პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყვნენ პირველი დეპუტატი ქართველი ქალები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს
ვინ იყვნენ პირველი დეპუტატი ქართველი ქალები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­მა­თი არ წყდე­ბა და არა­ვინ იცის, ტრა­დი­ცი­ულ სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე მსჯე­ლო­ბა ოდეს­მე დას­რულ­დე­ბა თუ არა. ძნე­ლი სათმქე­ლია, რამ­დე­ნად სა­ნუ­გე­შოა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქა­ლის როლი არც ისე დიდი ხნის წინ, ლი­ბე­რა­ლურ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­შიც სა­კა­მა­თო იყო და იმის­თვის, რომ სუსტ სქესს იმ შე­დე­გის­თვის მი­ეღ­წია, რაც ახლა აქვს, ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლა და ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და.

რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, საკ­მა­ოდ ტრა­დი­ცი­ულ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჯერ კი­დევ XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნემ­დე აიყ­ვა­ნეს. ის­ტო­რი­ამ შე­მოგ­ვი­ნა­ხა უნი­კა­ლუ­რი ფოტო და დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, სა­დაც არ­ჩევ­ნებ­ზე ორი­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ არის მო­თხრო­ბი­ლი.

კერ­ძოდ, 1921 წელს მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცია, რომ­ლის 39-ე მუხ­ლშიც წე­რია, რომ "ორი­ვე სქე­სის მო­ქა­ლა­ქე თა­ნას­წო­რია - რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ისე სა­მო­ქა­ლა­ქო, ეკო­ნო­მი­უ­რი და სა­ო­ჯა­ხო უფ­ლე­ბით". 1919 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის არ­ჩევ­ნე­ბი შედ­გა, რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თაო, პა­რი­ტე­ტუ­ლი პრინ­ცი­პით ჩა­ტარ­და. სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში 20-ზე მეტი ქალი იყო, მათ­გან ხუთი სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რი გახ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შე­მო­ნა­ხუ­ლია ცნო­ბე­ბი მათ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 100 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვეყ­ნდე­ბა.

ქრის­ტი­ნე (ჩიტო) შა­რა­ში­ძე

და­ი­ბა­და 1887 წელს ოზურ­გე­თის მაზ­რის სო­ფელ ბახვში, სა­ხალ­ხო მას­წავ­ლებ­ლე­ბის - გიგო შა­რა­ში­ძი­სა და ნინა ქი­ქო­ძის ოჯახ­ში. სწავ­ლობ­და ქუ­თა­ი­სის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ა­ში, სა­ი­და­ნაც 1904 წელს, მოს­წავ­ლე­თა რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლო­ე­ბი­სა და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლე­ბის გამო, გა­რი­ცხეს.

1905 წლი­დან იყო სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­თა პარ­ტი­ის წევ­რი. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1905-1906 წლებ­ში თბი­ლი­სის გა­მოს­ვლებ­ში, ამ­ზა­დებ­და სა­გა­ზე­თო ინ­ფორ­მა­ცი­ებს, 1905 წლის ნო­ემ­ბერ­ში თბი­ლის­ში “სო­მეხ-თა­თარ­თა შე­ტა­კე­ბე­ბის” გან­მუხ­ტვი­სას მო­ნა­წი­ლე­ობ­და “მფრი­ნავ რაზმში”, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწევ­და და­შა­ვე­ბუ­ლებს.

1907 წლი­დან მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და ქუ­თა­ი­სის მა­რი­ამ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის კერ­ძო გიმ­ნა­ზი­ა­ში. 1910-1911 წლებ­ში გახ­ლდათ ქუ­თა­ი­სის სა­ხალ­ხო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის წევ­რი.

1909 წლი­დან იყო "ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის" ნამ­დვი­ლი წევ­რი, ხოლო 1917 წლი­დან - სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რი.

1919 წელს არ­ჩე­ულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რად სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის სი­ი­დან და შე­დი­ო­და პრე­ზი­დი­უ­მის სამ­დივ­ნო­ში.

1921 წლის აგ­ვის­ტო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­პა­ტიმ­რეს. რეპ­რე­სი­ებს ვერც მისი ოჯა­ხი გა­და­ურ­ჩა...

ამო­ნა­რი­დი მისი ერთ-ერთი და­კი­თხვის ტექ­სტი­დან: “სას­წავ­ლე­ბელ­ში იყო გა­ფიც­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და თუ ვინ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ამ გა­ფიც­ვას, არ ვიცი და პი­რა­დათ მე არა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ გა­ფიც­ვას­თან არ მქო­ნია. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ წეს­წყო­ბი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მე არ ვმუ­შა­ობ იმი­ტომ, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მი პო­ლი­ტი­კურ მუ­შა­ო­ბას შე­უძ­ლებ­ლათ ხდის.

მე არც ის ვიცი არ­სე­ბობს თუ არა ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი მენ­შე­ვი­კურ პარ­ტი­ი­სა და ეწე­ვა თუ არა რა­ი­მე მუ­შა­ო­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ზე შე­მიძ­ლია ვსთქვა, რომ აქ არის ხსე­ნე­ბუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის წი­თე­ლი ჯა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს რე­ა­ლურ ძა­ლას და მთავ­რო­ბა შემ­დგა­რი ქარ­თვე­ლე­ბი­სა­გან წარ­მო­ად­გენს მხო­ლოდ ფიქ­ცი­ას და ბა­ტო­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არის უცხო ხალ­ხი­სა...“.

სა­ქარ­თვე­ლოს სსრ სა­გან­გე­ბო კო­მი­სი­ის პრე­ზი­დი­უმ­მა ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძეს 1922 წლის 23 მარტს ბრალ­დე­ბით – მცდე­ლო­ბა საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად და მენ­შე­ვი­კე­ბის ბა­ტო­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად, 6 თვით იზო­ლა­ცი­ის წე­სით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. მე­ტე­ხის ცი­ხი­დან ქრის­ტი­ნე შა­რა­ში­ძე 1922 წლის 6 მა­ისს, ავად­მყო­ფო­ბის გამო, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ძმის, შალ­ვა შა­რა­ში­ძის თავ­დე­ბო­ბის ქვეშ.

პუბ­ლი­ცის­ტუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა არც შემ­დეგ შე­უ­წყვე­ტია - 1924-1925 წლებ­ში იყო მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის ქარ­თუ­ლი ენის კა­ბი­ნე­ტის გამ­გე და 1917-1931 წლებ­ში სა­ის­ტო­რიო-სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მო­ამ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შრო­მე­ბი ქარ­თუ­ლი ბეჭდ­ვი­თი სი­ტყვის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. იყო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ავ­ტო­რი ხე­ვი­სა და სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და შეს­წავ­ლი­ლი აქვს IX – XIX სა­უ­კუ­ნის 1500-ზე მეტი ხელ­ნა­წე­რი. გარ­და­იც­ვა­ლა 1973 წელს...

ანა (ოლა) სო­ლო­ღაშ­ვი­ლი (1882-1937)

21 წლის ასა­კი­დან სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი იყო, არა­ერ­თხელ და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ მე­ფის რუ­სე­თის დროს.

1903 წლი­დან ანა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პარ­ტი­ა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შემ­დეგ “მენ­შე­ვი­კებს” მი­ემ­ხრო.

1919-21 წლებ­ში დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო და სა­რე­დაქ­ციო კო­მი­სი­ებ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. 1925 წლი­დან პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ან­ტი­საბ­ჭო­თა მოძ­რა­ო­ბა­ში.

1918 წელს ანამ ხელი მო­ა­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტს, 1919 წელს კი - დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რად აირ­ჩი­ეს.

1921 წლი­დან, ანუ სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის დღი­დან, იგი სხვა მენ­შე­ვი­კე­ბის მსგავ­სად ან­ტი­საბ­ჭო­თა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. 1925 წლი­დან ანა მას­წავ­ლებ­ლა­დაც მუ­შა­ობ­და.

1937 წელს და­ა­კა­ვეს და შინ­სა­ხკო­მის “ტრო­ი­კის” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ან­ტი­საბ­ჭო­თა და ან­ტი­სა­კოლ­მე­ურ­ნეო პრო­პა­გან­დის, აგ­რეთ­ვე “შო­ვი­ნის­ტუ­რი გან­წყო­ბე­ბის” ბრალ­დე­ბით დახ­ვრი­ტეს...

ელი­სა­ბედ ნა­კა­ში­ძე-ბოლ­ქვა­ძე (1885-1937)

1904 წლი­დან აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის მუ­შა­ო­ბა­ში. 1917 წელს “გუ­რი­ის ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის” თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს, 1919 წლი­დან კი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის შრო­მის კო­მი­სი­ის წევ­რი გახ­და. ან­ტი­საბ­ჭო­თა მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის პირ­ვე­ლად, 38 წლის ასაკ­ში, ურალ­ში გა­და­ა­სახ­ლეს.

1925 წელს ელი­სა­ბე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, მაგ­რამ ერთ წე­ლი­წად­ში კვლავ და­ა­კა­ვეს ‒ ჯერ ციმ­ბირ­ში, მი­ნუ­სინ­სკის პო­ლიტ-იზო­ლა­ტორ­ში მო­ა­თავ­სეს, შემ­დეგ კი ურალ­სკი­სა და ალ­თა­ის მხა­რე­ში გა­და­ა­სახ­ლეს.

ამო­ნა­რი­დი მისი და­კი­თხვის ტექ­სტი­დან: "წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ვცნობ; არ უარ­ვყოფ, რომ სა­დაც კი ვი­ყა­ვი გა­და­სახ­ლე­ბა­ში, ყვე­ლა ჩემს ამ­ხა­ნაგ­თან - გა­და­სახ­ლე­ბულ მენ­შე­ვი­კებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და ისი­ნი ჩემ­თან და­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე, არ უარ­ვყოფ, რომ მქონ­და მი­მო­წე­რა ამ­ხა­ნა­გებ­თან.

არ უარ­ვყოფ, რომ ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვი და ვარ, და­ვეხ­მა­რო გა­და­სახ­ლე­ბულ ამ­ხა­ნა­გებს, რომ­ლე­ბიც მა­ტე­რი­ა­ლურ სახ­სრებს სა­ჭი­რო­ე­ბენ, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ვყოფ, რომ გა­და­სახ­ლე­ბა­ში ვე­წე­ო­დი რა­ი­მე არა­ლე­გა­ლურ, მენ­შე­ვი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას; ყვე­ლა ჩემი კავ­ში­რი და ამ­ხა­ნა­გუ­რი დახ­მა­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და პი­რად სურ­ვილს და არ ატა­რებ­და პარ­ტი­ულ ხა­სი­ათს...”, - ლიზა ბოლ­ქვა­ძე, მენ­შე­ვი­კი, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რი.

არა­ერ­თი და­კა­ვე­ბი­სა და გა­და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, ბო­ლოს, ან­ტი­საბ­ჭო­თა საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, ერთ-ერთი გა­და­სახ­ლე­ბი­სას, კრას­ნო­ი­არ­სკში დახ­ვრი­ტეს.

მი­ნა­დო­რა ორ­ჯო­ნი­კი­ძე-ტო­რო­შე­ლი­ძე (1879-1967)

სწავ­ლობ­და ქუ­თა­ი­სის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ა­ში, 1901 წლი­დან კი ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე. შვე­ი­ცა­რი­ა­ში სწავ­ლის დრო­ი­დან აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი წრე­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში.

1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის დროს ის სა­ქარ­თვე­ლოს წი­თელ ჯვარ­ში მუ­შა­ობ­და. გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ კი ან­ტი­საბ­ჭო­თა მოძ­რა­ო­ბა­ში ჩა­ერ­თო. ამე­რი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა და ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, ქალ­თა არა­ლე­გა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სწო­რედ ამის გამო, 1924 წელს მოს­კოვ­ში გა­ა­სახ­ლეს. 1925 წელს თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, კვლავ მოს­კოვ­ში გაგ­ზავ­ნეს, თუმ­ცა, შემ­დეგ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს.

1936 წელს, კის­ლო­ვოდსკში ყოფ­ნი­სას, ან­ტი­საბ­ჭო­თა სა­უბ­რე­ბი­სა და გა­და­სახ­ლე­ბულ მენ­შე­ვიკ­თან, გრი­გოლ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან კავ­ში­რის გამო, ან­ტი­საბ­ჭო­ურ ქმდე­ბებ­ში დას­დეს ბრა­ლი და 5 წლით ყა­ზა­ხეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. გა­და­სახ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს, 1937 წლის 5 ივ­ნისს და­ა­პა­ტიმ­რეს. 1937 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს “ტრო­ი­კამ” 8 წლით შრო­მა-გას­წო­რე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი მისი მე­უღ­ლე, მა­ლა­ქია ტო­რო­შე­ლი­ძე და შვი­ლე­ბი ლე­ვან და გი­ორ­გი ტო­რო­შე­ლი­ძე­ე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ, რო­მელ­თაც შინ­სა­ხკო­მის “ტრო­ი­კებ­მა” დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს.

მი­ნა­დო­რა ტო­რო­შე­ლი­ძე გა­და­სახ­ლე­ბი­დან 1950 წელს დაბ­რუნ­და, 1956 წელს კი მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­და. 1967 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

ელე­ო­ნო­რა ტერ-ფარ­სე­გო­ვა-მახ­ვი­ლა­ძე

1875 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქმარ­თან, პრო­ფე­სი­ით ექიმ ვლა­დი­მერ მახ­ვი­ლა­ძეს­თან ერ­თად, სო­ხუმ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად; იყო მენ­შე­ვი­კუ­რი მთავ­რო­ბის წევ­რი. ის სა­ქა­ლა­ქო და რე­ა­ლუ­რი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს “მარ­სე­ლი­ე­ზას” სიმ­ღე­რას თა­ვი­სე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით ას­წავ­ლი­და, კერ­ძოდ, სი­ტყვა “მე­ფის­თვის” “ნი­კო­ლო­ზის” ამა­ტებ­დნენ. მოს­წავ­ლე­ებს ეუბ­ნე­ბო­და, რომ არ და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და არ მო­ეს­მი­ნათ “ბე­ბე­რი, დრო­მოჭ­მუ­ლი სუ­ლე­ლი” დი­რექ­ტო­რის­თვის.

მახ­ვი­ლა­ძე ხალ­ხის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ამ­ბობ­და, რომ სა­ჭი­როა, ხალ­ხმა თავი მო­უ­ყა­როს თა­ვის ძა­ლებს, რათა ერ­თი­ა­ნი ძა­ლით “არ მივ­ცეთ მო­მაკ­ვდავ მთავ­რო­ბას ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა”.

იყო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის წევ­რი. 1902 წლი­დან კი, სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი.

1921 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ არა­ლე­გა­ლურ ან­ტი­საბ­ჭო­თა მოძ­რა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თბი­ლის­ში მის ოჯახს მუდ­მი­ვად უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­პა­ტიმ­რეს, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. ბო­ლოს, 1926 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს და შო­რე­უ­ლი ციმ­ბი­რის გზას გა­უ­ყე­ნეს. გა­და­სახ­ლე­ბი­დან 30-იან წლებ­ში დაბ­რუნ­და, რის შემ­დე­გაც მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღი უც­ნო­ბია.

ავტორი:

ვინ იყვნენ პირველი დეპუტატი ქართველი ქალები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს

ვინ იყვნენ პირველი დეპუტატი ქართველი ქალები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს

საქართველოში ქალთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ კამათი არ წყდება და არავინ იცის, ტრადიციულ სტერეოტიპებზე მსჯელობა ოდესმე დასრულდება თუ არა. ძნელი სათმქელია, რამდენად სანუგეშოა, მაგრამ საზოგადოებაში ქალის როლი არც ისე დიდი ხნის წინ, ლიბერალურ ევროპასა და ამერიკაშიც საკამათო იყო და იმისთვის, რომ სუსტ სქესს იმ შედეგისთვის მიეღწია, რაც ახლა აქვს, ძალიან დიდი ბრძოლა და ძალისხმევა დასჭირდა.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ ტრადიციულ საქართველოში, ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ქალის უფლებები საკანონმდებლო დონემდე აიყვანეს. ისტორიამ შემოგვინახა უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალა, სადაც არჩევნებზე ორივე სქესის წარმომადგენელთა თანაბარი უფლებების შესახებ არის მოთხრობილი.

კერძოდ, 1921 წელს მიიღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლშიც წერია, რომ "ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია - როგორც პოლიტიკური ისე სამოქალაქო, ეკონომიური და საოჯახო უფლებით". 1919 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დამფუძნებელი კრების არჩევნები შედგა, რომელიც საყოველთაო, პარიტეტული პრინციპით ჩატარდა. სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიაში 20-ზე მეტი ქალი იყო, მათგან ხუთი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა.

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემონახულია ცნობები მათ შესახებ, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნდება.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე

დაიბადა 1887 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, სახალხო მასწავლებლების - გიგო შარაშიძისა და ნინა ქიქოძის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც 1904 წელს, მოსწავლეთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილოებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოსვლების გამო, გარიცხეს.

1905 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1906 წლებში თბილისის გამოსვლებში, ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს, 1905 წლის ნოემბერში თბილისში “სომეხ-თათართა შეტაკებების” განმუხტვისას მონაწილეობდა “მფრინავ რაზმში”, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევდა დაშავებულებს.

1907 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისის მარიამ ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიაში. 1910-1911 წლებში გახლდათ ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის წევრი.

1909 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან - საზოგადოების გამგეობის წევრი.

1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიიდან და შედიოდა პრეზიდიუმის სამდივნოში.

1921 წლის აგვისტოში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს. რეპრესიებს ვერც მისი ოჯახი გადაურჩა...

ამონარიდი მისი ერთ-ერთი დაკითხვის ტექსტიდან: “სასწავლებელში იყო გაფიცვა მოსწავლეებისა და თუ ვინ ხელმძღვანელობდა ამ გაფიცვას, არ ვიცი და პირადათ მე არანაირი დამოკიდებულება ამ გაფიცვასთან არ მქონია. საქართველოში არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ მე არ ვმუშაობ იმიტომ, რომ არსებული რეჟიმი პოლიტიკურ მუშაობას შეუძლებლათ ხდის.

მე არც ის ვიცი არსებობს თუ არა ცენტრალური კომიტეტი მენშევიკურ პარტიისა და ეწევა თუ არა რაიმე მუშაობას. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებაზე შემიძლია ვსთქვა, რომ აქ არის ხსენებული ძალაუფლება შემოსული რუსეთის წითელი ჯარის საშუალებით, რომელიც წარმოადგენს რეალურ ძალას და მთავრობა შემდგარი ქართველებისაგან წარმოადგენს მხოლოდ ფიქციას და ბატონობა საქართველოში არის უცხო ხალხისა...“.

საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის პრეზიდიუმმა ქრისტინე შარაშიძეს 1922 წლის 23 მარტს ბრალდებით – მცდელობა საბჭოთა წყობილების დასამხობად და მენშევიკების ბატონობის აღსადგენად, 6 თვით იზოლაციის წესით პატიმრობა მიუსაჯა. მეტეხის ციხიდან ქრისტინე შარაშიძე 1922 წლის 6 მაისს, ავადმყოფობის გამო, გაათავისუფლეს ძმის, შალვა შარაშიძის თავდებობის ქვეშ.

პუბლიცისტური მოღვაწეობა არც შემდეგ შეუწყვეტია - 1924-1925 წლებში იყო მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე და 1917-1931 წლებში საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი.

მოამზადებული აქვს მნიშვნელოვანი შრომები ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ. იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევების ავტორი ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიის შესახებ. დამუშავებული და შესწავლილი აქვს IX – XIX საუკუნის 1500-ზე მეტი ხელნაწერი. გარდაიცვალა 1973 წელს...

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937)

21 წლის ასაკიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, არაერთხელ დაუპატიმრებიათ მეფის რუსეთის დროს.

1903 წლიდან ანა სოლოღაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. მოგვიანებით, პარტიაში განხეთქილების შემდეგ “მენშევიკებს” მიემხრო.

1919-21 წლებში დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიებში მოღვაწეობდა. 1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში.

1918 წელს ანამ ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, 1919 წელს კი - დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს.

1921 წლიდან, ანუ საქართველოს გასაბჭოების დღიდან, იგი სხვა მენშევიკების მსგავსად ანტისაბჭოთა საქმიანობას ეწეოდა. 1925 წლიდან ანა მასწავლებლადაც მუშაობდა.

1937 წელს დააკავეს და შინსახკომის “ტროიკის” გადაწყვეტილებით, ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, აგრეთვე “შოვინისტური განწყობების” ბრალდებით დახვრიტეს...

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937)

1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. 1917 წელს “გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა. ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის პირველად, 38 წლის ასაკში, ურალში გადაასახლეს.

1925 წელს ელისაბედი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დააკავეს ‒ ჯერ ციმბირში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ კი ურალსკისა და ალთაის მხარეში გადაასახლეს.

ამონარიდი მისი დაკითხვის ტექსტიდან: "წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ვცნობ; არ უარვყოფ, რომ სადაც კი ვიყავი გადასახლებაში, ყველა ჩემს ამხანაგთან - გადასახლებულ მენშევიკებთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ისინი ჩემთან დადიოდნენ ხოლმე, არ უარვყოფ, რომ მქონდა მიმოწერა ამხანაგებთან.

არ უარვყოფ, რომ ყოველთვის მზად ვიყავი და ვარ, დავეხმარო გადასახლებულ ამხანაგებს, რომლებიც მატერიალურ სახსრებს საჭიროებენ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ, რომ გადასახლებაში ვეწეოდი რაიმე არალეგალურ, მენშევიკურ საქმიანობას; ყველა ჩემი კავშირი და ამხანაგური დახმარება წარმოადგენდა პირად სურვილს და არ ატარებდა პარტიულ ხასიათს...”, - ლიზა ბოლქვაძე, მენშევიკი, დამფუძნებელი კრების წევრი.

არაერთი დაკავებისა და გადასახლების შემდეგ, ბოლოს, ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო, ერთ-ერთი გადასახლებისას, კრასნოიარსკში დახვრიტეს.

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967)

სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1901 წლიდან კი ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში სწავლის დროიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტური წრეების მუშაობაში.

1921 წლის თებერვალში, რუსული ოკუპაციის დროს ის საქართველოს წითელ ჯვარში მუშაობდა. გასაბჭოების შემდეგ კი ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაერთო. ამერიკული დახმარების ადმინისტრაციაში მუშაობის პარალელურად, დაპატიმრებული სოციალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების ოჯახების დასახმარებლად, ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. სწორედ ამის გამო, 1924 წელს მოსკოვში გაასახლეს. 1925 წელს თბილისში დაბრუნებული, კვლავ მოსკოვში გაგზავნეს, თუმცა, შემდეგ თბილისში დაბრუნების უფლება მისცეს.

1936 წელს, კისლოვოდსკში ყოფნისას, ანტისაბჭოთა საუბრებისა და გადასახლებულ მენშევიკთან, გრიგოლ ლორთქიფანიძესთან კავშირის გამო, ანტისაბჭოურ ქმდებებში დასდეს ბრალი და 5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს. გადასახლებაში ყოფნის დროს, 1937 წლის 5 ივნისს დააპატიმრეს. 1937 წლის 29 ოქტომბერს “ტროიკამ” 8 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი მისი მეუღლე, მალაქია ტოროშელიძე და შვილები ლევან და გიორგი ტოროშელიძეებიც აღმოჩნდნენ, რომელთაც შინსახკომის “ტროიკებმა” დახვრეტა მიუსაჯეს.

მინადორა ტოროშელიძე გადასახლებიდან 1950 წელს დაბრუნდა, 1956 წელს კი მისი რეაბილიტაცია მოხდა. 1967 წლის 19 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

1875 წელს თბილისში დაიბადა. მოგვიანებით ქმართან, პროფესიით ექიმ ვლადიმერ მახვილაძესთან ერთად, სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად; იყო მენშევიკური მთავრობის წევრი. ის საქალაქო და რეალური სკოლის მოსწავლეებს “მარსელიეზას” სიმღერას თავისებური ინტერპრეტაციით ასწავლიდა, კერძოდ, სიტყვა “მეფისთვის” “ნიკოლოზის” ამატებდნენ. მოსწავლეებს ეუბნებოდა, რომ არ დამორჩილებოდნენ ხელმძღვანელობას და არ მოესმინათ “ბებერი, დრომოჭმული სულელი” დირექტორისთვის.

მახვილაძე ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ამბობდა, რომ საჭიროა, ხალხმა თავი მოუყაროს თავის ძალებს, რათა ერთიანი ძალით “არ მივცეთ მომაკვდავ მთავრობას ფეხზე წამოდგომის საშუალება”.

იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1902 წლიდან კი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1921 წლიდან საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არალეგალურ ანტისაბჭოთა მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდა. თბილისში მის ოჯახს მუდმივად უთვალთვალებდნენ. რამდენჯერმე დააპატიმრეს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ათავისუფლებდნენ. ბოლოს, 1926 წელს დააპატიმრეს და შორეული ციმბირის გზას გაუყენეს. გადასახლებიდან 30-იან წლებში დაბრუნდა, რის შემდეგაც მასწავლებლად მუშაობდა. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ