პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
12 საბაგირო ხაზი, "ისთ ფოინთი - ლილოს“ მიწისზედა მეტრო - რა საკითხები რჩება გენგეგმაში
12 საბაგირო ხაზი, "ისთ ფოინთი - ლილოს“ მიწისზედა მეტრო - რა საკითხები რჩება გენგეგმაში

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ში რჩე­ბა 12 სა­ბა­გი­რო ხა­ზის მო­წყო­ბა, „ისთ ფო­ინ­თი - ლი­ლოს“ მი­წის­ზე­და მეტ­რო­სა და სატ­ვირ­თო მა­ტა­რებ­ლე­ბის შე­მოვ­ლით რკი­ნიგ­ზა­ზე გა­და­ტა­ნის სა­კი­თხი. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გენ­გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

სა­ლუქ­ვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რკი­ნიგ­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სატ­ვირ­თო ხა­ზის გა­და­ტა­ნა­ზე შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა სამ­გზავ­რო ხაზს, ეს შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის გა­სა­კე­თე­ბე­ლია.

„სატ­ვირ­თო­ზე ყვე­ლა მხა­რე ვთან­ხმდე­ბო­დით, რომ უნდა გა­და­ვი­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­გზავ­რო ხაზს, ეს შე­სას­წავ­ლია. ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის და მთავ­რო­ბის ერთ-ერთი წი­ნა­და­დე­ბა იყო შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის ხა­ზის ნა­წი­ლის მი­წის ქვეშ ჩა­ტა­ნა. ჩვენ სა­უ­ბა­რი გვაქვს 10 კი­ლო­მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე და არა მთლი­ა­ნად რკი­ნიგ­ზა­ზე. იყო სა­უ­ბა­რი გვი­რა­ბის გა­კე­თე­ბა­ზე და კვლე­ვე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ ნავ­თლუ­ღი­დან დი­დუ­ბის სად­გუ­რამ­დე გვი­რა­ბის სა­კი­თხი ნამ­დვი­ლად იყო. სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა ამ სა­კითხს ამუ­შა­ვებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა გენ­გეგ­მა­ში შე­თა­ვა­ზე­ბულ „ისთ ფო­ინ­თი“-ლილო-რუს­თა­ვის მი­წის­ზე­და მეტ­როს ხაზს, ეს ისევ რჩე­ბა დო­კუ­მენ­ტში, მაგ­რამ შო­რე­უ­ლი პერ­სპერ­ქტი­ვაა, საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი და ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტია და კვლე­ვა დას­ჭირ­დე­ბა. თუმ­ცა ის, რაც ჩვენ ვთქვით და ეს სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას­თან ერ­თად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო, რად­გან აქ გვაქვს გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ხაზი, სრუ­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მი­წის­ზე­და მეტ­რო გა­კეთ­დეს, „ისთ ფო­ინ­თი“ ლილო და­ა­კავ­ში­როს ერ­თმა­ნეთს და აე­რო­პორ­ტამ­დეც ჩა­ვი­დეს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლუქ­ვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნებს, რო­გორც გენ­გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი აცხა­დებს, მე­რი­ამ მომ­დევ­ნო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი დე­რეფ­ნის მო­წეს­რი­გე­ბა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბა მა­ინც უნდა მოხ­დეს.

„სა­უ­ბა­რი არ არის ახალ გზა­ზე, ვგუ­ლის­ხმობ, არ­სე­ბუ­ლი გზის მო­წეს­რი­გე­ბას. მა­გა­ლი­თად, დიდი დიღ­მი­დან მაღ­ლი­ვამ­დე, მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის და სა­ბურ­თა­ლოს გზის იმ პა­რა­მეტ­რე­ბით მო­წყო­ბას, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს მი­ე­ცეს და­უბ­რკო­ლებ­ლად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ტრან­სპორტთან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა, რო­გორც ტაქ­სე­ბის, ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრანპ­სორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ჩვენც გვე­დო დო­კუ­მენ­ტში და ქა­ლა­ქიც იწყებს ამის კე­თე­ბას - ეს არის სატ­რან­სპორ­ტო მო­დე­ლი­რე­ბა. უახ­ლო­ეს ხან­ში გა­მო­ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი სატ­რან­სპორ­ტო მას­ტერ­პლან­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა მო­დე­ლი­რე­ბას, ეს არის პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა კვან­ძში ნა­კა­დე­ბის შეს­წავ­ლა და მისი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სოფ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ით­ვლი­ან ნა­კა­დე­ბის მი­ხედ­ვით რო­გო­რი დატ­ვირ­თვა აქვს ამა თუ იმ ქუ­ჩას და ქუ­ჩე­ბის დატ­ვირ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, სად შე­იძ­ლე­ბა გა­და­ნა­წილ­დეს ეს ნა­კა­დე­ბი. ამ დათ­ვლე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სატ­რან­სპორ­ტო მას­ტერ­პლა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­დაც უკვე პრაქ­ტი­კუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა. კვან­ძე­ბის, მო­ედ­ნე­ბის და ქუ­ჩე­ბის დო­ნე­ზე რომ ქა­ლაქ­მა გან­სა­ზღვროს, მოძ­რა­ო­ბის რო­გო­რი ორ­გა­ნი­ზე­ბა მოხ­დე­ბა, რომ სა­ცო­ბე­ბის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლუქ­ვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, 12 სა­ბა­გი­რო ხაზი, რო­მე­ლიც გენ­გეგ­მის დო­კუ­მენ­ტში აქამ­დეც იყო, უც­ვლე­ლი რჩე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა ტრამ­ვა­ის ხაზს, რო­გორც სა­ლუქ­ვა­ძე აცხა­დებს, თუ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია სატ­რან­პორ­ტო დე­რეფ­ნებს მო­ა­წყობს, ამის გა­მო­ყე­ნე­ბა ტრამ­ვა­ის ხა­ზის­თვი­საც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა. „პირ­და­პირ მი­თი­თე­ბუ­ლი არ გვაქვს, რო­მელ ქუ­ჩა­ზე და სად უნდა გა­ვი­დეს ტრამ­ვა­ის ხაზი, მაგ­რამ ვთქვით, რომ იმ სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნებ­ში, რომ­ლებ­საც ჩვენ ვთა­ვა­ზობთ, მე­რი­ამ ჯერ სწრა­ფი ავ­ტო­ბუ­სი გა­ა­ტა­როს, რო­მე­ლიც ნაკ­ლებ ფი­ნან­სებს მო­ი­თხოვს, შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ქა­ლაქ­მა იგი­ვე მა­გის­ტრა­ლი ტრამ­ვა­ის­თვი­საც გა­მო­ი­ყე­ნოს. ეს მა­გის­ტრა­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა ტრამ­ვა­ის ხა­ზის მო­სა­წყო­ბად“, - აღ­ნიშ­ნა სა­ლუქ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, “სითი ინ­სტი­ტუტ სა­ქარ­თვე­ლომ“ თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის (მგგ) გა­ნახ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა 2015 წელს და­ი­წყო. სრულ­ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა კი, 2017 წლის 15 აპ­რი­ლამ­დე უნდა წა­რედ­გი­ნა. მომ­სა­ხუ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2 800 000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.გენ­გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუფ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა ექვს ეტაპს მო­ი­ცავ­და: წი­ნა­საპ­რო­ექ­ტო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი; ქა­ლაქმშე­ნებ­ლო­ბი­თი ანა­ლი­ზი/არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მომ­ზა­დე­ბა; და­ზუს­ტე­ბუ­ლი გეგ­მა­რე­ბი­თი და­ვა­ლე­ბა; კონ­ცეფ­ცია; მგგ-ს სტა­დია „პრო­ექ­ტი“; მგგ-ს სა­ბო­ლოო პრო­ექ­ტი.

თუმ­ცა, გენ­გეგ­მის ჯგუფს მე­რი­ამ სა­ბო­ლოო მე-6 ეტაპ­ზე ერთი და იგი­ვე სა­კი­თხე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­ხარ­ვე­ზა, რის გა­მოც, „სითი ინ­სტი­ტუტ სა­ქარ­თვე­ლოს“ 140 ათას ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა. მე­რი­ის შე­ნიშ­ვნე­ბი ძი­რი­თა­დად ეხე­ბო­და ზო­ნი­რე­ბას, ტრან­სპორ­ტს, რკი­ნიგ­ზას, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დამ­ცავ ზო­ნებს, ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბას, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პებს, რი­გი­თო­ბას და ეკო­ნო­მი­კას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

12 საბაგირო ხაზი, "ისთ ფოინთი - ლილოს“ მიწისზედა მეტრო - რა საკითხები რჩება გენგეგმაში

12 საბაგირო ხაზი, "ისთ ფოინთი - ლილოს“ მიწისზედა მეტრო - რა საკითხები რჩება გენგეგმაში

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რჩება 12 საბაგირო ხაზის მოწყობა, „ისთ ფოინთი - ლილოს“ მიწისზედა მეტროსა და სატვირთო მატარებლების შემოვლით რკინიგზაზე გადატანის საკითხი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

სალუქვაძის ინფორმაციით, რკინიგზის მიმართულებით, სატვირთო ხაზის გადატანაზე შეთანხმება მიღწეულია, რაც შეეხება სამგზავრო ხაზს, ეს შესწავლას საჭიროებს, რაც საქართველოს რკინიგზის გასაკეთებელია.

„სატვირთოზე ყველა მხარე ვთანხმდებოდით, რომ უნდა გადავიდეს. რაც შეეხება სამგზავრო ხაზს, ეს შესასწავლია. ასევე, საქართველოს რკინიგზის და მთავრობის ერთ-ერთი წინადადება იყო შემოვლითი რკინიგზის ხაზის ნაწილის მიწის ქვეშ ჩატანა. ჩვენ საუბარი გვაქვს 10 კილომეტრიან მონაკვეთზე და არა მთლიანად რკინიგზაზე. იყო საუბარი გვირაბის გაკეთებაზე და კვლევებიც მიმდინარეობდა. საბოლოო შედეგები არ ვიცი, მაგრამ ნავთლუღიდან დიდუბის სადგურამდე გვირაბის საკითხი ნამდვილად იყო. საქართველოს რკინიგზა ამ საკითხს ამუშავებდა. რაც შეეხება გენგეგმაში შეთავაზებულ „ისთ ფოინთი“-ლილო-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზს, ეს ისევ რჩება დოკუმენტში, მაგრამ შორეული პერსპერქტივაა, საკმაოდ მასშტაბური და ამბიციური პროექტია და კვლევა დასჭირდება. თუმცა ის, რაც ჩვენ ვთქვით და ეს საქართველოს რკინიგზასთან ერთად მოფიქრებული პროექტი იყო, რადგან აქ გვაქვს გამოუყენებელი ხაზი, სრულებით შესაძლებელია, რომ მიწისზედა მეტრო გაკეთდეს, „ისთ ფოინთი“ ლილო დააკავშიროს ერთმანეთს და აეროპორტამდეც ჩავიდეს“, - განაცხადა სალუქვაძემ.

რაც შეეხება სატრანსპორტო დერეფნებს, როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, მერიამ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ერთი დერეფნის მოწესრიგება და ექსპლუატაციაში გაშვება მაინც უნდა მოხდეს.

„საუბარი არ არის ახალ გზაზე, ვგულისხმობ, არსებული გზის მოწესრიგებას. მაგალითად, დიდი დიღმიდან მაღლივამდე, მარშალ გელოვანის და საბურთალოს გზის იმ პარამეტრებით მოწყობას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიეცეს დაუბრკოლებლად და შეუფერხებლად გადაადგილების საშუალება. ტრანსპორტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სიახლე იქნება, როგორც ტაქსების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანპსორტის მიმართულებით. ეს ჩვენც გვედო დოკუმენტში და ქალაქიც იწყებს ამის კეთებას - ეს არის სატრანსპორტო მოდელირება. უახლოეს ხანში გამოცხადდება ტენდერი სატრანსპორტო მასტერპლანთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოდელირებას, ეს არის პრაქტიკულად, ყველა კვანძში ნაკადების შესწავლა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა. არსებობს სპეციალური სოფტები, რომლებიც ითვლიან ნაკადების მიხედვით როგორი დატვირთვა აქვს ამა თუ იმ ქუჩას და ქუჩების დატვირთვის შემთხვევაში, სად შეიძლება გადანაწილდეს ეს ნაკადები. ამ დათვლების შემდეგ აუცილებელია სატრანსპორტო მასტერპლანის გაკეთება, სადაც უკვე პრაქტიკული გადაწყვეტილებები იქნება. კვანძების, მოედნების და ქუჩების დონეზე რომ ქალაქმა განსაზღვროს, მოძრაობის როგორი ორგანიზება მოხდება, რომ საცობებისგან გავთავისუფლდეთ“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, 12 საბაგირო ხაზი, რომელიც გენგეგმის დოკუმენტში აქამდეც იყო, უცვლელი რჩება, რაც შეეხება ტრამვაის ხაზს, როგორც სალუქვაძე აცხადებს, თუ დედაქალაქის მერია სატრანპორტო დერეფნებს მოაწყობს, ამის გამოყენება ტრამვაის ხაზისთვისაც შესაძლებელი გახდება. „პირდაპირ მითითებული არ გვაქვს, რომელ ქუჩაზე და სად უნდა გავიდეს ტრამვაის ხაზი, მაგრამ ვთქვით, რომ იმ სატრანსპორტო დერეფნებში, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ, მერიამ ჯერ სწრაფი ავტობუსი გაატაროს, რომელიც ნაკლებ ფინანსებს მოითხოვს, შემდეგ გარკვეული ფინანსების არსებობის შემთხვევაში, ქალაქმა იგივე მაგისტრალი ტრამვაისთვისაც გამოიყენოს. ეს მაგისტრალი აბსოლუტურად მისაღები იქნება ტრამვაის ხაზის მოსაწყობად“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, “სითი ინსტიტუტ საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი, 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა. მომსახურების ღირებულება 2 800 000 ლარით განისაზღვრა.გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ექვს ეტაპს მოიცავდა: წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები; ქალაქმშენებლობითი ანალიზი/არსებული მდგომარეობის მომზადება; დაზუსტებული გეგმარებითი დავალება; კონცეფცია; მგგ-ს სტადია „პროექტი“; მგგ-ს საბოლოო პროექტი.

თუმცა, გენგეგმის ჯგუფს მერიამ საბოლოო მე-6 ეტაპზე ერთი და იგივე საკითხები რამდენჯერმე დაუხარვეზა, რის გამოც, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ 140 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მერიის შენიშვნები ძირითადად ეხებოდა ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ