

დასკვნა რომ არაკომპეტენტური და მიკერძოებულია ისიც ადასტურებს, რომ ექსპერტს მხოლოდ იმ დაზიანებებთან აქვს გამორიცხული დანის გამოყენება, რომელიც მიჩნეულია სასიკვდილოდ. ქალბატონი მაია ასევე ურცხვად აცხადებს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლისაგან მის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას და მუქარას. დაზარალებულის უფლებამონაცვლე, ანუ ლევან დადუნაშვილის დედა იმდენად შეაშფოთა ექსპერტის "ჭორაობამ" პროცესზე, რომ სასწრაფოს გამოძახება დასჭირდა დასახმარებლად.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, მაია ნიკოლეიშვილთან ერთად ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტ კრიმინალისტმა კი ქალბატონი მაიასგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა პროცესზე და ასევე ვერ დაადასტურა, აქვს თუ არა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც უფლებას მისცემდა მონაწილეობა მიეღო ექსპერტიზის ჩატარებაში და გაეცა დასკვნა", - ნათქვამია ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატის ხათუნა მაღლაკელიძის განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს