პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არაორდინალური ქართველი, რომელიც საფრანგეთში DRAG QUEEN 2018 გახდა - "საქართველოში რომ ვცხოვრობდე, უზომო აგრესიის ობიექტი ვიქნებოდი"
არაორდინალური ქართველი, რომელიც საფრანგეთში DRAG QUEEN 2018 გახდა - "საქართველოში რომ ვცხოვრობდე, უზომო აგრესიის ობიექტი ვიქნებოდი"

საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ რენ­ში 9 მა­ი­სის ღა­მის 12 სა­ათ­ზე Miss Drag Queen 2018 და­ი­წყო. ეს კონ­კურ­სი პრეს­ტი­ჟუ­ლად ით­ვლე­ბა და ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი­ცაა (შე­საძ­ლოა, მკი­თხვე­ლის­თვის სრუ­ლი­ად არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყოს ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც ქვე­მოთ მოყ­ვა­ნილ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ეც­ნო­ბა). კონ­კურ­სის მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი არის ის, რომ მხო­ლოდ ნონ ბი­ნარყ-ების მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ტარ­დე­ბა. Miss Drag Queen 2018 ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლი გახ­და, რო­მელ­საც ფსევ­დო­ნი­მით თრახყა­ნა იც­ნო­ბენ საფ­რან­გეთ­ში. მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გამ­ხე­ლის­გან თავს შე­ვი­კა­ვებთ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი მისი ნა­თე­სა­ვე­ბის­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია არა­სა­სურ­ვე­ლი რე­აქ­ცია. კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა­ში ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ (შოუ, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო უნა­რე­ბი...). სა­მე­ტა­პი­ა­ნი კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი თრახყა­ნა ჟურ­ნალ "გზის" რეს­პონ­დენ­ტია.

- მე ვარ უნი­კა­ლუ­რი, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თი­სა და საქ­ცი­ე­ლის მქო­ნე ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი, რო­მელ­საც საფ­რან­გე­თის შო­უ­ბიზ­ნე­სის წრე­ებ­ში იც­ნო­ბენ თრახყა­ნა-ს სა­ხე­ლით...

- რას ნიშ­ნავს Non binary?

- non binary ნიშ­ნავს binary-ს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, იგი არ მი­ე­სა­და­გე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მე სქე­სის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ კა­ტე­გო­რი­ებს და არც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რო­მე­ლი­მეს. ვფიქ­რობ, სქე­სი არ უნდა გან­სა­ზღვრავ­დეს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას, ხა­სი­ათ­სა და საქ­ცი­ელს.

- ამ­ბობ, რომ პრო­ფე­სი­ით ხარ Drag Queen, მკი­თხვე­ლის­თვის რომ გავ­ხა­დოთ ამ სი­ტყვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ნა­თე­ლი, დაწ­ვრი­ლე­ბით აგ­ვიხ­სე­ნი...

- "დრაგ ქუ­ი­ნი" არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და შო­უ­ებს ატა­რებს. "დრაგ ქუ­ი­ნე­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბა ასე­ვე მო­ი­ცავს პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბებ­საც, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ადა­მი­ა­ნის სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, მი­უ­ხე­და­ვად სქე­სის, ჩაც­მუ­ლო­ბის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის თუ მა­კი­ა­ჟი­სა. "დრაგ ქუ­ინს" თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა, ხე­ლო­ვა­ნიც ეწო­დოს.

- საფ­რან­გეთ­ში გენ­დერუ­ლი სა­კი­თხე­ბი, ისე­ვე, რო­გორც და­სავ­ლეთ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში, თით­ქმის მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. გიგ­რძნია ოდეს­მე აგ­რე­სია სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის გა­მო­ხატ­ვი­სას ქუ­ჩა­ში ან ოჯახ­ში?

- დიახ, მიგ­რძნია, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლის­გან. ამ ქვე­ყა­ნა­ში აგ­რე­სი­ას ვერ იჩე­ნენ ღიად, რად­გან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი მკაც­რად არის და­ცუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით!

- რო­გორ შეხ­ვდნენ შენს გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას ოჯა­ხის წევ­რე­ბი?

- ოჯა­ხის წევ­რებს ეს გა­ვუმ­ხი­ლე 5 წლის წინ, როცა 14 წლის ვი­ყა­ვი. მშობ­ლე­ბი კარ­გად არ შეხ­ვდნენ ამ ამ­ბავს, რად­გან მათ აღელ­ვებ­დათ ხალ­ხის აზრი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და შე­ხე­დუ­ლე­ბა.

- შენი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ცხოვ­რობ­დე, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და შენი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?!

- პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვცხოვ­რობ­დე, ვერ გა­მოვ­ხა­ტავ­დი ჩემს თავს ისე, რო­გორც სი­ნამ­დვი­ლე­ში მექ­ნე­ბო­და ამის სურ­ვი­ლი. ჩემი აზ­რით, უზო­მო აგ­რე­სი­ის ობი­ექ­ტი ვიქ­ნე­ბო­დი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც არ დავხრი­დი თავს და არც რა­მეს შევ­ცვლი­დი ჩემ­ში...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

არაორდინალური ქართველი, რომელიც საფრანგეთში DRAG QUEEN 2018 გახდა - "საქართველოში რომ ვცხოვრობდე, უზომო აგრესიის ობიექტი ვიქნებოდი"

არაორდინალური ქართველი, რომელიც საფრანგეთში DRAG QUEEN 2018 გახდა - "საქართველოში რომ ვცხოვრობდე, უზომო აგრესიის ობიექტი ვიქნებოდი"

საფრანგეთის ქალაქ რენში 9 მაისის ღამის 12 საათზე Miss Drag Queen 2018 დაიწყო. ეს კონკურსი პრესტიჟულად ითვლება და ძალიან განსხვავებულიცაა (შესაძლოა, მკითხველისთვის სრულიად არაორდინარული და მოულოდნელი იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც ქვემოთ მოყვანილ ინტერვიუში გაეცნობა). კონკურსის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ მხოლოდ ნონ ბინარყ-ების მონაწილეობით ტარდება. Miss Drag Queen 2018 ეროვნებით ქართველი გახდა, რომელსაც ფსევდონიმით თრახყანა იცნობენ საფრანგეთში. მისი ნამდვილი სახელისა და გვარის გამხელისგან თავს შევიკავებთ, რადგან საქართველოში მცხოვრები მისი ნათესავებისგან მოსალოდნელია არასასურველი რეაქცია. კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის აქტივობაში ეჯიბრებოდნენ (შოუ, სახელოვნებო უნარები...). სამეტაპიანი კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი თრახყანა ჟურნალ "გზის" რესპონდენტია.

- მე ვარ უნიკალური, არაპროგნოზირებადი ხასიათისა და საქციელის მქონე ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც საფრანგეთის შოუბიზნესის წრეებში იცნობენ თრახყანა-ს სახელით...

- რას ნიშნავს Non binary?

- non binary ნიშნავს binary-ს საწინააღმდეგოს, ამ შემთხვევაში, იგი არ მიესადაგება კონკრეტულად რომელიმე სქესის დამახასიათებელ კატეგორიებს და არც ეწინააღმდეგება რომელიმეს. ვფიქრობ, სქესი არ უნდა განსაზღვრავდეს ადამიანის ცხოვრებას, ხასიათსა და საქციელს.

- ამბობ, რომ პროფესიით ხარ Drag Queen, მკითხველისთვის რომ გავხადოთ ამ სიტყვების მნიშვნელობა ნათელი, დაწვრილებით აგვიხსენი...

- "დრაგ ქუინი" არის ადამიანი, რომელიც ექსტრავაგანტულად გამოიყურება და შოუებს ატარებს. "დრაგ ქუინების" საქმიანობა ასევე მოიცავს პოლიტიკურ აქტივობებსაც, რომელიც მიმართულია ადამიანის სრული თავისუფლების წარმოსაჩენად, მიუხედავად სქესის, ჩაცმულობის, აქსესუარების თუ მაკიაჟისა. "დრაგ ქუინს" თავისუფლად შეიძლება, ხელოვანიც ეწოდოს.

- საფრანგეთში გენდერული საკითხები, ისევე, როგორც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, თითქმის მოგვარებულია. გიგრძნია ოდესმე აგრესია საკუთარი იდენტობის გამოხატვისას ქუჩაში ან ოჯახში?

- დიახ, მიგრძნია, თუმცა მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილისგან. ამ ქვეყანაში აგრესიას ვერ იჩენენ ღიად, რადგან ადამიანის უფლებები მკაცრად არის დაცული კანონმდებლობით!

- როგორ შეხვდნენ შენს განსხვავებულობას ოჯახის წევრები?

- ოჯახის წევრებს ეს გავუმხილე 5 წლის წინ, როცა 14 წლის ვიყავი. მშობლები კარგად არ შეხვდნენ ამ ამბავს, რადგან მათ აღელვებდათ ხალხის აზრი, დამოკიდებულება და შეხედულება.

- შენი აზრით, საქართველოში რომ ცხოვრობდე, როგორი იქნებოდა შენი და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება?!

- პირველ რიგში, საქართველოში რომ ვცხოვრობდე, ვერ გამოვხატავდი ჩემს თავს ისე, როგორც სინამდვილეში მექნებოდა ამის სურვილი. ჩემი აზრით, უზომო აგრესიის ობიექტი ვიქნებოდი. მიუხედავად ამისა, მაინც არ დავხრიდი თავს და არც რამეს შევცვლიდი ჩემში...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ