საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც გლდანში მოეწყობა
როგორი იქნება საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც გლდანში მოეწყობა

გლ­დან­ში მე-6 მიკ­რო­რა­ი­ო­ნის, N7-20 კორ­პუ­სებს შო­რის არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პარ­კის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბა. ამ მიზ­ნით, ტენ­დე­რი უკვე გა­მო­ცხად­და. სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა 10 ივ­ნისს და­ი­წყე­ბა და 15 ივ­ნისს დას­რულ­დე­ბა. შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 1 057 544 ლა­რია.

"პრო­ექ­ტის კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ტე­რი­ტო­რი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ღერ­ძის გას­წვრივ, მო­ე­წყო­ბა მთა­ვა­რი სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კი, რო­მე­ლიც კომ­პო­ზი­ცი­უ­რად სწო­რი ფორ­მის იქ­ნე­ბა. ბი­ლი­კი საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ას ორ ძი­რი­თად ნა­წი­ლად გა­ყოფს. მოხ­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის ზო­ნი­რე­ბა და ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი დატ­ვირ­თვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გან­თავ­სდე­ბა სხვა­დას­ხვა ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სის მქო­ნე სპორ­ტულ-და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ბაქ­ნე­ბი. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კის გას­წვრივ, ორი­ვე მხა­რეს მო­ე­წყო­ბა მოქ­ნი­ლი ფორ­მის სა­თა­და­რი­გო ბი­ლი­კე­ბი. სა­თა­და­რი­გო ბი­ლი­კე­ბის გას­წვრივ კი მო­ე­წყო­ბა ე.წ. "ჯი­ბე­ე­ბი", რომ­ლებ­შიც და­საჯ­დო­მი სკა­მე­ბი გან­ლაგ­დე­ბა. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ მხა­რეს გან­თავ­სდე­ბა წრი­უ­ლი ფორ­მის სა­რეკ­რე­ა­ციო ბა­ქა­ნი, კა­ლათ­ბურ­თის მო­ე­და­ნი, სპორ­ტუ­ლი ზო­ნის­თვის-ოვა­ლუ­რი ფორ­მის ორი ბა­ქა­ნი და რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი ამ­ფი­თე­ატ­რი.

სპორ­ტულ ზო­ნა­ში ერთ-ერთ ოვა­ლუ­რი ფორ­მის ბა­ქან­ზე და­მონ­ტაჟ­დე­ბა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ტი­პი­უ­რი გა­და­ხუ­რუ­ლი სატ­რე­ნა­ჟო­რო-ფან­ჩა­ტუ­რი, ხოლო მე­ო­რე ბა­ქან­ზე ღია ცის ქვეშ მო­ე­წყო­ბა სა­ტან­ვარ­ჯი­შო-სპორ­ტუ­ლი ია­რა­ღე­ბი. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კის ჩრდი­ლო აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია:სა­რეკ­რე­ა­ციო-და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ზონა, სა­თა­მა­შო ბა­ქა­ნი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის­თვის, არ­სე­ბუ­ლი ბა­სე­ი­ნის აღ­დგე­ნა და მის მიმ­დე­ბა­რედ სა­თა­მა­შო ბაქ­ნე­ბის მო­წყო­ბა, რომ­ლებ­ზეც შე­და­რე­ბით მცი­რე გა­ბა­რი­ტე­ბის მქო­ნე სა­თა­მა­შო ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი და­მონ­ტაჟ­დე­ბა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა+და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

როგორი იქნება საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც გლდანში მოეწყობა

როგორი იქნება საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც გლდანში მოეწყობა

გლდანში მე-6 მიკრორაიონის, N7-20 კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი პარკის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 057 544 ლარია.

"პროექტის კონცეფციის მიხედვით, ტერიტორიის ცენტრალური ღერძის გასწვრივ, მოეწყობა მთავარი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კომპოზიციურად სწორი ფორმის იქნება. ბილიკი საპროექტო ტერიტორიას ორ ძირითად ნაწილად გაყოფს. მოხდება ტერიტორიის ზონირება და ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე განთავსდება სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის მქონე სპორტულ-დასასვენებელი ბაქნები. ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის გასწვრივ, ორივე მხარეს მოეწყობა მოქნილი ფორმის სათადარიგო ბილიკები. სათადარიგო ბილიკების გასწვრივ კი მოეწყობა ე.წ. "ჯიბეები", რომლებშიც დასაჯდომი სკამები განლაგდება. ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს განთავსდება წრიული ფორმის სარეკრეაციო ბაქანი, კალათბურთის მოედანი, სპორტული ზონისთვის-ოვალური ფორმის ორი ბაქანი და რეაბილიტირებული ამფითეატრი.

სპორტულ ზონაში ერთ-ერთ ოვალური ფორმის ბაქანზე დამონტაჟდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ტიპიური გადახურული სატრენაჟორო-ფანჩატური, ხოლო მეორე ბაქანზე ღია ცის ქვეშ მოეწყობა სატანვარჯიშო-სპორტული იარაღები. ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის ჩრდილო აღმოსავლეთ მხარეს პროექტით გათვალისწინებულია:სარეკრეაციო-დასასვენებელი ზონა, სათამაშო ბაქანი ექსტრემალური სპორტისთვის, არსებული ბასეინის აღდგენა და მის მიმდებარედ სათამაშო ბაქნების მოწყობა, რომლებზეც შედარებით მცირე გაბარიტების მქონე სათამაშო ატრაქციონები დამონტაჟდება...განაგრძეთ კითხვა+დაათვალიერეთ ფოტოები

"5-6 თვის წინ თამარმა მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო" - გარდაცვლილი პროგრამისტის დედა

"საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურსა და ენგურჰესზეც" - რა ინფორმაცია მიაწოდეს შს მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს

რამ გამოიწვია რაჭაში სტიქიური მოვლენები?