„ენგურჰესზე“ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით აფხაზური მედია ვიდეოს ავრცელებს. ვიდეომასალაში დატბორილი სადგურია ნაჩვენები.
ამასთან, ადგილობრივი მედია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურის ინფორმაციას ავრცელებს.
„აფხაზეთის სამ რაიონში - ოჩამჩირეს, გულრიფშისა და გალის რაიონის ნაწილში, აგუძერას გარდა, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, თუმცა ენგურჰესზე მომხდარი ავარიის შედეგები აღმოფხვრილი არაა, - ამის შესახებ კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იუწყება.
„ყველა აბონენტს, რომლებიც ავარიის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, ენერგომომარაგება აღუდგათ. ავარიის შედეგები ჯერ აღმოფხვრილი არაა, გრძელდება შესაბამისი სამუშაოები“, - ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.
იხილეთ ვიდეო: დატბორილი ენგურჰესი გუშინ მომხდარი ავარიის შემდეგ - კადრებს აფხაზური მედია ავრცელებს