26 წლის ნათია ჩაგანავა, რომელიც საკეისრო მშობიარობის შემდეგ კომაში იყო, გარდაიცვალა. ინფორმაციას "ფეისბუქზე" გოგონას ახლობლები ავრცელებენ.
"დანებდა....ვეღარ იბრძოლა....დაიღალა....ნათიამ დაგვტოვა, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფებელი..." - წერს გოგონას ახლობელი თამარ დადიანი "ფეისბუქზე".
ნათია ჩაგანავამ საკეისრო 10 აპრილს გაიკეთა, 11 აპრილს კი ის კომაში ჩავარდა. ოჯახი ექიმებს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობდნენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის თქმის საფუძველს თურქი სპეციალისტების დასკვნა აძლევთ.