პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროკურორი ზვიად ფხაკაძე ჩემკენ გამოიწია და დამემუქრა, ნახე რას გიზამო" - ადვოკატი ინგა შარაშენიძე
"პროკურორი ზვიად ფხაკაძე ჩემკენ გამოიწია და დამემუქრა, ნახე რას გიზამო" - ადვოკატი ინგა შარაშენიძე

პრო­კუ­რო­რი ზვი­ად ფხა­კა­ძე ჩემ­კენ გა­მო­ი­წია და და­მე­მუქ­რა, ნახე რას გი­ზა­მო,- ამის შე­სა­ხებ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, ინგა შა­რა­შე­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში მას­სა და ექ­სპერტ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­ზე პრო­კუ­რო­რე­ბი ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

"შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ პრო­კუ­რო­რი ზვი­ად ფხა­კა­ძე ნამ­დვი­ლად გა­მო­ი­წია ხე­ლით, მი­თხრა ნახე რას გი­ზა­მო. უბ­რა­ლოდ, სხვე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ და არ მახ­სოვს ვინ იდგა ჩვენს შო­რის. ასე­ვე მი­თხრა, რომ ყალ­ბი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა წარ­ვად­გი­ნე და მი­ი­ღებ­და ზო­მებს. აქ არ იყო მხო­ლოდ მუ­ქა­რა, აქ იყო ერ­თმა­ნე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფა და იმ სი­ტყვებს ახლა ვერ გა­ვი­მე­ო­რებ,"- გა­ნა­ცხა­და ინგა შა­რა­შე­ნი­ძემ.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამით რე­ა­ლუ­რი სი­მარ­თლე დგინ­დე­ბა და ეს დას­კვნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნით დგინ­დე­ბა, რომ სხვა საგ­ნე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რო­გორც პირ­ველ, ასე­ვე მე­ო­რე გარ­დაც­ვლილ­ზე. ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს აე­ხა­და ფარ­და. წარ­მოდ­გე­ნი­ლი დას­კვნით დას­ტურ­დე­ბა ის სი­მარ­თლე, რა­ზეც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ისა­უბ­რა. მინ­და ასე­ვე აღ­ვნიშ­ნო, რომ ვიდ­რე მე ჩა­ვერ­თვე­ბო­დი აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში, მა­ნამ­დე იყო ექ­სპერ­ტი­ზა და­ნიშ­ნუ­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ ვარ,"- აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­რა, პრო­კუ­რო­რე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რობს. ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­კი­თხა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რო­რე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან დას­კვნის ში­ნა­არ­სით და ამი­ტომ მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის აღ­ძვრით იმუქ­რე­ბი­ან.

ამას­თან, პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი­სა და ად­ვო­კატ ინგა შა­რა­შე­ნი­ძის მი­მართ ზე­წო­ლა­სა და მუ­ქა­რას.

"ეს კი­თხვა ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. რაც რე­ა­ლო­ბა­ში არ მომ­ხდა­რა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ვინ­მეს მი­მართ სა­ცემ­რად გა­წე­ვა, მი­თუ­მე­ტეს ქალ­ბა­ტო­ნის მი­მართ, ეს ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბაა. ეს არის პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა, მაგ­რამ ვარ პრო­კუ­რო­რი და მაქვს თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ყვე­ლა პი­როვ­ნე­ბა ვის ქმე­დე­ბა­შიც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი, მი­ე­ცე­მა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, მაგ­რამ ეს არ მით­ქვამს ქალ­ბა­ტონ ნი­კო­ლე­იშ­ვილ­ზე", - აღ­ნიშ­ნა ფხა­კა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"პროკურორი ზვიად ფხაკაძე ჩემკენ გამოიწია და დამემუქრა, ნახე რას გიზამო" - ადვოკატი ინგა შარაშენიძე

"პროკურორი ზვიად ფხაკაძე ჩემკენ გამოიწია და დამემუქრა, ნახე რას გიზამო" - ადვოკატი ინგა შარაშენიძე

პროკურორი ზვიად ფხაკაძე ჩემკენ გამოიწია და დამემუქრა, ნახე რას გიზამო,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ინგა შარაშენიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო დარბაზში მასსა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილზე პროკურორები ზეწოლას ახორციელებდნენ.

"შემიძლია დავადასტურო, რომ პროკურორი ზვიად ფხაკაძე ნამდვილად გამოიწია ხელით, მითხრა ნახე რას გიზამო. უბრალოდ, სხვები ჩაერივნენ და არ მახსოვს ვინ იდგა ჩვენს შორის. ასევე მითხრა, რომ ყალბი ექსპერტიზის დასკვნა წარვადგინე და მიიღებდა ზომებს. აქ არ იყო მხოლოდ მუქარა, აქ იყო ერთმანეთის შეურაცხყოფა და იმ სიტყვებს ახლა ვერ გავიმეორებ,"- განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამით რეალური სიმართლე დგინდება და ეს დასკვნა აბსოლუტურად განსხვავდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისგან.

"აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ სხვა საგნებია გამოყენებული როგორც პირველ, ასევე მეორე გარდაცვლილზე. ძალიან ბევრ რამეს აეხადა ფარდა. წარმოდგენილი დასკვნით დასტურდება ის სიმართლე, რაზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ისაუბრა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ვიდრე მე ჩავერთვებოდი აღნიშნულ საქმეში, მანამდე იყო ექსპერტიზა დანიშნული და აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ ვარ,"- აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ნიკოლეიშვილი სასამართლოზე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით დაიკითხა. მისი ინფორმაციით, პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან.

ამასთან, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ უარყო ინფორმაცია, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მაია ნიკოლეიშვილისა და ადვოკატ ინგა შარაშენიძის მიმართ ზეწოლასა და მუქარას.

"ეს კითხვა ჩემთვის შეურაცხმყოფელია. რაც რეალობაში არ მომხდარა იმასთან დაკავშირებით რა კომენტარის გაკეთება შეიძლება. ვინმეს მიმართ საცემრად გაწევა, მითუმეტეს ქალბატონის მიმართ, ეს ჩემთვის შეურაცხყოფელი განცხადებაა. ეს არის პატივისა და ღირსების შელახვა, მაგრამ ვარ პროკურორი და მაქვს თმენის ვალდებულება. ყველა პიროვნება ვის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, მიეცემა პასუხისგებაში, მაგრამ ეს არ მითქვამს ქალბატონ ნიკოლეიშვილზე", - აღნიშნა ფხაკაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"