საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი - რომ არა ეს ხალხი, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო
პრემიერი - რომ არა ეს ხალხი, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო

რომ არა ის ხალ­ხი, ვინც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, რომ არა გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი, რომ არა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი, სა­დაც ნაკ­ვერ­ჩხა­ლი­ვით ინა­ხე­ბო­და ჩვე­ნი ერის ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა, რომ არა გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, არც 1918 წლის 26 მა­ი­სი იქ­ნე­ბო­და და არც დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბო­და ისე­თი, რო­გო­რიც არის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა დღე­ე­ბი და წუ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალს ქმნი­ან და ერის ბედს წყვე­ტენ.

"100 წლის წინ სწო­რედ ასე­თი დღე იყო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის - 26 მა­ი­სი. ეს დღე ერის ის­ტო­რი­ის ლო­გი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, მა­რა­დი­უ­ლი ეროვ­ნუ­ლი ენერ­გი­ის და მრა­ვა­ლი თა­ო­ბის უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გი იყო. არ შე­მიძ­ლია, არ გა­ვიხ­სე­ნოთ მე-19 სა­უ­კუ­ნის 60-ია­ნე­ლე­ბის, თერგდა­ლე­უ­ლე­ბის, ეროვ­ნულ-გან­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის ის­ტო­რი­უ­ლი როლი. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი აზრი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ი­წევ­და წინ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­კენ და ამ­ზა­დებ­და 1918 წლის 26 მა­ისს. რომ არა ეს ხალ­ხი, რომ არა გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბი, რომ არა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი, სა­დაც ნაკ­ვერ­ჩხა­ლი­ვით ინა­ხე­ბო­და ჩვე­ნი ერის ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა, რომ არა გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, არც 1918 წლის 26 მა­ი­სი იქ­ნე­ბო­და და არც დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბო­და ისე­თი, რო­გო­რიც არის", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე წელს იმით არის სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ქარ­თვე­ლი ერი პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბის 100 წლის­თავს ზე­ი­მობს.

"ამ დიდი ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ჩვენ­თან ერ­თად არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი. კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი ჩა­მობ­რძა­ნე­ბა სამ­შობ­ლო­ში“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მან­ვე წვე­ვამ­დე­ლებს ფი­ცის და­დე­ბა მი­უ­ლო­ცა.

„ამ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ დღე­სას­წა­ულს ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ჩვენ ყვე­ლა თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს, გან­სა­კუთ­რე­ბით ვუ­ლო­ცავ დღე­ვან­დელ დღეს ჩვენს წვე­ვამ­დე­ლებს. სა­პა­ტიო და ამა­ღალ­ვე­ბე­ლია მათ­თვის ეს დღე, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი დადო და სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის­კა­ცი გახ­და. მე მჯე­რა, რომ თქვენ პირ­ნათ­ლად მო­იხ­დით ვალს სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თგუ­ლი ჯა­რის­კა­ცი იქ­ნე­ბა და ღირ­სე­უ­ლად ატა­რებს ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის სა­პა­ტიო სა­ხელს. მჯე­რა, თქვენ ბო­ლომ­დე გა­უფრ­თხილ­დე­ბით მათ სა­ხე­ლებს, ვინც თავი შეს­წი­რა და სის­ხლი დაღ­ვა­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ჩვენ ყვე­ლა­ნი ქედს ვიხ­რით ჩვე­ნი გმი­რე­ბის წი­ნა­შე. სამ­შობ­ლო არას­დროს და­ი­ვი­წყებს მათ სა­ხე­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრემიერი - რომ არა ეს ხალხი, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო

პრემიერი - რომ არა ეს ხალხი, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო

რომ არა ის ხალხი, ვინც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობას, რომ არა გამორჩეული ქართველი მოღვაწეები, რომ არა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სადაც ნაკვერჩხალივით ინახებოდა ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, რომ არა გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ.

"100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის - 26 მაისი. ეს დღე ერის ისტორიის ლოგიკური განვითარების, მარადიული ეროვნული ენერგიის და მრავალი თაობის უდიდესი ძალისხმევის შედეგი იყო. არ შემიძლია, არ გავიხსენოთ მე-19 საუკუნის 60-იანელების, თერგდალეულების, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული როლი. ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი აზრი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ და ამზადებდა 1918 წლის 26 მაისს. რომ არა ეს ხალხი, რომ არა გამორჩეული ქართველი მოღვაწეები, რომ არა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სადაც ნაკვერჩხალივით ინახებოდა ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, რომ არა გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო იქნებოდა ისეთი, როგორიც არის", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაული დამოუკიდებლობის დღე წელს იმით არის სრულიად გამორჩეული, რომ ქართველი ერი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ზეიმობს.

"ამ დიდი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად, ჩვენთან ერთად არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლები. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება სამშობლოში“, - აღნიშნა პრემიერმა.

მანვე წვევამდელებს ფიცის დადება მიულოცა.

„ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენ ყველა თანამემამულეს, განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს წვევამდელებს. საპატიო და ამაღალვებელია მათთვის ეს დღე, ვინც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამშობლოს ერთგულების ფიცი დადო და საქართველოს ჯარისკაცი გახდა. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ღირსეულად ატარებს ქართველი მეომრის საპატიო სახელს. მჯერა, თქვენ ბოლომდე გაუფრთხილდებით მათ სახელებს, ვინც თავი შესწირა და სისხლი დაღვარა საქართველოსთვის. ჩვენ ყველანი ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე. სამშობლო არასდროს დაივიწყებს მათ სახელებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები