ცნობილი ამერიკელი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს. ნიუ-იორკის სასამართლომ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება სკანდალის აგორებიდან 8 თვის შემდეგ მიიღო.
Indy100-ის ინფორმაციით, მისი მსხვერპლების ვინაობა საჯაროდ არ დასახელებულა, თუმცა სექსუალურ შევიწროებაში ვაინშტაინი არაერთმა ვარსკვლავმა დაადანაშაულა, მათ შორის - როუზ მაკგოუანმა, კეიტ ბეკინსეილმა და გვინეთ პელთროუმ.
ვაინშტაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა მოძრაობის ჩამოყალიბება მოჰყვა, მათ შორის - #MeToo და Time's Up. მას შემდეგ, რაც პროდიუსერი ამხილეს, ბევრმა ქალმა გაბედა, მსგავს ისტორიებზე საჯაროდ ესაუბრა.
სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პოპულარულია ერთ-ერთი ფოტო, სადაც ცნობილი პროდიუსერი დაკავების გადაწყვეტილების შემდეგ ხელბორკილებით მანქანისკენ ქალ გამომძიებელს, კერი ტომპსონს მიჰყავს.
ვაინშტაინს 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება.