პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრემის ხუთგზის ნომინანტი ბრიტანელი ვარსკვლავი მიხეილ მესხის სახელობის არენაზე - ჯეიმს ბლანტმა ქართველ მსმენელს 26 მაისი კონცერტით მიულოცა
გრემის ხუთგზის ნომინანტი ბრიტანელი ვარსკვლავი მიხეილ მესხის სახელობის არენაზე - ჯეიმს ბლანტმა ქართველ მსმენელს 26 მაისი კონცერტით მიულოცა

26 მა­ისს მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­მა ბრი­ტა­ნელ ვარ­სკვლავს, ჯე­იმს ბლანტს უმას­პინ­ძლა. ის პირ­ვე­ლი სოლო მომ­ღე­რა­ლია, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას საპ­რო­მო­უ­შე­ნო კომ­პა­ნია Black Pearl Live-ს მოწ­ვე­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის მსოფ­ლიო ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში ეს­ტუმ­რა და ფეს­ტი­ვალ­ში "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე" მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მომ­ღე­რალ­მა და კომ­პო­ზი­ტორ­მა სიმ­ღე­რე­ბი მისი ბოლო ალ­ბო­მი­დან Aferlov შე­ას­რუ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წვიმ­და, ამას მისი ქარ­თვე­ლი ფა­ნე­ბის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია და მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის არე­ნას მათი რი­ცხვი არ დაკ­ლე­ბია. კონ­ცერ­ტამ­დე კი მუ­სი­კოს­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, სა­დაც ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა­ზე უპა­სუ­ხა. ის სა­ქარ­თვე­ლოს 26 მა­ისს დი­ლას, გამ­თე­ნი­ას ეს­ტუმ­რა და პრაქ­ტი­კუ­ლად, დე­და­ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ვერც კი მო­ას­წრო. ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნა, რომ მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით ფლობს.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ფეს­ტი­ვა­ლის სა­ერ­თო ენა მუ­სი­კა გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მსმე­ნე­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ქარ­თველ მსმე­ნელს კი სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, გამ­ხდა­რიყ­ვნენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტურ­ნეს მო­ნა­წი­ლე.

ჯე­იმს ბლან­ტთან ერ­თად, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჯგუ­გე­ბი - The Parlotones - რო­კბენ­დი იო­ჰა­ნეს­ბურ­გი­დან (სამ­ხრეთ აფ­რი­კა), რო­მე­ლიც სიყ­ვა­რულ­სა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნილ სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბას მას­პინ­ძლობ­და ენერ­გი­უ­ლი და ძლი­ე­რი როკ-ჯგუ­ფე­ბი Young Georgian Lolitaz (მამ­კა­ცე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ბენ­დი, რო­მე­ლიც 2016 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით წარ­დგა) და Loudspeakers (ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი როკ-ჯგუ­ფი, მან პო­პუ­ლა­რო­ბა თბი­ლი­სის Altervision მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლით მო­ი­პო­ვა).

თი­ნა­თინ სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი, "ჯეპ­რას" უფ­რო­სი კონ­სულ­ტან­ტი, ფეს­ტი­ვა­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის წევ­რი:

- ფეს­ტი­ვალ­მა 4 კონ­ცერ­ტი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ფეს­ტი­ვალ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს მი­ე­ძღვნა, მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რო­გორც ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ებ­ლე­ბი, ასე­ვე ქარ­თვე­ლი უცხო­ე­ლე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი როკ-ჯგუ­ფე­ბით გა­იხ­სნა. ასე­ვე მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფი, ამე­რი­კა­ში ემ­ტი­ვის ჩარ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე ჯგუ­ფი, თუმ­ცა ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი 43 წლის მომ­ღე­რა­ლი და გრე­მის ხუთგზის ნო­მი­ნან­ტი, ჯე­იმს ბლან­ტი იყო. ფეს­ტი­ვა­ლი "ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას" ფარ­გებ­ში ჩა­ტარ­და და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს მი­ე­ძარვნა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ საპ­რო­მო­უ­შე­ნო კომ­პა­ნია "Black Pearl Live" სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ექ­ტებს სწო­რედ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბით იწყებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

გრემის ხუთგზის ნომინანტი ბრიტანელი ვარსკვლავი მიხეილ მესხის სახელობის არენაზე - ჯეიმს ბლანტმა ქართველ მსმენელს 26 მაისი კონცერტით მიულოცა

გრემის ხუთგზის ნომინანტი ბრიტანელი ვარსკვლავი მიხეილ მესხის სახელობის არენაზე - ჯეიმს ბლანტმა ქართველ მსმენელს 26 მაისი კონცერტით მიულოცა

26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა ბრიტანელ ვარსკვლავს, ჯეიმს ბლანტს უმასპინძლა. ის პირველი სოლო მომღერალია, რომელიც ჩვენს ქვეყანას საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live-ს მოწვევითა და ორგანიზებით სპეციალურად ამ დღისთვის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ესტუმრა და ფესტივალში "დამოუკიდებლობის დღე" მიიღო მონაწილეობა.

მომღერალმა და კომპოზიტორმა სიმღერები მისი ბოლო ალბომიდან Aferlov შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა, ამას მისი ქართველი ფანებისთვის ხელი არ შეუშლია და მიხეილ მესხის სახელობის არენას მათი რიცხვი არ დაკლებია. კონცერტამდე კი მუსიკოსმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქართველ ჟურნალისტებს რამდენიმე შეკითხვაზე უპასუხა. ის საქართველოს 26 მაისს დილას, გამთენიას ესტუმრა და პრაქტიკულად, დედაქალაქის დათვალიერება ვერც კი მოასწრო. ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას აღნიშნა, რომ მხოლოდ გადმოცემით ფლობს.

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ფესტივალის საერთო ენა მუსიკა გახლდათ, რომელმაც ქართველი და უცხოელი მსმენელი გააერთიანა. ქართველ მსმენელს კი საშუალება მისცა, გამხდარიყვნენ მნიშვნელოვანი ტურნეს მონაწილე.

ჯეიმს ბლანტთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჯგუგები - The Parlotones - როკბენდი იოჰანესბურგიდან (სამხრეთ აფრიკა), რომელიც სიყვარულსა და ცხოვრებისეულ მოტივებზე შექმნილ სიმღერებს ასრულებდა. ღონისძიებას მასპინძლობდა ენერგიული და ძლიერი როკ-ჯგუფები Young Georgian Lolitaz (მამკაცებით დაკომპლექტებული პირველი ბენდი, რომელიც 2016 წლის "ევროვიზიის" კონკურსზე საქართველოს სახელით წარდგა) და Loudspeakers (ცნობილი ქართული როკ-ჯგუფი, მან პოპულარობა თბილისის Altervision მუსიკალური ფესტივალით მოიპოვა).

თინათინ სამყურაშვილი, "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი:

- ფესტივალმა 4 კონცერტი გააერთიანა. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, მონაწილეობდნენ, როგორც ქართველი შემსრუებლები, ასევე ქართველი უცხოელები. ფესტივალი ქართული ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფებით გაიხსნა. ასევე მოწვეული გვყავდა სამხრეთ აფრიკიდან პოპულარული ჯგუფი, ამერიკაში ემტივის ჩარტების მონაწილე ჯგუფი, თუმცა ფესტივალის მთავარი ვარსკვლავი 43 წლის მომღერალი და გრემის ხუთგზის ნომინანტი, ჯეიმს ბლანტი იყო. ფესტივალი "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგებში ჩატარდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძარვნა. მნიშვნელოვანია ის, რომ საპრომოუშენო კომპანია "Black Pearl Live" საქართველოში პროექტებს სწორედ ამ ღონისძიებით იწყებს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება