მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალბატონმა პროკურორმა ადვოკატის საცემად გაიწია" - რა მოხდა მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე
"ქალბატონმა პროკურორმა ადვოკატის საცემად გაიწია" - რა მოხდა მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი მაია ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ა­ტა­რა, პრო­კუ­რო­რე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა­ზე სა­უბ­რობს. ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით იკი­თხე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რო­რე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან დას­კვნის ში­ნა­არ­სით და ამი­ტომ მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის აღ­ძვრით იმუქ­რე­ბი­ან. ექ­სპერ­ტი დას­კვნის ში­ნა­არსზე, გა­უთ­ქმე­ლო­ბის ხელ­წე­რი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კვლავ არ სა­უბ­რობს.

„მინ­და გი­თხრათ იმ ატ­მოს­ფე­რო­ზე, რო­მე­ლიც აქ სუ­ფევს. როცა მო­სა­მარ­თლე გა­ვი­და, ატყდა სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი. პრო­კუ­რო­რი პირ­და­პირ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე გად­მო­ვი­და - შენ რომ სი­სუ­ლე­ლე და­წე­რე, ამი­ტომ ატყდა ეს ამ­ბა­ვიო. დის­კზე ჩა­წე­რი­ლია, ორი­ვე პრო­კუ­რო­რი რომ ამ­ბობს, დიახ, ექ­სპერ­ტზე საქ­მეს აღვძრავ­თო. ეს პირ­და­პი­რი მუ­ქა­რაა. ჩემ­ზე ზე­წო­ლას ახ­დენს ასე­ვე ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯა­ხიც, თუმ­ცა, ამა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, ჭი­რი­სუფ­ლის მეს­მის. თუმ­ცა გე­ტყვით, რომ ამის შემ­დეგ, პრო­კუ­რორ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ინამ ად­ვო­კატ ინგა შა­რა­შე­ნი­ძის სა­ცე­მად გა­ი­წია. პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია დას­კვნა. არ ვიცი, იმას რა­ტომ ვერ ხვდე­ბი­ან, რომ მო­სა­მარ­თლის­თვის ექ­სპერ­ტის დას­კვნა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის. პრო­კუ­რო­რი ცდი­ლობს დას­კვნის გამო მო­ახ­დი­ნოს ზე­წო­ლა“, - გა­ნა­ცხა­და მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

ექ­სპერ­ტი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ პრო­კუ­რო­რე­ბის მუ­ქა­რა­ზე ის რე­ა­გი­რე­ბას არ აპი­რებს.

"არა­ნა­ირ რე­ა­გი­რე­ბას არ ვა­პი­რებ. მინ­და, რომ ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რომ ასეთ ურ­თუ­ლეს საქ­მე­ზე ამ­დე­ნი შე­კი­თხვა არც ერთ დას­კვნა­ზე არ გა­ჩე­ნი­ლა. და­ზი­ა­ნე­ბა დას­კვნა­ში რა­ტომ არ ჩან­და, ამ შე­კი­თხვის დას­მის ნაც­ვლად, პრო­კუ­რო­რი, ერ­თიც და მე­ო­რეც, ფაქ­ტობ­რი­ვად შე­ტე­ვა­ზე გად­მო­დის. მე ამას არ ვე­ლო­დი, პრო­კუ­რო­რე­ბის­გან ასე­თი რამ ამ­დე­ნი წლის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლად ვნა­ხე. ვთვლი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­კუ­რო­რე­ბის მხრი­დან პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო“, - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

ამას­თან, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის დე­დას ნა­თია საყ­ვა­რე­ლი­ძე­სა და ექ­სპერტ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ი­წყო, რო­დე­საც მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის დე­დამ ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის მიერ გა­ცე­მუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა.

სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა დარ­ბაზს გა­რე­თაც გაგ­რძელ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის გამო სა­სა­მარ­თლო­ზე შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ცხად­და. ამას­თან, მცი­რე კონ­ფლიქ­ტის დროს ნა­თია საყ­ვა­რე­ლი­ძე შე­უძ­ლოდ გახ­და, რის გა­მოც სა­სა­მარ­თლო­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფი გა­მო­ი­ძა­ხეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ერთი მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე მო­ზარ­დი კი, ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, 2 დე­კემ­ბერსვე ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­აკ­ვა და ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძებ­ნა გა­მო­ცხად­და კი­დევ ერთ არას­რულ­წლო­ვან­ზე, რო­მელ­საც ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ძებ­ნა­ში მყო­ფი არას­რულ­წლო­ვა­ნი, გ.ჯ. პო­ლი­ცი­ას 4 დე­კემ­ბერს ჩა­ბარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ქალბატონმა პროკურორმა ადვოკატის საცემად გაიწია" - რა მოხდა მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე

"ქალბატონმა პროკურორმა ადვოკატის საცემად გაიწია" - რა მოხდა მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე

დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, პროკურორების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ნიკოლეიშვილი სასამართლოზე ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით იკითხება. მისი ინფორმაციით, პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან. ექსპერტი დასკვნის შინაარსზე, გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე კვლავ არ საუბრობს.

„მინდა გითხრათ იმ ატმოსფეროზე, რომელიც აქ სუფევს. როცა მოსამართლე გავიდა, ატყდა საოცარი ამბავი. პროკურორი პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა - შენ რომ სისულელე დაწერე, ამიტომ ატყდა ეს ამბავიო. დისკზე ჩაწერილია, ორივე პროკურორი რომ ამბობს, დიახ, ექსპერტზე საქმეს აღვძრავთო. ეს პირდაპირი მუქარაა. ჩემზე ზეწოლას ახდენს ასევე ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახიც, თუმცა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ჭირისუფლის მესმის. თუმცა გეტყვით, რომ ამის შემდეგ, პროკურორმა, ქალბატონმა ინამ ადვოკატ ინგა შარაშენიძის საცემად გაიწია. პროკურატურის წარმომადგენლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია დასკვნა. არ ვიცი, იმას რატომ ვერ ხვდებიან, რომ მოსამართლისთვის ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის. პროკურორი ცდილობს დასკვნის გამო მოახდინოს ზეწოლა“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ პროკურორების მუქარაზე ის რეაგირებას არ აპირებს.

"არანაირ რეაგირებას არ ვაპირებ. მინდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთ ურთულეს საქმეზე ამდენი შეკითხვა არც ერთ დასკვნაზე არ გაჩენილა. დაზიანება დასკვნაში რატომ არ ჩანდა, ამ შეკითხვის დასმის ნაცვლად, პროკურორი, ერთიც და მეორეც, ფაქტობრივად შეტევაზე გადმოდის. მე ამას არ ველოდი, პროკურორებისგან ასეთი რამ ამდენი წლის მანძილზე პირველად ვნახე. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი პროკურორების მხრიდან პროვოცირებული იყო“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ამასთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედას ნათია საყვარელიძესა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლო დარბაზშივე დაიწყო, როდესაც მოკლული მოზარდის დედამ ნიკოლეიშვილის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დარბაზს გარეთაც გაგრძელდა. დაპირისპირების გამო სასამართლოზე შესვენება გამოცხადდა. ამასთან, მცირე კონფლიქტის დროს ნათია საყვარელიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასამართლოში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს