მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში მოსახლეობის დაბერების ინდექსი მატულობს" - როგორ იცვლებოდა დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე?
"თბილისში მოსახლეობის დაბერების ინდექსი მატულობს" - როგორ იცვლებოდა დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე?

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით თბი­ლი­სის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა ამა თუ იმ ეპო­ქა­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად იც­ვლე­ბო­და, მი­ზე­ზი ცხა­დია, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი (სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი) იყო, რა­საც ამ თე­მა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტია მი­ე­ძღვნა.

ვაგ­რძე­ლებთ სა­უ­ბარს თბი­ლი­სის დე­მოგ­რა­ფი­ულ ვი­თა­რე­ბა­ზე გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბი­დან 2014 წლამ­დე და ვეყ­რდნო­ბით ეთ­ნოგ­რა­ფე­ბის, პრო­ფე­სო­რე­ბის - რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი­სა და თე­ი­მუ­რაზ გვიმ­რა­ძის ნაშ­რომ­ში "ეთ­ნო­ლო­გი­უ­რი თბი­ლი­სი" გა­მო­ყე­ნე­ბულ მო­ნა­ცე­მებს. რო­გორ იც­ვლე­ბო­და დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში?

ასე­თი სუ­რა­თი იყო - 1922 წელს ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა 245.461 ით­ვლი­და. 1926 წელს - 294.044-ს, 1930 წელს - 310.100-ს, 1939 წელს - 519.220 (1926 წლი­დან 1939 წა­ლამ­დე, 13 წლის მო­ნაკ­ვეთ­ში, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა 225.176 გაზ­რდი­ლა ანუ 76,6%-ით). 1949 წელი - 694.664 (20 წლის მო­ნაკ­ვეთ­ში, 1939 წელ­თან შე­და­რე­ბით, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა 174,4 ათა­სით, ანუ 33,8%-ით მო­მა­ტე­ბუ­ლა. თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შო­ბა­დო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 1941-1945 წლებ­ში ყო­ფი­ლა.

თბი­ლის­ში 1939-1958 წლებ­ში მუდ­მივ სა­ცხოვ­რებ­ლად 521,7 000 ჩა­მო­სუ­ლა, ხოლო წა­სუ­ლა - 384,1 ათა­სი), 1970 წელი – 889.020. 1959 წელს სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა 694.664 იყო, 1970 წელს - 889.020. 1979 წლის აღ­წე­რით, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბამ მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა - 1.052.734. ათი წლის შემ­დეგ 1.243.150 შე­ად­გი­ნა. ეს მა­ტე­ბა კი ძი­რი­თა­დად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო მე­ქა­ნი­კუ­რი მა­ტე­ბით, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის თბი­ლის­ში მიგ­რა­ცი­ით.

2002 წელს წინა აღ­წე­რას­თან შე­და­რე­ბით, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბამ 161.471-ით და­იკ­ლო - 1.081.679. კლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო მე­ქა­ნი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბით. პოსტსაბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კურ ერ­თე­ულ­თა ბევ­რმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი და­ტო­ვა. ამას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ 1989 წლის ქარ­თველ­თა პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა თბი­ლის­ში 66,0%-დან 2002 წელს 84,2 %-მდე გა­ი­ზარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, და­იკ­ლო სხვა ეთ­ნი­კურ ერ­თო­ბა­თა პრო­ცენ­ტულ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა (სომ­ხებ­მა 12,1%-დან - 7,6%-მდე, რუ­სებ­მა 10,0%-დან - 3,0%-მდე, ოსებ­მა 2,7%-დან - 0,9-მდე, ებ­რა­ე­ლებ­მა 1,1%-დან, 2%-მდე აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა 1,5%-დან 1,0%-მდე).

2014 წელს თბი­ლის­ში ქარ­თვლე­ბის პრო­ცენ­ტულ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ მაქ­სი­მუმს 90%-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. 2014 წელს თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბამ 1 მლნ 108.717 კაცი შე­ად­გი­ნა (მა­ტე­ბა - 27.038). ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2,5%-ით მე­ტია 2002 წლის აღ­წე­რას­თან შე­და­რე­ბით, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­გა­რე­უბ­ნო სოფ­ლე­ბის თბი­ლის­თან შე­ერ­თე­ბით.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბაც მიგ­რა­ცი­ი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და. 2002 წელს წინა 1989 წლის აღ­წე­რას­თან შე­და­რე­ბით, თბი­ლის­ში შიდა მიგ­რი­რე­ბულ­თა რი­ცხვმა 96.911 შე­ად­გი­ნა.

ყვე­ლა­ზე დიდი გა­და­ად­გი­ლე­ბა მოხ­და აფხა­ზე­თი­დან - იძუ­ლე­ბით ად­გილ­გა­და­ნაც­ვლე­ბულ­თა 29,6% თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. მათი რა­ო­დე­ნო­ბა 2002 წელს 47.954-ს იყო.

2015 წლის 1-ელ იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ად­გენ­და 1.086.900 მცხოვ­რებს, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ნაკ­ლე­ბია 1989 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის უკა­ნასკლნე­ლი საბ­ჭო­თა აღ­წე­რის შე­დეგ­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თბი­ლის­ში 1.259.700 კაცი ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა უმ­ნიშ­ვნე­ლოდ აღე­მა­ტე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მებს, რო­მელ­მაც 1.073.400 მცხოვ­რე­ბი და­ა­ფიქ­სი­რა.

1990-იანი წლე­ბი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და თბი­ლი­სის დე­მოგ­რა­ფი­ულ­მა სის­ტე­მამ, რაც უპირ­ველ ყოვ­ლი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბა­ში აი­სა­ხა. 1990-2015 წლებ­ში მისი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 13%-ით შემ­ცირ­და. მი­უ­ხე­და­ვად მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბი­სა, სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­ში 3,1 პუნ­ქტით გა­იზ­რა­და. 2015 წელს თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი და ქა­ლა­ქე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი (50,8%) ცხოვ­რობ­და.

  • ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს შო­ბა­დო­ბის კლე­ბის პრო­ცე­სი. 1961 წელს შო­ბა­დო­ბის ზო­გა­დი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი თბი­ლის­ში 20%-ს შე­ად­გენ­და, ხოლო 2015 წელს - 15,8%. 2002 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­დან ემიგ­რი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი (29,0%) თბი­ლის­ზე მო­დი­ო­და. ემიგ­რი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან ნა­ხევ­რზე მეტი (52,3 %) ქარ­თუ­ლი იყო, სომ­ხე­ბის წილი 17,4%-ს შე­ად­გენ­და. საგ­რძნო­ბი იყო ემიგ­რი­რე­ბუ­ლი ბერ­ძნე­ბი­სა (7,7%) და რუ­სე­ბის (6,4%) წილი. იე­ზი­დე­ბი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, 4,5% და 4,4% იყო. თბი­ლი­სი­დან ემიგ­რი­რე­ბულ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი შრო­მით მიგ­რან­ტებს წარ­მო­ად­გენს. თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოგ­რა­ფი­ულ პრო­ცე­სებს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არა­ორ­დი­ნა­რულს უწო­დე­ბენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და მო­სახ­ლე­ო­ბის ასა­კობ­რივ­მა სტრუქ­ტუ­რამ. 1989-2014 წლე­ბის აღ­წე­რებს შო­რის პე­რი­ოდ­ში 4,1 პუნ­ქტით შემ­ცირ­და 15 წლამ­დე ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის წილი. ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თბილ­სის მო­სახ­ლე­ო­ბის და­მოგ­რა­ფი­უ­ლი და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი, 2014 წლის აღ­წე­რის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 65 წლის და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის წილ­მა 12% შე­ად­გი­ნა. თბი­ლის­ში სულ უფრო მა­ტუ­ლობ­და და მა­ტუ­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბე­რე­ბის ინ­დექ­სი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თბილისში მოსახლეობის დაბერების ინდექსი მატულობს" - როგორ იცვლებოდა დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე?

"თბილისში მოსახლეობის დაბერების ინდექსი მატულობს" - როგორ იცვლებოდა დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე?

საუკუნეების მიხედვით თბილისის დემოგრაფიული ვითარება ამა თუ იმ ეპოქაში სხვადასხვაგვარად იცვლებოდა, მიზეზი ცხადია, სხვადასხვაგვარი (სოციალურ-ეკონომიურ-პოლიტიკური) იყო, რასაც ამ თემაზე მომზადებული სტატია მიეძღვნა.

ვაგრძელებთ საუბარს თბილისის დემოგრაფიულ ვითარებაზე გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან 2014 წლამდე და ვეყრდნობით ეთნოგრაფების, პროფესორების - როლანდ თოფჩიშვილისა და თეიმურაზ გვიმრაძის ნაშრომში "ეთნოლოგიური თბილისი" გამოყენებულ მონაცემებს. როგორ იცვლებოდა დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობა საბჭოთა პერიოდში?

ასეთი სურათი იყო - 1922 წელს ქალაქის მოსახლეობა 245.461 ითვლიდა. 1926 წელს - 294.044-ს, 1930 წელს - 310.100-ს, 1939 წელს - 519.220 (1926 წლიდან 1939 წალამდე, 13 წლის მონაკვეთში, თბილისის მოსახლეობა 225.176 გაზრდილა ანუ 76,6%-ით). 1949 წელი - 694.664 (20 წლის მონაკვეთში, 1939 წელთან შედარებით, თბილისის მოსახლეობა 174,4 ათასით, ანუ 33,8%-ით მომატებულა. თბილისში ყველაზე მაღალი შობადობის კოეფიციენტი 1941-1945 წლებში ყოფილა.

თბილისში 1939-1958 წლებში მუდმივ საცხოვრებლად 521,7 000 ჩამოსულა, ხოლო წასულა - 384,1 ათასი), 1970 წელი – 889.020. 1959 წელს საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობა 694.664 იყო, 1970 წელს - 889.020. 1979 წლის აღწერით, თბილისის მოსახლეობამ მილიონს გადააჭარბა - 1.052.734. ათი წლის შემდეგ 1.243.150 შეადგინა. ეს მატება კი ძირითადად განპირობებული იყო მექანიკური მატებით, სოფლის მოსახლეობის თბილისში მიგრაციით.

2002 წელს წინა აღწერასთან შედარებით, თბილისის მოსახლეობამ 161.471-ით დაიკლო - 1.081.679. კლება გამოწვეული იყო მექანიკური მოძრაობით. პოსტსაბჭოთა პერიოდში სხვადასხვა ეთნიკურ ერთეულთა ბევრმა წარმომადგენელმა საქართველოს დედაქალაქი დატოვა. ამას ისიც ადასტურებს, რომ 1989 წლის ქართველთა პროცენტული რაოდენობა თბილისში 66,0%-დან 2002 წელს 84,2 %-მდე გაიზარდა. შესაბამისად, დაიკლო სხვა ეთნიკურ ერთობათა პროცენტულმა მაჩვენებელმა (სომხებმა 12,1%-დან - 7,6%-მდე, რუსებმა 10,0%-დან - 3,0%-მდე, ოსებმა 2,7%-დან - 0,9-მდე, ებრაელებმა 1,1%-დან, 2%-მდე აზერბაიჯანელმა 1,5%-დან 1,0%-მდე).

2014 წელს თბილისში ქართვლების პროცენტულმა რაოდენობამ მაქსიმუმს 90%-ს გადააჭარბა. 2014 წელს თბილისის მოსახლეობამ 1 მლნ 108.717 კაცი შეადგინა (მატება - 27.038). ეს მაჩვენებელი 2,5%-ით მეტია 2002 წლის აღწერასთან შედარებით, რაც განპირობებულია საგარეუბნო სოფლების თბილისთან შეერთებით.

ცნობილია, რომ საქართველოს და თბილისის მოსახლეობაც მიგრაციისადმი მიდრეკილებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიგრაციული პროცესები გააქტიურდა. 2002 წელს წინა 1989 წლის აღწერასთან შედარებით, თბილისში შიდა მიგრირებულთა რიცხვმა 96.911 შეადგინა.

ყველაზე დიდი გადაადგილება მოხდა აფხაზეთიდან - იძულებით ადგილგადანაცვლებულთა 29,6% თბილისში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 2002 წელს 47.954-ს იყო.

2015 წლის 1-ელ იანვრის მდგომარეობით, თბილისის მოსახლეობა შეადგენდა 1.086.900 მცხოვრებს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია 1989 წლის მოსახლეობის უკანასკლნელი საბჭოთა აღწერის შედეგზე, რომლის მიხედვითაც, თბილისში 1.259.700 კაცი ცხოვრობდა, თუმცა უმნიშვნელოდ აღემატება დამოუკიდებელ საქართველოში პირველად ჩატარებული აღწერის მონაცემებს, რომელმაც 1.073.400 მცხოვრები დააფიქსირა.

1990-იანი წლებიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა თბილისის დემოგრაფიულმა სისტემამ, რაც უპირველ ყოვლისა, მოსახლეობის რაოდენობის კლებაში აისახა. 1990-2015 წლებში მისი მოსახლეობის რაოდენობა 13%-ით შემცირდა. მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობის კლებისა, საერთო რაოდენობაში 3,1 პუნქტით გაიზრადა. 2015 წელს თბილისში საქართველოს მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედი და ქალაქების მოსახლეობის ნახევარზე მეტი (50,8%) ცხოვრობდა.

  • ნახევარ საუკუნეზე მეტია თბილისში მიმდინარეობს შობადობის კლების პროცესი. 1961 წელს შობადობის ზოგადი კოეფიციენტი თბილისში 20%-ს შეადგენდა, ხოლო 2015 წელს - 15,8%. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის თითქმის მესამედი (29,0%) თბილისზე მოდიოდა. ემიგრირებულთა საერთო რაოდენობიდან ნახევრზე მეტი (52,3 %) ქართული იყო, სომხების წილი 17,4%-ს შეადგენდა. საგრძნობი იყო ემიგრირებული ბერძნებისა (7,7%) და რუსების (6,4%) წილი. იეზიდებისა და აზერბაიჯანელების მაჩვენებელი, შესაბამისად, 4,5% და 4,4% იყო. თბილისიდან ემიგრირებულთა უდიდესი ნაწილი შრომით მიგრანტებს წარმოადგენს. თბილისში მიმდინარე თანამედროვე დემოგრაფიულ პროცესებს სპეციალისტები არაორდინარულს უწოდებენ. მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მოსახლეობის ასაკობრივმა სტრუქტურამ. 1989-2014 წლების აღწერებს შორის პერიოდში 4,1 პუნქტით შემცირდა 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი. ინტენსიურად მიმდინარეობდა თბილსის მოსახლეობის დამოგრაფიული დაბერების პროცესი, 2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა 12% შეადგინა. თბილისში სულ უფრო მატულობდა და მატულობს მოსახლეობის დაბერების ინდექსი.

"არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით" - ვარლამ გოლეთიანი

“ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა - რა ხდება ამ წუთებში სოფელ გუმათში (live)

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირებულებს შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეებიც - რა განაცხადა ამირან გამყრელიძემ?