პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად “სარაჯიშვილი” ახალ ბრენდს Independence გამოუშვებს
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად “სარაჯიშვილი”  ახალ ბრენდს Independence გამოუშვებს

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ალ­ბათ, თი­თო­ე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ახლა, როცა მსოფ­ლი­ოს თით­ქმის აღა­რა­ფე­რი აკ­ვირ­ვებს, პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ამ უზარ­მა­ზარ სამ­ყა­რო­ში თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა. მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა და მეღ­ვი­ნე­ო­ბა ის დარ­გია, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თხელ მო­უ­წო­ნე­ბია თავი ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

მა­შინ როცა „ვა­ზის სამ­შობ­ლოდ“ წო­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის 100 წლის იუ­ბი­ლეს გრან­დი­ო­ზუ­ლად აღ­ნიშ­ნავს, ეს გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­რი­ღი არც პირ­ველ ქარ­თულ ღვი­ნის ბრენ­დს „სა­რა­ჯიშ­ვილს“ და­უ­ტო­ვე­ბია უყუ­რა­დღე­ბოდ. და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად, კომ­პა­ნია 1884 წელს და­არ­სდა და სამ წე­ლი­წად­ში პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ტიც გა­მო­უშ­ვა. სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­ის, გა­მოც­დი­ლე­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სპირ­ტის რე­ზერ­ვე­ბი­სა და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით „სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ­ლი“ დღემ­დე გა­ნაგ­რძობს იმ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­საც თა­ვად და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა. კომ­პა­ნი­ამ, რო­მელ­საც პირ­ვე­ლო­ბა­ში დღემ­დე ვე­რა­ვინ ეცი­ლე­ბა, ქვეყ­ნის­თვის ამ სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნა­ში თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

1918 წლის 26 მა­ისს, ქა­ღალ­დის ერთ ფურ­ცელ­ზე მელ­ნით დას­მუ­ლი ხელ­მო­წე­რე­ბით, ქვეყ­ნის მმარ­თველ­მა ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტი“ მი­ი­ღო და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვის მი­ზანს ხორ­ცი შე­ას­ხა. 100 წლის შემ­დეგ კი კომ­პა­ნია „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“ უნი­კა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მქო­ნე სასმლის ჩა­მოს­ხმით, ამ თა­რიღს გა­მორ­ჩე­უ­ლი გზით უკ­ვდავ­ყოფს. ბრენ­დი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შე­იქ­მნა, ამა­ვე სა­ხელს - „Independence“ - ატა­რებს.

სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ცა­ვე­ბის უძ­ვირ­ფა­სე­სი მა­რა­გე­ბი­დან, 1918 წლის უნი­კა­ლუ­რი სპირ­ტი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, დახ­ვე­წი­ლი ხა­სი­ა­თის სას­მე­ლად იქცა. მუ­ხის კას­რებ­ში დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი პრე­მი­უმ კლა­სის ბრენ­დი „Independence“ მდი­და­რი, დახ­ვე­წი­ლი, ელე­გან­ტუ­რი არო­მა­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა. კრი­ა­ლა, ქარ­ვის­ფერ­ში გარ­და­მა­ვალ, მუქ ოქ­როს­ფერ სი­თხეს, ხი­ლის, მუ­ხის მერ­ქნის, ვა­ნი­ლი­სა და შო­კო­ლა­დის ტო­ნე­ბი ამ­დიდ­რებს. რბი­ლი ხა­ვერ­დო­ვა­ნი გემო და პი­კან­ტუ­რი სიმწკლარ­ტე კი ბრენ­დის გან­სა­კუთ­რე­ბულ სიძ­ვე­ლეს უს­ვამს ხაზს.

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის 100 წლის იუ­ბი­ლეს საკ­მა­ოდ ბევ­რი კომ­პა­ნია თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნავს, ალ­ბათ, რთუ­ლია ამ პრო­ცეს­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად შე­ი­ტა­ნო. ეს სირ­თუ­ლე კომ­პა­ნია „სა­რა­ჯიშ­ვილ­მა“ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია. პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია, რა­საც სასმლის ახა­ლი ბრენ­დი „Independence“ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ში იწ­ვევს, ეს გა­ო­ცე­ბაა. გა­ო­ცე­ბა იმა­ზე, თუ რო­გო­რი დახ­ვე­წი­ლო­ბით და ყუ­რა­დღე­ბი­თაა შექ­მნი­ლი თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი. სიმ­ბო­ლურ დღეს, სიმ­ბო­ლუ­რი და­სა­ხე­ლე­ბის მქო­ნე ახა­ლი ბრენ­დი სიმ­ბო­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ბოთ­ლებ­ში ჩა­მო­ის­ხა, რომ­ლებ­ზეც 1918 წლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტის ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რეა ასა­ხუ­ლი.

პრე­მი­უმ კლა­სის ბრენ­დის დი­ზა­ინ­ზე კომ­პა­ნი­ამ „Mediane brand design” იზ­რუ­ნა: გრა­ვი­რე­ბუ­ლი ბოთ­ლის დი­ზა­ი­ნის შთა­გო­ნე­ბა სა­მელ­ნის ფორ­მა გახ­ლავთ. ბოთ­ლის ელე­გან­ტუ­რი ქვით ინ­კრუსტრი­რე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვი კი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფურ­ცე­ლი, მისი სტრუქ­ტუ­რა და მელ­ნის ფე­რიც კი კომ­პა­ნია „სა­რა­ჯიშ­ვი­ლის­თვის“ შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქცა. სას­მე­ლის ბოთ­ლი­დან ამო­სა­ღე­ბი ლი­ვე­რიც კი კა­ლამს გვა­გო­ნებს.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის სიმ­ბო­ლო­ე­ბით დატ­ვირ­თულ ბრენ­დს კომ­პა­ნია „სა­რა­ჯიშ­ვილ­მა“ ლო­გოც სიმ­ბო­ლუ­რი შე­ურ­ჩია. ლო­გოს კომ­პო­ზი­ცი­ის იდეა სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს უკავ­შირ­დე­ბა და რი­ცხვ 100-ს გა­მო­სა­ხავს.

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს სწო­რედ ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც პრო­დუქ­ტის შიგ­თავ­სი და დი­ზა­ი­ნი თა­ნა­ბარ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. მო­ას­წრებთ თუ არა ამ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას, ეს მხო­ლოდ თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რად­გან სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შექ­მნი­ლი ეს ბრენ­დი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­მო­ის­ხა. რა­ო­დე­ნო­ბაც, რა თქმა უნდა, სიმ­ბო­ლუ­რი - 1918 ცა­ლია და თი­თო­ე­ულ მათ­განს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ნო­მე­რი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი სას­მე­ლი „Independence“ გა­სა­ყი­დად სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ვა, მისი და­რე­ზერ­ვე­ბა და ე.წ. მყიდ­ველ­თა რიგ­ში ჩად­გო­მა უკვე ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

ალ­ბათ, ხში­რად გვიც­დია უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის გაკ­ვირ­ვე­ბა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გაც­ნო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის, სამ­ზა­რე­უ­ლოს, ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი­სა თუღ­ვი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ვა­ზი­სა და ღვი­ნის კულ­ტუ­რის ის­ტო­რია ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რი­ას­თან საკ­მა­ოდ მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ახ­ლად­შექ­მნი­ლი პრე­მი­უმ კლა­სის ბრენ­დი „Independence“ სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თა­დაც კი იქ­ცეს.

(R)

ავტორი:

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად “სარაჯიშვილი” ახალ ბრენდს Independence გამოუშვებს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად “სარაჯიშვილი”  ახალ ბრენდს Independence გამოუშვებს

თანამედროვე სამყაროს გლობალიზაციის პირობებში, ალბათ, თითოეული სახელმწიფოსთვის თვითმყოფადობის შენარჩუნებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ახლა, როცა მსოფლიოს თითქმის აღარაფერი აკვირვებს, პატარა ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურული იდენტობის შენარჩუნება და ამ უზარმაზარ სამყაროში თავისი კუთვნილი ადგილის დაკავება. მევენახეობა და მეღვინეობა ის დარგია, რომლის წყალობითაც საქართველოს არაერთხელ მოუწონებია თავი ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.

მაშინ როცა „ვაზის სამშობლოდ“ წოდებული ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავს, ეს გამორჩეული თარიღი არც პირველ ქართულ ღვინის ბრენდს „სარაჯიშვილს“ დაუტოვებია უყურადღებოდ. დავით სარაჯიშვილის დაუღალავი შრომის შედეგად, კომპანია 1884 წელს დაარსდა და სამ წელიწადში პირველი პროდუქტიც გამოუშვა. საუკუნოვანი ტრადიციის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, მრავალფეროვანი სპირტის რეზერვებისა და უახლესი ტექნოლოგიების წყალობით „სარაჯიშვილის სახლი“ დღემდე განაგრძობს იმ საქმიანობას, რომელსაც თავად დავით სარაჯიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა. კომპანიამ, რომელსაც პირველობაში დღემდე ვერავინ ეცილება, ქვეყნისთვის ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში თავისი გამორჩეული წვლილი შეიტანა.

1918 წლის 26 მაისს, ქაღალდის ერთ ფურცელზე მელნით დასმული ხელმოწერებით, ქვეყნის მმართველმა ეროვნულმა საბჭომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო და თავისუფლებისკენ სწრაფვის მიზანს ხორცი შეასხა. 100 წლის შემდეგ კი კომპანია „სარაჯიშვილი“ უნიკალური მახასიათებლების მქონე სასმლის ჩამოსხმით, ამ თარიღს გამორჩეული გზით უკვდავყოფს. ბრენდი, რომელიც სპეციალურად დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შეიქმნა, ამავე სახელს - „Independence“ - ატარებს.

სარაჯიშვილის საცავების უძვირფასესი მარაგებიდან, 1918 წლის უნიკალური სპირტი უმაღლესი ხარისხის, დახვეწილი ხასიათის სასმელად იქცა. მუხის კასრებში დაძველებული პრემიუმ კლასის ბრენდი „Independence“ მდიდარი, დახვეწილი, ელეგანტური არომატით გამოირჩევა. კრიალა, ქარვისფერში გარდამავალ, მუქ ოქროსფერ სითხეს, ხილის, მუხის მერქნის, ვანილისა და შოკოლადის ტონები ამდიდრებს. რბილი ხავერდოვანი გემო და პიკანტური სიმწკლარტე კი ბრენდის განსაკუთრებულ სიძველეს უსვამს ხაზს.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს საკმაოდ ბევრი კომპანია თუ დაწესებულება აღნიშნავს, ალბათ, რთულია ამ პროცესში საკუთარი წვლილი ყველასგან გამორჩეულად შეიტანო. ეს სირთულე კომპანია „სარაჯიშვილმა“ საკმაოდ წარმატებით დაძლია. პირველი რეაქცია, რასაც სასმლის ახალი ბრენდი „Independence“ თითოეულ ადამიანში იწვევს, ეს გაოცებაა. გაოცება იმაზე, თუ როგორი დახვეწილობით და ყურადღებითაა შექმნილი თითოეული დეტალი. სიმბოლურ დღეს, სიმბოლური დასახელების მქონე ახალი ბრენდი სიმბოლური დიზაინის მქონე ბოთლებში ჩამოისხა, რომლებზეც 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის ისტორიული მნიშვნელობა და მისი ვიზუალური მხარეა ასახული.

პრემიუმ კლასის ბრენდის დიზაინზე კომპანიამ „Mediane brand design” იზრუნა: გრავირებული ბოთლის დიზაინის შთაგონება სამელნის ფორმა გახლავთ. ბოთლის ელეგანტური ქვით ინკრუსტრირებული სახურავი კი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ვიზუალური მხარითაა შთაგონებული. საქართველოს ისტორიისთვის ეს მნიშვნელოვანი ფურცელი, მისი სტრუქტურა და მელნის ფერიც კი კომპანია „სარაჯიშვილისთვის“ შთაგონების წყაროდ იქცა. სასმელის ბოთლიდან ამოსაღები ლივერიც კი კალამს გვაგონებს.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის სიმბოლოებით დატვირთულ ბრენდს კომპანია „სარაჯიშვილმა“ ლოგოც სიმბოლური შეურჩია. ლოგოს კომპოზიციის იდეა საიუბილეო თარიღს უკავშირდება და რიცხვ 100-ს გამოსახავს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც პროდუქტის შიგთავსი და დიზაინი თანაბარ აღფრთოვანებას იწვევს. მოასწრებთ თუ არა ამ აღფრთოვანების გაზიარებას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რადგან საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად შექმნილი ეს ბრენდი ლიმიტირებული რაოდენობით ჩამოისხა. რაოდენობაც, რა თქმა უნდა, სიმბოლური - 1918 ცალია და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ნომერი აქვს მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასმელი „Independence“ გასაყიდად სექტემბერში გამოვა, მისი დარეზერვება და ე.წ. მყიდველთა რიგში ჩადგომა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ალბათ, ხშირად გვიცდია უცხოელი სტუმრების გაკვირვება და ჩვენი ქვეყნის გაცნობა კულტურული ძეგლების, სამზარეულოს, ტურისტული ადგილებისა თუღვინის საშუალებით. იმის გათვალისწინებით, რომ ვაზისა და ღვინის კულტურის ისტორია ქართველი ერის ისტორიასთან საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული, ახლადშექმნილი პრემიუმ კლასის ბრენდი „Independence“ საერთაშორისო არენაზე შესაძლოა, საქართველოს სავიზიტო ბარათადაც კი იქცეს.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის