პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ღვინოს სვამდა ვაჟა-ფშაველა და რატომ არ უყვარდა მას გრძელი სადღეგრძელოები
როგორ ღვინოს სვამდა ვაჟა-ფშაველა და რატომ არ უყვარდა მას გრძელი სადღეგრძელოები

რო­დე­საც ქარ­თველ დიდ მწერ­ლებ­სა და მათ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად იხ­სე­ნე­ბენ მათ სუფ­რებ­სა და ღვი­ნოს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას... ამის მი­ზე­ზი, ცხა­დია, საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ, რო­დე­საც ე.წ. ერის მა­მე­ბის წარ­მო­ჩე­ნა მხო­ლოდ ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი კუ­თხით ხდე­ბო­და და ამ მოღ­ვა­წე­ე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი, უბ­რა­ლო მხა­რე­ე­ბი იკარ­გე­ბო­და.

მა­გა­ლი­თად, თით­ქმის ვერც ერთ წიგნ­ში ვერ ვნა­ხავთ ვაჟა-ფშა­ვე­ლას ღვი­ნო­სად­მი და სუფ­რი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ეს მა­შინ, რო­დე­საც ვაჟა ისე­ვე, რო­გორც სხვა ბევ­რი ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წე, ამ ყვე­ლაფ­რის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი იყო.

რო­გორც მისი თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი იხ­სე­ნე­ბენ, ვა­ჟას ქე­ი­ფი და დროს­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ისე­ვე, რო­გორც ღვი­ნო, თუმ­ცა, ზო­მაც იცო­და - შე­ზარ­ხოშ­დე­ბო­და თუ არა, წვეთ­საც აღარ აკა­რებ­და პირს. ამა­ში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობ­და მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფა. რა­საც იტყო­და, ის უნდა აეს­რუ­ლე­ბი­ნა. თქვა, აღარ მოვ­წევ თამ­ბა­ქო­სო და, მას შემ­დეგ აღარც მო­უ­წე­ვია. ერთი ჩვე­უ­ლე­ბა ჰქონ­და ვაჟა-ფშა­ვე­ლას: ის არას­დროს არ მი­ა­ჭა­ხუ­ნებ­და ჭი­ქას ჭი­ქა­ზე, რო­გორც სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის თქმი­სას არის ჩვენ­ში მი­ღე­ბუ­ლი. ამ­ბობ­და, ეს ჩვე­უ­ლე­ბა ჩვე­ნი არ არი­სო.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გრძელ-გრძე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბიც არ უყ­ვარ­და. სა­დღეგ­რძე­ლოს ამ­ბობ­და მოკ­ლედ, გა­სა­გე­ბად და ხში­რად თქმის დროს პა­ტა­რა ლექ­სებ­საც გა­მო­უ­რევ­და ხოლ­მე. საჭ­მე­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გა­საკ­ვი­რია, რომ ხინ­კა­ლი ჰყვა­რე­ბია და ამ კერძს თვი­თო­ნაც ხში­რად ამ­ზა­დებ­და. მთა­ში გაზ­რდილს, არ უყ­ვარ­და ჩაის სმა და, კი­დევ, დათ­რო­ბის შემ­დეგ ბა­ლიშ­ზე თა­ვის და­დე­ბა. ამ­ბობ­და, ცოდ­ვაა ბა­ლიშ­ზე თა­ვის და­დე­ბა, – თავი და­ი­კარ­გე­ბა შიგო. ამი­ტომ, თვი­თონ მუ­თა­ქას ხმა­რობ­და. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია9
0

ვაჟას გრძელი სიტყვა რაში სჭირდებოდა, მოკლედ ვერ იტყოდა სათქმელს.?

გიორგი
1

ვაჟა ფშაველა წმინდანთა რიგებშია ,საკვირველი ის არის რომ როგორ შეგიძლიათ ნებისმიერი თემა ნაც ქოცებამდე დაიყვანოთ თვალი გაახილეთ და აზრზე მოდით ეგ ორივე ბანდა იუდა შევარდნაძის დატოვებული ლეკვები არიან და ერთმანეთზე უარესი მტრები არიან საქართველოსი.შოთას ვაჟას და ილიას საქართველოს ვენაცვალე ეს ნაც ქოცეთი კი მუმლივით ეხვევა მუხას და სასწრაფოდ უნდა მიხედვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

როგორ ღვინოს სვამდა ვაჟა-ფშაველა და რატომ არ უყვარდა მას გრძელი სადღეგრძელოები

როგორ ღვინოს სვამდა ვაჟა-ფშაველა და რატომ არ უყვარდა მას გრძელი სადღეგრძელოები

როდესაც ქართველ დიდ მწერლებსა და მათ ბიოგრაფიაზე საუბრობენ, ძალიან იშვიათად იხსენებენ მათ სუფრებსა და ღვინოსთან დამოკიდებულებას... ამის მიზეზი, ცხადია, საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებში უნდა ვეძებოთ, როდესაც ე.წ. ერის მამების წარმოჩენა მხოლოდ ზეაღმატებული კუთხით ხდებოდა და ამ მოღვაწეების ადამიანური, უბრალო მხარეები იკარგებოდა.

მაგალითად, თითქმის ვერც ერთ წიგნში ვერ ვნახავთ ვაჟა-ფშაველას ღვინოსადმი და სუფრისადმი დამოკიდებულებას და ეს მაშინ, როდესაც ვაჟა ისევე, როგორც სხვა ბევრი ქართველი მოღვაწე, ამ ყველაფრის დიდი მოყვარული და პატივისმცემელი იყო.

როგორც მისი თანამედროვენი იხსენებენ, ვაჟას ქეიფი და დროსტარება ძალიან უყვარდა, ისევე, როგორც ღვინო, თუმცა, ზომაც იცოდა - შეზარხოშდებოდა თუ არა, წვეთსაც აღარ აკარებდა პირს. ამაში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა მტკიცე ნებისყოფა. რასაც იტყოდა, ის უნდა აესრულებინა. თქვა, აღარ მოვწევ თამბაქოსო და, მას შემდეგ აღარც მოუწევია. ერთი ჩვეულება ჰქონდა ვაჟა-ფშაველას: ის არასდროს არ მიაჭახუნებდა ჭიქას ჭიქაზე, როგორც სადღეგრძელოების თქმისას არის ჩვენში მიღებული. ამბობდა, ეს ჩვეულება ჩვენი არ არისო.

როგორც ცნობილია, ვაჟა-ფშაველას გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებიც არ უყვარდა. სადღეგრძელოს ამბობდა მოკლედ, გასაგებად და ხშირად თქმის დროს პატარა ლექსებსაც გამოურევდა ხოლმე. საჭმელებს შორის ყველაზე მეტად რა გასაკვირია, რომ ხინკალი ჰყვარებია და ამ კერძს თვითონაც ხშირად ამზადებდა. მთაში გაზრდილს, არ უყვარდა ჩაის სმა და, კიდევ, დათრობის შემდეგ ბალიშზე თავის დადება. ამბობდა, ცოდვაა ბალიშზე თავის დადება, – თავი დაიკარგება შიგო. ამიტომ, თვითონ მუთაქას ხმარობდა. წაიკითხეთ ვრცლად