მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს დროშის ფერებში განათებული ღირსშესანიშნაობები - როგორ გვილოცავს მსოფლიო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს
საქართველოს დროშის ფერებში განათებული ღირსშესანიშნაობები - როგორ გვილოცავს მსოფლიო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს

26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტი მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლო წელს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 100 წლის იუ­ბი­ლეს მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღ­ნიშ­ნავს. მი­ლოც­ვას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბიც უერ­თდე­ბი­ან. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­მა უკვე გა­ავ­რცე­ლეს მი­სა­ლო­ცი გან­ცხა­დე­ბე­ბი:

მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II: "დიდი სი­ხა­რუ­ლით გი­ლო­ცავთ ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულს თქვენ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას და იღ­ბალს გი­სურ­ვებთ! წელს, ეს დღე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბი­დან 100 წლის­თავს აღ­ნიშ­ნავს. ასეთ დროს ვფიქ­რობ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ახლო კავ­ში­რებ­ზე, რო­გორც ის­ტო­რი­ულ­ზე, ისე ამ­ჟა­მინ­დელ­სა და სა­მო­მავ­ლო­ზე".

ლი­ე­ტუ­ვას პრე­ზი­დენ­ტი და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტე: "ძვირ­ფა­სო სა­ქარ­თვე­ლო, ლი­ე­ტუ­ვა გიგ­ზავ­ნით გულ­თბილ მო­კი­თხვას ბალ­ტი­ის ზღვის სა­ნა­პი­რო­ე­ბი­დან. მთე­ლი გუ­ლით ვუ­ლო­ცავთ თქვენს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის 100 წლის­თავს აღ­ნიშ­ნავს. თქვე­ნი ნა­ბი­ჯი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ ძალ­ზე გუ­ლა­დი ნა­ბი­ჯი იყო, რო­მე­ლიც მო­დი­ო­და ურ­ყე­ვი ნე­ბი­დან ყო­ფი­ლი­ყა­ვით თა­ვი­სუფ­ლე­ბი. დღეს, ჩვენ ვაფ­რი­ა­ლებთ ხუთ­ჯვრი­ან დრო­შას, რომ ვი­ზე­ი­მოთ თქვენ­თან ერ­თად. ჩვენს ქვეყ­ნებს აერ­თი­ა­ნებთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვის მტკი­ცე ნება და ჩვენ ამა­ყე­ბი ვართ, რომ ვართ თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი - მე­გობ­რე­ბი მა­მა­ცი ერი­სა, რო­მელ­მაც ამ­დენს მი­აღ­წია. დი­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას!".

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო: "წელს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ასი წლის­თა­ვი აღი­ნიშ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო 1991 წელს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახლო მე­გო­ბა­რი და ღი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რია. ბოლო 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წია შთამ­ბეჭ­დავ პროგ­რესს ეკო­ნო­მი­კი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. ქარ­თვე­ლებს ასე­ვე ღი­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­აქვთ რე­გი­ო­ნულ მშვი­დო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ში, მათ შო­რის ავ­ღა­ნეთ­ში მსა­ხუ­რე­ბით, სა­დაც ისი­ნი ამე­რი­კე­ლებ­თან გვერ­დიგ­ვერდ დგა­ნან. ეს მიღ­წე­ვე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თავ­და­დე­ბი­სა და არა­ერ­თი მსხვერ­პლის გა­რე­შე".

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის 100 წლის­თა­ვის იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სლო­ვე­ნი­ა­ში, ლი­უბ­ლი­ა­ნას ცი­ხე­სი­მაგ­რე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში გა­ნათ­და.

ბრი­უ­სელ­ში კი, ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლოს "Petit julien"-ს (ბი­ჭუ­ნა, რო­მე­ლიც შარ­დავს) ქარ­თუ­ლი ჩოხა ჩა­აც­ვეს.

26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში გა­ნათ­დე­ბა ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა. თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ ან­კა­რა­ში სას­ტუმ­რო "შე­რა­ტო­ნის" შე­ნო­ბა; ლიტ­ვა­ში, ვილ­ნი­უ­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ხიდი და ერთ-ერთი მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა - სამი ჯვრის მო­ნუ­მენ­ტი. ასე­ვე გა­ნა­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კო­რე­ა­ში, სე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ლი­სა­ბო­ნის მე­რი­ის და ეს­ტო­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

საქართველოს დროშის ფერებში განათებული ღირსშესანიშნაობები - როგორ გვილოცავს მსოფლიო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს

საქართველოს დროშის ფერებში განათებული ღირსშესანიშნაობები - როგორ გვილოცავს მსოფლიო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველო წელს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს. მილოცვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც უერთდებიან. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა უკვე გაავრცელეს მისალოცი განცხადებები:

მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II: "დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და საქართველოს მოსახლეობას და ბედნიერებას და იღბალს გისურვებთ! წელს, ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან საქართველო პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ასეთ დროს ვფიქრობ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირებზე, როგორც ისტორიულზე, ისე ამჟამინდელსა და სამომავლოზე".

ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე: "ძვირფასო საქართველო, ლიეტუვა გიგზავნით გულთბილ მოკითხვას ბალტიის ზღვის სანაპიროებიდან. მთელი გულით ვულოცავთ თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას, რომელიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს. თქვენი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ ძალზე გულადი ნაბიჯი იყო, რომელიც მოდიოდა ურყევი ნებიდან ყოფილიყავით თავისუფლები. დღეს, ჩვენ ვაფრიალებთ ხუთჯვრიან დროშას, რომ ვიზეიმოთ თქვენთან ერთად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის დაცვის მტკიცე ნება და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვართ თქვენი მეგობრები - მეგობრები მამაცი ერისა, რომელმაც ამდენს მიაღწია. დიდება თავისუფლებას!".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო: "წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი აღინიშნება. საქართველო 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორია. ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობაში. ქართველებს ასევე ღირებული წვლილი შეაქვთ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში მსახურებით, სადაც ისინი ამერიკელებთან გვერდიგვერდ დგანან. ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის თავდადებისა და არაერთი მსხვერპლის გარეშე".

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად სლოვენიაში, ლიუბლიანას ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ბრიუსელში კი, ქალაქის სიმბოლოს "Petit julien"-ს (ბიჭუნა, რომელიც შარდავს) ქართული ჩოხა ჩააცვეს.

26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა. თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო "შერატონის" შენობა; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. ასევე განათებული იქნება კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის, პორტუგალიაში ლისაბონის მერიის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ