ავტორი:

ვინ არის რუსი გენერალი, რომელსაც "ბოინგ 777"-ის ტრაგედიასთან აკავშირებენ და რა საერთო აქვს მას ცხინვალთან

ვინ არის რუსი გენერალი, რომელსაც "ბოინგ 777"-ის ტრაგედიასთან აკავშირებენ და რა საერთო აქვს მას ცხინვალთან

ავსტრიისა და ნიდერლანდების ხელისუფლებამ რუსეთი "ბოინგ 777"-ის კატასტროფაში ოფიცალურად დაადანაშაულა. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის სტეფ ბლოკის თქმით, 2014 წელს მომხდარი ტრაგედიის უკან რუსეთი დგას. მაშინ "ბოინგი777", რომელიც MH17 რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა, სავარაუდოდ, რაკეტით დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. მათი უმეტესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო... ნიდერლანდების უშიშიროების საბჭომ, საბოლოო ანგარიშში დაწერა, რომ კატასტროფაში სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი "ბუკი" ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაციას novayagazeta.ru ავრცელებს.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით კი, რუსეთიდან უკრაინის აღმოსავლეთში სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის "ბუკის" ტრანსპორტირებაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამსახურის გენერალი, ოლეგ ივანნიკოვი მონაწილოებდა.

ამის შესახებ ერთობლივად ჩატარებული გამოძიების შემდეგ ინტერნეტგამოცემები Bellingcat და The Insider წერენ. მათივე ცნობით, საუბარია "ბუკზე", რომლითაც საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მონაცემებით, 2014 წლის ივლისში "მალაიზიის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავი – "ბოინგი" ჩამოაგდეს.

Bellingcat-ისა და The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ივანნიკოვის კოდური სიტყვა იყო "ორიონი", რომელიც უკრაინაში რუს სამხედროებს ხელმძღვანელობდა.

Bellingcat-მა და The Insider-მა მოიპოვეს ჩანაწერი, სადაც მათი ინფორმაციით, 2014 წლის 14 ივლისს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის "თავდაცვის მინისტრის" მოადგილე ბუგროვი და "ორიონი" ტელეფონით უკრაინის არმიის თვითმფრინავების მიერ სეპარატისტების პოზიციების დაბომბვაზე საუბრობენ.

ჩანაწერში "ორიონი" ამბობს, რომ რამდენიმე დღეში "ბუკი" ექნებათ და თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ. ამ საუბრიდან სამი დღის შემდეგ, დონბასში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო "ბოინგი" ჩამოაგდეს" - წერს გამოცემა.

ამავე გამოძიების მიხედვით, 2004 წელს ივანნიკოვი, ანდრეი ლაპტევის სახელით "სამხრეთ ოსეთში" ჩავიდა, სადაც თავიდან უშიშროების საბჭოში, შემდეგ კი 2006-2008 წლებში "თავდაცვის მინისტრად" მუშაობდა.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები "ორიონის" უჩვეულოდ მაღალ ხმაზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც მამაკაცებს იშვიათად აქვთ. საგამოძიებო მასალებით, ჯერ კიდევ ანდრეი ლაპტევის სახელით, 2012 წელს ივანნიკოვმა მხარი დაუჭირა დავით სანაკოევს, რომელიც კენჭს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად იყრიდა.

სანაკოევმა The Insider-ს დაუდასტურა, რომ ლაპტევის ხმა მართლაც წააგავს ქალის ხმას. ამასთან, Bellingcat-ის წყარომ, რომელიც 2006-2008 წლებში სამხრეთ ოსეთში "სამშვიდობო მისიაში" მონაწილეობდა, ივანნიკოვის ფოტოზე, სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "თავდაცვის მინისტრი" "ანდრეი ლაპტევი" ამოიცნო.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ცხინვალში "მინისტრად" მუშაობისას ივანნიკოვი თავს არიდებდა სიტუაციებს, როცა მისი სახე და ხმა შესაძლოა მედიასაშუალებებს ჩაეწერათ და მაშინაც კი, როცა ცხინვალში ლაპტევი მედლით დააჯილდოვეს, ცერემონიის ამსახველ ფოტოზე ის არ ჩანდა.

"ასევე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ლაპტევი 2013 წელსაც "სამხრეთ ოსეთში" იმყოფებოდა, თუმცა, უკვე ნამდვილი გვარით, ივანნიკოვით და ავტომანქანით, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის..." – წერს "რადიო თავისუფლება".

რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუ ცალკეულ განცხადებებს არ ჩავთვლით. ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, "პრეზიდენტი ჯერ არ გასცნობია საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნას და შესაბამისად განცხადებასაც ვერ გააკეთებს".

დუმის დეპუტატმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები მალაიზიურის ბოინგის ჩამოგდებაში რუსეთს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის გავლენით ადანაშაულებენ.

Газеты.Ru-სთან კომენტარში რუსი დეპუტატი ამბობს, რომ "ავსტრიაცა და ნიდერლანდებიც ამ განცხადებას ამერიკისა და ბრიტანეთის ინტერესების სასარგებლოდ აკეთებენ, რადგან ისინი რუსეთს ყირიმის მისი ფარგლებში დაბრუნებას ვერ პატიობენ და მათი ძალისხმევით რამდენიმე ქვეყანა რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილთა სიაში გადავიდა...".

მისივე თქმით, რუსეთი ყველანაირი სცენარისთვის მზად არის და არც ის არის გამორიცხული, რომ ამას ახალი სანქციების ტალღა მოჰყვეს. უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ნიდერლანდელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა და ტრაგედიის დეტალები გაინხილა. ლავროვის თქმით, "ბლოკმა" ვერ შეძლო ფაქტების ასახვა, "თუმცა, რუსეთის მზად იყო კატასტროფის მიზეზების შემსწავლელ საერთაშორისო გამოძიებასთან ეთანამშრომლა...".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე